3 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა
3 აგვისტოს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში გაიმართა აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელმაც საქართველოს მომავალი (გარდამავალი) ჩემპიონატისა და დავით ყიფიანის თასის გათამაშების კალენდრები, ასევე, ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კოდექსი და სხვადასხვა გათამაშების ფორმატი დაამტკიცა...

XXVIII ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის ბატალიები 7 აგვისტოს დაიწყება. პირველი ლიგა სტარტს 19 აგვისტოს აიღებს. მანამდე კი (15 აგვისტოდან) საქმეში ჩაებმებიან თასის გათამაშების მონაწილეები (იხილეთ კალენდრის ბმული).

აღმასკომმა დაამტკიცა მეორე ლიგის გათამაშების ფორმატიც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ტურნირში მონაწილეობას 67 გუნდი მიიღებს და ისინი ტერიტორიული პრინციპით 8 ჯგუფში გადანაწილდებიან. რვავე ჯგუფის გამარჯვებული პირდაპირი გზით მოიპოვებს ეროვნული ლიგა 1-ის საგზურს.

რაც შეეხება ჯგუფში მეორიდან მეექვსე ადგილამდე გუნდებს, ეს 40 გუნდი ეროვნულ ლიგა 2-ში იასპარეზებს.

ბეჭედი დაესვა ასაკობრივი ჩემპიონატების ფორმატსაც: 19-წლამდელთა ლიგა, სადაც 16 გუნდი იასპარეზებს, ორ ჯგუფად დაიყოფა - დასავლეთად და აღმოსავლეთად. პირველ და მეორე ადგილებზე გასული გუნდები ჯვარედინად შეხვდებიან ერთმანეთს ნახევარფინალსა და ფინალში.

ფეხბურთის ფედერაციამ მოგვაწოდა ინფორმაცია ასაკობრივი ჩემპიონატების თაობაზეც. 15 და 17-წლამდელთა ჩემპიონატში 21 მონაწილეა. ისინი 3 ჯგუფად დაიყოფიან. თითოეულ ჯგუფში 7 გუნდი იასპარეზებს. ჯგუფის პირველი და მეორეადგილოსანი ავტომატურად მოიპოვებს მეოთხედფინალის საგზურს, ხოლო ამ სამი ჯგუფიდან საუკეთესო ორი მესამეადგილოსანი დამატებით მიიღებს მეოთხედფინალის ბილეთს და ამის შემდეგ პლეი ოფში გაირკვევა საბოლოო გამარჯვებულის და პრიზიორების ვინაობა.

აღმასკომმა იმსჯელა სუპერთასის თაობაზე. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საიტზე ვკითხულობთ:

"გადაწყდა, რომ მომდევნო სუპერთასი 2017 წლის სეზონის დასაწყისში ჩატარდება და ტრადიციულად, საფეხბურთო სეზონს ყოველთვის სუპერთასი გახსნის. სუპერთასში მონაწილეობას მიიღებენ ჩემპიონატის გამარჯვებული და დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მფლობელი.

აღმასკომის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუკი ჩემპიონი და თასის მფლობელი ერთი და იგივე გუნდი აღმოჩნდება, ჩემპიონს მეორეადგილოსანი დაუპირისპირდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kote
მეორე ლიგის ჯგუფებში ვინ თამაშობს, არ გვეტყვით?
tamazino
კვახა მართალია
kvaxa
აუ ამან რა ბოლშევიკური აგიტაცია გაუშვა!!?? არიქა ნთქავენ ხალხის ფულს თურმე. ბიჭო ფულს ინგლისში ან ესპანეთში რომ გამოიმუშავებენ ისე უნდა, მაგრამ კი არავინ ამადლის. ამ ფეხბურთში რა ფული უნდა გაკეთდეს, ნუ გადამრიე. სადაც მაყურებელი მივა, სადაც რეკლამა იქნება, სადაც ფეხბურთელები გაიზრდებიან ფულიც იქ გაჩნდება. ეგრე ემოციურად ლაპარაკმა დაღუპა ქვეყანა.
me
ზესტაფონს სტადიონიც კარგი ქონდა და გუნდსაც არა უშავდა მაგრამ დედა უტირეს. არ თქვათ ახლა რომ მაშინდელი დონე უფრო დაბალი იყო. ვინ დაშალა? ფედერაციამ
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
ლუკა-ს თქვენც გეტყობათ რომ ვარდისფერსათვალებიანი ოპტიმისტი ბრძანდებით!არ შველის ძმაო არა,მხოლოდ სტადიონზე მისვლა!გუშინ რომ მივიდა ხალხი რა ნახა რა?!მე ვფიქრობ ფუძე,მყარი საფუძველი სჭირდება ფეხბურთს, როგორც სახლსა თუ სასახლეს!საფუძშობლოსა და ერის სიყვარული, პატივისცემა უნდა ჰქონდეთ სისხლში გამჯდარი ბავშვობიდველი კი არის, მომავალი თაობის აღზრდა ნამდვილ კაცებად,ნაღდ სპორტსმენებად! სამან!ამ ყველაფერს კი იცი ვინ (არ და ვერ)ასწავლის მომავალ თაობებს?მწვრთნელები რომლებმაც თვითონ არაფერი იციან! ფეხბურთი კი არა, საერთოდ ელემენტარული ზოგადი განათლება არა აქვთ! აღსაზრდელებს უყურებენ როგორც საფულეს,ქისას და მათთვის მთავარია დროზე მოიტანოს მშობელმა ფული,დროზე აიკრიბოს ფულები შეკრებისათვის, მაისურებისათვის, ბურთებისათვის, მარშრუტკებისათვის და ა.შ. რომ თვითონ ბევრი მოტეხოს და ჯიბეში ჩაიდოს! აქვე დევს სტატია ტორპედომ დასწრება უფასო გახადაო. დასწრება კი არ უნდა იყოს უფასო, ფეხბურთზე სიარული უნდა იყოს უფასო!არა აქვს ხალხს ფული არა!ვერ დაჰყავს ნიჭიერი ბავშვი მშობელს შვილი ფეხბურთზე!ფეხბურთზე კი არა პურის ფულს ძლივს შოულობს ამ მონათმფლობელურ ქვეყანაში! ამ ფედერაციებსაც ხომ უყურებთ რა გამალებით ნთქავენ ფულებს რომ მოასწრონ,რომ გაძღნენ,რომ სასახლეები აიშენონ,რომ ჯიპები იყიდონ ამიტომ სანამ ეს არ გამოსწორდება უნდა აიკრძალოს ფეხბურთი და ჩვენი ქართველების ამბავი რომ ვიცი,ალბათ სამუდამოდ!
Fcd s
Rodesac erti xemzgvanelobis periodshi icvleba pormati ramodenimejer, Es ratkmaunda miugebelia, magram movida axali xemzvaneloba da sakutari mosazrebis da gamocdilebis mixedvit shecvales pormati. Vacadod , vnaxot , me vpiqrob rom qartuli realobistvis kargi pornatia. Rtulia ciniscar dadgena tu raikneba. Tu argaamartla mere gavakritikot. Ubralod cinascar eseti pesimizmi miugebelia
Kote
ლუკას - ჩემი სათქმელი თქვი პრაქტიკულად. ეს ხალხი ისე წერს ჩვენს ჩემპიონატზე, გეგონება სხვა ქვეყნის შვილები იყვნენ. რატომ უხარიათ ამ ქვეყნის ყველაფერი ცუდი, ვერ ვხვდები.
ლუკას და ლუკას მხარდამჭერებს
ერთი ქვეყანა დაასახალეთ კონტინენტზე სადაც ფეხბურთი ასე განადგურებულია სტადიონზე იარეთ არავინ გიშლით მაგრამ რომ მიხვალთ კარგად დააკვირდით მოედანზე ძროხა არ იყოს ,კარგად დააკვირდით ტაბლოს მაგივრად დაფა არ იყოს კარგად დააკვირდით წვიმის დროს გუბეებისაგან ტბა არ დადგეს ერთი დინამოს სტადიონის და მესხის და გორის არდა დამისახალეთ ერთი სტადიონი რომელიც პრობლემატური არ იყოს იგივე წვიმის დროს რამდენი პრობლემა შეექმნა ქუთაისის სტადიონს რაოდენიც არ უნდა დავხუჭოთ თვალი რა რა მოიგეთ პირველი ლიგის რამდენს
"ბურთაობას" ავტორი
მაქსიმუმ 8 გუნდი.აჭარა1,აფხაზეთი1,სამეგრელო1,გურია1,იმერეთი1,ქართლი1,კახეთი1,თბილისი1.დასაწყისი რეგიონების ჩემპიონატები 8 გუნდიანებით.გამარჯვებულები შექმნიან უმაღლეს ლიგას. 8 ვე გუნდი სეზონის ბოლოს ითამაშებს მატჩს ადგილის შესანარჩუნებლად.......
fcd
მე ჩემი გუნდის თამაშზე ყოველთვის მივდივარ და ვივლი იქამდე სანამ პირში სული მექნება მარა ოპიტიმისტს მე აქ ვწერ ჩემ აზრს და გგონია რო მარტო ვჭორაობ და თამაშზე არ დავდივარ იმიტომ ვწერ რო ეს ჩემპიონატის ფორმატების შეცვლამ დაგვღალა და უკვე სირცხვილიც არი flahcorec კი ათართულია ვეღარ ალაგებს ჩვენ ცხრილს უკვე რამის ამოგვაგდოს სიიდან ქვეყნების და ეგარის ოპტიმიზმი 26 წელია გადაგვრიეს ხალხი.
Lukas
Gaixare luka, namdvili gulshematkivari da realurad moazrovne adamiani xar. Sxvisi kritikis magivrad, kvelam chven gulebshi chavixedot da alalad vtkvat ra gvaqvs gaketebuli da ras vaketebt chveni samshoblos saketildgeot.
gio
ახალი თაობის ბავშვები თუ გაგვახარებენ, თორემამ თაობის ფეხბურთელებმა დაამტკიცეს რომ ფეხბურთის აზრზე არ არიან, არც ფიზიკურად , არც ფსიქოლოგიურად, კარში ვერ არტყამენ, რაზე უნდა ესაუბრო ან რა ამოცანები უნდა დაუსახოს ამათ, მწვრთნელმა თამაშის წინ,ქეცბაია სწორი ყოფილა, ტყუილად ლანძღავდნენ საქართველოში !!!
optimist s
damisaxale erti kvekana kontinentze sadac fexburti ase ganadgurebulia
ლუკა
წარმატებას ვუსურვებ ქართულ ფეხბურთს. ეს ჩემპიონატი უკეთესი იქნება თუ გულშემატკივარი საკუთარი გუნდის თამაშებს დაესწრება. თუ ეროვნულ ჩემპიონატზე არ ვივლით, მაშინ ნუ მოვთხოვთ ჩვენს გუნდებს ევროპაზე გასვლას. ჯერ ეროვნულ ჩემპიონატში დავეხმაროთ სტადიონზე მისვლით და მერე ევროპაზე წარმატება მოვხოვოთ. აქ ისეთი პესიმისტური და ირონიული კომენტარები იდება, თითქოს საკუთარი ქვეყნის ჩემპიონატზე კი არა, მტრის ქვეყნის ჩემპიონატზე იყოს საუბარი. იმის მაგივრად რომ გულშემატკივარი დაბრუნდეს სტადიონზე და საკუთარ გუნდს მოთხოვოს თამაში, კლავიატურიდან დაცინის ზოგიერთი ვაიგულშემატკივარი ეროვნულ ჩემპს. ₾2 ღირს ბილეთი! ტორპედომ საერთოდ უფასო გახადა წელს დასწრება! შევსებული სტადიონი კი გუნდს ფინანსურად და მორალურად დაეხმარება. ბიჭები იგრძნობენ ხალხის გვერდში დგომას, ეცოდინებათ რომ იმ დღის ხელფასი მაინც ექნებათ, მოტივაცია გაუჩნდებათ, თავდაჯერება შეემატებათ, კარგად დაფიქრდებიან უღირთ თუ არა გარიგებული თამაშების გაკეთება. ცადეთ სტადიონზე მოსვლა და ნახავთ თუ როგორ შეიცვლება საფეხბურთო ატმოსფერო და თამაშის ხარისხი. ამას არ ჭირდება გულშემატკივრისგან მილიონიანი ინვესტიციები. ამას ჭირდება ₾2 და თანადგომის სურვილი. ჯინში ვის ვუდგებით? საკუთარ ხალხს? საკუთარ ფეხბურთს? ბოიკოტს ვის ვუცხადებთ? ხომ ხედავთ სადამდე მივიდა სპორტის ეს სახეობა.
fcb
ამას დაწყება კიარა დამთავრებას უფრო გავს,მართლა სუ დაკარგეთ სირცხვილის გრძნობა!რეკორდების წიგნში ადგილი გარანტირებული გვაქვს იმდენჯერ არის უკვე შეცვლილი ჩემპიონატის ფორმატი რო მთელი ევროპა ჩვენზე კაიფობს.
Optimisti
Usaqmuri bogma pesimistebo, tu ase argainteresebt da azagebt pexburts, mashin rato kitxulobt statiebs pexburtze da mere akomentarebt? Tu usaqmurobisgan sachorao shemogakldat? Erti tkveni tavi manaxa realurad ra tipebi xart. Ise ki carmomidgenia rogorebic iqnebit :)
qomagi
ერთი რა მაინტერესებს,დეკემბერში დამთავრდება სეზონიო და დანარჩენი სულ დასვენება გამოდის? 7 თვე თითქმის შესვენება იქნება>
imereli
არ გაავსოთ თქვენც მოედნები მაყურებლებით
იწყებაა
აი ახლა დადგა დრო როცა ქართული ფეხბურთი მეხივით დაეცემა ევროპულ ფეხბურთს და დაიკავებს თავის ადგილს ევროპაში ურა ურა ურა ურა
Irakli apkhaidze
არავის გადავუღუნოთ...
აიკრძალოს ფეხბურთი კონსტიტუციით!
ბიჭო ფედერაცია ხომ არ გიფილტრავთ კომენტარებს?!
ssss
გუნდების შემადგენლობები დაწერეთ
giga
იწყებთ თორე არ გააკვირვოთ არავინ
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა
თემურ ქეცბაიამ შესაძლოა, ქართული გუნდი ჩაიბაროს - მან "ანორთოსისში" დაბრუნებაზე უარი თქვა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება