ანჟელიკ კერბერს ერთი მოგება დააკლდა რეიტინგის ლიდერობამდე
ოლიმპიადა დასრულებული არ იყო, რომ ჩოგბურთელები თავიანთ ყოველდღიურ სამუშაოს დაუბრუნდნენ. მათ ცინცინატიში ელოდათ "მასტერსი" (კაცებს) და "პრემიერ-5" (ქალებს).

თუმცა ურთულესი ოლიმპიური ბატალიების შემდეგ, ბევრმა ვერ შეძლო ცინცინატიში სათამაშოდ ძალების გამონახვა. ასეთები იყვნენ, მაგალითად, ნოვაკ ჯოკოვიჩი, ხუან მარტინ დელ პოტრო, სერენა უილიამსი...

დიდ ინტერესს იწვევდა ქალთა ტურნირი. საქმე ისაა, რომ ცინცინატიში შეიძლებოდა მომდარიყო უმიშვნელოვანესი მოვლენა - რეიტინგის პირველი საფეხურიდან სერენა უილიამსის ჩამოგდება. ეს შანსი ანჟელიკ კერბერს გაუჩნდა, თუმცა, გერმანელს ამისთვის ტურნირის მოგება სჭირდებოდა.

კერბერმა ძალიან კარგად დაიწყო ტურნირი. მეოთხედფინალამდე ერთი სეტიც არ წაუგია, შემდეგ პირველი პარტია დათმო კარლა სუარეს-ნავაროს წინააღმდეგ, მაგრამ მეორე და მესამე პარტიებში გაანადგურა ესპანელი. ნახევარფინალში გერმანელს ყველაზე რთული მეტოქე ელოდა - რუმინელი სიმონა ჰალეპი, რომელმაც ოლიმპიადა გამოტოვა და ცინცინატის ტურნირს დასვენებული შეხვდა. თან კერბერს ჰარდზე არასოდეს ჰყავდა დამარცხებული რუმინელი, საერთო ანგარიშით კი ჰალეპი 4:2-ს იგებდა.

პირველი სეტის შუიდან მოყოლებული, კერბერმა ზედიზედ ექვსი გეიმი მოიგო და გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. მართალია, ბოლოს ჰალეპმა შეძლო სხვაობის მინიმუმამდე შემცირება, მაგრამ ანჟელიკმა მიჯრით ორი გეიმი აიღო და მატჩიც მოიგო - 6:3, 6:4. ასე რომ, კერბერს ერთი მატჩის მოგება რჩებოდა რეიტინგში პირველ ადგილამდე.

გერმანელს ფინალში კაროლინა პლიშკოვა ელოდა, რომელმაც გარბინ მუგურუსას განადგურებით (6:1, 6:3) გააღწია გადამწყვეტ მატჩში.

კერბერმა და პლიშკოვამ შარშან ორი "პრემიერის" ფინალში (ბირმინგემი და სტენფორდი) ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ და ორივეჯერ რთულ ბრძოლაში გერმანელმა მოიგო. მაგრამ, ამჯერად, კერბერი ფიზიკურად არ აღმოჩნდა მზად ფინალისთვის.

ამან კი ის გამოიწვია, რომ საკმაოდ ხანმოკლე მატჩში ანჟელიკმა 32 შეცდომა დაუშვა. პლიშკოვა კი ძალიან მძლავრად გამოიყურებოდა, რაც არ იყო გასაკვირი იმის გათვალისწინებით, რომ ჩეხმა ოლიმპიადა გამოტოვა. ამის წყალობით, კაროლინამ კარიერაში ყველაზე დიდ გამარჯვებას მიაღწია.

კერბერის მარცხი კი იმას ნიშნავს, რომ სერენა უილიამსი გაუთანაბრდება შტეფი გრაფს რეიტინგში ზედიზედ ლიდერობის მიხედვით - 186 კვირა, ხოლო იმისთვის, რომ ეს რეკორდი დაამხოს, ამერიკელმა აშშ-ის ღიას დასრულების შემდეგ უნდა შეინარჩუნოს პირველი ადგილი. ეს კი რთული იქნება, რადგან სერენას აშშ-ის ღია პირველობაზე 780 ქულა აქვს დასაცავი, კერბერს - მხოლოდ 130.

1/4 ფინალი

კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-სვეტლანა კუზნეცოვა (რუს, 7) 6:3, 4:6, 6:2; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-კარლუ სუარეს-ნავარო (ესპ, 9) 4:6, 6:3, 6:0; გარბინ მუგურუსა (ესპ, 4)-ტიმეა ბაბოში (უნგ) 6:4, 6:3; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5) 7:5, 6:1.

1/4 ფინალი

კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-გარბინ მუგურუსა (ესპ, 4) 6:1, 6:3; ანჟელიკ კერბერი (გერ, 2)-სიმონა ჰალეპი (რუმ, 3) 6:3, 6:4.

ფინალი

კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 15)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 2) 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
მარცხი მსოფლიოს 106-ე ნომერთან - ბასილაშვილმა მონპელიეს ტურნირის პირველივე შეხვედრაში წააგო
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
აშშ-ის ღია: ჩეხები და ამერიკელები უტევენ
ვინუს უილიამსი წლის შემაჯამებელ ტურნირს უბრუნდება
კაროლინა პლიშკოვა: ბოლქვაძე ძალიან ნერვიულობდა, თუმცა მეორე სეტში საკმაოდ კარგად ითამაშა
ეშლი ბარტის გზა - ჩოგბურთიდან კრიკეტში წასვლა, დაბრუნება და "მაიამის" ტურნირის მოგება
მაიამის მასტერსზე ქალთა ტურნირის ფინალისტები გამოვლინდნენ
US OPEN: მარიამ ბოლქვაძე პლიშკოვასთან დამარცხდა - ახლა მთავარია, პროგრესი არ შეწყვიტოს [VIDEO]