საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი
...ახალი სეზონის პირველი მატჩის კომპენსირებული დრო, უკანასკნელი წუთ-ნახევარი. ბურთი დინამოელთა საჯარიმოს არ სცილდება. არაერთი კუთხური, არაერთი დარტყმა, მცველთა თავგანწირული თამაში და... მსაჯის სასტვენი! - თბილისელები წაგებას გადაურჩნენ.

გოლი რომ გასულიყო, საფეხბურთო ალოგიკურობა იქნებოდა, ვინაიდან ეს იყო პირველი და ერთადერთი ნათელი წერტილი საჩხერელთა თამაშში. დანარჩენი დრო შეხვედრისა დინამოელთა სცენარით მიმდინარეობდა, მაგრამ ეტყობა ამ "სცენარში" ყველაფერი კარგად არ იყო გათვლილ-გაანგარიშებული, რის გამოც მე-19 წუთამდე არც ერთ კართან არ შექმნილა ხიფათი და ორთაბრძოლა ვერ ავიდა იმ დონემდე, ამ ორ ამბიციურ გუნდს რომ სჩვევია, რისი მოლოდინიც დაახლოებით 1000-კაციან აუდიტორიას ჰქონდა.

სწორედ მე-19 წუთზე წავიდა ტყვიასავით კარში მათე ცინცაძის შორეული დარტყმა, რომელიც დინო ჰამზიჩმა ჯერ ჩვეული თავდაჯერებულობით მოიგერია, მერე დაეუფლა კიდეც.

ამის შემდეგ, თანდათანობით, ტემპმაც იმატა და, სამწუხაროდ, ორმხრივმა უხეშობამაც. თავად განსაჯეთ - პირველი ტაიმის 8-წუთიან ინტერვალში არბიტრ გიორგი ყრუაშვილს (ვინც დამაჯერებლად იმსაჯა) ოთხჯერ მოუხდა მოწინააღმდეგეთა წყვილ-წყვილად "გაყვითლება".

სეტყვასავით არა, მაგრამ საჩხერელთა კარისკენ საკმაოდ ხშირად მიქროდა ბურთი, რომელიც ყოველთვის ჰამზიჩის ნადავლი ხდებოდა.

მე-40 წუთზე მან, განგებ თუ უნებლიეთ, ისე "დატოვა" ხელი, თითქოს მაინცდამაინც ამ ხელზე უნდა მოხვედროდა ოთარ კიტეიშვილის მიერ ახლოდან, გარდაუვალ გოლთა კატეგორიის უძლიერესი დარტყმა!

74-ე და 75-ე წუთებზე ჰამზიჩმა არც ჯაბა ჯიღაურსა და ლაშა პარუნაშვილს დაანება კარი.

რაც შეეხება სხვა ჩიხურელებს, შეუვალი იყო გიორგი რეხვიაშვილი, კარგად იბრძოდნენ მიხეილ სარდალიშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, პირველ ტაიმში - გიორგი ივანიშვილი. იშვიათი გამობრწყინებები სხვებსაც ჰქონდათ, მაგრამ მათი საერთო წუნი პასების თვალშისაცემი არაზუსტობა და ზედმეტი სიფრთხილისგან სითამამისა და რისკის უქონლობა იყო.

ამბობენ, საჩხერელებს საჩემპიონო ამბიციები აქვთო. ეს, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. შემადგენლობის მხრივაც გუნდში იმაზე უკეთაა საქმე, ვიდრე ოდესმე ყოფილა. "დინამოსთან" "პირველ ნომრად" თამაშსაც ვერავის მოსთხოვ (ეს ზაგრების "დინამომაც" ვერ გაბედა), მაგრამ ამბიციები რომ გაამართლო, ერთხელ მაინც უნდა შეძლო კარში ზუსტად დარტყმა, ვინც უნდა იყოს მოწინააღმდეგე...

და მაინც, მოდი, ყველაფერი "ზაფხულის სენს" დავაბრალოთ, რის გამოც გუნდები ფორმის პიკში არ არიან, პაპანაქება სიცხეც მივიღოთ მხედველობაში და უკეთესის მოლოდინი ვიქონიოთ.

მატჩის შემდეგ

იურაი იარაბეკი (თბილისის "დინამოს" მწვრთნელი): "ჩიხურამ" თავგამოდებით იბრძოლა, რის გამოც ქებას იმსახურებს. ჩვენ ბევრი ვეცადეთ, მაგრამ ჰამზიჩს ვერ ვაჯობეთ. მოედანი ძალიან ცუდი იყო. ამ მხრივ უპირატესობა საჩხერელებს ჰქონდათ, რადგან ასეთ მინდორს ჩვენზე მეტად არიან შეჩვეულები".

სოსო ფრუიძე ("ჩიხურას" მწვრთნელი): "პირველ რიგში, წარმატება მინდა ვუსურვო "დინამოს" ევროპის ლიგაზე!.. ვეთანხმები კოლეგას - რამდენჯერმე გადაგვარჩინა მეკარემ. თამაშის შინაარსიდან გამომდინარე, შედეგი ჩვენთვის მისაღებია".

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. I ტური. თეთრი ჯგუფი

07.08. ივანწმინდა

ჩიხურა-დინამო (თბ) 0:0

ჩიხურა: ჰამზიჩი, გრიგალაშვილი, განუგრავა, სარდალიშვილი, ივანიშვილი (87. ლექვთაძე), ჩიკვაიძე, გორგიაშვილი (57. გაბედავა), დობროვოლსკი, კაშია, რეხვიაშვილი, დეკანოიძე (65. ტატანაშვილი).

სათადარიგოები: სეფიაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე, კაკუბავა

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

დინამო: სკრიბე, ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, შპიჩიჩი, ცინცაძე, ალვარო, კიტეიშვილი (88. პარუნაშვილი), პაპუნაშვილი, კურიე (56. ჭანტურიშვილი), დვალიშვილი (69. ჯიღაური).

სათადარიგოები: ლომაია, გ. თევზაძე, მიქელთაძე, ზ. თევზაძე

მწვრთნელი: იურაი იარაბეკი

გაფრთხილება: კაშია (34), სარდალიშვილი (35), რენე ფერეირა (38), ამისულაშვილი (42), გაბედავა (85), ჭანტურიშვილი (90)

არბიტრი: გიორგი ყრუაშვილი.

II ტური. თეთრი ჯგუფი

13 აგვისტო

დინამო (თბ)-გურია

შუქურა-ჩიხურა

ლოკომოტივი-ტორპედო

"ცხინვალი" ისვენებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
დინამოს 2-3 ფეხბურთელი კიდევ ჭირდება თორემ ასე პაოკთან ძალიან გაუჭირდება,განსაკუთრებით ფორვარდი ჭირდება დინამოს,დვალიშვილი კარგია მაგრამ ის უფრო მუშა ფორვარდია,მასთან ერთად დინამოს გოლის გამტანი ფორვარდი ჭირდება.
ალეკსანდრე
ფაქტიურად ჰამზიჩის დამსახურებაა,მათ კარში ბურთი რომ არ გავიდა და შეადარეთ ეხლა დინამოს მეკარეს,საერთოდ არ ინძრევა
giorgi
ჰამზიჩი წინა სეზონში რომ მოიყვანეს ეგრევე კარგი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე.ზიმბრუსთან გაშვებული 3გოლიდან არცერთი არ იყო მისი ბრალი.იმედია ბოსნიის ნაკრებშიც გამოიძახებენ,მე-3მეკარედ მაინც.რაც შეეხება დინამოს სკრიბეს მოყვანას ჰამზიჩის ნაირი მეკარე ენახათ ჯობდა.მერე რა რომ ლიგა 2ის მეკარე იყო სკრიბე.ჰამზიჩი ბოსნიის ჩემპიონატიდან მოიყვანა ჩიხურამ,მაგრამ ფრანგზე 2თავით მაღლა დგას!
მალგო
ეეჰ... 4-ჯერ წყვილ-წყვილად მგონი 8 არის და ინფორმაციით 6 გამოდის გაფრთხილებული... არა, 5, რადგანაც მსაჯმა ეტყობა მაყურებელიც გააფრთხილა, რადგან სარდალიშვილი არც ერთი გუნდის შემადგენლობაში არ ჩანს... ეს რა უბედურება გვჭირს... რიმ-დარი-რა..
svani
ძალიან კარგი მეკარეა!!! დილას ყავდა კიდევ სკენდერი ისიც ძალიან მაგარი იყო)) დინამომ ხომ ვერ შეარჩია შესაფერისი ვინები მოყავს ვინ არის სკაუტი მისი ვაბშეეე))))
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
ვახტანგ ჭანტურიშვილი უკრაინულ "ოლეკსანდრიაში" ითამაშებს
საქართველოს ჩემპიონატი და ლეგიონერები: სარეკორდო სეზონი
[სავარაუდო ტრანსფერი] ვახტანგ ჭანტურიშვილი ტრნავის "სპარტაკში"?
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
"ტორპედომ" 10 ახალწვეული წარადგინა - ზიდანი 9 ნომერია
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
დინო ჰამზიჩი: "ფოლაზე" უფრო ძლიერი გუნდების დამარცხებაც შეგვიძლია
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
იარაბეკს ჭანტურიშვილი და პარუნაშვილი სლოვაკეთში მიჰყავს?
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"პასუხს 15 იანვრამდე ველოდები" - სად გააგრძელებს კარიერას დინო ჰამზიჩი?
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
ლაშა პარუნაშვილი: ამისთვის ათი წელი მაინც გვჭირდება...
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა