"სიონთან" წაგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს, გუნდს მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლიუტიც ტოვებდა
ბოლნისის "სიონთან" მატჩამდე ზუგდიდელთა შემადგენლობაში სამი მნიშვნელოვანი სიახლე მოხდა: გაირკვა, რომ კლუბთან თანამშრომლობა შეწყვიტა სვიატოსლავ სიროტამ - ეს მან თავად განაცხადა სოციალურ ქსელში:

"ჩემდა სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ "ზუგდიდთან" თანამშრომლობა ისე შევწყვიტე, ის, ფაქტობრივად, არც დამიწყია. აგვისტოს დასაწყისში კლუბის ვიცე-პრეზიდენტად წარმადგინეს, თუმცა სექტემბრის შუა რიცხვებამდე ჩემი სტატუსი და უფლებამოსილება არც იურიდიულად დადასტურებულა და არც - ფაქტობრივად. ამიტომ სახლში, კიევში დავბრუნდი და ვწუხვარ იმის გამო, რომ "ზუგდიდში" მუშაობა ვერ მოხერხდა", - წერს სვიატოსლავ სიროტა.

ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "ზუგდიდს" უკრაინელი ინვესტორებიც ტოვებენ? ამ კითხვით მივმართეთ კლუბის დირექტორ ლევან გულორდავას, რომელმაც გვითხრა, რომ ეს სიროტას პირადი გადაწყვეტილებაა და ინვესტორის დამოკიდებულების შეცვლას არ ნიშნავს.

ბოლნისის "სიონთან" წაგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ხმები, თითქოს, გუნდს სიროტას მიერ მოყვანილი მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ლიუტიც ტოვებდა, მაგრამ გულორდავამ ესეც უარყო.

ამასობაში, კლუბთან კონტრაქტი გააფორმა უკრაინელმა ლეგიონერმა რუდოლფ სუხომლინოვმა. სხვადასხვა წელს მას კიევის "დინამო 2"-ში, ჩერნიგოვის (უკრაინა) "დესნასა" და ლატვიურ "სკონტოში" უთამაშია. ირიცხებოდა კიევის "დინამოს" მთავარ გუნდშიც, თუმცა ერთი მატჩიც არ ჩაუტარებია.

23 წლის სუხომლინოვი მცველია. "დესნამ" ის საქართველოში იჯარით გამოუშვა. უკრაინელმა ლეგიონერმა ქუთაისის "ტორპედოსთან" ამხანაგური შეხვედრა ითამაშა, თუმცა, შაბათს, "სიონის" წინააღმდეგ განაცხადშიც არ ყოფილა.

სერგეი ლიტოვჩენკოს, დმიტრი ზოზულიას, ალექსანდრ ერმაჩენკოსა და ბადრი აქუბარდიას შემდეგ სუხომლინოვი უკრაინიდან ჩამოსული მე-5 ლეგიონერია.

ზუგდიდელთა კიდევ ერთი ახალწვეული დავით კოხიაა. 23 წლის ნახევარმცველზე "ლელო" ადრე წერდა. მას საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში, "გაგრასა" და ბელცის (მოლდოვა) "ზარიაში" უთამაშია. გასულ წელს სერბულ "ვოივოდინაში" ვარჯიშობდა, თუმცა გუნდი ტრავმის გამო დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jotia
აქამდე სად იყვნენ ყველას ეხლა რომ მოუნდა ქართული კლუბების აღორძინება?! არავის არ ახსოვდა ფეხბურთი და როგრც კი ფულის სუნი იგრძნეს სვავებივით დაესივნენ... ამ ხახოლებს რამის თავი რომ ჰქონდეთ ზუგდიდში კი არ ჩამოვიდოდნენ უკრაინაში რომელიმე კლუბს უპატრონებდნენ და ფულსაც იშოვიდნენ... აგერ შახტარის შემოსავალი ტრანსფერებიდან ყოველ წელს 50 მილიონია...
ბადრი
გოგოხიამ! თავისი ჯიბის გასქელების გამო,ზუგდიდის ფეხბურთი საბოლოოდ დამარხა.
თემო
გოგოხიამ ფეხზე დაიკიდა ზუგდიდის ფეხბურთი.ეს არის უთავმოყვარეო ხელმძღვანელების დამსახურება,გოგოხიას თამადობით.
kaxa
რაგბი ჩვენი თამაშიააა,. რა ვერ გაიგეთ ხალხო.
თენგო
ეს არის გოგოხიას ჩამოყვანილი ინვესტორები.ჯერ არ მოსულან უკვე გარბიან,მაგრამ გუნდის ბოლომდე ჩაძირვა მაინც მოასწრეს.
333
საიდან ჩამოყვანეს ეგ უკრაინელი თაღლითები რომლებსაც უკრაინაში ფეხბურთს არ აკარებენ,თუმცა აქაც თაღლითობენ და მერე რა?
999l
ჯერ დინამო არაა არაფერი და ზუგდიდი რა იქნება...მიდის გაქანებული ფულის კეთება,რა ფეხბურთი რისი ფეხბურთი,დამშეულ ხალხს ფული უნდა ბიძიკო ფულიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
მოულოდნელი ამბავი - პსჟ-ის მეკარე კარიერას აზერბაიჯანულ გუნდში გააგრძელებს
მამლუქები: ქართველი კიევის "დინამოში", რომელსაც ომში უკრაინის დაცვა სურს
ᓓᓐᓕᓘᓗ ᓙᓝᕮᓘᓐ - ᓛᓝᓚᓐᓞᓐᓠᓐᓙᓔᓑᓐ ᓝᓠ ᓠᓣᓡᓣᓚ ᓙᓚᓣᓑᓗᓐᓜ ᓛᓘᓛᕓᓘᓜᕐᓠᓔᓝᓑᓡ
"ზუგდიდის" ყოფილი უკრაინელი ვიცე-პრეზიდენტი სამსახურს ეძებს
მოსალოდნელი ტრანსფერი: დავით კოხია ბელგიაში ისინჯება
ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი
ზუგდიდი-დინამო (ბთ) 0:2 - ბათუმი ახალ ტალღაზე
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
დავით კოხია: იმედია, "ვოივოდინასთან" კონტრაქტს გავაფორმებ
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სად ითამაშებენ ექსკაპიტანი და ტრიო? - "ზუგდიდმა" ბოლო სპარინგიც მოიგო
მიკოლა კოვტალიუკი: საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად მეც არ ვიცი...
როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
"ზუგდიდიდან" ლიუტი გაუშვეს, ახალ მწვრთნელს ვიცე-პრეზიდენტიც დაეხმარება
ზაურ მახარაძე "თანამეგობრობის თასზე" უკრაინის ნაკრების კარს დაიცავს
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...
უმაღლესი ლიგის VI ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
"კალაძე კოლაბორაციონისტია, რუსეთი იმიტომ აირჩია, რომ საქმე დიდ ფულშია, ან..." - ყოფილი უკრაინელი ფეხბურთელი თავის სამშობლოს მიერ კალაძის დასანქცირებაზე
სვიატოსლავ სიროტა: "ვორსკლა" და "ჩერნომორეცი" საქართველოში ჩემპიონობისთვის იბრძოლებდნენ
ლეგიონი: ჯაბა კანკავა დონეცკის "შახტარს" ვერ გაუმკლავდა
კიევის "დინამო 2"-ის მცველი ბადრი აქუბარდია: საქართველოს ნაკრებში ვითამაშებდი
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
როგორ აღმოჩნდა უკრაინული კლუბისთვის გამზადებული ინვესტიცია "ზუგდიდში"
უმაღლესი ლიგის VIII ტურის წინ: ლიდერთა ჯახი "წითელ ჯგუფში"
"ქართველი ფეხბურთელების ნაწილი აქ ფულს ქალებსა და დროს ტარებაში ხარჯავს"
600 ათასიდან დარჩა 85 ათასი, ინვესტორი კი წავიდა? ორი ვერსია "ზუგდიდის" ამბებზე
სიონი-ზუგდიდი 4:1 - "სიონმა" გაიბრწყინა, ზუგდიდში ისევ კრიზისია
ქართული გუნდებისგან უარყოფილმა დავით კოხიამ სერბული "ვოივოდინა" მოხიბლა
კიევის "დინამომ" ქართველი ფეხბურთელები გაუშვა
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა