მიხეილ ხუციშვილი: "რა გავაკეთეთ "დინამოში", რა ვერ გავაკეთეთ და რატომ ვერ გავაკეთეთ, ამას მალე ვიტყვი!"
თბილისის "დინამოს" მაღალ ეშელონებში მომხდარი გადაადგილებების შემდეგ მიხეილ ხუციშვილი ტიტულოვანი კლუბის დირექტორი აღარ არის.

რა თქმა უნდა, საინტერესოა, რა და როგორ მოხდა "დინამოში". როგორც ხუციშვილმა გვითხრა, ამის თაობაზე უახლოეს მომავალში ილაპარაკებს. მანვე ძალიან საინტერესო სიახლე გაგვიმხილა...

- საფეხბურთო საზოგადოებამ უკვე იცის, რომ თბილისის "დინამო" დატოვეთ. საინტერესოა, როგორ ვითარდებოდა მოვლენები კლუბში? ბევრი კითხვაა ლეგიონერებთან დაკავშირებით...

- უახლოეს მომავალში ჟურნალისტებს შევხვდები და ყველა საინტერესო კითხვას გავცემ პასუხს, მათ შორის იმასაც, თუ რა გავაკეთეთ "დინამოში", რა ვერ გავაკეთეთ და რატომ ვერ გავაკეთეთ...

- ფეხბურთში დარჩენას აპირებთ?

- რაღა დაგიმალოთ და, მას შემდეგ, რაც თბილისის "დინამო" დავტოვე, არაერთი საინტერესო შემოთავაზება მივიღე. მათ შორის, ბიზნესწრეებისგანაც. ამის მიუხედავად, ჩემს თავს მხოლოდ ფეხბურთში ვხედავ. მინდა, ქართულ ფეხბურთს ვემსახურო.

- ...და საინტერესოა, რომელ ფრონტზე?

- ამ ინფორმაციას ექსკლუზიურად გაძლევთ. ჩემს მეგობართან, თბილისის "დინამოს" ყოფილ ტექნიკურ დირექტორ ლევან ზუხბაიასთან ერთად შევხვდი ჩინელ ინვესტორებს. საუბარია ძალიან სერიოზულ ინვესტიციებზე.

ამ ეტაპზე ჩინელები ქართულ ბაზარს სწავლობენ და გამორიცხული არ არის, ერთ-ერთი ჩვენი კლუბი შეიძინონ. ძალიან სერიოზული ბიზნესმენები არიან. ისინი დაესწრებიან საქართველოს ჩემპიონატის მატჩებს, რათა ახლოს გაიცნონ ქართული ფეხბურთი...

მოკლედ, მოვა დრო და ამის თაობაზე უფრო მეტს გეტყვით... სხვათა შორის, ისინი ევროპაში უკვე ფლობენ ერთ კლუბს.

- ვისარგებლებ შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ და ახალგაზრდულ ნაკრებებზე გკითხავთ...

- წაგების მიუხედავად, მაინც დადებითად შევაფასებ ავსტრიასთან თამაშს. ოთხი-ხუთი საგოლე მომენტის შექმნა ავსტრიის დონის გუნდთან არ არის იოლი საქმე. ნაკრებს აშკარად ეტყობა მწვრთნელის ხელი და ამ გუნდში პოტენციალი ჩანს.

ზესტაფონში ვიყავი და უშუალოდ ვნახე ახალგაზრდული ნაკრების თამაში. მათ ძალიან ძლიერი მეტოქე ჰყავდათ. ხორვატიის ახალგაზრდული ნაკრები შემადგენლობით ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაში. ორი ისეთი ფეხბურთელი ჰყავდათ ზაგრების "დინამოდან", რომლებმაც გოლი გაგვიტანეს ევროტურნირებზე. ვფიქრობ, ახალგაზრდული ნაკრები გაგვახარებს მომავალ ციკლში. ერთადერთი, რაც გამოჩნდა, შედარებით გვიჭირს ფიზიკურ მომზადებაში.

მართებულად მიმაჩნია, რომ გია გეგუჩაძე ასაკობრივ ნაკრებებს კურირებს. მე ასე ვიტყოდი - ქართული ფეხბურთის მომავალი საიმედო ხელშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Vep1963
ლუკა ბატონო ამ ეტაპზე საქართველო თავისი საფეხბურთო მეურნეობის მდგომარეობით ჩამოუვარდება სომხეთის გარდა ყველა ახლო მეზობელს ბატონ კობიაშვილს უნდა ეყოს გამბედაობა და ბრძანოს,რომ იმ პირობებით რასაც ხელისუფლება სთავაზობს ფეხბურთის ფედერაცია პროფესიონალურ საფეხბურთო ჩემპიონატს ვერ ჩაატარებს.ვინაიდან ჩვენი კლუბები დინამოს გამოკლებით საშუალო ევროპული ნახევრად პროფესიული კლუბების პირობებსაც ვერ აკმაყოფილებენ.
Vep1963
მოკლედ სახელმწიფომ უნდა შეუქმნას
ლუკა
Vep1963 გეთანხმები. ფედერაციამ და სპორტის სამინისტრომ თავი ვერ მოაბეს ქაღალდზე რომ დაწერონ შავით თეთრზე და დააკანონონ. ინვესტორებს უნდათ გუნდების შესყიდვა, მაგრამ ისეთი ბარდაკია რომ ინვესტორებს სურვილი ეკარგებათ შემოსვლის. იმის მაგივრად რომ გაადვილონ გუნდის კერძო საკუთრებაში გადაცემის პროცედურები, ერთი ფანჯრის პრინციპი გააკეთონ, ბიუროკრატიული ბარიერების ოლიმპიადას უტარებენ ინვესტორებს. ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფო რომ პარტნიორობდეს ერთ საინვესტიციო ბიუროს გააკეთებდნენ, რომელიც სპორტში ინვესტიციების მოზიდვას გააადვილებდა, ინვესტორებს გაუადვილებდა ბიუროკრატიის ლაბირინთებში მოძრაობას, ინფორმაციის მოპოვებას, სპორტული ობიექტების შესწავლას, შეძენას, პროფილის შენარჩუნებას, ინვესტიციებს და ა.შ.
ვალერი
ცუხიშვილის გაკეთებული საქმე არ გაიშვა! ზესტა ხო მიიყვანა დანგრევამდე, დინამოს რაც დამართა ვხედავთ და ახლა კიდე ვის მიუკაკუნებს ვაი მისი ბრალი
Vep1963
ფეხბურთის ფედერაცია და სახელმწიფოს მხრიდან სპორტის სამინისტრო უნდა შეთანხმდნენ სამოყვარულო და პროფესიული ფეხბურთის საკანონმდებლო რეგულაციაში,ანუ იმაში თუ რა სახის დახმარება შეუძლია გაუწიოს სახელმწიფომ ჯერ სამოყვარულო ფეხბურთს ხოლო შემდეგ კი პროფესიული.აი აქედან გამომდინარე კი ცხადად გამოჩნდება თუ რა სახის ფეხბურთი შეიძლება გვქონდეს.
gaga
ქარტული ფეხბურტის სირცხვილი ეს და ოქრიასვილი,,,ეს მუდამ ცდება ფეხბურტსი,,ოქრიასვილი კი ცოლტან ერტად წინ და უკან დადის
jeko chan
მე ვარ ის სერიოზული ინვესტორი და როგორ ფიქრობთ გულშემატკივრებო ხოციშვილს და ზუხბაიას ვანდობ ჩემს ფულს?!
vep1963
გეყოფათ მიამიტური ოცნებები.უცხოური კაპიტალი ამ ეტაპზე ქართულ ფეხბურთში არ შემოვა ,იმიტომ რომ ჯერ ერთი არავითარი ინფრასტრუქტურა და არავითარი გარანტიები არ არსებობს არც სახელმწიფოსა და არც ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან აქედან გამომდინარე კი ქართული ფეხბურთის რეიტინგი ნულის ტოლია.ამ ეტაპზე ერთი რამე რაც უნდა გაკეთდეს ისაა ,რომ სახელმწიფოს დახმარებით ფადერაციამ საღი საფუძვლები ჩაუყაროს ფეხბურთს.რაც გამოიხატება ნორმალური საფეხბურთო იმფრასტრუქტურების შექ
vep1963
ხალხო აღარ მოგწყინდათ ამდენი დაბოლება?მხოლოდ ერთ კითხვას დაგისვამთ და მასზე პასუხის გაცემის შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იქნება.თქვენ თავად რომ დიდი ფული გქონდეთ ,ჩადებდით ქართულ ფეხბურთში?
genios
მიშა შენ მხოლოდ ქართულ ფეხბურთში უნდა იყო,ამაზე მეტად ხო ვეღარ დააქცევს ქართულ ფეხბურთს. ისე იმედია ცოტა მოგვიანებით დაბრუნდები ქართულ ფეხბურთში, აცადე ცოტა ამოიქაჩოს. ))))
ჯიჯი
რატომღაც , ყველა მაშინ იწყებს საქმის კეთებას, როცა გააბუნძულებენ ხოლმე. წარმატებები, მაგრამ, აქამდე გაგეკეთებინა რამე, კლუბისთვის, ინვესტორები აქამდე მოგეზიდა მარტო ერთი კაცის ჯიბეზე რო არის ასობით კაცი ჩამოკიდებული!!...
gio
ხუცო, იარაბეკის ტრნავის სპარტაკმა ზესტა რო გამოაგდო ეგ არ ნიშნავდა რო დინამოშიც ეგ უნდა მოგეყვანა ტრენერად. ველოდებით განმარტებებს შენგან!
შოთა გუგეშაშვილი
როგორც გორსი შემოიყვანეტ ებრეელი ბიზნეცმენები
baxt
ბიჭიკოს გაკეთებული საქმე.. :D :D
svani
შენი ჩამოყვანილი ხალხი არ გაიშვა როგორც ის ლეგიონერები ჩამოიყვანე იმაზე ნაკლები არ იქნებიან ესენი პირიქით აქეთ გააკეთებენ თავიდანვე ფულს))))
giga
და როდის იყო არასერიოზული ინვესტიციები იდებოდა ჩვენთან DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
"ბეტისი" დიდი გუნდია, რაც დამატებითი მოტივაციაა მისთვის" - 18 წლის ქართველი სევილიაში ჩადის
ვის შეუძლია ახალგაზრდული ნაკრების ეროვნულიდან გაძლიერება? - ევროპის ჩემპიონატის წინ
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ლევან ზუხბაია: ესპანელებს ძალიან მოეწონათ გრძელიძის თამაში და ამიტომაც შევთანხმდით
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
"მხოლოდ ჭორია" - მიხეილ ხუციშვილი "სამტრედიას" პროტესტსა და არაბიძეზე
მიხეილ ხუციშვილი: ოთარ კიტეიშვილს ევროთასების შემდეგ კონკრეტული შეთავაზება ექნება
ჯაბა ჯიღაურის მენეჯერი: საკმაოდ საინტერესო ვარიანტები გვაქვს
აზაროვი ახალგაზრდულში - შემადგენლობა ცნობილია
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
საქართველოს საფეხბურთო ნაკრებების უახლოესი თვეების განრიგი
მემარნე "ბეტისში" არ დარჩა, პაპუნაშვილი 100%-ით მზადაა - "ესპანელი" ქართველების ამბები
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"MLS-იდან დაინტერესება მართლაც არის" - გიორგი პაპუნაშვილს ლა ლიგის გუნდებიც აკვირდებიან
ინტერვიუ - ახალგაზრდული ნაკრების თავკაცი ევროფორუმისთვის მზადებასა და ეროვნული ნაკრების ლიდერებზე დაყრდნობაზე
დღეს ბრძოლა ბოლომდე იქნება! - გადამწყვეტი მატჩი პორტუგალიასთან
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
კიდევ ერთი ქართველი "სარაგოსაში"? - ესპანური კლუბი ოთარ კიტეიშვილით დაინტერესდა
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
GEO TEAM : გეგუჩაძემ "იბერია 1999" დატოვა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ლეგიონერების გარეშე იკრიბება
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"ეს საქმისადმი არასწორი მიდგომაა" - ჭიაბრიშვილი გეგუჩაძის "იბერიადან" წასვლას გამოეხმაურა
"რუსეთი ჩვენს ინტერესებში არ შედის" - როგორ გაგრძელდება პაპუნაშვილის კარიერა?
"თითქმის გადაწყვეტილია, ეროვნული ლიგის ფეხბურთელი პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში გადავა"
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"საქართველოში ბევრი გვთხოვს, უცხოური კლუბი ვუპოვოთ, სადაც 2000 დოლარი მაინც იქნება ხელფასი"
"ესპანეთში რამდენიმე ახალგაზრდა ქართველის ტრანსფერზე ვმუშაობ, პაპუნაშვილი კი უკეთესად არის"
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ