ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!"

"თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!"

საქართველოს ნაკრები, ჩვენი ფეხბურთის ზოგადი სატკივარი და ხვალინდელი დღე - ამ თემებზე ესაუბრა "ლელო" რევაზ ძოძუაშვილს
საქართველოს ეროვნული ნაკრები, ჩვენი ფეხბურთის ზოგადი სატკივარი და ხვალინდელი დღე - ამ თემებზე ესაუბრა "ლელო" საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს, რევაზ ძოძუაშვილს...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- ბატონო რეზო, ავსტრიასთან მატჩით დავიწყოთ. რა მოლოდინი გქონდათ ამ შეხვედრისგან და რა მიიღეთ?

- პრინციპში, ჩვენ ყველას ერთი მოლოდინი გვქონდა ამ შეხვედრისგან. უნდა გვენახა იმაზე ცოტა უფრო უკეთესი ნაკრები, ვიდრე აქამდე ვნახეთ. ახალი მწვრთნელი მოვიდა და გვინდოდა, გვენახა, რომ აღარ ვთამაშობთ "მეორე ნომრად".

მე ყურადღებით ვაკვირდები, თუ როგორ აფასებენ ჩვენი ღვაწლმოსილი ექსპერტები ავსტრიასთან თამაშს. კარგად ვითამაშეთ, მაგრამ წავაგეთ - ჩემთვის ეს არგუმენტი არ არის და მას ვერანაირად ვერ დავეთანხმები. არ შეიძლება თამაშების დაყოფა ეპიზოდებად. პირველი ტაიმი ვერ ვითამაშეთ ან მეორეში ვითამაშეთ...

ასე არ შეიძლება! თავს ვიმშვიდებთ და მეტი არაფერი. არ გვინდა თავის მოტყუება! წაგება წაგებაა!

- მთავარი დასკვნა, რაც ამ შეხვედრიდან გამოიტანეთ...

- ერთი მთავარი დასკვნა, რაც ამ შეხვედრამ მოგვცა, ის არის, რომ საქართველოს ნაკრებს, მთელი თავისი შემადგენლობით, მოუწევს დიდი შრომა საიმისოდ, რომ ქართველი გულშემატკივარი გაახაროს. ჩვენ გვაქვს იმედი, რომ აი, ჩამოვლენ ჩვენი ლეგიონერები ევროპიდან და ჩამოიტანენ ევროპულ წესრიგს. კი, გვჭირდება ევროსტანდარტები, მაგრამ ქართული სტანდარტებიც ხომ გვჭირდება? თუ საჭიროა, გუნდისთვის "გლადიატორიც" უნდა გახდე და "შავი მუშაც". გუნდისთვის ყველაფერი უნდა გააკეთო. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ მეორე ტაიმი უკეთესად ვითამაშეთ...

კი ბატონო, შედარებითი უკეთესობა იყო, მაგრამ ავსტრიას რა მომენტი ჰქონდა 0:2-ზე, გახსოვთ? ის რომ გაეტანათ, ხომ მორჩენილი იყო ყველაფერი?!

ანალიზი სჭირდება ყველაფერს. ღმერთის წყალობით, საქართველოში გვყავს ისეთი ექსპერტები, რომელთაც ძალიან მაგრად შეუძლიათ ანალიზი, რომლებმაც იციან, რა და როგორ უნდა იყოს. საჭიროა, ამ ხალხს მოვუსმინოთ. არ გამოვა ისე, რომ ნაკრები ჩაკეტილად განვითარდეს. თუნდაც ჩვენი სლოვაკი მწვრთნელისთვის საინტერესო უნდა იყოს, რას ვფიქრობთ ქართველი მწვრთნელები.

დღეს ყველა ფეხბურთზე კამათობს და მსჯელობს. ჩემი აზრით, ქართველ სპეციალისტებსაც შეუძლიათ, რაიმე ჭკვიანური და ყურადსაღები თქვან.

- მწვრთნელთა საბჭოს გულისხმობთ?

- დიახ, სწორედ მწვრთნელთა საბჭოს ვგულისხმობ. ჩემი, ასე ვთქვათ, საგოლე პასი იქნება ეს... ჩემი აზრით, დღეს ისეთი დროა და ისე მიდის საქმე, რომ ყველა უნდა გავერთიანდეთ, ვისაც ქართული ფეხბურთის სიკეთე, მისი უკეთესი ხვალინდელი დღე გვინდა. სხვანაირად არაფერი გამოვა.

ჩემი აზრი ასეთია - უმჯობესია, თამაშზე თამაშამდე ვიფიქროთ მეტი და არა მისი დასრულების შემდეგ. მსჯელობა ყველა სფეროში აუცილებელია. აგერ, მოდის არჩევნები და ყველა პარტია გამოდის თავისი არგუმენტებით, არა, მე ვჯობივარ, არა - მეო. ასე უნდა ვიმსჯელოთ ფეხბურთშიც. ასეთ ვითარებაში ჩვენ როგორ მოგვდის, იცით? ლომი გამოეკიდა ჟირაფს და ჟირაფმა ფეხებში ჩამალა თავი - დავიმალებიო. რაც ნაკლი გვაქვს, ის მაინც არ დაიმალება. შველა, დახმარება სჭირდება ამას...

- დღეს ბევრი ამბობს, რომ ფეხბურთელები არ გვყავს და, შესაბამისად, შედეგს ვერ მივაღწევთ. თქვენ არც ლატვიაში გყავდათ ტოპ-კლასის მოთამაშეები, შედეგი კი გქონდათ...

- ლატვიაში გავაკეთე ის, რასაც ვაკეთებდი თბილისის "დინამოში", "ტორპედოში", "ლოკომოტივში", რუსთავში... სადაც ვიმუშავე, ყველგან აღმავლობა ჰქონდა გუნდს. ვინც ამბობს, რომ ფეხბურთელები არ გვყავს, ტყუის. ამხელა კაცი ვარ და არ მეზარება - გამომყვეს ვინმე და იმხელა ნიჭს ვაჩვენებ, მეტი რომ არ შეიძლება. სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით: ევროპის ბევრ ქვეყანას შეშურდება ის ნიჭი, რაც დღეს არის საქართველოში. წამოდით, ნახეთ, ვინ ავარჯიშებს ამ ბავშვებს. საქართველოს ჩემპიონატის დონემდე ამზადებენ, მერე კი იქმნება პრობლემები. როგორ უნდა მოამზადონ უმაღლეს დონეზე ფეხბურთელები, როცა თვითონ არ აქვთ ფეხბურთი ნათამაშები უმაღლეს დონეზე? ყველაფერს ცოდნა სჭირდება. თუ არ იცი, რას გააკეთებ?

- ვლადიმირ ვაისზე რას იტყვით?

- ბოლო დროს ბევრი ლაპარაკია იმაზე, რომ აი, მეტი უნდა შევუტიოთ და ასე შემდეგ... მგონი, ცოტა წნეხში მოექცა ეს კაცი. არც მარტო დაცვაა ფეხბურთი და არც მარტო შეტევა. დღეს ფეხბურთი არის ბალანსი, ჰარმონია...

შეიძლება ამ კითხვასთან უშუალო კავშირში არ არის, მაგრამ სანამ სხვა თემაზე გადავიდოდე, ერთს ვიტყვი - სანამ თბილისის "დინამო" არ გავა ჩემპიონთა ლიგაზე, მანამდე ძალიან ძნელია, ნაკრებს ეშველოს. იცით, რა დღეშიცაა დღეს ჩვენთან საკლუბო ფეხბურთი. "დინამომ" უნდა შეასრულოს ჩვენში ლიდერის, გზის გამკვალავის როლი. მერე, "დინამოს" წარმატებას რომ დაინახავენ, სხვა კლუბებიც მიჰყვებიან მას. ძლიერი საკლუბო ფეხბურთი ძლიერ ნაკრებს ნიშნავს.

- ალბათ, დაგვეთანხმებით, საქართველოს ნაკრების დაცვის თამაშში ძალიან ბევრი ნაკლი იყო...

- მეხუთე-მეექვსე თამაშია ჩვენი ნაკრების, რაც ეს ნაკლი შესამჩნევია უკვე, მაგრამ მე ვერ მივცემ თავს უფლებას და ცენტრალური მცველების ნაკლზე ვერ ვილაპარაკებ. ამ ქვეყანაში ცხოვრობენ მურთაზ ხურცილავა, საშა ჩივაძე, თენგიზ სულაქველიძე... მათ ჰკითხეთ და ისინი უკეთ გაგცემენ პასუხს. დიდებული ცენტრალური მცველები იყვნენ. მე შემიძლია, ფლანგის მცველებზე გითხრათ. მაგალითად, ძალიან მომეწონა ის, თუ როგორ აწვდის აუტს უჩა ლობჟანიძე... მართლა ძალიან მომწონს. მთლიანად დაცვის თამაშის შეფასება შემიძლია, მაგრამ უკეთესია, ცენტრალური მცველის თამაში რომელიმე დიდმა ცენტრალურმა მცველმა შეაფასოს, დიდი ფეხბურთი რომ უთამაშია.

- როდის გვეღირსება კარგი ფორვარდი, გამტანი, შედეგიანი?.. თავის დროზე თქვენ არაერთი შემტევი დააწინაურეთ. თუნდაც, შოთა არველაძე...

- შოთა, გია გურული, თემურ ქეცბაია... მუშაობა, ძებნა სჭირდება ყველაფერ ამას. არ უნდა დაგეზაროს, უნდა ეძებო და იპოვი. ფორვარდი რომ გამოიძერწოს, მწვრთნელთან ერთად მასთან ისეთმა თავდამსხმელმა უნდა იმუშაოს, ვისაც ევროპული ფეხბურთი უთამაშია. ვარჯიში რომ დასრულდება, ფორვარდი უნდა დარჩეს და საკუთარ თავზე იმუშაოს. იქ დასწრებაზე თამაში, აქ დარტყმის სიძლიერე, სტარტი, კოორდინაცია, შეტევის "ჩაკეტვა"...

საქართველოში, ზოგადად, ბევრი იკარგება. ჩვენ დიდ ნიჭს ვკარგავთ. კიდევ კარგი, ჯანო ანანიძე დროზე წავიდა საქართველოდან, თორემ თავისუფლად შეიძლებოდა, ისიც ისევე დაკარგულიყო ჩვენი ფეხბურთისთვის, როგორც არაერთი ტალანტი დავკარგეთ. კიდევ ერთხელ ვამბობ - ძებნა უნდა ნიჭს. ამხელა კაცი ვარ და მთელი დღე შემიძლია, სტადიონზე ვიყო, არ გამოვიდე იქიდან. რა ჯობია, როცა მთელი დღე მუშაობაში ხარ, ოფლს ღვრი. დღეს ძებნა აღარავის უნდა და შედეგსაც ყველა ერთად ვხედავთ...

- მაშ, ნიჭი არის...

- არის და თან დიდი, ძალიან დიდი. ჩვენ, უბრალოდ, სწორად უნდა ვიმუშაოთ. წეღანაც გითხარით - ანალიზი სჭირდება ყველაფერს. რა ხდება თანამედროვე ფეხბურთში? ეს უნდა გავარჩიოთ, გამოვიკვლიოთ... ჩემი ცხოვრება ესაა: დავდივარ და, თუ შეიძლება ითქვას, ფეხბურთს ვეძებ. საჭირო რომ იყოს, შემიძლია ავდგე და ცხრა მთას იქით ფეხით წავიდე. სწორი ანალიზის გარეშე არაფერი გამოვა.

- რას გულისხმობთ?

- თუნდაც, ფორვარდზე რომ მკითხეთ წეღან. ყაზახეთმა 2:2 ითამაშა პოლონეთთან. უნდა გავაანალიზოთ, როგორ მოხდა ეს. ჩვენ წეღან ცენტრფორვარდზე ვსაუბრობდით. ყაზახეთის ნაკრების ცენტრფორვარდმა, ზოგადად, ბევრი არაფრით გამორჩეულმა ხიჟნიჩენკომ, ორი გოლი გაუტანა პოლონეთს. არადა, პოლონელებს ძლიერი დაცვა ჰყავთ და ეს ევროპის ჩემპიონატზეც გამოჩნდა. სწორი თამაშის ხარჯზე გავიდა ეს გოლები.

აგერ, საფრანგეთმა ვერ მოუგო ბელორუსს. ესეც უნდა გავარჩიოთ - რატომ, როგორ?.. მოკლედ, ძალიან ბევრი საქმეა, ძალიან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• zura

მხოლოდ ძოძუაშვილი უნდა იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი. არავითარი თანამმართველი და ეგეთები. მიეცით ამ კაცს სრული თავისუფლება. იმაზე უარესი რაღა უნდა ქნას, რაც ახლა ხდება?! სადაც მივიდა ყველგან გამოაცოცხლა გუნდები, წარმატებები მოუტანა. არ შეიძლება გყავდეს ასეთი კაცი და მას შანსს არ აძლევდე.

• "ბურთაობას" ავტორი-ს

მართალია ეს კაცი....... აკრძალეთ სწრაფად თამაში და დაგვიბრუნეთ ტექნიკურ ფეხბურთში.......

• karoche

ვისაც გგონიათ ქართულ ფეხბურთს მიხიჩა უშველის, სწორედ ესეთი ფეხბურთის ღირსი ხართ, რასაც ვთამაშობთ.

• ილია

ძოძუაშვილს შეუძლია ნაკრებიდან მაქსიმუმის გაკეთება. ძოძუაშვილი ,ცხადაძე აი ვინ სჭირდება დღეს ნაკრებს.

• ჯონი

მართალია ეს კაცი...რაც თქვა ასპროცენტიანია..ერთადერთი ლობჟანიძის ჰაუტებს შემოჰქონდა სიმწვავე და ვაისმა გამოცვალა...მე მაინც მგონია, რომ ქართველი მწვრთნელი უფრო ეფექტური იქნებოდა..თუნდაც ცხადაძის დროს იყო იმედის ნაპერწკალი და მისი გაშვება უკუსვლა იყო აშკარად

• aburjga

სამარცხვინო ინტერვიუა! ნეტავ რომელ უღრან ტყეში იმალებიან ნიჭიერი ფეხბურელები?

• murtalo

...მერე რატომ არ აკეთებ? ...ფეოლა, საკი და მოურინიო სად თამაშობდნენ ფეხბურთს ხომ არ მეტყვი?...დროა პენსიაზე გახვიდე, სად გაგიგია მწვრთნელთა საბჭო ნაკრებში?დაწყნარდი, უშენოდ მოევლება ამ საქმეს!

• xonski

დიდებული მწვრთნელი მართალი კაცი

• ილია სეფაშვილი

რა კაიფი კაცი სიგარეტს არ ეწევა,სირცხვილია რეზოზე ამის დაბრალება.

• zura

კაი მწვრთნელია და თუნდაც ყოფილიყო კაიფში. მარიო ბასლერს ჰკითხეს გერმანელმა ჟურნალისტებმა, დღეში 2 პაჩკა სიგარეტს ეწევი და როგორ თამაშობო, მან უპასუხა, ხო მოგწონთ ჩემი თამაში და ვეწევი თუ რას ვშვები, რა მნიშვნელობა აქვსო.

• nikata

მიხიჩა ინტერვიუს ჩაწერისას კაიფში იყო თუ საღ გონებაზე? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს

• "ბურთაობას" ავტორი

ფეხბურთი გადაიქცა მძლეოსნობად, სანამ აბდაუბდა წესების გლობალური რეფორმა არ მოხდება ჩვენ ამ სპორტში ვერაფერს მივაღწევთ. ამ სახით არც საყურებლად ვარგა და არც მოთამაშეებს ანიჭებს სიამოვნებას. ყველა წესი შესაცვლელია განსაკუთრებით ადამიანებით ვაჭრობა.

• ლაშა

იტალიამ თურმე ძლივს მოგვიგო და თქვენ წარმოიდგინეთ რობერტო ბაჯო გამოუყვანიათ:)მასეთი აზროვნებით არასდროს არაფერი გამოგვივა ეს სულ არ არის საამაყო და სატრაბახო,ალბათ წაგებული თამაშებით მარტო საქართველოში ვამაყობთ:)

• სოსო

თემურ მარკოზაშვილი ჩემი დის ნამოწაფარია,ისიც ქუთაისში თამაშობდა და საქრთამე ფული ნამდვილად არ ჰქონდა,მხოლოდ არ ვიცი მიხიჩას გუნდში იყო თუ ვინმე სხვასთან.

• giorgi

მიხიჩას იმიტომ აქვს საქართველოში პრობლემები, რომ დავალებულს ზემოდან არ ათამაშებს, არამედ ვისაც თითონ ენდობა იმას ათამაშებს, ფულს იღებდაო რომ წერთ, თქვენ ოჯახაშენებულებო, რომელი ქართველი არ იღებს ფულს, მითუმეტეს მწვრთნელები, ნებისმიერი აიღეთ!

• ynwa

საქართველო უფრო ადრე შევა ნატოში, ვიდრე თბილისის დინამო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში:)

• giorgi

მიხიჩას მაინც ჩააბარეთ ნაკრები, ცხადაძე თუ არ გინდათ და მჯერა არ შეირცხვენს კაცობას, ოღონდ არ ჩაერიოთ მის საქმიანობაში, არა ჩემი კაცი ათამაშე და არა ჩემიო, როგორ იცით ქართველმა ფეხბურთის მესვეურებმა!

• 5

როგორ დაცინა ლობზანიდზეს.უ.

• oTari

აი ვინ უნდა იყოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი, რეზო ძოზუაშვილი. ამ ადამიანს არც ცოდნა, არც გამოცდილება და არც ქვეყნის სიყვარული არ აკლია. სად ეძებთ მწვრთნელებს, აგერ არ არის ნიჭიერი კაცი. ოღონდ იცოდეთ ეს კაცი ფეხბურთის ფედერაციის ჭკუაზე არ ივლის, მას უნდა მიეცეს სრული დამოუკიდებლობა და ნახავთ რა მალე დადებს კარგ შედეგებს. თუ ამას არ გააკეთებთ მაშინ საქართველოს ნაკრები ყველას ხელწამოსაკრავი იქნება და გარანტირებული გვაქვს ფიასკო.

• სოსო

რაღაც ანალიტიკური საბჭო მართლა საჭიროა.რასაც საუბრობს ეს კაცი სწორად საუბრობს და თუ მიხიჩა მართლა ჰყიდდა თამაშებს,მირჩევნია თამაში გაყიდოს,ვიდრე უფასოდ მოგიგოს სამი-ოთხი ბურთით.ვინმე სერიოზულად ფიქრობს,რომ რეზო ძოძუაშვილი ნაკრების თამაშს გაჰყიდის?მე,არა.

• goga

რეზო ძოძუაშვილმა ერთხელ ჩაიბარა საქართველოს ნაკრები დავით ყიფიანთან ერთად,გავიხსენოთ ის პერიოდი, იტალიამ სამათხოვრო პელნებით მოგვიგო იტალიაში! თბილისში საერთოტ გოლი ვერ გაგვიტანეს, როგორ მახსოვს რობერტო ბაჯოც კი გამოიყვანეს მაგრამ ამაოდ! პოლონეთი იყო და 3-0 მოუგეთ, ლიტვას გასვლითი 4-0 მოვუგეთ, ეს რაც პრინციპული მატჩები იყო და კიდევ სხვა ბევრი, ამოიძულეს ეს კაცი! არა დაროგორ მაინტერესებს ვინც მოიყვანეს რომელი ჯობდა? მაგრამ არა, ჩვენ ხომ ჩვენი თავის მტრები ვართ! ქართველი არა, უცხოელი უნდა იყოს რომელსაც სულ ვკიდივართ და მარტო ფული აინტერესებს! ჩვენ სულ ესე ვიქნებით!!!!

• მიწოდების სამსახურში არ "დააწინაურა"

თანამშრომელი მყავს მიწოდების სამსახურში+მტვირთავად მუშაობს. ყველაზე მონდომებული/"მუშა" ტიპია, ძალიან მოწესრიგებული. ჩემპიონატი მოვაწყეთ სამსახურში (300-მდრ თანამშრონელია), ბევრი ყოფილი ფეხბურთელი გვყავს მაგრამ ეს ბიჭი რაღაც სასწაულერივად თამაშობდა - ისეთი მომენტი იყო, როცა ხვდები რომ რაღაც განსაკუთრებულთან გაქ საქმე. დარტყმა, პასი, არანაირი ზედმეტი შეხევა ბურთან, ორივე ფეხი თანავარი კორდინაცუა და ა.შ. მორჩა თამაში და ყველა იმას ეკითხებოდა რატომ არ თამაშობ დიდი ფეხბურთსო. (ქუთაისელი ბიჭია) მორიდებულად გაუღიმა ყველას და მხრები აიჩეჩა, სახლში მე წავიყვანე, თბილისის გარეუბანში ცხოვროვს ნაქირავებში. მომიყვა თავისი მწვრთნელის შესახებ, რომელმაც დუბლებში ამოახრჩო და მთავარ გუნდში დასაწინაურებლად ფულს თხოვდა. ფულის გადახდაზეც ვფიქრობდიო (ქონების გაყიდვის ხარჯზე) მაგრამ ერთი მავნე ჩვევა ქონდა ბატონ რეზოს და მეშინოდა რომ გაეშვათ, ახალ მწვრთნელს თავიდან არ მოეთხოვა ფულიო! ჩემი კონტრშეკითხვების მოსმენისას ამიხსნა: რეზოს ჩაშვებას აზრი არ ჰქონდა ყველამ ყველაფერი იცოდაო. არც სხვა გუნდში გადასვლა ყოფილა გამოსავალი: თუ პატრონი არ გყავს ყველგან იგივე სიტუაციაო. მოკლედ ბატონ ძოძუაშვილზე და მისნაირ დაუმზადებლებზე ხმაღლა არავინ არაფერს ამბობს, მათ შორის არც ჟურნალისტები. მე ყველგან ვიტყოდი მაგრამ ის ბიჭი არ დამუდასტურებს - შეეშინდევა (ნეტავ რისი?!)

• გრიშა

ყველაფერი გასაგებია რასაც ბრძანებთ, მაგრამ რა ვუყოთ სისწრაფეს და სისწრაფეში სწრაფ აზროვნებას, რომ არ გაგვაჩნია?

• nemogg

ლატვიაში სხვა მენტალიტეტია იქ შრომა არ ეზარებათ მარტო ნიჭი კი საქმეს არ შველის ოფლის სუნიც უნდა გიყვარდეს

• luka

დვსლიშვილის დავასვნრბდიიიი!!!

• luka

ajobebs dvalishvils tu davadvenebt, magram vin vstamashot?:))))

• luka

analizi da mushsoba unda, magram meti ar sheudziat da ra qnan? dvalishvils gulit unda rom goli gaitsnos magram ver itams, ar sheudzli.

• zura

ამ კაცს ერთი შერსარჩევი მაინც ვანდოთ, როგორც ნაკრების მთავარ მწვრთნელს. ვისაც იგი არ მოსწონს, მათ ვეტყვი: ბოლო ადგილზე და ბოლოს წინაზე, ისედაც გავდივართ ხოლმე და მაგაზე უარესს, რაღას იზავს?! სადაც იმუშავა, ყველგან მკვეთრად გააუმჯობესა გუნდების მდგომარეობა. ამ კაცის დაბლოკვა ქართული ფეხბურთის მტრობაა.

• შოკირებული გულშემატკივარი

ახალკაცს არ უთამაშია დიდი დეხბურთი და ყველა დაგაყენათ გზაზე:))) პრობლემა სხვაგან ეძებეთ:))) მწვრთნელთა საბჭო კარგი აზრია:)))

• saba

ნიჭი ნიჭიო რო იძახით ჩვენც ვიცით რო ნიჭიერები რიან მარა მარტო ნიჭით დღეს ფეხბურთს ვერ ითამშებ. ნჭთან ერთად საჭიროა პროფსიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა რაც არაქთ დღეს ართველ ფეხბურთელებს

• eeh

ტალანტები არიან მაგრამ დღევანდელ ქარტUლს სკოლებში ვერ ზრდიან ბავშვებს, ან ვინ უნდ აგაზარადოს, გამზრდელები აღარ არიან იმ დონის ადრე რო იყვნენ, და ამიტომაც ნიჭიერ ბავშვებს აფუჭებენ,

• Walkabout

დიდი ფეხბურთი თუ გითამაშია ესე იგი ავტომატურად იცი მწვრთნელობა, მართალი ხარ შეფასებებში, შეგიძლია ანალიზის გაკეთება, გესმის მენეჯმენტი... თუ დიდი ფეხბურთი არ გითამაშია, შენთვის პადკატი არ გაუკეთებიათ, კოჭში წიხლი არ მოურტყამთ და გასახდელში ოფლის სუნი არ გიყნოსია ესე იგი არიფი ხარ... აი ეგ აზროვნება ღუპავს ქართულ ფეხბურთს...

• kika

ასეთი ხალხის ინტერვიუ ხშირად წაგვაკითხეთ ხოლმე. მართალია ეს კაცი .

• jemali

ადამიანი რომელიც ფულზე ყიდდა თამაშებს რა უფლებით საუბრობს ნაკრებზე და ფეხბურთის განვითარებაზე. მიხიჩა არის ფეხბურთის სირცხვილი

• maradona

აუ,მიხიჩამ რა მაგრად გაარჩია განაპირა მცველების თამაში... ლობჟანიძეო ძაან კარგად აცვდის ჰაუტსო... მარტო ეს თქვა...

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

კვლავ ფორმაშია! - შოთა არველაძემ მადრიდის "რეალს" გაუტანა [VIDEO]

"სამტრედია" ყველაზე ცუდ მდგომარეობაშია, ევროტურნირები კი ახლოვდება...

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

"არველაძე "ტრაბზონსპორში" ბრუნდება, თუმცა არა მწვრთნელის რანგში" - რას წერს თურქი ჟურნალისტი

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

კაშია და კანკავა ზედიზედ მესამედ გახდნენ სლოვაკეთის ჩემპიონები

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

"გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა" - გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიას" ღირსებას დაიცავს

ვაისი: რა შეიცვალა საქართველოს ნაკრებში ჩემი წასვლის შემდეგ?

უჩა ლობჟანიძე "სამტრედიადან" "ლოკომოტივში" გადავიდა

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

ვინსენტ ლუკას ვეილიმ "სამტრედია" ურთიერთშეთანხმებით დატოვა

საქართველოს ნაკრების უკლუბო ფეხბურთელები - ტრანსფერების ბოლო დღე

შეთანხმება არ შედგა - ვაისმა აზერბაიჯანელებს უარი შეუთვალა

რევაზ ძოძუაშვილი: სირცხვილია იმაზე საუბარი, რომ მსაჯები ვინმეს ეხმარებიან

რევაზ ძოძუაშვილი: ხელმძღვანელობას და ახალ სპონსორებს უნდოდათ, რომ მთავარ მწვრთნელად დავნიშნულიყავი, მაგრამ...

ცნობილია, იმუშავებს თუ არა შოთა არველაძე "ტრაბზონსპორში"

თურქულ კლუბთან შეთანხმება შედგა - არველაძე სამწვრთნელო საქმიანობას უბრუნდება

გვყავდა ფეხბურთის არწივები, დღეს კი უმეტესობა ინდაურია - ძოძუაშვილი თბილისის "დინამოს" განადგურებაზე

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

ვაისის ღირსეული საქციელი - ლუქსემბურგთან მატჩის წინ კაშია და კანკავა დაასვენა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

ძოძუაშვილი: კარგი იქნება ნაკრებში ანჩელოტი, ისე კი ქართველს ვემხრობი

ვაისი კვლავ ნაკრებს, ამჯერად ჩვენ მეზობლად გაწვრთნის? - კაშიას და კანკავას შესაძლოა, ახალი დამრიგებელი ჰყავდეთ

სანიოლი ამჯერად სლოვაკეთშია - შეხვედრა კანკავასთან კაშიასთან და ვაისთან

"გიოს და "კვარას "ვუსურვებ, რომ ნაკრებში, გოლების რეკორდი წელსვე გააუმჯობესონ" - შოთა არველაძე