მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. I ტური
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლი მარცხით დაიწყო. არადა, წავაგეთ ავსტრიასთან, რომელმაც თავისი საუკეთესო თამაში ვერ გვაჩვენა. როგორ არ მინდა, დავწერო გაცვეთილი ფრაზა - კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთო, რომ ვიტყვით ხოლმე.

ამ გეზს ჩვენთვის ხეირიანი არაფერი მოუტანია და დღევანდელ წერილში კრიტიკა მეტი იქნება, ვიდრე დითირამბები. ალბათ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებიც დაგვეთანხმებიან, რომ საქმისთვის ასე აჯობებს.

იმთავითვე ვთქვათ, რომ გვაკლდნენ ჩვენი ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელები - ჯაბა კანკავა, ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია... თორნიკე ოქრიაშვილი კი ბრძოლაში მატჩის მიწურულსღა ჩაერთო...

ტაქტიკა

ვლადიმირ ვაისმა 4-2-3-1 ტაქტიკური განლაგება აირჩია. წამყვანი ფეხბურთელების არყოფნაში სლოვაკი სპეციალისტი იძულებული გახდა, საყრდენად დაეყენებინა ამპლუით მცველი გურამ კაშია და მას ბუბა დაუშვილი შეუწყვილდა.

თორნიკე ოქრიაშვილი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. ის ბოლოს შეუერთდა ეროვნულ გუნდს და გამართლდა ჩვენი ვარაუდი - ის მზად არ აღმოჩნდა 90 წუთის სათამაშოდ.

იმთავითვე ცხადი გახდა, რომ ძალიან ბევრი რამ იქნებოდა დამოკიდებული შუა ხაზში გამწესებულ და შეტევისთვის მომართულ ტრიოზე (ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი). შეტევის ფორპოსტზე კი ლადო დვალიშვილი მოქმედებდა.

რა გვეცა თვალში საქართველოს ნაკრების შემადგენლობის გაცნობისთანავე? პირველ რიგში, ორი ჩამშლელი საყრდენი (კაშია-დაუშვილი). ამის მიუხედავად, გვქონდა იმედი, რომ საქართველოს ნაკრები შეტევაშიც გამოაჩენდა "კლანჭებს".

ავსტრიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი მარსელ კოლერი ფიფას რეიტინგში გაცილებით დაბლა მყოფ მეტოქეს პატივისცემით მოეკიდა და ერთადერთი ფორვარდი (იანკო) მიუშვა გიორგი ლორიას კარზე. ჩანდა, კოლერმა შუა ხაზში უპირატესობის მოპოვებაზე გააკეთა აქცენტი.

რას მიხვდა ვაისი?

არ ვიცით, რას ფიქრობს საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაგრამ სულაც არ გამოვრიცხავთ, ეს შეხვედრა მოგვიანებით სინანულით გაიხსენოს. ძალიან, ძალიან ფრთხილი ტაქტიკისთვის შეირჩა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა.

რა თქმა უნდა, ავსტრია ძლიერი მეტოქეა, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს დაფასებას, მაგრამ ჩვენ ვთამაშობდით შინ, საკუთარ კედლებში და ცოტა მეტად უნდა გაგვერისკა. გავრისკეთ, მაგრამ ბოლოსკენ და ამ რისკმა ავსტრია გვარიანად ანერვიულა.

ალბათ, გურამ კაშია რომ დაცვაში მდგარიყო, ჯანო ანანიძე საყრდენად და მის მაგივრად - რომელიმე შემტევი ნახევარმცველი, ჩვენი საქმეები უკეთესად წავიდოდა, მაგრამ ახლა გვიანღაა თითზე კბენანი...

ვფიქრობთ, მწვრთნელი შეცდა სასტარტო შემადგენლობის შერჩევისას და ეს მისთვის დიდი მინუსია. იმედია, ვაისი ამას მიხვდა. მას უნდა შევახსენოთ - ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა!

პარალელები, პარალელები...

გვინდა თუ არა, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი წინა დამრიგებელთან შედარებას ვერ ასცდება. რა ვუყოთ ერთ მნიშვნელოვან გარემოებას - თუ გამონაკლის მომენტებს არ ჩავთვლით, ვაისის ოფიციალური დებიუტი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ჩვენი ძველი სენით აღინიშნა - საქართველოს ნაკრები თამაშობდა ძალიან არათანაბრად: ხან კარგად, ხან ძალიან ცუდად.

რაც მთავარია, იკარგებოდა კონცენტრაცია. ავსტრიელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე რომ გამოეჩინათ, თამაშის ბედი გაცილებით ადრე გადაწყდებოდა და ბოლოს სანერვიულოც აღარაფერი გვექნებოდა.

კიდევ ერთი: ჩვენი აზრით, საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა კახა ცხადაძემ ანანიძეს იდეალური ამპლუა მოუნახა. ეს გუშინაც გამოჩნდა. ჯანო საუკეთესო იყო მხოლოდ მატჩის მეორე ნახევარში, ანუ მაშინ, როცა ვაისმა, ბოლოს და ბოლოს, გარისკა.

არ ვიცით, აცნობენ თუ არა ქართულ პრესას ვაისს. იმედია, მას უთარგმნიან ძირითად, საინტერესო თემებს. თამაშამდე არაერთხელ დავწერეთ კიდეც, რომ ავსტრია ძალიან სახიფათოა "სტანდარტებისას" და რა - პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ყველაფერი "გააკეთა", მეტოქეს "სტანდარტულიდან" რომ გაეტანა.

დაცვა, ჩვენი აქილევსის ქუსლი...

ხეირიანი, გოლის გამტანი თავდამსხმელი რომ არ გვყავს, ამას კარგა ხანია, შევეჩვიეთ. ახლა საქმე ისე გვაქვს, რომ მხოლოდ შუახაზელთა ჩაუქობის იმედად უნდა ვიყოთ. მე დამავიწყდა, ბოლოს როდის გაიტანეს სერიოზულ შეხვედრაში გოლი ჩვენმა ფორვარდებმა. მათგან ამას უკვე აღარც ვითხოვთ - რაც არ იცი, იმას ვერ გააკეთებ.

ახლა სხვა სატკივარზე უნდა დავწეროთ - იმ შემადგენლობით, რომლითაც საქართველოს ნაკრების დაცვამ გუშინ ითამაშა, აღარასოდეს უნდა ითამაშოს. ასეთია ჩვენი აზრი და ვაისი რას ფიქრობს, ეს თავად უკეთ ეცოდინება.

გუშინ საქართველოს ნაკრების დაცვა იყო ყველაზე სუსტი რგოლი ჩვენს გუნდში. თავდასხმას უკვე აღარც ვთვლით, რადგან ის საერთოდ არ გვყავს.

ასე მგონია - თუ ოთარ მარცვალაძე ფორმაში იქნება, მას შეუძლია, ჩვენი ნაკრების მთავარი შემტევი გახდეს.

არ გვინდა ეგოიზმი!

როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, პირადი ყველამ გვერდით უნდა გადადოს. ეს აქსიომაა. არადა, გუშინდელ შეხვედრაში ეს ასე არ ყოფილა. ასეთი რამ განსაკუთრებით ბოლო წუთებში გახდა საცნაური.

ზოგიერთი ფეხბურთელი (რომ არ დავასახელო, ალბათ, საკუთარ თავს ისედაც ამოიცნობენ), არცთუ იშვიათად, ზედმეტად იღებდა თამაშს საკუთარ თავზე. იყო კარში გაუმართლებელი დარტყმებიც. ერთ-ერთმა ასეთმა დარტყმამ დამატებულ დროში საქართველოს ნაკრებს ძვირფასი ერთი წუთი დააკარგვინა.

სამომავლოდ, ეს აშკარად გამოსასწორებელია, რადგან დღეს ის გუნდები იმარჯვებენ, რომელთა ძალა გუნდურ ერთიანობაშია.

საით მიდის ვაისი?

საქართველოს ნაკრების მიერ ავსტრიასთან ნაჩვენები თამაში ერთხელაც დავატრიალე გონებაში და მაინც მიჭირს გაგება - საით მიდის ვაისი, რა გეზი აქვს არჩეული?

ეს იყო სლოვაკის პირველი ოფიციალური მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე და შორსმიმავალი დასკვნების გამოტანა ჯერ ნაადრევია, მაგრამ მაინც ჯობდა, ამ საკითხში მეტი სიცხადე ყოფილიყო.

მე ასე ვფიქრობ - მეორე ტაიმში ვაისმა გამოასწორა პირველ ნახევარში დაშვებული შეცდომები. სწორედ ამიტომ იყო, მეტოქე დიდი წნეხის ქვეშ რომ მოვაქციეთ, მაგრამ აქ ორი მომენტია გასათვალისწინებელი.

პირველი: ორი ბურთით დაწინაურებული ავსტრია ნაადრევად მოეშვა, და მეორეც: საქართველოს ნაკრები უტევდა დიდი ემოციური მუხტის ფონზე, ფეხბურთელთა ინდივიდუალური ოსტატობისა და მარტივი ჩაწოდებების მეშვეობით. მე ვერ ვნახე შეტევაში დალაგებული თამაში, რომელიც მინდა, რომ ვნახო ჩვენი გუნდის შესრულებით.

იმ მნიშვნელოვან კითხვას კი, ქვეთავი რომ დავასათაურეთ, პასუხი მალე უნდა გაეცეს...

არ უნდა დაკმაყოფილდეს!

წაგებულ მატჩში დადებითი შტრიხის პოვნა რთულია. გუშინ მაინც იყო რამდენიმე ასეთი, რაზეც ზემოთ უკვე დავწერეთ. ჩემთვის მთავარი აღმოჩენა ჯაბა ჯიღაურის შესანიშნავი გარჯა იყო.

მინდა, ჯაბამ ასევე გააგრძელოს. თუნდაც მაშინ, როცა ერთ დღესაც თბილისის "დინამოს" დატოვებს და ევროპაში წავა. არ მინდა, ის იმ ფეხბურთელებს დაემსგავსოს, ნაკრებში რომ გაიელვეს, უცხოეთში წავიდნენ და მერე ბევრი აღარაფერი გაუკეთებიათ ეროვნული გუნდისთვის.

სტატისტიკა

17 კარში დარტყმა 11

3 ზუსტი დარტყმა 5

5 კუთხური 5

4 თამაშგარე 2

13 ჯარიმა 18

51% ბურთის ფლობა 49%

სტენოგრამა

7' - არნაუტოვიჩი მარჯვნიდან შედის ჩვენს საჯარიმოში. მისი დარტყმა ოდნავ სცდება ლორიას კარს.

10' - იუნუზოვიჩის ჩაწოდება. იანკო თავით ურტყამს. გადავრჩით.

16' - 0:1. მორიგი "სტანდარტი" საქართველოს ნაკრების კართან. დავიდ ალაბას პასი. უმეთვალყურეოდ დარჩენილი ჰინტერეგერის თავური და გოლი.

26' - ქართველთა "სტანდარტის" შემდეგ ბურთი შეტევაში ჩართულ ამისულაშვილს მისდის, მაგრამ დარტყმა არაზუსტია.

20' - დვალიშვილი-ჯიღაურის კომბინაცია. ამ უკანასკნელის დარტყმა მეკარე ალმერის ნადავლია.

34' - ლობჟანიძის მიერ მოწოდებული აუტის შემდეგ კაშია ანანიძეს აწვდის. ჯანოს ხუთიოდე მეტრიდან ვერ გააქვს.

42' - 0:2. არნაუტოვიჩის რეიდი ფლანგზე, ჩაწოდება და იანკოს შედეგიანი თავური. ავსტრიელთა გოლი ქართველთა გუნდური შეცდომების შედეგია. ბოლოს ამისულაშვილს დარჩა უმეთვალყურეოდ ტანმაღალი იანკო.

56' - ორი ავსტრიელი გადის გიორგი ლორიასთან პირისპირ. იანკოს დარტყმულს საქართველოს ნაკრების მეკარე სასწაულით იგერიებს.

58' - ჯიღაური ფლანგიდან ამწვავებს სიტუაციას. შორეულ კუთხეში მის მოჭრილ დარტყმას ალმერი მოწოდების სიმაღლეზე ხვდება.

63' - ალაბას კუთხურის შემდეგ ზუტნერი კარგ მომენტს უშვებს ხელიდან.

64' - ჯიღაურის კარგი თამაში ფლანგზე და ყაზაიშვილის თავური - ავსტრიელებს მშველელად ძელი ევლინებათ.

79' - 1:2. სხირტლაძე ბურთს ინარჩუნებს და ჯანოს აწვდის - შორეული, ულამაზესი დარტყმა და გოლი! გამოჩნდა თამაშის გადარჩენის შანსი.

86' - ოქრიაშვილის კუთხურის შემდეგ კაშია ქუსლით ურტყამს და ავსტრიელ მცველს კარის ხაზიდან გამოაქვს ბურთი.

90' - სულ ბოლო წამს კვირკველიამ ვერ დაარტყა მეტოქის კარში.

მატჩის შემდეგ:

ვლადიმირ ვაისი: ათწლიანი კონტრაქტი არ მაქვს და ვიცი, რომ გულშემატკივარი დიდხანს ვერ მოითმენს...

მარსელ კოლერი: ბოლო წუთებში გაგვიმართლა, მაგრამ მთავარი 3 ქულაა...

მუნდიალი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. D ჯგუფი. I ტური

05.09.2016. თბილისი. "დინამო არენა". 35 000

საქართველო-ავსტრია 1:2

გოლები: 0:1 ჰინტერეგერი (16. ალაბას პასით), 0:2 იანკო (42. არნაუტოვიჩის პასით), ანანიძე (78)

საქართველო (4-2-3-1): ლორია - ლობჟანიძე (85. ჭანტურია), ამისულაშვილი (76. ოქრიაშვილი), კვირკველია, ნავალოვსკი - დაუშვილი, კაშია - ჯიღაური, ანანიძე, ყაზაიშვილი - დვალიშვილი (63. სხირტლაძე).

სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, კაკაბაძე, პარუნაშვილი, ხოჭოლავა, კვეკვესკირი, კობახიძე, დვალი, ცისკარიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

ავსტრია (4-4-1-1): ალმერი - კლაინი, დრაგოვიჩი, ჰინტერეგერი, ზუტნერი - ჰარნიკი (71. ზაბიტცერი), ბაუმგარტლინგერი, ალაბა, არნაუტოვიჩი - იუნუზოვიჩი (68. შოპფი) - იანკო (77. გრეგორიჩი).

სათადარიგოები: ლუკსე, იოზქანი, ჰინტერზეერი, ილსანკერი, ლაზარო, პრიოდლი, შაუბი, შტანგლი, ვიმერი.

მწვრთნელი: მარსელ კოლერი

გაფრთხილება: ჰინტერეგერი (50), ალმერი (90+4)

არბიტრი: ა. კულბაკოვი (ბელარუსი)

- მ/ჩ 2018. D ჯგუფი. I ტური: ზავი ბელგრადში და გარეთ ბეილის ზეობა

სერბეთი-ირლანდია 2:2

გოლები: 0:1 ჰენდრიკი (3), 1:1 კოსტიჩი (62), 2:1 ტადიჩი (69-პენ), 2:2 მერფი (81)

სერბეთი (3-4-3): რაიკოვიჩი - ივანოვიჩი, ნასტასიჩი, ვუკოვიჩი - რუკავინა, გუდელი, მილივოიევიჩი, მლადენოვიჩი (76. ტოშიჩი) - ტადიჩი, მიტროვიჩი (59. პავლოვიჩი), კოსტიჩი (82. კატაი).

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, ო"ში, კეფი, უარდი (70. უარდი) - ჰენდრიკი (75. მერფი), უელანი, ბრედი - უოლტერსი, ლონგი (90. კლარკი), მაკკლინი.

გაფრთხილება: ნასტასიჩი (72), კატაი (83) - უარდი (21), ჰენდრიკი (27), ბრეიდი (60), უელანი (88)

კუთხური: 6-4; ჯარიმა: 15-14; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 17-8 (8-5); ბურთის ფლობა: 58%-42%.

უელსი-მოლდოვა 4:0

გოლები: 1:0 უოკსი (38), 2:0 ალენი (44), 3:0 ბეილი (51), 4:0 ბეილი (90-პენ)

უელსი (5-3-2): ჰენესი - განტერი, ჩესტერი, ე. უილიამსი (82. კოლინზი), ბ. დევისი, ნ. ტეილორი - ალენი, ლედლი (67. ჰავსი), ე. კინგი - უოკსი (75. რობსონ-კანუ), ბეილი.

მოლდოვა (5-3-2): ჩებანუ - კოჟოკარი, კაშკავალი, ეპურეანუ, არმაში, იარდანი - გაცკანი, ჩებოტარუ (75. სიდორენკო), იონიცა - გინსარი (75. ბუგაევი), დედოვი (85. მიხაილოვი).

გაფრთხილება: - დედოვი (11)

კუთხური: 5-0; ჯარიმა: 6-16; თამაშგარე: 3-2; კარში დარტყმა: 12-3 (6-0); ბურთის ფლობა: 54%-46%.

მომდევნო მატჩები

6 ოქტომბერი

ირლანდია-საქართველო

ავსტრია-უელსი

მოლდოვა-სერბეთი

9 ოქტომბერი

უელსი-საქართველო

მოლდოვა-ირლანდია

სერბეთი-ავსტრია

12 ნოემბერი

საქართველო-მოლდოვა

ავსტრია-ირლანდია

უელსი-სერბეთი.

ასევე იხილეთ:

- Ananidze’s beautiful goal in Georgia-Austria qualifying match

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუკა
მადლობა ბიჭებს თავდადებული, დაუღალავი ბრძოლისთვის ბოლო წამამდე! ეს მხოლოდ ერთი თამაშია, ამით არაფერი არ წყდება. თუ ასეთივე თავდადებით ითამაშებს ნაკრები, კარგი შედეგი აუცილებლად იქნება. ყველა ფეხბურთელს ვერ მოთხოვ ერთნაირად მაღალ დონეზე ითამაშოს, მაგრამ ყველა ვინც მოედანზეა საკუთარი შესაძლებლობების და ფიზიკური კონდიციების მაქსიმუმს უნდა აკეთებდეს, ასე იყო ავსტრიასთან. ბიჭებმა თავისი მაქსიმუმი გააკეთეს და ამისთვის მადლობა ყველას. თუმცა გამოჩნდა რომ ცვლილებებიც საჭირო არის დაცვაში სხვა რგოლებში. დაუნახავ, უმადურ და უცოდინარ ადამიანებს რა გამოლევს. მადლობა ბატონ ვაისს რომ ბრძოლისუნარიანი და გაბედული ნაკრები შექმენით. ასეთი თამაშით წარმატება არ დააყოვნებს.
kakha kiria
vaisi ra shuashia xalxo roca fexburtelebiar varían mcvrtneli irchevs iset taktikas rasac shemadgeoba adzlevs uflebas amat araferi ar eshvelebat ubralod tamashi ar ician....
დ.ნ.
-ჭაობის ბინადარნო ყიყინს მოუმატეთ,იქნებ რამე შეიცვალოს. ბედაურები დაიხოცნენ ვირებს დარჩათ მოედანი.
Z.LO
მთავარი მიზეზი საქართველოს ნაკრების წარუმატებბლობის ისაა, რომ ძალიან დაბალი კლასის ფეხბურთელები გვყავს! ამათ ვერც ბაისი უშველის და ვერც კვაისი. ესენი ფეხბურთს კი არ თამაშობენ - ფაფხურობენ. ადრე ესპანეთთან თამაშის შემდეგ ვიღაცამ დაწერა - "ვისაც ჰგონია საქართველომ ესპანეთს მოუგო სჯობია საერთოდ აღარ უყუროს ფეხბურთსო!" ააბსოლუტურად ვეთანხმები. 10-15 წუთით რაღაცას გაიფაფხურებენ და კომენტატორებიც ჭკუაზე აღარ არიან ხოლმე. საქართველო ჰოკეიში უფრო წარმატებას მიაღწევს, ვიდრე ფეხბურთში (სანამ ეს თაობაა) მერე მე მგონი უფრო უარესი მოდის
ilia
შეკითხვა მცველებს, თუ კითხულობენ,ჩაწოდების დროს ბურთისთვის უნდა იბრძოლონ თუ ბუზები უნდა ითვალონ.
გგგ
შედეგი ლოგიკურია იმის მიხედვით, რა გუნდიც გვყავს - ავსტრიამ უყურა საქართველო რისი მაქნისიც იყო და იმის მიხედვით შეუტია. 2 ჩვეულებრივი სტანდარტიდან გაიტანეს მეკარის და მცველების შეცდომებით.შეიძლება თავქუდმოგლეჯილი შეტევებით უფრო მეტიც გაგვეშვა. ყველაზე ცუდი ის არის, ვერ ჩამოვყალიბდით რა სტილის ფეხბურთს ვთამაშობთ
giorgi
ტაქტიკა-0, მარტო ანანიძეს თუ გოლს თუ გამოვყოფდი საქართველოს მხრიდან და კაშიას და კვირკველიას, სხვებს ჯობდნენ, დანარჩენები -0! მთლიანობაში დაცვა-0! მწვრთნელის ხელი გუნდს არ ეტყობა- 0!რაღაც შესაცვლელია ფაქტია! უპირველესად ფეხბურთელების ტვინში , მე ვიტყოდი!
Vito
ოქრი რაც შეიძლება მალე უნდა დაბრუნდეს ფორმაში,მჭედლიძე კანკავა გამოჯამრთელდით და ესეტი მონდომებით რაღაც გამოვა
soccer
კობახიძეს რატომ არ ათამაშებენ ვერ ვიგებ, სხვა თუარაფერი გამძლეობა და სისწრაფე სხვაზე მეტი აქვს, ამისულაშვილი საერთოდ არუნდა გამოიძახო, ამდენი მომენტის შექმნა ავსტრიის "დამსახურებაა", ძალიან მოეშვნენ ასეთი მარტივი პირველი ტაიმით, რამდენიც შეგვიტიეს ყველა გაამწვავეს, ბოლო თამაშები რომ ყოფილიყო და ავსტრიას ბურთების სხვაობა დასჭირვებოდა მინიმუმ 5 ბურთს გაგვიტანდნენ, მწვრთნელს რა უნდა მოსთხოვო ნაკრებს ერთი მაღალი დონის ფეხბურთელი არ ყავს რომელიც სისტემურად თამაშობს თავის გუნდში, ან ცხადაძე რა განსაკუთრებულ ფეხბურთს ათამაშEბდა პოლონეთის მაგალითიც საკმარისია
ჟილინა1989
არც კი ვიცი საიდან დავიწყო... თუმცა სათქმელს რა დალევს. სად არის ფედერაცია მე კობიაშვილისგან ვითხოვ იმის პასუხს რაც პირველ ტაიმში ხდებოდა ვინაა ვაისი და საიდან დამისვით აქ საქართველოში?! ამისულაშვილი დინამომ რომ წააგო მაშინაც უნდა მიიმხვდარიყო და ენამუსა ნაკრებსჰი უარი უნდა ეთქვა თამაშზე არამცთუ კაპიტნად მოვლინა ნაკრებს სადარის კაპიტანი როცა გუნდი გონზე არ არის და სოფლის ურა ფეხბურთს თამაშობდა 1 ტაიმზე მაქვს საუბარი. არ მიყვარს წარსულზე ლაპარაკი მაგრამ გუშინდელ თამაში მინდა შეადაროთ გერმანიასთნ ნათამაშებ 2-1 სხვაობა ისარის რომ გერმანიასთან ჯანო არ გვყავდა მაგრამ ბიჭებმა შეძლეს და თავაწეულები წამოვიდნენ იქიდან მე ის მიხაროდა რომ გუნდმა იცოდა რას თამაშობდა და დაცვიდან ბუთის ატანა გუნდს არ უჭირდა. ამისულაშვილზე არაფერს აგარ ვიტყვი, არც ჭანტურიას ეგოიზმს შევეხები ლადო შენ მოსამეტებელი გაქვს სერიოზულად!!! სოლომონი მომეწონა რამდენი თამაშია არ უთამაშებია მწვრთნელს მაგრამ აი მაგალითი შრომისმოყვარე კაცი, მასე გააგრდზელე! ჩემზე რომ იყოს მომავალ გუნდის კაპიტნობას შენ ჩაგაბარებდი... ჯანო მეტი თავადჯერებულობა კაარგია. ასევე ჯიღაურიც კარგად გამიყურებოდა მაგრამ მთლიანობაში გუნი არ იყო ერთსულოვანი და მოკლეთ რომ ვთქვათ მეტია საჭირო.
daviti
ხომ ხედავთ აღარ ვვარგივართ ამ ფეხბურთში, ფეხბურთის ფედერაციას რა თანხებსაც აძლევენ, მისცენ რაგბს, კალათბურთს, წყალჯომარდობას და რა ვიცი სხვა სპორტის სახეობებს. და საერთოდ ევროპის რომელი ქვეყანა აფინანსებს ასე სპორტის სახეობებს, თან სრულიად უპერსპექტივოს. ამერიკაში მაგალითად სახელმწიფო სპორტში საერთოდ არ ერევა. ჩვენ გადმოღებული გვაქვს სოციალისტური მოდელი, როგორიცაა მაგალითად რუსეთში და ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში.
rezi
ცხადაძის გაშვებაზე პასუხს ვინ აგებს
ფეოლა
7-1-3!!! დროა ჩვენმა სანაქებო ფედრაციამ, მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ გააოცონ ევროპისა თუ მსოფლიოს გრანდები და სრულიად ახალი სისტემით წარვსდგეთ საფეხბურთო ასპარეზზე!7 ლომკაცი კარების ხაზზე დახვდება მოწინააღმდეგეს,მათ წინ იქნება ლომკაცი მეკარე,ხოლო მეკარის წინ და ფლანგებზე 3 ლომგული დახვდება მტერს!
ეეჰ
როცა გარისკა კი მიიღო 5-1 და 3-1 , ასე რომ გუნდის ტაქტიკა ამ შემთხვევაში გამართკებული იყო, უბრალოდ, ერთი ის როიმ არ გავიმართლა(უფრო სწორედ ჩვენი ფეხბურთელები 15 მეტრიდან 10 დარტყმიდან ერთს იტანენ ან იმასაც ვერა), და მეორფე ის რომ დვალიშვილი, ამისულაშვილი, არ უნდა ეტამაშებინა, კობახიზე უნდ ადაეყენებინა ყველა ვარიანტში, ანანიძეს ადგილი ვერ მოუძებნა ნორმალური ამ თამაშსი, კაშია საყრდენად არ ვარგა, და რავი კიდევ...
კახა
გოლის გამტანი 1 თავდამსხმელიც კი არ გყვავს.ისეთი ფორვარდები გვყავს რომ ჩატარებულ 30 თამასში 1 გოლი შეიძლება შემთვევით გაუვარდეთ
jiji
ფიფია წავიდეს სასაწრაფოდ,,რეკომენდაციებს აცლევს ყველა ნაკრებს ტავის უხირს ფეხბურტელების,,უ-17-ი კვარაცხელიას გარდა ნული იყო ყველა,,მაგრამ ფიფია უწევს რეკომენდაციას,,
კახა
დაცვას უნდა მიხედვა პირველ რიგში.ნახირი უფრო დალაგებულად დადის ვიდრე ჩვენი დაცვა მოქმედებდა.ან ამისულაშვილს რა უნდა ნაკრებში.ვინც რუმინეთი-საქართველო ნახა დამეთანხმებით რომ მართალი ვარ
გიორგი
იმ ხალხის მიკვირს სტადიონზე რა გინდოდათო. საქართველოს ნაკრები თამაშობდა და სახლში ინდურ სერიალს ხომ არ ჩავუჯდებოდი. ვისაც არ გინდათ ნუ ივლით სტადიონზე და სხვების ჭკუის დარიგებას მოეშვით...
Mamuka
როდის ქონდა ამდენი საგოლე მომენტი და გასვლაზე გერმანიასთან კანკავას გოლი კვეკვესკირის ძელი ოქრის საოცარი მომენტი და კიდევ რამოდენიმე მწვავე შეტევა რომელიც გოლით შეიძლება დაგვირგვინებულიყო და ეხლა შეადარეთ გერმანიასთან გასვლაზე თამაში და ავსტრიასთან სახლში და ყველაფერი გასაგები გახდება და თან არ დაგავიწყდეთ რომ ეს მომენტები შეიქმნა იმის შემდეგ რაც ავსტრიელებმა გაგვიტანეს და ცენტრი დათმეს თორე 0-0 საჯარიმოდან ვერ ამოგვქონდა ბურთი
გურამი
მე შეიძლება პროფესიონალებს ვერ ვეკამათო, მაგრამ ჩემი აზრით ცხადაძეს კარგი პერსპექტივა ჰქონდა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის უცხოელი გვირჩევნია.
Mamuka
რას ლაპარაკობთ ივით საერთოდ? რას ქვია მოეკლო ხელფასი ან რატომ უნდა მოეკლო რა ვაისზე ნაკლები სპეციალისტია ამ ფასად რა მწვრთნელიც გვყავს ხედავთ ეს პროფესიაა ერთი ვინმემ გაინახევრედ ხელფასი და სახელმწიფოს ნუ აჩუქებთ ბავშვთა სახლს გადაურიცხედ ყოველ თვე რომელიმე აკეთებს სხვის საქმეში ყველა პროფესორია რა არ გესმით ცხადაძეს ყველა ვარიანთში გაუშვებდნენ და ფული მანდ მეორე ხარისხოვანი იყო იმიტომ რომ ცხადაძე რეზის თაობაა ვერ ხედავთ გაივსო ფედერაცია ლუღლუღა სპეციალისთებით გამართულად ვერ საუბრობენ ამათმა რა უნდა გააკეთონ ვნახავ 5 - 6 ტურის შემდეგ გასვლის შანს რო დავკარგავთ და სამარცხვინო წაგებებს მოუხშირებთ მერე რას იტყვით ისევ ცხადაძის ჯიბეში დაიწყებთ ყურებას ის მოიქცა როგორც პროფესიონალი რო მისი გაკეთებულ საქმეს ფასი აქვს და რო აქვს მის გაკეთებულ საქმეს ფასი ეს გუშინ ყველამ ერთად დავინახეთ და ირლანდია უფრო კარგათ დაგვანახებს
kairaa-ს
კვალიფიციური ანალიზია. ამდენი საგოლე მომენტი საქართველოს ნაკრებს როდის ჰქონდა ვერ ვიხსენებ და ეს ვაისის სანაკრებო მწვრთნელად დიდხანს მუშაობის დამსახურებაა. კარს თუ ვერ დაუმიზნებენ ეს უკვე ფეხბურთელის პრობლემაა.
zuzus
აბა ჟურნალისტმა რა დაწეროს, ვინ რომელ წუთზე დაარტყა? ტვინი გაქ თავში?
Nika
Amat yurebas svarkis yureba mirchevnia
zizu7777777
ჯურნალოსტებტან ტხოვნა მაკ.ტკვენ საქმეს მიხედეტ..რა ტკვენი.საკმეა ვინ რა დააკენა და იმის აკ ცერა დაცვასჰიდა ტავდასხმასჰი ვინ ატამასჰოს.სჰენ გაასჰუქე რაცაა .და ნუ ყობტ ცხვირს ყველგან
nodarichi123
ერთს ვიტყვი ამდროისთვის ერთერთი ყველაზე სტაბილური კეკვესკირია და რატო არ დაყენა გამიკვირდა. დვალიშვილიც არ იყო გამოკვეთილი ფორვარდი და ჯობდა კობახიძე დაიყენებინა. მოძრავი მაინც არის
bebeto
კარგი იყო ჯიღაური ანანიძე,ყაზაიშვილს ეტყობა რო ჯერ ბოლომდე მზათ არ არის ცოტა წონაშიდაც არის თან მაგრამ იმედია ლეგიაში ფორმაში ჩადგება.ოქრიაშვილი კი უკლობოდ არის და ნაკრებს ასე ვერ გამოადგება ფიქრობ დანაშაული იქნება ასეთი ნიჭის არ გამოყენება შრომა უნდა გააგრძელოს და იქნებ კარგ კლუბში მოხვდეს მერე კი მისი გაჩერება ყველას გაუჭირდება.შეიძლებოდა საქართველოს ნაკრებს ამ შეხვედრაში უფრო შემტევი ტაქტიკა აერჩია.კობახიძის გამოყენება შეიძლებოდა რომელმაც თავის კლუბში ბოლო თამაში კიევის დინამოს წინააღმდეგ მაგრად ითამაშა აგრეთვე კვეკვსკირის დაყენებაც შეიძლებოდა რომელიც გაბალას რიგებში საუკეთესოა რომელიც ახლა ჯგუფში ითამაშებს.
ჟილინა1989
https://www.youtube.com/watch?v=yFRhOha_cFY ეს ლინკია და ვისაც ჩემს ნათქვამში ეჭვი შეეპარაბა ეთხელ კიდევ გადავლოს თვალი გუშინდელ შეხვედრას და მერე დამეთანხმებით!
kairaa
რას ამბობთ???? მწვრთნელმა აირჩია სწორი ტაქტიკა. იგივე რაც ესპანეთთან. მთავარი იყო დაცვას არ დაეშვა ის უაზრო შეცდომა (მეორე გოლი და 2 საგოლე მომენტი) და ლორიას არ გაეტანა ის ბურთი თავის კარში. ჰო,ჰო, ლორიამ ფაქტიურად ბურთი აჩუქა ავსტრიას. ისინი გვაჯდნენ, მაგრამ ამ ტაქტიკის ნიუანსი სწორედ ეს არი. ისინი შეტევით უნდა გათამამდნენ, ფსიქოლოგიურად გაყოყოჩნდნე. ხოლო შენ, ერთადერთ შანსს დაელოდო. ანანიძის გოლამდე ასე უნდა ყოფილიყო, და ეს ერთი გასროლა გადაწყვეყდა ყველაფერს. ან ფრე დამთავრდებოდა 70%-ანი ალბათობით, ან მოვიგებდით 10% ალბათობით ან წავაგებდით 20%-ით. (ამ ტაქტიკით). თუმცა ლორიამ ნაადრევად ... ხოლო საკუთარი კედლები ავსტრიასთან არ ჭრის. პირიქით, ისე სწრაფად გადადიან შეტევაში, რომ მოტოთი ვერ დაეწევი. აი მაშინ კი გავნადგურდებოდით 70%-ით. ვიმეორებ მწვრთნელი კი არ შეცდა, ჩვენი ფეხბურთი კიდევ უფრო დაბალ დონეზეა ვიდრე გვგონია.
koko
მე ის მიკვირს, რამ გამოაპრუტუნა ამდენი ხალხი სტადიონზე რომ იყო და ამათ უაზრო წიხლაობას უყურებდა, და მერე წაგებულ გუნდს ტაშს უკრავდა?!
გოგლიკა
კაი ნუ წაიღეთ ტვინი ამ ცხადაძით!!! გეთანხმებით, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარიანტია დღევანდელი ნაკრებისთვის, მაგრამ მხოლოდ ტაქტიკის მხრივ. როგორც პიროვნება არ ვარგა. ვინმეს ეჭვი გეპარებათ რო იმ ხელფასიდან რასაც დააჯდა დომენტიესთან და რეზიესთან არ მიდიოდა ატკატი?! მე პირადად არ მეპარება ეჭვი ამაში!!! და ესეც ვერ გადაახტა "ჯიგრებს", ზატო მთელ ქვეყანას გადაგვახტა და დავრჩით ვაისის ამარა. ეგ რო კაცი ყოფილიყო მოიკლებდა იმ ხელფასს და იმ ფეხბურთით რასაც ათამაშებდა ნაკრებს სამეულში უეჭველი მოხვდებოდა და ბონუსსაც აიღებდა. რაც შეეხება გუნდს, გულშემატკივრების 99.99% თუ ხვდება რო ეს ამისულა ვეღარ თამაშობს ფეხბურთს, მწვრთნელი რატო ვერ ხვდება ვერ გავიგე რა. ხიზანას ბოლო მატჩებს მაგონებს ამისულა. დაუშვილიც არ არი ნაკრების დონე. ან დვალიშვილი ფლანგზე და ვაკო ფორვარდად რა გამოგონება იყო ვერ ვხვდები. ჩემი აზრით პოტენციალი არის თუ სწორად გაკეთდება საქმე და თუ ფეხბურთელებს თავიანთ პოზიციებზე ათამაშებენ. ლორია ნაკრებში ყოველთვის არასტაბილურია, რევიშვილი ჯობია აშკარად. მაკარიძეც კარგი მეკარეა. კაშია-კვირკველიას დუეტს ბევრი ინატრებდა დაცვის ცენტრში და რა გახდა ამ კაშიას აპორნი რო არ ათამაშონ?! ანუ დაცვის ცენტრი გვყავს + დვალი, ხოჭოლავა, ანუ წესით უპრობლემო პოზიციაა. მარცხენა მცველებიც ასე თუ ისე გვყავს, ნავალა და ცისკარიძე. ყოველ შემთხვევაში საბედისწერო შეცდომებს მაინც არ უშვებენ. მარჯვნივ გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი აზრით გუშინ ლობჟანამ ალბათ ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ითამაშა კარიერაში მაინც 0-ია... ანუ საუკეთესოდ რო ვერ ითამაშოს ვაბშე მინუსებში მიდის... კაკაბას იმედი მაქვს, ლობჟანიძე უახლოეს თამაშებს მაინც ჩააგდებს და ჯობია კაკაბამ ჩააგდოს ის თამაშები, ნაკრებში პრაქტიკას მიიღებს, ძირითადს შეეჩვევა, ამასობაში ესპანურ ფეხბურთს რაღაც დონეზე მაინც თუ აყვება ეს პრობლემაც მოიხსნება. ბოლო-ბოლო დვალი ან კაშია ათამაშონ მარჯვნივ. ანუ ფაქტიურად დაცვაში თითო პოზიციაზე 2 მეტნაკლებად ნორმალური მოთამაშე გვყავს. საყრდენი - კანკავა, კვეკვესკირი, გვილია (მაგრა უმატებს), აბურჯანია... მგონი მშვენიერი არჩევანია. ნახევარდაცვა - ანანიძე, ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი(ნაკრებში ყოველთვის კარგად თამაშობს), კობახიძე, ჯიღაურიც კარგი ბიჭია, არაბიძე (ოღონდ ნელ-ნელა), შეიძლება კიდე ვინმე გამომრჩა... თავდასხმა - არ ვიცი...:( ალბათ მჭედლიძეა საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ სულ ტრამვა აქვს. დვალიშვილიც შეიძლება უკიდურეს შემთხვევაში, ოღონდ აუცილებლად საჯარიმოს ფორვარდად და არა ცენტრში ან ფლანგზე სახით თავისი კარისკენ. ვაწასაც აქვს პოტენციალი კლუბს თუ იპოვნის დს ათამაშდება. კაჭარავა დს ქვილითაიაც იმედია მოუმატებენ და გამოადგებიან ნაკრებს. ჭანტურია მინიმუმ ამ ეტაპზე მაინც არ უნდა გააკარო ნაკრებს, თუ მომავალში მოუმატებს, რაშიც ეჭვი მეპარება მერე შეიძლება ცდა. მოკლედ ჩემი აზრით საშუალო გუნდის დაყენება შეიძლება, მთავარია სათამაშო პრაქტიკა, მონდომება და სუფთა ნამუსი(რომლის მოწმენდაც მონდომების შემთხვევაში შესაძლებელია). მწვრთნელი - ეჭვი არ მეპარება ვაისის კვალიფიკაციაში, მაგრამ მას ჭირდება დრო, რომელიც ჩვენ აღარ გვაქვს... ამიტომ გეგუჩა იდეალური ვარიანტი მგონია... ან დროზე გაერკვეს ვაისი რა როგორ უნდა გააკეთოს. 1-2 გამონათება უნდა და ხალხი ისევ დაუბრუნდება ფეხბურთს... ჩემპიონატიც იმედია გამოსწორდება ამ ცვლილებების მერე, მოკლედ ვნახოთ...
შოთა გუგეშაშვილი
კობიაშვილო ეეხბურტი ხომ დაალაგე და ეხლა დეპუტატი გახდი
vasia
ორივე გოლი სტანდარტულიდან გავიდა და ტაქტიკას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.ლორიამაც ცუდათ ითამაშა ორივე შემთხვევაში,დაცვაზე აღარაფერს ვამბობ... კაშია დაცვაში უნდა დაეყენებინა ამისულაშვილის ნაცვლად და კაშიას ადგილას კვეკვესკირი!ჭანტურია საერთოდ აღარ უნდა გამოიძახოს სანამ კლუბში თამაშს არ ისწავლის...
მათეს ტროლისგან
შენს მეზობელს გადაეცი, რომ ეგ იგივეა - ქალი რომ ვერ იშოვო და საკუთარ დედას მიადგე....
მსქროლავი ტროლი
ვაისზე ბევრად უფრო სახელიანი უცხოელი მწვრთნელები უსახელოდ წასულან ჩვენი ნაკრებიდან და არაერთხელ ითქვა, რომ ვერც ერთი უცხოელი მწვრთნელი ვერ აუღებს ალღოს იმ ორომტრიალს, რაც ხდება ქართული ფეხბურთის სამზარეულოში.... მე მაინც იმ აზრზე ვარ, რომ მიუხედავად ესპანელებთან გასროლისა, ხორვატებთან შინ გამარჯვებისა და უფრო ადრე რუსების დამარცხებისა, ბოლო ათწლეულში ჩვენმა ნაკრებმა საუკეთესო მატჩი შარშან ჩაატარა გერმანიაში 1:2 და პროგრესის გზაზე დამდგარი გუნდიდან ცხადაძის გაშვება ფინანსური მოტივებით აშკარად შეიცავს იმ კორუფციის ნიშნებს, რომელიც აპარტახებს ქართულ ფეხბურთს და თუ ვინმეს ჰგონია, რომ ყველა დაღმართს აუცილებლად უნდა მოჰყვეს აღმართი - ძალიან ცდება.... ის გზა, რომელსაც ჯიუტად მიჰყვებიან ფედერაციის ჩინოვნიკები, იქამდე მიგვიყვანს, რომ დღევანდელი დონეც ბევრჯერ მოგვენატრება და დაღმართი მხოლოდ მაშინ დამთავრდება, როდესაც მყარად დავმკვიდრდებით ფიფას რეიტინგის ფსკერზე, ბუმბულებით შემკობილი კუნძულ-სახელმწიფოების გვერდით....
guram
ძალიან მაგარი გარჩევა! საღოლ ავტორს!
shako
უნიჭოები არიან.
joni
რით ვერ გავიგეთ რომ ფეხბურთელები არ გვყავს ნახევარი უგუნდოდაა მეორე ნახევარი ჭ კლასის ჩემპიონატებსი თამასობს დაცვას რაც შეეხება რა უნდა გუნდსი ამისულაშვილს რენეს მივცეთ იქნებ მოქალაქეობა და ვათამაშოთ ცხადაზე ამას როდის იძახოდა რატომ გაუშვა ფედერაციამ კახი იმ კაცს რაგაც დალაგებჰული ქონდა და იქნებ მცირედი სნსი მაინც გვქონოდა ფედერაციას არ ცალია ალბათ არცევნებიტ არის დაკავებული ქეცბაია ძახოდა არ გვყავს ფეხბურთელებია და ყველა ჩატარებულ თამაშშიმ ეს კარგად ცანს სად არიან იმ დროინდელი კრიტიკოსები ეხლა რატომ არაფერს იძახიან სირცხვილია ნერვებს მაინც ნუ გვიშლით ჩვენი საფიქრალი გვეყოფა
gucaevi
Da ro gaanebot saertod pexburtis tamashs araa????
MATE
ჩემი მეზობელი ტოტალიზატორს თამაშობს და მარტო ჩვენი ნაკრების თამაშებზე დებს,ფსონებს,სხვათაშორის ყველა ბილეთი მოიგო.........
Geo
არ მიყურებია ამ თამაშისთვის, ვიცოდი რომ წააგებდნენ და ტყუილად არც ავიშალე ნერვი.მოკლედ, დაანებონ ყველაფერს თავი, ბავშვთა ფეხბურთი განავითარონ და დაველოდოთ შედეგს. ოღონდ, ბავშვთა ფეხბურთის განვითარება აუცილებლად უნდა იყოს შედეგზე ორიენტირებული და 5-7 წელიწადში გუნდი გვეყოლება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაივიწყეთ ქართული ფეხბურთი მეგობრებო. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია.
basko
მაინც იქეთკენ მივდივარ რომ თითქოს ცხადაძემ გუნდი ააწყო და რაღაც ტაქტიკები მოარგო და ამ მსოფლიოზე გასასვლელად რომ გვებრძოლა ყველანაირ დათმობაზე უნდა წასულიყო ფედერაცია.. ფაქტიურად გუნდი არ გვყავს, ავსტრია რომ ძლიერი გუნდი არარის ეს მალე გამოჩნდებადა ჩვენ საერთოდ ისევ ნეხვში ვართ... სამწუხაროდ :(
giorgi
როგორ შეიძლება მაგ თამაშისთვის ტაშის დაკვრა სირცხვილით თამაშის შემდეგ გასახდელში უნდა გარბოდნენ ეს უნამუსოები დაყველაზე საშინელია მატ უჯიკრო ტამაშზე ტაშს რომ უკრავტ ეს რომ ტურქეტში ფენერბახჩეს ბამაშზე მომხდარიყი ავტობუუს ხომ დაუცვავდენ. და სტადიონიდან გაპარვით თუ გაიპარებოდნენ.
zaza
Dvalishvi da lobjanidze ra gasacherebelia nakrebshi daartyi formalurad mainc karebshi statistikashi aisaxos golze aagarari saubari aravis gvaxsovs
Goleta888
ცენზურა!!! ჩემ კომენტარებს არ აქვეყნებთ? სირცხვილია.
MATE
გუშინ ქეცბაიას თამაში,ფრაგმენტი,აჩვენეს მატჩისა,ნიუკასლის შემადგენლობაში გოლი რომ გააქვს...უბრალოდ ნახეთ,დააკვირდით რა შემართებით თამაშობს,ცეცხლივით შევარდა მეტოქის საჯარიმოში და გოლი გაიტანა.ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები,ნაწილი რა თქმაუნდა რაღაც დალეულებივით,დაქანცულებივით გამოიყურებიან,ალბათ წვრთნა აკლიათ,თითქოს ძალით გაიყვანეს მინდორზე სათამაშოთ,რა ხდება,ვინმემ გაგვაგებინოს.ბათუმში ძველი სტადიონის ადგილზე რომ სასტუმრო აშენდა,გახსოვთ ალბათ.ეხლა ფიროსმანზე იყო ერტი ვითომ სტადიონი დარჩენილი და იქაც სასტუმროს აშენება დაიწყეს,აღარ გვინდა ფეხბურთი,რამე მოიმექმედეთ ხალხნო,ქართველ ქომაგებს გვიყვარს ფეხბურთი,რამე გააკეთეთ ბოლოს და ბოლოს.
ვივა
ფული უნდა მოხმარდეს ბავშვებს, მათ შორია ის ფულიც - რაც ფეხბურთის მაღალჩინოსნებსა და მოწვეულ მწვრთნელებს ეძლევატ. როდის მოისპობა "ატკატები" მოწვეული მწვრთნელებისგან? თუ ასე არ არის, მაშინ რაც ერჩოდნენ ცხადაძეს. ფედერაციას ფეხბურთისთვის სად ცალია - არჩევნების აქვს მოსაგები. აი ფეხბურთი და მისი ფინანსები- ამ მიზანს უნდა მოხმარდეს.ფეხბურთი ხომ კარგად ააწყვეს, ეხლა პოლიტიკასაც დაეხმარებიან თავისებურად. ეს არის მარაზმი. ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმა კეთდება და არავინ თავის საქმეს არ აკეთებს.ინჟინერი-აგრონომია, იურისტი - ეკონომისტი. ფეხბურთელი -პარლამენტარი, ვეტექიმი - თავდაცვის მინისტრი.
irakli
საშინელი დაცვა! როგორც მთელი ქართული ფეხბურთი!
ფაშა ძლიერი
თავადი-ს ფეხბურთელები მაგარი ჩომპლეები გყვავს თქმა არ უნდა მაგრამ რაც არიან იქიდან გამომდინარე, სხვა ტაქტიკით რომ ეთამაშათ შეიძლება უკეთესი შედეგი ყოფილიყო, თუმცა ეს მაინც ერთჯერად გამონათებად დარჩებოდა.
qomagi
ამისულაშვილი არ უუნდა ეთამაშებინა, კაშია უნდა დაეყენებინა ცენტრში და ნახევარდაცვაში დაემატებინა კობახიძე, მშვენიერ ფორმაში იყო
გოგი ქუთაისელი
ცხადაძე, გეგუჩაძე,ფრუიძე, ამ თამაშს არ წააგებდა. რა უნდა ნაკრებში ამისულაშვილს ლობჟანიძეს,ჭანტურიას.
ვივა
თავდამსხმელი, რომელის მთელი თამაშის მანძილზე ერთხელ მაინც თუნდაც ერთ მცველს ვერ მოატყუებს, რა თავდამცხმელია? შეხედეთ შეტევის მერე როგორ რჩებიან თამაშგარეში. ეს მოუმზადებელი ხალი თამაშს ვერ მოიგებს. აი წვეროსნების რაოდენობითა და ზომებით კი- მოგეცა ლხენა. ვივა - მოწესრიგებულ პროფესიონალებს, ვავა მიმბაძველ და არაპროფესიონალ წვეროსნებს.
თავადი
ხალხნო იცით რა მაკვირვებს?მწვრთნელთან რა გინდათ?მწვრთნელი რა შუაშია?ფეხბურთელებზე რატომ არავინ არ ამბობთ?რა გგონიათ,მოურინიო,გვარდიოლა,ანჩელოტი ან სიმეონე რომ იყვნენ ჩვენი ნაკრების მწვრთნელი,რა უეჭველი გასული ვართ ჯგუფიდან? და ეხლა ვაისის ბრალია ეს წაგება ხო? მაშინ ფულს ამდენ ფულს რატომ ყრიან ამ მწვთნელებში? ბავშვებს დაახარჯონ თუ უნდათ რაიმე პროგრესს მიაღწიონ. როცა სახლს აშენებენ როგორ აშენებენ? ჯერ სახლს აშენებენ და მერე ფუნდამენტს? აი ეს არის დებილი ქართული პოლიტიკა და ფეხბურთი.
ფაშა ძლიერი
როგორც ჩანს მწვრთნელს ჰქონდა გათვლა, პირველ ტაიმში თავს დავიცავთ, 1 გოლზე მეტს არ გავუშვებთ, მეორე ტაიმის ბოლო 15-20 წუთში გავაქტიურდებით და გოლს გავიტანთ, მაგრამ არ გაამათლა იმიტომ რომ 1. ასეთ დროს დაცვაში ამისულაშვილი არ უნდა გყავდეს, 2. უნდა გყავდეს მაღალი თუ არა საშუალო დონის, გოლის გამტანი ცენტრფორვარდი ( კი გვყავს ანანიძე, ყაზაიშვილი, მაგრამ ისინი ნახევრამცველები არიან და ანანიძის გოლიც მეტწილად გამართლება იყო). ვაისს ამის გარდა ჰქონდა სხვა ვარიანტები - დაეწია ანანიძე უკან და ყოფილიყო დაცვაში კაშია-კვერკეველიას, შუახაზში ჯანო-ბუბას დუეტი და წინ ჯანოს ადგილზე კობახიძე, ან დაუშვილი-კვეკვესკირი. ამ შემთხვევაში ჩვენი შეტევები იქნებოდა გაცილებით უფრო მობილური და გააზრებული, ბოლო 15 წუთშიც შემოიყვანდა ოქრიაშვილს და სხირტლაძეს და გაამწვავებდა თამაშს, მაგრამ საკითხავია იმ ბოლო 15 წუთის გარდა როცა ფეხბურთი ვითამაშეთ,შეიძლებოდა რომ გვეთამაშა მაგალითად მთელი მეორე ტაიმი? ეყოფოდათ ძალები? შეიძლება ჰყოფნოდათ, შეიძლება არა. მაგრამ მწვრთნელი როგორც ჩანს არის ძიებაში, თვითონაც ხვდება რომ შეცდომა დაუშვა და შემდეგ თამაშებში შეიძლება შეცვალოს ტაქტიკა.
ვივა
თავდამსხმელი, რომელის მთელი თამაშის მანძილზე ერთხელ მაინც თუნდაც ერთ მცველს ვერ მოატყუებს, რა თავდამცხმელია? შეხედეთ შეტევის მერე როგორ რჩებიან თამაშგარეში. ეს მოუმზადებელი ხალი თამაშს ვერ მოიგებს. აი წვეროსნების რაოდენობითა და ზომებით კი- მოგეცა ლხენა. ვივა - მოწესრიგებულ პროფესიონალებს, ვავა მიმბაძველ და არაპროფესიონალ წვეროსნებს.
ddd
საერთოდ რა ნამუსით გამოდიან მოედანზე. 20 წითზე მეტი ვერ უყურე. ამდენი თანხა იხარჯება ტყუილად. ეგ ფული სხვა სპორტს მოახმარონ ან გაჭირვებულებს მისცენ. ეგ მათხოვრები არაფრის ღირსები არ არიან.
H
მარტო მე მგონია, რომ ლორიამ ორივე გოლის დროს ძალიან ცუდად ითამაშა თუ რატომ არავინ არ ამბობს ? პირველად ძალიან ცუდად გამოვიდა და მეორე გოლზეც საერთოდ სად იდგა ვერ გავიგე. ეგეთი პარაშუტი როგორ უნდა მოაგებინო მეკარემ შენ საჯარიმოში და თან ნავალოვსკის იმედზე ყავდათ დატოვებული.
vaisi
ვინც არ უნდა დააყენოს და შემადგენლობა რამდენჯერაც არ უნდა ცვალოს, საქართველოს ნაკრების მაქსიმუმი არის ღირსეული მარცხი და ოთხ წელიწადში ერთხელ ყარაულის თოფივით გავარდნილი ერთი კარგი თამაშის მოგება. ასე იყო ოდითგან და ჯერ-ჯერობით არც არაფერი შეიცვლება
a.g.
ამ სამარცხვინო თამაშზე ამდენი ლათაია არ ღირდა~
gri
სანამდე გაგრცელდება ფიფიას რეკომენდაციები ნაკრებსი სამარცხვინო დინამოელების,,ასევეა ასაკობრივ უ-17-ი ზოგი მწვრტნელი სვილი,მაგალიტად დავიტასვილი ნული იყო ნაკრებსი,,მაგრამ ფიფიას რეკომენდაციაა..
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ
"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა
"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს