საქართველო-ავსტრიის მატჩის გამოხმაურება
5 სექტემბერს, მუნდიალის პირველ შესარჩევ შეხვედრაში საქართველოს ნაკრები შინ 1:2 დამარცხდა ავსტრიასთან. საფეხბურთო ვებგვერდ futsall.at-ზე ავსტრიელმა ფანებმა საინტერესო კომენტარები დატოვეს:

- პანიკა კოლერის დაცვაში - ავსტრიული მედია საქართველო-ავსტრიაზე

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

..."უნდა გვიხაროდეს, რომ ჩვენი მეტოქე საქართველო იყო. უფრო ძლიერი გუნდი ასეთი თამაშით აუცილებლად დაგვამარცხებდა"...

..."გოლში მეკარეს არ ვადანაშაულებ. უფრო მეტი პრობლემა ჩვენი ფეხბურთელების მეტისმეტად შიშნარევი თამაში იყო. საქართველო სახიფათოდ მარტო იმიტომ უტევდა, რომ მათი წინა ხაზის ფეხბურთელებზე ზეწოლა არ იყო, უფრო აგრესიულად არ ვეთამაშებოდით.

ჩვენი დაცვა ძალიან სუსტად გამოიყურებოდა. მიზეზი? ავსტრიის ნახევარმცველები დაცვაში ძალიან ნელა იხევდნენ. ამის შედეგად, დაცვასა და ნახევარდაცვას შორის დიდი ხვრელი წარმოიქმნა. პრობლემა გვემატებოდა, როცა საქართველო ფლანგებიდან სახიფათოდ გვიტევდა. ამას გარდა, ისინი ბურთსაც უკეთ ფლობდნენ. ჩემი აზრით, არადამაჯერებელ მოქმედებაში დამნაშავე ნახევარდაცვაა, რომელმაც ცუდად ითამაშა"...

..."მეორე ტაიმში მეტოქეს ბურთი ძალიან ბევრჯერ ჩავაბარეთ და ისინი დიდ უპირატესობას დაეუფლნენ. მათი მხრიდან დიდი ზეწოლა ამის შედეგი იყო"...

..."მეორე ტაიმში ალაბასა და ბაუმგარტლინგერის მომენტების შემდეგ შანსი აღარ გვქონია, არანაირი წესრიგი და სიმშვიდე, მეტოქე ძალიან მოგვაწვა"...

..."მხოლოდ მსაჯის სასტვენზე დავმშვიდდი: დამაჯერებლად ვერ მოვიგეთ, მაგრამ 3 ქულა კი მოვიპოვეთ. არა მგონია, საქართველოში ჩვენმა ყველა კონკურენტმა მოიგოს. მოლდოვასთანაც ასეთივე მინიმალური ანგარიშით მოვიგებთ. არადა, 3-4 წლის წინ ასეთ თამაშებს ვაგებდით"...

..."მე ერთი დავინახე, რომ საქართველო ამ ჯგუფში საზარბაზნე ხორცი არ იქნება! მისი არდაფასება არ შეიძლებოდა. ეს გუნდი ძალიან ტექნიკურია, საკუთარ მოედანზე კი - მეტისმეტად სახიფათო"...

futsall.at-თან საქართველოს ნაკრებზე ავსტრიელთა თავდამსხმელმა და მეორე გოლის ავტორმა მარკ იანკომაც ილაპარაკა:

"მიხარია, რომ მოგებაში წვლილი შევიტანე და ჩავარდნილი ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გოლის გატანა მოვახერხე. მაგრამ ყველა სიხარულში დასაფიქრებელი მომენტიც არსებობს. თბილისში მოგება და 3 ქულის მოპოვება ადვილი არ ყოფილა.

ჩვენ საკმაოდ თვითკრიტიკულები ვართ და არ მიმაჩნია, რომ თბილისში ჩვენი საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენეთ. საქართველოსთან განსაკუთრებით მძიმე ბოლო წუთები გამოდგა. ამ ნაკრებს ასევე ძალიან დიდი ენერგია შეალიეს გერმანიამ და ესპანეთმა. პირველმა მოიგო, ესპანელები კი დამარცხდნენ.

ეს სხვა კალიბრის გუნდია, ვიდრე ჩვენ, მაგრამ იოლად ვერ დაამარცხებ. ამის მიუხედავად, მთავარი თბილისიდან 3 ქულის წამოღება იყო და ჩვენ ეს მოვახერხეთ. თუმცა, იქ დაშვებული შეცდომები კარგად უნდა გავაანალიზოთ", - ამბობს იანკო.

ავსტრიის ნაკრების თამაში საფეხბურთო მიმომხილველმა იაკობ ფაბერმა გააანალიზა და დაასკვნა, რომ საქართველომ მეტოქის სისუსტეებით ვერ ისარგებლა:

"საქართველომ ავსტრიის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეტოქე არ იყო მზად, რომ ეს სისუსტეები გამოეყენებინა. მაგალითად, ბაუმგარტლინგერი და ალაბა ძალიან სიღრმიდან მოქმედებდნენ. ბავარიელი კი ხშირად მცველებს შორისაც იდგა, რასაც მარსელ კოლერი ვერ იტანს. მარცხენა მცველი მარკუს ზუტნერი შეტევაში იშვიათად ერთვებოდა და მეტოქეს სივრცეს უტოვებდა...

უცნაური იყო, რომ გოლის დროს იანკოს ხელი ვერ შეუშალეს ტანმაღალმა მცველებმა და დარტყმის საშუალება მისცეს...

ავსტრია 2:0 რომ დაწინაურდა, გამოჩნდა, რომ გუნდის უკან დახევა შეცდომა იყო. ქართველების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა შესვენებაზე ტაქტიკური ცვლილებები და გადაადგილებები მოახდინა და ჩვენი გუნდის პრობლემები დაუნდობლად გამოაჩინა.

ნაწილობრივ, მეორე ნახევარმა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი გუნდის მიერ უნგრეთთან დაშვებული შეცდომებიც გაგვახსენა - მაშინაც ავსტრიას 2 უხეში ტაქტიკური შეცდომა მოუვიდა. ერთი მხრივ, დაცვაში არასაკმარისად კომპაქტურად ვმოქმედებდით, ხოლო მეორე მხრივ, ხარვეზები იყო შეტევების ორგანიზაციაში".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Mtieli
ნუ გაახურეთ საქმე. მთავარი შედეგიაააააა
gri
ოქრიასვილი იქნება კარგია სარბაზანე ხორცი
kaxa
ირლანდიას გასვლა აუცილებლად უნდა მოუგთ თორემ ცუდად წაგვივა საქმე .
შოკირებული გულშემატკივარი-s
აბსოლიტურად მართალი ბრძანდებით!საფეხბურთო ვებგვერდი კი არა,ამ საიტზეც უნდა ეხვეწო და ემუდარო რომ კრიტიკული და დამსახურებულად მწარე (არა უწმაწური ან უზრდელური) კომენტარი გაუშვან!
rezi
ვა(უ)ის...შეუტიე ბიძიკო შეუტიე....
joni
ჩვენ გუნდის თამაში კრიტიკას ვერ უძლებს დაცვა საერთოდ არ გვყავს გააზრებული კომბინაცია არ გვაქვს ანანიძის გოლი ძალიან ლამაზი იყო უდაოდ მაგრამ 10 კიდე რომ დაარტყას იგივე პოზიციიდან ვერ გაიტანს ვერც ერთს მეორე ტაიმი კარგად ვითამაშეთო ავსტრიელებმა მოგვცეს ამის საშუალება თორემ არც არაფერი გამოვიდოდა ერთი სიტყვით ასეთი თამაშით შანსი არ გვაქვს
beso
marto daitvalet ramdeni goli gavushvit da ramdeni gadamwyveti tamashi wavaget chveni centraluri mcvelebis gamo, konkretulad xizanishvili da amisulashvili ro vtqvat, es ori fexburteli sul ro ar yofiliyo sheizleba gavsuliyavit sadme
bavaria
თუკი ადრე სრული უიმედობი განცდა მქონდა ყოველი წარუმატებელი თამაშის შემდეგ, ეხლა მაქვს განცდა, რომ ამ გუნდს და ზოგადად საქართველოს ნაკრებს შესწევს ძალა გარკვეულ მიზნებს მიაღწიოს, მომრავლდნენ უკვე ნიჭიერი და ტექნიკური ფეხბურთელები, მხოლოდ გუნდი ვერ ჩამოაყალიბეს, რომელსაც ექნება საკუთარი ხელწერა იქნება ეს თუ სტილი, პირველი 30 წუთი ავსტრიასთან იყო რაღაც გაუგებარი, უაზრო თამაში. ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ჩემი აზრით ამდენი კარგი ფეხბურთელი საქართველოს ქინქის და არველაძეების თაობის შემდეგ არ ჰყოლია, რა ვიცი მე ამ გუნდში პოტენციალს ვხედავ, გამართული და სწორი ტაქტიკით რაღაცის მიღწევა შეიძლება
შოკირებული გულშემატკივარი
საფეხბურთო ვებგვერდ futsall.at-ზე ავსტრიელმა ფანებმა საინტერესო კომენტარები დატოვეს:))) უფრო ძლიერი გუნდი ასეთი თამაშით აუცილებლად დაგვამარცხებდა. საფეხბურთო მიმომხილველი იაკობ ფაბერი:)))საქართველომ ავსტრიის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა, მაგრამ მეტოქე არ იყო მზად, რომ ეს სისუსტეები გამოეყენებინა. P.S.ქართველებს თუ გვაქვს მსგავსი საფეხბურთო ვებგვერდი, სადაც სიმართლის თქმას გაბედავენ?
Jango
სამაგიეროდ იაფ საძეხვო ხორცად ნამდვილად გამოდგება...პირველმა ტაიმმა ეს გვიჩვენა სრულიად, ტამაში კი იქ წავაგეთ. აი ესაა ფაქტი.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალი" "ჟირონასთან" დამარცხდა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
მ/ჩ. შესარჩევი. D ჯგუფი. VI ტურის წინ: ჩვენს მეტოქეებში დანდობა არ იქნება!
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებმა მარსელ კოლერის ბედი გადაწყვიტა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
მარსელ კოლერის ბედი საქართველოს ნაკრების ხელშია
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ვლადიმირ ვაისი: ჩვენ ვენის დასათვალიერებლად არ ჩამოვსულვართ
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
მეტოქე: მარსელ კოლერმა ავსტრიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ავსტრია-საქართველოს მატჩზე მხოლოდ 12 ათასი ბილეთი გაიყიდა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ