საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა ოფიციალური განცხადება გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ სფფ-ს პრეზიდენტი გლდანის მაჟორიტარად იყრის კენჭს. "ქართულმა ოცნებამ" კობიაშვილი კანდიდატად ოფიციალურად გუშინ წარადგინა.

განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

"მოგესალმებით. როგორც იცით, გუშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გლდანის 21-ე ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად წარმადგინა.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ ნდობისთვის და აღვნიშნო, რომ ნამდვილად ძალიან საპასუხისმგებლო და ამავდროულად სასიამოვნოა, როდესაც იმ უბნის მაჟორიტარობის კანდიდატი ხარ, სადაც მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა გაქვს გატარებული. მინდა გლდანის მოსახლეობამ იცოდეს, რომ ჩემი სახით თქვენ გყავთ ისეთი კანდიდატი, რომლისთვისაც თითოეული ადამიანი ძალიან მნიშვნელოვანია.

საარჩევნო პერიოდის განმავლობაში აუცილებლად შევხვდები ყველა თქვენგანს, მოვისმენ თქვენს აზრს, გავეცნობი თქვენს პრობლემებს და ერთად დავსახავთ სამოქმედო გეგმას, რომელიც გლდანის მოსახლეობის უკეთეს მომავალს უზრუნველყოფს, რადგან ჩემი უმთავრესი მისიაა - ვიყო თქვენი ხმა, გლდანელების წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. ადამიანი, რომელიც თქვენს ინტერესებს მოემსახურება და დარწმუნებული ვარ, ერთად დავძლევთ იმ პრობლემებს, რაც გლდანის მოსახლეობას აქვს.

აქვე მინდა გამოვეხმაურო აქტუალურ საკითხს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ჩემი პრეზიდენტად დარჩენის თაობაზე.

ვრჩები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ იგივე ტემპით, იგივე რეჟიმში გავაგრძელებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმ დიდი ცვლილებების მისაღწევად, რაც მე და ჩემმა გუნდმა დავისახეთ მიზნად. სწორედ განხორციელებული პროექტები, ჩვენი წინგადადგმული ნაბიჯები იქნება ჩემი და ჩემი გუნდის მიერ გაწეული სამუშაოს შეფასება.

მინდა, მივმართო თითოეულ ადამიანს, საფეხბურთო სამყაროს ყველა წევრს და გულშემატკივარს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ჩემი ხელმძღვანელობით გააგრძელებს წინსვლას, იმ მთავარი მიზნის მისაღწევად, რასაც ქართული ფეხბურთის განვითარება ჰქვია", - ნათქვამია განხცადებაში.

ბაჩო გ
რა გინდა პოლიტიკაში ბიჯოო,რად კარგავ საკუთარ სახეს და რად აძულებ ქართველ ხალხს თავს,იყავი რა ის ვინც იყავი
Gio
მაგრად აურიე კობი
ბაჩო გ
რა გინდა პოლიტიკაში ბიჯოო,რად კარგავ საკუთარ სახეს და რად აძულებ ქართველ ხალხს თავს,იყავი რა ის ვინც იყავი
ჯვარშე
"ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო"ამ კაცზეა ნათქვამი.სირცხვილია ხალხო.ჯერ ხომ ფეხბურთში აგვაშენა და აღვიმაღლა მდგომარეობა.საათივით აგვაწყო.ახლა გლდანს ააშენებს.ვის გაუგია ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობა და დეპუტატობა ერთად?რა ხდება?კაცმა ერთი საქმე უნდა აკეთოს კაცურად და ღირსეულად.ორივეს მომგვარებელია ეგ.ღმერთმაც ქნას.სამწუხაროდ ქართული ფეხბურთის წინსვლის და განვითარების საქმე დიდი ხანია თაროზეა შემოდებული და დამტვერილი.არვის ახსენდება.მხოლოდ საკუთარი ინტერებტს ხალხი მოდის.ასეა ეს და ასე იქნება მანამ სანამ პატრიოტი ფეხბურთის განვითარების მოყვარული რეალური კაცი არ მოვა. ეჰ ვწუხვარ რომ რომ ნაკრებშიც არიე საქმე
zviadi
ორ სკამზე ჯდომა არ გამოუვა, უბრალოდ იმედი არ აქვს რომ არჩევნებს მოიგებს და პრეზიდენტობა რომ დათმოს, მთლად მშიერი ხომ არ დარჩება, რაც იყო, ახსოვს ჯერ კიდევ
giga
ეჟვანსაც შეაბამს მალე ამას კალაძე
Jango
status quo 11:13 17-08-2016 დამეკარგა წარმოდგენა ამ ბიჭზე... მაგ ადრე უნდა დაგმართნოდა როცა პირველი სამი ტყუილი თქვა :) აწი გვიანაა. კობის ახლა ორმაგი ხელფასი ექნება სფფ-შიც და პარალმენტშიც :) ანუ ისიც ოცნებაახდენილი გახდება :)
mecineba
თურმე დეპუტატს უამრავი საქმე ქონია. თურმე ფედერაციის პრეზიდენტი 24 საათი უნდა მუშაობდეს. ვაი თქვენს პატრონს. ძაღლებზე სანადიროდ რომ წახვალთ, არ გამომაპაროთ. მე უბრალო მიზეზი მგონია, უბრალოდ თქვენ ნაცების მხარდამჭერები ხართ. ჰოდა რაც ნაცებმა გაუკეთეს ჩვენ ფეხბურთს, იმაზე უარესს თემურიე ლენგი ვაერ გააკეთებდა.
ლაშა
ამას წარმოდგენა არ აქვს დეპუტატობა რამდენად შრომატევადი საქმეა. ვერც ფედერაციაში იმუშავებს სრულყოფილად და ვერც პარლამენტში. თუ პარლამენტის წევრობა უნდა, ფედერაციიდან უნდა წავიდეს...
status quo
დამეკარგა წარმოდგენა ამ ბიჭზე...
გივი გაგნიძე
ბატონო ლევან, გილოცავ დეპუტატობის კანდიდატობას და გისურვებთ წარმატებას.გორელი ფეხბურთის გულშემატკივრები, გთხოვთ სპორტ კომიტეტთან ერთად გადაწყვითოთ გორელთა სანუკვარი ოცნება ინვესტორების - თაობაზე.ძალიან გაიწელა საკიტხი და ხელს თქვენსკენ იშვერენ.გთხოვთ ძალიან
გივია
ეჰ თქვენ მართლა გგონიათ რომ ესენი პოლიტიკაში თავისი ნებით წავიდნენ? არამც და არამც ამას ვერ დავიჯერებ. აქამდე ვეჭვობდი ეხლა კი მთლად დარწმუნებული ვარ რომ კალაძემ აიძულა ორივე პოლიტიკაში ეტლიკათ თათი. კალაძე თავის სასტავს კრავს პოლიტიკაში ისეთი ხალხისგან რომელსაც ყველაფერს გააკათებინებს რასაც მოისურვებს. მემგონი ამათ სხვა გზა არ აქვთ.
ბაჯო
ორი ყბიტ უნდა იცოხნო ხოოო.დაიგუპა ქარტული ფეხბური.ზეცოლას ვერ გაუზელიიი კობიიი
zviad
სამწუხაროა,რომ ადამიანობის შენარჩუნებას ვერ ახერხებენ თანამდებობის პირობებში და ეგრევე უნამუსო ჩინოვნიკებად იქცევიან ხოლმე.ის რომ ნაცები მოვიშორეთ კარგი იყო მაგრამ ესენიც მოსაშორებლები გახდნენ.რა შეცვალა ფეხბურთში ბევრს რო ლაპარაკობს?იგივე მაფიააისევ.ხალხო ჩვენ უნდა გამოვფხიზლდეთ და გავერთიანდეთ,კინწისკვრით უნდა გავყაროთ ესეთი ადამიანები თანამდებობებიდან.რატო სერგეენკოზე არაფერს ვამბობ ერთადერთI ღირსეული ადამიანია ამ მთავრობაში მგონი....
qomagi
კარგადაა ნათქვამი-ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გასვარაო. ამასაც ასე მოსდის, გაისვრება ამ პოლიტიკით კალაძის წყალობით და ფეხბურთი? ფეხბურთი და ქომაგი ამათ მაგრა ჰკიდიათ
nika
მოკლედ საქართველოში ახალი თანამედროვე მაფიოზური ჯგუფები ჩამოყალიბდა რომელსაც ფესვები აქვს გადგმული როგორც პოლიტიკაში ისე სპორტში და ყველა სხვა სფეროში. მაგრამ სხვას რა დავაბრალო ისევ ჩემ ტავზე მეშლება ნერვები. რატო ხელი არ მომტტტყდა 41ს რო ვხაზავდი. აწი ტუ ვინმეს გჯერათ ამ ქვეყნის მომავლის? მე აღარ!
gaga
არველაძეები ანგელოზები ყოფილან ამათთან შედარებით, ტიპები ვეღარ ძღებიან, კობიაშვილს მესამე თანამდებობა რომ შესთავაზონ იქაც წავა სამუშაოდ....ყაველაშვილი როგორც იქნა მიხვდა რომ ფედერაციის შეფი ვერ გახდება ვერასდროს და პარლამენტარობაზე გაიწია, აბა რა ქნას ტიპმა თანანდებობა უნდა გიჟივით... იქით კალაძე, ჯამარაული, კაროჩე ტოპმიოლერიღა აკლიათ....ფუუუუ გული მერევა
Batumeli
kaci megone kobi ..... yoPiLxar
დათო
ორი ... აქვს და ორი ფუმფულა სავარძელი უნდა ალბათ... ფეხბურთელობისას როგორ გბალეშიკობდი...
haha
აზრზე მოდი ვინ ლანძღავს კობის. ტიპები ზაგრებს ქომაგობდნენ. ამათ უყვართ საქართველო, სამშობლო და ჩვენი ფეხბურთი? ეს ჩასაფრებულები. არა ბიჭო დომენტიე ნასედკა სიჭინავას დავაბრუნებთ. ეჭვი არ შეგეპაროთ დეპუტატის სტატუსით უფრო მეტს გააკეთებს ქართული ფეხბურთისთვის. კაცი დააჭერიაო. აბა ამის მთქმელი ნორმალურია? აზრზე არ არის და ჭორაობს.
Z.k17
არაა პოლიტიკა შენი საქმე, მიხედე ფეხბურთს, გამოგივა ხალხი ტაშს დაგიკრავს და დაგაფასებს, პოლიტიკა არი სიბინძურით სავსე საქმე, არაფერი გესაქმებოდა პოლიტიკაში, ხაზი არ გადაუსვა შენს ამდენ ნაშრომს!!!
beso
ეს რაც იყო მაშინ გამოჩნდა კაცისთვის ნარკოტიკები რო ჩაადებინა და ეგრე გახდა პრეზიდენტი
maradona
კანონს რატო არღვევს...კანონს არ არღვევს...ასეთი შეთავსება კანონით დასაშვებია...კანონს კი არ არგვევს,სინდის-ნამუსის კანონს არღვევს...ან,ეს კომსომოლა ტექსტი რა ტვინმა დააცერინა...ან,რა ცოდნა და გამოცდილება აქვს ამდენი,რო ცველაფრის ერთდროლად გაკეთებს გვპირდება...მე ეს კაცი მეგონა...ჩვეულებრივი მედროვე კოფილა
dato
ფედერაციის წესდებით ფედერაცია აპოლიტიკურია და შე კაი დედმამიშვილო ან პრეზიდენტობას შეეშვი ჯერ ან პოლიტიკას..აირჩიე, ორ სკამზე ჯდომა არ ეგების :)
ყური მიგდე
ძალიან პატივს ვცემდი ამ ბიჭს, მაგრამ...ეს არაა მოსაწონი საქციელი მისგან, განსაკუთრებიტ როცა ამბობს, რომ სფფ-ს პრეზიდენტად რჩება..ეს პირდაპირ კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა..რადგან, სფფ არასამთავრობო ორგანიზაციაა და მის წევრს არ აქვს უფლება სახელმწიფოში ნებიესმიერი სხვა პოსტი შეუთავსოს.. კანონის შემოქმედად გახდომა უნდა და პირველივე დღიდან კანონს არღვევს..ცუდია
mmm
ცოტა ტემპი შეანელე თორემ ვერავინ ვეღარ გვეწევაა
გორი
გგ ნეტა იცოდე ამ სიტყვებს როგორ ინანებ თვითონ რო სვავად გადაიქცევა კაცი პოლიტიკოსი დაასახელე ვინც სვავი არაა და აქვე მოგიხდი ბოდიშს.
ვაი ვაი
ლევან ხორვატიის თამაში მახსენდება და ეკალი მაყრის პსვ მოგებული თამაში ხო საერთოდ თითებზე რო ითვლიდი ჰეთრიკს კანის კარებში გატანილი გოლი მახსენდება და მიხარია რო ჩემი ქვეყნის შვილი ხარ,მარა დრო გავა და ხალხი შენ ბინძურ პოლიტიკაში წასვლას გაიხსენებს და ამდენ სიხარულს კიდე ლაფს გადაასხავ თავზე.
გიო
"დათო"-ს. ფეხბურთი რომ ფეხზე კიდია, უკვე ფაქტია. გლდანელები ხომ ისედაც არ ანაღვლებს. მოკლედ, ჩვეულებრივი მედროვეა. ერთი მაინტერესებს. კობიაშვილი საქართველოს ნაკრების წარმატებული ფეხბურთელი იყოო, რომ ამბობენ, თავად ეს ნაკრები რას წარმოადგენდა, მინიმალური შედეგიც არ ქონია. ჰოდა, ასეთი უვარგისი ნაკრების მოთამაშე რატომ ითვლება წარმატებულად, გასაკვირია. ვიტყოდი, სუსტი ფეხბურთელი, რომელიც საშუალო დონის გერმანულ კლუბებში საშულო სტატისტიკურ ფეხბურთს თამაშობდა. მაგის ფონზე გელა კეტაშვილი, ან ჩივაძე მინიმუმ პარლამენტის თავჯდომარე და პრემიერ-მინისტრი უნდა იყვნენ.
svani
კობი კიდევ ერთხელ გეტყვი 0 ხარ 0)))) ჯერ ერთი წელიც არ არის რაც დაინიშნე მაგრამ უკვე ვერაფერს მიაღწევ ისე გახდები მიკერძოებული როგორც დაგიბარებია ჰაჰ უკვე გახდი როცა ცხადაძე მოხსენი))
გგ
ვინ ხართ ხალხნო ან რა ჯიშისები ხართ, კაცს ჯერ გამარჯობა არ უთქვია და რას მიესიეთ სვავებივით, როცა საჭირო იყო ხმის ამოღება მაშინ ერთ ადგილს აწვალებდით და ეხლა რამ გაგაბოროტათ?
A
პოლიტიკის დედაც რაა
დათო
სირცხვილია... ლევან სასირცხვილოა შენი საქციელი! ახლა აირჩიე და თქვი რას იკიდებ ფეხზე, გლდანის რაიონს თუ ფეხბურთს?
haha
კობი ჯიგარი ხარ. მჯერა გაიმარჯვებ. და მჯერა ქართული ფეხბურთიც გამოვა ამ უფსკრულიდან.
რატი მუჯირი
es tu igive tempit apirebs gagrdzelebas kargad gvqonia saqme
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...