საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი დღე-დღეზე გაემგზავრება იქ, სადაც კონტრაქტისთვის ელიან
არავინ დავობს, რომ თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების საკვანძო მოთამაშეა. როცა ის ფორმაშია, "ჯვაროსნები" უკეთ თამაშობენ, რადგან ასეთი არაორდინარული და თამაშის ბედის გადამწყვეტი ფეხბურთელები თითქმის აღარ დაგვრჩა. თურქული "ესქიშეჰირიდან" წამოსულ 24 წლის შემტევ ნახევარმცველს ტრანსფერი ბელგიურ "გენკთან" აკავშირებს. ერთი ხანობა, ბელგიელებთან ერთად ვარჯიშობდა, მაგრამ კლუბის ნებართვით საქართველოში ჩამოვიდა.

როგორც ჩანს, ოქრიაშვილმა რთული პერიოდი უკვე გადალახა, დაღვინდა და ახალი სეზონისთვის მონდომებული ვარჯიშობს. ეგაა, "ჯვაროსნების" ერთ-ერთი ლიდერი ჯერ მხოლოდ ინდივიდუალურად ემზადება და ეს, უპირველესად, მას ანერვიულებს, ხოლო შემდეგ - გულშემატკივრებსა და ეროვნული გუნდის ხელმძღვანელობას.

5 სექტემბერს, "დინამო არენაზე" ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი ევროპის ჩემპიონატზე გამწარებულ ავსტრიას შეხვდება. მანამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი და საქართველოს ნაკრების ხილვა ოქრიაშვილის გარეშე არავის სურს. მასზე მნიშვნელოვნად იქნება დამოკიდებული, როგორ ითამაშებს ვლადიმირ ვაისის გუნდი ამ კონკრეტულ შეხვედრაში და ზოგადად, მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში.

"გენკშიც" მივიდნენ იმ აზრამდე, რომ კონტრაქტის გაწყვეტა აჯობებს. ახლახან კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ ოთხი მოთამაშის გაშვება სურს და მათ შორისაა ოქრიაშვილიც, მაგრამ ბელგიელები ქართველს სატრანსფერო ფურცლის საფასურად საკმაოდ დიდ კომპენსაციას სთხოვენ და, როგორც შევიტყვეთ, ფეხბურთელს სწორედ ეს აბრკოლებს.

ბელგიური გამოცემა vietbakrant.com ამტკიცებს, რომ ოქრიაშვილი ახალ კლუბს უშედეგოდ ეძებს. ჰოლანდიური niewsblad.be საპირისპირო ცნობას ავრცელებს - ქართველს რამდენიმე კლუბი დაუკავშირდაო.

სიმართლეს ეს უფრო ჰგავს, რადგან "ლელოსთვის" დანამდვილებით არის ცნობილი, რომ ოქრიაშვილის გადაბირება რუსეთის პრემიერლიგის კლუბ ეკატერინბურგის "ურალს" სურდა, რომელმაც ზაფხულში კონტრაქტი საქართველოს ნაკრების კიდევ ერთ შემტევს, გიორგი ჭანტურიას გაუფორმა.

მაგრამ ოქრიაშვილი ევროპულ გუნდს ეძებს, სადაც უფრო უკეთესი საფეხბურთო გარემო იქნება, რუსეთში კარიერის გაგრძელება კი არ სურს.

უახლოეს დღეებში გაირკვევა, სად გააგრძელებს კარიერას საქართველოს ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი. ადრე თუ იყო ლაპარაკი, რომ ოქრიაშვილს საფრანგეთის, გერმანიის, ესპანეთისა და ბელგიის გუნდები იწვევდნენ, ახლა გვითხრეს, რომ ახალი ვარიანტები ჰოლანდიასა და იმავე ბელგიაში გამოუჩნდა.

მან შენგენის ვიზა უკვე მიიღო და დღე-დღეზე გაემგზავრება იქ, სადაც კონტრაქტისთვის ელიან. ხოლო მანამდე თბილისში ყოველდღე ვარჯიშობს და მოსალოდნელ ტრანსფერზე კომენტარს ერიდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ჯვარშე
ოქრიაშვილი ლიდერია ჩვენი ნაკრების.უნდა ნახოს ისეთი კლუბი სადაც ის დაიმკვიდრებს გუნდსდა განვითარდება.რატომ ვერ იმკვიდრებს თორნიკე ადგილს?მას ხომ აქვს მონაცემები ყველა იმისა რაც ფეხბურთელს ჭირდება?რატომ?მის თავში უნდა ეძიოს ხარვეზები.რასაც აკლებს ამ ყველაფერს.თორნიკე გვჭირდება ნაკრებს მინდონზე.წარმატებები ოქრიაშვილს
დათა
ოქრიაშვილის ნიჭიერება უდავოა.საკვანძო ფიგურა და იმედია მოედანზე.გულსაწყვეტია რომ ხანგრძლივი ნავსაყუდელი ვერ მოიპოვა.ყველა სულმოუთქმელი ველოდებით თუ როდის დაიმკვიდრებს ნორმალურ გუნდში ადგილს.მეტი მიდგომა და შრომაა საჭირო.ეს მასზეა დამოკიდებული.რაღაც არის ალბად მიზეზი რომ მის კარიერაში ასე ხდება.საკუთარ თავში ეძიოს და გამოასწოროს.თორნიკე იმსახურებს კარგ გუნდს.მას კიდევ შეუძლია ჩვენი გახარება ბევრჯეეერ
amirani
დაიმატოს ტბილისის დინამომ მერე ოკრია გადაუხადონ კარგი ხელფასი და დინამოც საგრზნობლად გაზლიერდება ხალხიც დაიცყებს სტადიონზე მისვლას ამაზე რატომ არ ფიკრობენ ფიფიამ ეს უნდა გააკეტოს ტუ უნდა რომ დინამომ რაგაცას მიაგციოს არადა როგორ მინდა რომ დინამო მარტლა გაზლიერდესრასაც გაზლიერება კვია ისე კიარა რომ 5 6 ტვიანი კონტრაკტებიტ ასე ვერ განვიტარდება დინამო ამას უნდა ხვდებოდნენ
არჩილ ხოფერია
როცა უნიჭიერესი ოქრიაშვილისათვის საშუალო ევროპულ გუნდშიც კი არ მოიძებნა ადგილი ეს მეტყველებს ერთ რამეზე - სამწუხაროდ ფეხბურთი როგორც თამაში კვდება!
gionat
გეთანხმებით, რომ ოქრიაშვილს პროფესიონალიზმთან პრობლემებია აქვს, მაგრამ არასდროს მინახია ნაკრებში ბოლომდე არ დახარჯულიყო და არ ეცადა სარგებელი მოეტანა გუნდითვის. ჩემი აზრით პატივიცემის ღირსია ამისთვის. წარმატებები თორნიკეს ახალ კლუბში.
maradona
კანკავა კიდო ფიქრობს ნეტავი?..
gagnidze akademia
ვის უნდა ეს აწი,,იჯდეს სახლსი და დაუკრას პიანინოზე
gri
ეს ოქრიასვილი რომელიმე დისკოტეკის მოცეკვავე უნდა იყოს,,
giorgi
ოქრი დაღვინდაო და ღმერთმა ქნას, ახლა ერთი ნორმალური ევროპის გუნდი და ოქრი დაუმტკიცებს ყველას მტერსაც და მოყვრებას რომ მაგარი ნიჭიერია, შრომა ბევრი და არავისზე ნაკლები არ იქნება, სათამაშო პრაკტიკა ჭირდება ნორმალურ ევროპის გუნდში და ნახავს ყველა ვინმეზე ნაკლებად თუ ითამაშოს!
qartuli fexburtis gulshematkivari
asea tuisea oqriashvili aris chveni nakrebis ert-erti gamorcheuli wevri samwuxarod amgamad ar yavs shemcvleli amitom sachiroa saswrafod ishovos axali klubi radgan nakrebs chirdeba,samwuxarod amjamad nakrebis 4fexburteli aris ugundod.dzalamidzem, kankavam,vawadzem, da grigalavam saswrafod unda monaxon axali klubi
giorgi
ოქრო ჯიგარი ხარ, ივარჯიშე ძმა მთელი ქვეყანა გბალეშიკობს, რომ ნორმალურ გუნდში მოხვდე, იმედია კაი ჩემპიონატის საშუალო გუნდში გნახავთ მინიმუმ. ღმერთი შენსკენ.
ირაკლი
შეიძლება ოქრიაშვილს იდეალური ხასიათი არა აქვს, რაც პირველ რიგში მის კარიერას უშლის ხელს, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ძალიან იშვიათია ჩვენს ნაკრებში ფეხბურთელი ასეთი მონდომებით და ბოლომდე თამაშობდეს, და რაც მთავარია, გამოსდიოდეს კიდეც.ასე რომ ნაკრებისთვის დღეს შეუცვლელია და იმედია დალაგდება მისი საკლუბო კარიერა ბოლოსდაბოლოს
zmo
უგუნდოთ არიან ნახევარი ნაკრების ფეხბურთელები და რისი იმედი უნდა გვქონდეს სექტემბერში, სანამ გუნდებს მოიძიებდნენ ეთამაშათ დინამოში ამათაც წაადგებოდათ დინამოსაც ევროტურნირზე და ნაკრებსაც მაგრამ ,,ამ დონის ფეხბურთელებს დინამო აღარ ეკადრებათ,,
გუჯა კახაძე
ქართველი ფეხბურთელებისთვის კარში დამიზნებით დარტყმა სერიოზული პრობლემაა, რაც ბევრის აზრით ტექნიკური პრობლემაა, თუმცა უფრო ფსიქოლოგიის სფეროს განეკუთვნება. მიზეზი - სტრესის დროს გამოყოფილი ადრენალინის და კორტიზოლის მართვის არცოდნა, რაც უამრავი ზედმეტი ფიზიკური ენერგიის ხარჯვით მთავრდება. დაღლილი ფეხბურთელისთვის კი როგორც 90 წუთის მაღალ ტემპში სირბილი, ისე კარში დამიზნებით დარტყმა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ფიზიკური და ფსიქოლოგიური მომზადების თანამედროვე ქართული მეთოდიკის დახმარებით დახარჯული ენერგიის მოედანზევე სწრაფად აღდგენის და კარში დამიზნებით დარტყმის სწავლა რამდენიმე დღეში არის შესაძლებელი.
ika
მამენტ ვის რად უნდა ეს ? :D რაც ამას დახასიათებას დაუწერენ ნუ ვინ გაიკარებს )
ako
გენკი იდეალური ვარიანტი იყო ოქრიაშვილისთვის გახსნილიყო, მოემატა და ტრამპლინად გამოეყენებინა.
dato
ფაქტია რომ ისინი არავის სჭირდება.
kaxa
კარს მოგვადგა სანაკრებო მატჩები და წამყვანი მოთამაშეები კვლავ გაურკვეველ სიტუაციაში არიან. ოქრიაშვილი,კვირკველია, კანკავა, მჭედლიძე, ვაწაძე ვერც აბურჯანიას საქმე მივიდა ბოლომდე. ეს უკვე ფაქტიურად ჩიხში ყოფნას ნიშნავს და არანაირ შანს არ გვიტოვებს.
Le Parisien: შთამბეჭდავი კვარაცხელიათი დუეს გარეშე - მათი გუნდში ყოლა ნებისმიერი მწვრთნელისთვის ფუფუნებაა
"პარიზს უყვარხარ, "კვარადონა" - ევროპის უდიადეს სცენებს ანათებ" - პსჟ ხვიჩას აქებს
"მამარდაშვილის ტრანსფერზე "ლივერპულს" რამდენიმე კლუბმა მიმართა - გადაწყვეტილება სწრაფად უნდა მიიღონ" - ბრიტანული მედია
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
ორი ვარიანტი - ვინ შეიძლება ჩაანაცვლოს ირანი მუნდიალზე, თუ ქვეყანა მსოფლიო ჩემპიონატზე გამოსვლაზე უარს იტყვის
გირასი სერია A-ს გრანდების სამიზნეში - "დორტმუნდის" ფორვარდს იტალიაში უხმობენ
შეინარჩუნებს პოსტს? - ტუდორის ბედი "ლივერპულთან" მატჩზე გადის
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის
გიორგი ჭანტურია საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს?! - 30 იანვრის დაიჯესტი
საქართველოს ნაკრების მეტოქეს შეიძლება მწვრთნელი შეეცვალოს
"საბურთალო": გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტი დღეს, 17:30 საათზე გაფორმდება
საქართველო - ისრაელი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ამის გამო მოურინიოს ხომ ვერ დავურეკავ" - საქართველოს ნაკრების მეტოქის მწვრთნელი
გიორგი ჭანტურია: ყოველთვის საკუთარ თავს ვადანაშაულებდი, ახლა ათმაგად მოტივირებული ვარ
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
საბო: საქართველოს დამარცხება შეიძლება - პუტინის მარიონეტ ორბანის უნგრეთთან ჩეხვა იქნება
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
"ქართველებს კვარაცხელიას გარდა არავინ ჰყავთ" - უკრაინელი ექსპერტი საქართველოს ნაკრებზე
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
6 ქართველი ფეხბურთელი, რომლებმაც იმედები ვერ გაამართლეს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"საბურთალომ" გიორგი ჭანტურია გუნდში მიყვანიდან 2 კვირაში გაუშვა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Top 6 თანამედროვე ქართველი უნიჭიერესი ფეხბურთელი, რომელთა კარიერამ მოლოდინები ვერ გაამართლა [VIDEO]
თუ ითამაშებს ხვიჩა ნაკრებში და ვნახავთ იტალიას მუნდიალზე? - მარტის მთავარი ამბები
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?