ვაჟთა ტურნირის პერიპეტიები
როგორც რიოს ოლიმპიადაზე, ნოვაკ ჯოკოვიჩს ისევ ნაკლებად გაუმართლა პირველ წრეში მეტოქის მხრივ. პოლონელი იეჟი იანოვიჩი 2013 წელს უიმბლდონის ნახევარფინალში გავიდა და მსოფლიოს მე-14 ჩოგანი გახდა, მაგრამ ვერ ჩამოყალიბდა ტურის ვარსკვლავად, რისი მიზეზიც, დიდწილად, ტრავმები იყო. დღეს, იანოვიჩი მსოფლიოს 247-ე ჩოგანია, ამ სეზონში კი მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა.

მსოფლიოს პირველმა ნომერმა შეძლო შეხვედრის მოგება, მაგრამ ნამდვილად არ უჩვენებია საუკეთესო ჩოგბურთი. მატჩი ოთხი სეტი გაგრძელდა და 2 საათი და 37 წუთი სუფთა დრო დაიკავა. პოლონელმა ბევრი არბენინა კლასიფიკაციის ლიდერი - ზშირად ანაცვლებდა ხაზის გასწვრივ ძლიერ დარტყმებს და მოჭრილ დარტყმებთან.

მეორე სეტის შუამდე, იანოვიჩს შვიდი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა. მეორე პარტიის ბოლოს, იანოვიჩმა მაინც შეძლო სერბის მოწოდების აღება და სეტებში ანგარიშის გათანაბრება. მაგრამ მესამე და მეოთხე პარტიებში ნოვაკის თამაში სტაბილური გახდა და ფავორიტს პრობლემა აღარ შექმნია - 6:3, 5:7, 6:2, 6:1.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ნოვაკმა პირველი სეტის ხუთი გეიმის შემდეგ, კორტზე ექიმი გამოიძახა, რომელიც კარგა ხანი ამუშავებდა სერბის მარჯვენა მაჯას. ერთი მომენტი, მაყურებელსა და თავად იანოვიჩს შეექმნათ შთაბეჭდილება, რომ ნოვაკი თამაშს ვერ გააგრძელებდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე არ მოხდა. სხვათა შორის, მატჩის მსვლელობის დროსაც, ჯოკოვიჩი ხშირად დასცქეროდა მტკივან ადგილს: როგორც ჩანს, გარკვეულ დისკომფორტს გრძნობდა.

"კორტზე ექიმის გამოძახება ხელის მცირე დაზიანებას უკავშირდება. არაფერი სერიოზული, უბრალოდ, თავი დავიზღვიე.

ფიზიკური თვალსაზრისით, ყოველდღე ვუმატებ. მოხარული ვარ, რომ აღდგენა ასეთი ტემპებით მიმდინარეობს - ეს დამეხმარება ტურნირის მსვლელობისას საუკეთესო ფორმის დაბრუნებაში.

იანოვიჩთან თამაში რთული აღმოჩნდა. პირველად ვხვდებოდით ერთმანეთს და მინდა ვთქვა, რომ იეჟი - მძლავრი მოთამაშეა უძლიერესი ფორჰენდით.

მეორე პარტიაში ცოტათი ამოვარდი რითმიდან, მაგრამ დანარჩენ სეტებში ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა აშშ-ის ღიას ოფიციალურ ვებგვერდზე ჯოკოვიჩმა.

მეორე წრეში, ჯოკოვიჩის მზადყოფნას შეამოწმებს ჩეხი ირჟი ვესელი, რომელიც ურთიერთშეხვედრებში უგებს მომავალ მეტოქეს - 1:0! ირჟიმ წელს, მონტე კარლოს "მასტერსზე" შეძლო სერბის დამარცხება.

"მონტე კარლოში გრუნტზე ვითამაშეთ, ახლა კი სხვა საფარზე შევხვდებით ერთმანეთს. ამასთან, ირჟის არ აქვს ცენტრალურ კორტზე თამაშის დიდი გამოცდილება. ნებისმიერ შემთხვევაში, ვესელი იმსახურებს პატივისცემას", - დაამატა ნოვაკმა.

პირველ წრეში ვესელი ინდოელ საკეტა მინენის ხვდებოდა და მეხუთე სეტში 3:5-ს აგებდა, მაგრამ ინდოელი ამ მომენტში უკვე კოჭლობით გადაადგილდებოდა და ჩააგდო მატჩის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი.

ბოლოს უნდა აღვნიშნოთ, რომ 2010 წლის აშშ-ის ღიას შემდეგ, ჯოკოვიჩმა პირველად წააგო "დიდი სლემის" ტურნირის პირველ წრეში სეტი.

ნადალს ჯერ არ უჭირს

ჯოკოვიჩისგან განსხვავებით, იოლად გაიარა პირველი წრის ბარიერი რაფაელ ნადალმა. ესპანელი უზბეკ დენის ისტომინს ხვდებოდა და მთელი მატჩის განმავლობაში ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ რაფას ბოლომდე არ ჰქონდა მორჩენილი ტრავმა და ოდნავ ზოგავდა თავს. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია მისთვის, სამ სეტში მოეპოვებინა მეორე წრის საგზური.

ბრძოლა მხოლოდ მეორე სეტში იყო და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ნადალმა ძალიან მოუკლო თამაშს: 4:1-ზე, ესპანელს რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ სწრაფად მოემთავრებინა საქმე, მეტოქეს უკუბრეიკის შესრულების შესაძლებლობა მისცა.

მეორე წრეში, რაფაელს სრული კონცენტრაციით მოუწევს თამაში, რადგან იტალიელმა ანდრეას სეპიმ, შესაძლოა, არ აპატიოს შეცდომები.

დღის სენსაცია

აშშ-ის ღიას პირველი სენსაცია გახდა შარშანდელი მეოთხედფინალისტის, ფრანგი რიშარ გასკეს გამოვარდნა. მე-13 ნომრად განთესილმა წააგო 21 წლის ბრიტანელ დებიუტანტთან კაილ ედმუნდთან.

საათსა და 40 წუთში, ედმუნდმა მხოლოდ შვიდი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე, შეასრულა 10 ეისი და 40 "ვინერსიც" დაეხმარა ძალიან იოლ გამარჯვებაში - 6:2, 6:2, 6:3. თუმცა აქ აუცილებლად უნდა ვახსენოთ ის, რომ გასკე ბოლო რამდენიმე კვირაა ზურგის ტრავმით თამაშობს. სწორედ ამ ქრონიკული დაზიანების გამო ვერ დაასრულა მან ჟო-ვილფრიდ ცონგასთან შეხვედრა უიმბლდონზე, აგრეთვე მონაწილეობა ვერ მიიღო რიოს ოლიმპიადაში.

მონფილსი გადარჩა

ფრანგი გაელ მონფილსი სერიოზულ ტრავმას გადაურჩა პირველი წრის მატჩში ლუქსემბურგელი ჟილ მიულერის წინააღმდეგ.

მონფილსმა კიდევ ერთხელ დაარწმუნა მაყურებელი თავის აკრობატულ შესაძლებლობებში და ამჯერად, ფრანგის მოქმედებებისგან სერიოზულად დაზარალდა ტექნიკა.

რომ წამიერი რეაქცია, ფრანგს ნაადრევად მოუწევდა შინ გამგზავრება - კორტზე დამონტაჟებული საათის წონა ძალიან შთამბეჭდავია.

"იმ მომენტში ძალიან გამიმართლა. როცა საათი ჩამოვარდა, ჩემმა გაკვირვებამ გადაფარა მცირე ტკივილი. შეიძლებოდა ყველაფერი სავალადოდ დასრულებულიყო, საათი ფეხზე რომ დამცემოდა", - განაცხადა მატჩის შემდეგ მონფილსმა.

მიულერთან მატჩი გაელმა სამ სეტში მოიგო - 6:4, 6:2, 7:6(4).

კაცები

I წრე

ჯოკოვიჩი (სერ, 1)-იანოვიჩი (პოლ) 6:3, 5:7, 6:2, 6:1

ნადალი (ესპ, 4)-ისტომინი (უზბ) 6:1, 6:4, 6:2

რაონიჩი (კან, 5)-ბრაუნი (გერ) 7:5, 6:3, 6:4

ჩილიჩი (ხორ, 7)-დუტრა სილვა (ბრა) 6:4, 7:5: 6:1

ცონგა (საფ, 9)-ანდრეოცი (არგ) 6:3, 6:4, 6:4

მონფილსი (საფ, 10)-მიულერი (ლუქ) 6:4, 6:2, 7:6(5)

ედმუნდი (ბრიტ)-გასკე (საფ, 13) 6:2, 6:2, 6:3

ბაუტისტა აგუტი (ესპ, 15)-გარსია ლოპესი (ესპ) 7:5, 6:1, 6:7(5), 7:6(3)

კუევასი (ურუ,18)-სელა (ისრ) 6:3, 6:2, 0:6, 5:7, 6:3

ისნერი (აშშ, 20)-ტიაფო (აშშ) 3:6, 4:6, 7:6(5), 6:2, 7:6(3)

ანდერსონი (ს. აფრ, 23)-ნიშიოკა (იაპ) 6:3, 7:5, 6:4

პუიე (საფ, 24)-კუკუშკინი (ყაზ) 3:6, 6:2, 6:4, 6:2

სოკი (აშშ, 26)-ფრიტცი (აშშ) 7:6(3), 7:5, 3:6, 1:6, 6:4

იუჟნი (რუს)-კლიჟანი (სლოვაკ, 28) 6:2, 6:1, 6:1

რამოსი (ესპ, 31)-ბენეტო (საფ) 3:6, 6:3, 6:3, 2:6, 6:1

პერი (საფ, 32)-ლაიოვიჩი (სერ) 6:2, 2:6, 3:6, 7:5, 6:1

ვესელი (ჩეხ)-მინენი (ინდ) 7:6(5), 4:6, 2:6, 6:2, 7:5

პეია (არგ)-ფრატანჯელო (აშშ) 6:3, 6:4, 6:4

დარცისი (ბელ)-ტომპსონი (ავსტრა) 5:7, 3:6, 7:6(5), 6:4, 7:5

ესკობედო (აშშ)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:4, 4:6, 4:6, 6:3 უარი

დაკუორტი (ავსტრა)-ჰაასე (ჰოლ) 4:6, 7:5, 6:3, 4:6, 6:3

პოსპიშილი (კან)-კოვალიკი (სლოვაკ) 6:1, 6:3, 6:3

მ. ზვერევი (გერ)-ერბერი (საფ) 6:4, 7:6(6), 4:6, 6:0

სტახოვსკი (უკრ)-ელიაში (პორ) 6:1, 3:6, 2:6, 6:3, 7:6(4)

სეპი (იტა)-რობერი (საფ) 6:2, 3:6, 6:4, 6:3

კუზნეცოვი (რუს)-ბელუჩი (ბრა) 6:4, 3:6, 6:1, 7:6(6)

ჩიუდინელი (შვეიც)-კლეზარი (ბრა) 2:6, 7:6(6), 6:2, 6:4

დელბონისი (არგ)-ბეიკერი (აშშ) 3:6, 6:7(6), 6:4, 6:2, 6:2

სატრალი (ჩეხ)-მაკდონალდი (აშშ) 4:6, 3:6, 6:3, 6:2, 6:2

ალმაგრო (ესპ)-ფუშოვიჩი (უნგ) 6:1, 6:4, 7:6(7)

ბაღდატისი (კვიპ)-ბანისი (არგ) 6:4, 6:2, 1:1 უარი

რ. ჰარისონი (აშშ)-მანარინო (საფ) 6:4, 7:6(5), 6:3

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[PHOTO] პირველი ქალი ჩოგბურთელი, რომელმაც მკერდი გაიდიდა - ფრანგმა გოგონამ მიზეზი ახსნა
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ჩემპიონატებში დეფრიბლირატორების გამოყენება იწყება | ტრენინგს ოლიმპიურმა სასახლემ უმასპინძლა
U21 | ლატვია V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში რიგაში
დავითაძე მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოხსნეს
[VIDEO] სანდროს 17 წუთი - "ტორონტომ" პრესეზონის პირველი მატჩი მოიგო
"მას შესაძლებლობების დასამტკიცებლად 3 წელი აქვს" - "იუნაიტედის" აქციონერმა ამორიმს ნდობა გამოუცხადა
ცნობილი არგენტინელი მწვრთნელი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა
"თოფურიას ჩემგან მალავენ, რადგან მისი დამარცხება მხოლოდ მე შემიძლია" - არმან ცარუკიანი
"ოცნება არსად გამქრალა - სამომავლოდ "კვარას" ამ კლუბში გადასვლას არ გამოვრიცხავთ" - რას წერს Areanapoli ქართველზე?
[VIDEO] "ტენერიფე" ჩემპიონთა ლიგას გამარჯვებით იწყებს - შერმადინმა მოედანზე 23 წუთი გაატარა
22 ნოემბერს საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები თბილისში იაპონიას დაუპირისპირდება!
ზივზივაძე: ასი პროცენტით დავიხარჯებით მოედანზე, რათა საქართველოს ნაკრებს წარმატება მოვუტანოთ
ლატვია V საქართველო - ახალგაზრდულმა რიგაში სრული შემადგენლობით ივარჯიშა
მამარდაშვილი: ჩვენი საუკეთესო თამაში უნდა ვაჩვენოთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ
ოფიციალურად - კონსეისაო "ალ-იტიჰადს" ჩაუდგა სათავეში
"ბორჯღალოსნები" | აშშ-ს შემდეგ კანადაც ბათუმში
დე ლა ფუენტემ ტრავმირებული ჰიუსენის ნაცვლად ლაპორტს უხმო
ჩაკვეტაძის "უოტფორდს" ახალი მწვრთნელი ჰყავს
ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
"სულ ონლაინაა და ყველაფერს იჯერებს“ — როგორ გადააქცია ლებრონმა ერთი რეკლამა მთელი NBA-ის განსახილველ თემად
კონტრაქტი იგივე რჩება, ხელფასი მნიშვნელოვნად გაიზრდება - რაიამ საწადელს მიაღწია
როჯერ ფედერერის დაბრუნება და საფრანგეთის ტრიუმფი
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
ინდიან უელსი: მეორეც გავარდა და მეოთხეც
დევისის თასი: ფედერერმა კოლექცია შეავსო
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
უიმბლდონი. I დღე: იოლი მოგება რთულ მეტოქესთან
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
ჯოკოვიჩი შესრულებული მისიით, პირადი ტრაგედიები, სამშობლოს პატრიოტობა და ქველმოქმედება - რატომ არის ნოვაკი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სპორტსმენი
თითქმის ერთნაირები: რაფა და სერენა
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
უიმბლდონი: სამი გასეირნება და ერთი მარათონი
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის