ოდესის "ჩერნომორეცის" 23 წლის ქართველ მცველს აქვს შანსი, სადებიუტო მატჩი ითამაშოს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში
გვარიანად ჭირვეული ვინმეა საფეხბურთო ფორტუნა. ზოგიერთს რომ ფეხქვეშ გაეგება და გზაზე ია-ვარდს დაუფენს, ზოგსაც ლოდსატყორცნებს მიაყენებს და ისეთებს დაუშენს, თქვენი მოწონებული...

სხვისი არ ვიცი და, ცხოვრებაშიც და ფეხბურთშიც ისეთი ხალხი მიყვარს, ბედთან ბრძოლაში რომ იმარჯვებენ, წარმატებით დაძლევენ ხოლმე ათას ხილულ თუ უხილავ დაბრკოლებას და ასე მიდიან საბოლოო მიზნამდე.

დავით ხოჭოლავა 23 წლისაა და აქვს შანსი, სადებიუტო მატჩი ითამაშოს საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში. ხოჭოლავას უთამაშია ყველა ასაკობრივი ნაკრების შემადგენლობაში და ახლა, ლოგიკურად, ეროვნულის ჯერია, მაგრამ ასაკობრივ ნაკრებში ბევრ სხვასაც უთამაშია და მათთვის ეროვნულის კარი არ გაღებულა...

ხოჭოლავას შემთხვევა კიდევ უფრო სხვაა. ამ ბიჭს კარიერის რაღაც ეტაპზე საერთოდ არ ჰქონდა ნდობა. ზოგადად, ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ მას შემდეგ, რაც ფეხბურთელი ადგილს ვერ იმკვიდრებს ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანში, თბილისის "დინამო" რომ ჰქვია, მას გუნდის დატოვება უწევს და კარიერაც ფსკერისკენ ეშვება.

ხოჭოლავა ასეთთა კატეგორიას ნამდვილად არ განეკუთვნება. მან ვერ დაიმკვიდრა თავი თბილისის "დინამოში", მაგრამ არ გამტყდარა, ფარ-ხმალი არ დაუყრია. ჯერ იყო ფოთის "კოლხეთი", მერე - ქობულეთის "შუქურა". ხოჭოლავამ მიიღო აუცილებელი სათამაშო პრაქტიკა. მიიღო თავდაჯერება და გადავიდა ოდესის "ჩერნომორეცში".

ოდესური კლუბი ის აღარ არის, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ იყო. უკრაინის ომმა და ფინანსურმა კრიზისმა დაღი ბევრ იქაურ გუნდს დაასვა და მათ შორის - ოდესურ კლუბსაც. და მაინც, "ჩერნომორეცი" ნებისმიერ ქართულ გუნდს მისცემს ფორას და სასიამოვნოა, როცა ასეთ კლუბში ქართველი ფეხბურთელი თამაშობს.

მაგრამ "თამაშობს" - რბილად ნათქვამია. უკრაინის ჩემპიონატში ტური იშვიათად გავა, ფეხბურთის იქაურმა სპეციალისტებმა ქართველის დამაჯერებელ გარჯაზე არ ჩამოაგდონ სიტყვა. ვლადიმირ ვაისი, როგორც ჩანს, უკვე გაერკვა ქართველი ლეგიონერების ავანჩავანში.

პატარა გადახვევაც: ამ ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში მოხვედრის შანსი ყველას მიეცა. ის არ მისცემია ჯაბა ლიპარტიას. ამასწინათ, ფეხბურთში ერთმა კარგად ჩახედულმა კაცმა ზუსტად ასე მითხრა - სხვა ახსნა არ მაქვს, მგონი, მისი არსებობა საერთოდ არც იციანო...

მართლაც, არ დარჩენილა უკრაინის ჩემპიონატის საშუალო თუ აუტსაიდერი გუნდი, საიდანაც ფეხბურთელს საქართველოს ნაკრებში არ ეთამაშოს და რას ვერყით ლიპარტიას? შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ლიპარტიასთან ერთად საქართველოს ნაკრები მთებს გადააბრუნებს, მაგრამ ის "ზორიაში" თამაშობს, უკრაინის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდშია და მისთვის შანსის მიცემა ნამდვილად ღირს...

ახლა ისევ ხოჭოლავაზე. მე მახსოვს მისი პირველი გამოჩენა. მაშინ ყველა აღტაცებით ვუცქერდით მის თაობას. ამ თაობას დიდი ფეხბურთი უნდა ეთამაშა. ეს თაობა იყო წარმატებული და ჩვენ მისგან ველოდით კარგ შედეგებს.

ამ ბიჭებიდან ზოგიერთი საქართველოს ნაკრების ლიდერია. ზოგიერთი უნდა გამხდარიყო ლიდერი და ვერ გახდა თავისი ხასიათისა თუ სხვა სუბიექტური ფაქტორების გამო. ხოჭოლავა კი, თავისი თაობის ერთ-ერთი ლიდერი, მიგვავიწყდა.

არადა, ამ დროს ის თურმე სოლიდური წინსვლისთვის ემზადებოდა. სიმართლე უნდა ვთქვა: მე ის უფრო მეტად მინახავს შეტევის ხაზში მოთამაშე და არა - მცველის პოზიციაზე. ის კარგი შემტევი იყო და რაც ბოლოს ვნახე, ძალიან კარგი მცველი დამდგარა.

რაც მთავარია, ხოჭოლავამ თვითონ გაიკვლია გზა წინააღმდეგობებით სავსე საფეხბურთო სამყაროში. ასეთი ადამიანები საკუთარ ბედს თავად ჭედენ და რაც უფრო რთულად მოდის წარმატება, მით უფრო ტკბილია...

დავით ხოჭოლავას საქართველოს ნაკრებში უხმეს. ეს უკვე გამარჯვებაა, მნიშვნელოვანი გამარჯვება. ვინ იცის, მთავარი გამარჯვებები კიდევ წინაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

stela
tarmatebebi datis.
სოსო
კეთილი იყოს შენი ფეხი საქართველოს ნაკრებში
გიო
ძალიან კარგი სტატიაა,მადლობა ბატონო ალეკო. საინტერესოა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი თუ ეცნობა (ან ვინმე თუ აცნობს) ქარტულ სპორტულ პრესას, ლიპარტიას, გოგუას და მახარაძესაც რო მისცეს შანსი.
Goga
XO CHOLAVAS CARMATEBEBS USURVEB MAGRAM NAKREBSHI AMISULASHVILI DA LOBJANIDZIS GVERDIT ITAMASHEBS ISE SAIMEDOD ROGORC ODESASHI? IK MAS UFRO MAGALI KLASIS FEXBURTELEBI KAVS GVERDIT.SAERTOD ERT FEXBURTELS AR SHEIZLIA ATI KACI ZIDOS.ARAMED PIRIKIT AT FEXBURTELS SHEUZLIA ZIDOS ERTI
Fan
გაუმარჯოს დათის!!!!! კაი კაცია!!!
patrioti
მართალიხარ ალეკო მარა მოგისმენს ვინმე.
gizog
დავითი დიდი ფეხბურთელის მოგვარეა და იმედი მაქვს თავს არ შეირცხვენს. გილოცავ დავით მარიამობის დღესასწაულს და საქართველოს ნაკრებში გამოძახებას. გფარავდეს ყოვლადწმინდა მარიამი მადლი სპორტშიც და პირად ცხოვრებაშიც, გაიხარე.
bingo
მართალია ავტორი!
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"ზორიას" მწვრთნელი: დამავიწყდა, რომ ჯაბა ლიპარტია ქართველი იყო და შევაგინე
"ტორპედო", კიტეიშვილი, ოლაიტანი... - ყველაზე ძვირად ღირებულები ეროვნულ ლიგაში
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ჯაბა ლიპარტია ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
"არსენალმა" დავით თარგამაძის და ჯაბა ლიპარტიას გუნდში აყვანა ვერ მოახერხა
ჯაბა ლიპარტია "არსენალში" ჩაირიცხა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
ჯაბა ლიპარტია კიევის "არსენალშია" სინჯებზე
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ