4 სექტემბერს, "დინამო არენას" მედიადარბაზში ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
დღეს, 4 სექტემბერს, მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურამდე 1 დღით ადრე, "დინამო არენას" მედიადარბაზში ავსტრიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მარსელ კოლერმა პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ტურში ავსტრიელთა მეტოქე საქართველოს ნაკრები იქნება. მატჩი თბილისის დროით 5 სექტემბერს 20:00 საათზე დაიწყება.

"ერთი კვირაა, რაც შევიკრიბეთ. ფეხბურთელები დიდი სიხარულით შეუდგნენ ვარჯიშს. ჩვენმა გუნდმა შეინარჩუნა ერთიანობა და ამ თამაშისთვის საკმაოდ კარგად მოემზადა... ჩვენი ყველას სურვილი 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე, რუსეთში თამაშია. განვლილი ევროპის ჩემპიონატი ჩვენთვის უკვე დახურული თემაა, წინ ვიხედებით და ვნახოთ რა იქნება. ერთი კი ცხადია - ნაკრებისთვის ახალი ერა იწყება.

საქართველოს ნაკრებიდან 2-3 ფეხბურთელს გამოვყოფდი, პირველ რიგში კი თორნიკე ოქრიაშვილსა და ვაკო ყაზაიშვილს.

ფავორიტის სტატუსი ჩემთვის უმნიშვნელოა - მთავარია, მოედანზე გამოვავლინოთ ჩვენი შესაძლებლობები. ყოველთვის ვცდილობთ მეტოქეს მოვერგოთ და შესაბამისი სტილის ფეხბურთი ვითამაშოთ. საქართველოს ნაკრები დიდი თავდაჯერებით თამაშობს. ჩვენმა ანალიზმა გვიჩვენა ის, რომ მათთაც შეუძლიათ კარგი ფეხბურთის თამაში და საკუთარი გულშემატკივრების წინ, ვფიქრობ, დადებითი შედეგის მისაღწევად შეგვიტევენ.

ასევე ესპანეთთან მატჩს გამოვყოფდი, სადაც გამოჩნდა, რომ დაცვაშიც კარგად თამაშობენ, ამიტომ ჩვენი მხრიდან ამასაც ყურადღება უნდა მიექცეს", - განაცხადა მთავარმა მწვრთნელმა.

მთავარ მწვრთნელთან ერთად პრესკონფერენციას ავსტრიელთა ნახევარმცველი იულიან ბაუმგარტლინგერი დაესწრო, რომელმაც მოკლე კომენტარი გააკეთა.

"ის, რაც წინა ციკლში გვქონდა მიზნად დასახული, განსაკუთრებით სტურმად გამართულ მატჩებში, კარგად გამოგვივიდ და ამჯერადაც ეს იქნება მიზანი. ვიცით, რომ საქართველოს ნაკრების სახით საკმაოდ დალაგებული გუნდი გვეყოლება, რომელმაც ბოლო თამაშებში კარგი ფეხბურთი ითამაშა", - განაცხადა ფეხბურთელმა.

stefane
tin sakartvelo, shevchamot unda hitleris nashieri, brzola sikvdilamde!!!
gio shrnv
ბაჩო, ისე არ იქნება ურიგო ეგ გადაწყვეტილება.
haha
წარმატება (ფრე) თუ გვინდა ქეცბაია-სააკაშვილის ტაქტიკა უნდა ავირჩიოთ: ნულოვანი ტოლერანტობა შეტევაზე, ყველანი დაცვაში.
ბაჩო
გოლის გატანა თუ გვინდა და მოგება თუ გვინა ანანიძეზე უნდა აეწყოს გუნდი ყველაზე კარგი შემსრულებელია დღეს ჩვენ ნაკრებში და ყველაზეკარგ ფორმაშია
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
თურქეთმა მცველის დუბლით ავსტრიას მოუგო და 1/4-ფინალში ნიდერლანდებს შეხვდება [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ლევანდოვსკიმაც ვერ უშველა - ავსტრიამ პოლონეთს სძლია [VIDEO]
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სომხეთის მარცხი ფარერებთან და ჩერჩესოვის "ისტორიული შედეგი"
ავსტრია D ჯგუფში პირველია - საფრანგეთი მეორე [VIDEO]
საფრანგეთმა ავსტრიას მოუგო - მბაპე საავადმყოფოში გადაიყვანეს [VIDEO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ავსტრიამ აზერბაიჯანი დაამარცხა და ევრო 2024-ზე გავიდა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ