გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ საუბრობს
გორის "დილას" ფეხბურთელი გიორგი თექთურმანიძე 8 ივნისს უმძიმეს ავარიაში მოყვა. ავტოსაგზაო შემთხვევა ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა. თვითმხილველების თქმით, ჩიორას (თექთურმანიძის მეტსახელი) ავტომობილი ნაწვიმარ გზაზე მოცურდა, რამდენჯერმე გადაბრუნდა და ბოლოს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სამარშრუტო და სატვირთო ავტომანქანებს დაეჯახა. ფეხბურთელი საავადმყოფოში უმძიმესი ტრავმებით მოათავსეს, ის 23 დღის განმავლობაში ხელოვნურ კომაში იყო.

გიორგის მეუღლე, მომღერალი ანი ღონღაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში ფეხბურთელის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ჰყვება:

"როცა გააღვიძეს, პირველად მე ვნახე. მხოლოდ თვალები ჰქონდა გახელილი და უაზრო მზერით იყურებოდა. ლაპარაკის მცდელობაც არ ჰქონდა. რამდენიმე კვირის მერე კი "არა"-ზე თავის ოდნავ ამოძრავება და "კი"-ზე თვალების დახუჭვა დაიწყო. რამდენიმე დღის წინ პირველი სიტყვა თქვა, მაგრამ რთულია, გაარკვიო, რას ამბობს, მხოლოდ ჩურჩულებს.

ტვინში სისხლჩაქცევები ბოლომდე გაიწოვა, უბრალოდ, დაზიანებული ტვინის უჯრედების აღდგენა უნდა მოხდეს. ცოცხალს რომ ვუყურებ, ყველაფრის სტიმული მეძლევა. ახლა სჭირდება ჩიორას გვერდში დგომა და არ მინდა, ჩემს თვალზე ცრემლი დაინახოს...

ძალიან გახდა. ხანდახან სკამზე დავსვამთ ხოლმე, დამოუკიდებლად ამას ვერ ახერხებს. მასაჟისტი, ლოგოპედი, ნევროლოგი, ფსიქოლოგი სახლში დადიან და მკურნალობენ. გიორგის საზღვარგარეთ

რეაბილიტაცია სჭირდება. მონაცემები გერმანიის რამდენიმე კლინიკაში გადავაგზავნეთ და პასუხებიც მოვიდა. ერთი კურსი 40 000 ევრო ჯდება, თუმცა, წინასწარ ვერავინ იტყვის, რამდენი კურსი იქნება საჭირო მისი გამოჯანმრთელებისთვის. იმედი მაქვს, მკურნალობის სრული კურსის მერე თამაშს გააგრძელებს.

გიორგი თექთურმანიძის დასახმარებლად "საქართველოს ბანკში" ანგარიშის ნომერია გახსნილი:

GE45BG0000000647804800 მიმღები: გიორგი თექთურმანიძე

"მაგთის" და "ჯეოსელის" აბონენტებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე 0 901 801 935, "ბილაინის" - 0 901 701 126

სოფიო ბოჭორიძე

ჟურნალი "სარკე"

zaza@
ეგაა არასწორი სახელმწიფოში რომ ვცხოვრობთ მარტო საკუთარ ტრაკებს ისქელებს ყველა დროის მთავრობა არანაირი ადამიანების მიმართ დაზღვევა არააა ადამიანს ისიც სპორცმენს რატონ უნდა ჩირდებოდეს სხვისი დახმარება
gizog
უფალმა მალე გამოგაჯანმრთველოს ჩიორა და ანისთან ერთად დიდ ბედნიერებას გისურვებ.
gio
მათხოვრებად გვაქციეს მთელი ქართველი ერი, ვისაც სურვილი აქვს დახმარების , მაგას ფული არა აქვს, და ვისაც ფული აქვს არ ემეტება ადამიანს დაეხმაროს, აქ არ ხარჯავენ ვითომ სამარეში აპირებენ წაიღონ თავიანთი მილიონები!
გიო
ვისაც რითაც შეგვიძლია დავუდგეთ გვერდში,უბრალო მოქალაქეები, ფედერაცია, სახელმწიფო, ფეხბურთელები, ბიზნესმენები.
ქართველი
ღმერთმა დაიფაროს და მალე გამოჯანმრთელებას ვისურვებ.CHumad: შენ კიდე გეთანხმები აბსოლუტურად :-)
CHumad
მალე გამოჯამრტელებას გისურვებ, რომელ ფეხბურთის განვითარებაზე არის ლაპარაკი, როცა საკუთარი Fეხბურთელის ჯამრთელობაზე არ ზრუნავენ და თანხებს სხვაგან ეძებენ ოჯახის ცევრები , სირცხვილია ხალხო სირცხვილი, არცერტ ქვეყანასჰი ესეტი რამე არ ხდება , აუცილებალია თამაშის დროს მიიგოს ფეხბურთელმა დაზიანება, ეს ფედერაციამაც უნდა მოითხოვოვიოს რომ ყველა კლუბმა იზრუნოს თავის ფეხბურთელების ჯამრთელობაზეეე ჩემი აზრი ესეთია რავიცი , 10000 გადაურიცხა კლუბმა და მორჩა? ვალი მოიხადა ეს ხომ სისულელეა კლუბმა უნდა აანაზგაუროს ყველაფერი რომ გამოაჯამრთელოს ფეხბურთელიი
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
[VIDEO] "მადლობა ყველაფრისთვის, რაც ჩვენთვის გააკეთე და აკეთებ... მიყვარხარ" - სიმეონემ გრიზმანს პრესკონფერენციაზე ემოციურად მიმართა
"ახალი ციკლის წინ ნაკრებში მწვრთნელი უნდა შეგვეცვალა" - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"აი, ამიტომ ვცემ პატივს ვინისიუსს" - ვენსან კომპანი
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
ავტოავარიაში მოყოლილი გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
გიორგი თექთურმანიძის მდგომარეობა გაუმჯობესდა
"დილა" "შირაქთან" მატჩის ბილეთებიდან შემოსული თანხის ნაწილს გიორგი თექთურმანიძეს გადაურიცხავს
დავეხმაროთ ჩიორას! "დილას" ფეხბურთელის დასახმარებლად ბანკში ანგარიში გაიხსნა
უჩა სოსიაშვილი: უკვე ვიცით, როგორი მონახაზით უნდა ვითამაშოთ "შირაქთან"
გიორგი თექთურმანიძე: ის საშინელი მომენტი და კიდევ დიდი პერიოდი საერთოდ არ მახსოვს