დღეს ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული გუნდისთვის რომელიმე მათგანი დაიკარგოს
ეს ძალზე საჭირბოროტო საკითხია, რომელსაც გვერდს ნამდვილად ვერ ავუვლით. ვგულისხმობთ ქართული ფესვების მქონე ფეხბურთელებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნებში თამაშობენ და ცხადია, ესეც რეზერვია საქართველოს ნაკრებისთვის.

დღეს ქართულ ფეხბურთს არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ეროვნული გუნდისთვის რომელიმე მათგანი დაიკარგოს. მაგალითად, ავიღოთ პერმის "ამკარის" მარცხენა მცველი გიორგი ჯიქია.

ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი ინფორმირებულია ამ ფეხბურთელის შესახებ. ამბობენ, ჯიქია რუსულ პასპორტს ვერ ელევაო. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნაკრები პირველია და თავიდან ჭირს ასეთი მიდგომის ახსნა. ამის მიუხედავად, გიორგი ჯიქიას, შეიძლება, გაუგო. საქართველოს ნაკრებში თამაშით ის რუსეთში ლეგიონერის სტატუსს მიიღებს. ეს კი მის კარიერას კითხვის ნიშანს დაუსვამს.

მხოლოდ რჩეულთა ხვედრია, ყოველთვის გარისკონ, როცა საქმე ქვეყნის ინტერესს ეხება. ჩვენთვის კი მთავარია, რომ ჯიქია ამ კონკრეტულ სიტუაციაში არ დაიკარგოს საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. ხომ არ იქნებოდა უპრიანი, კონკრეტულ შემთხვევაში, თუნდაც ფინანსური დაინტერესებისთვის მიგვემართა?

ჯიქია 22 წლისაა, მისი თამაში არაერთხელ გვინახავს და ორი აზრი არ არსებობს, ფასეული ფეხბურთელი იქნება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის. გიორგი ნავალოვსკი საიმედოდ დგას დაცვის მარცხენა ფლანგზე, მაგრამ რა იქნება მერე, როცა ის წავა? მომავალზე აქედანვე უნდა ვიფიქროთ.

ესეც არ იყოს, დღეს საქართველოს ნაკრებს ყველა პოზიციაზე სჭირდება ორი თანაბარი ძალის ფეხბურთელი. სწორედ ასე კეთდება კონკურენტუნარიანი გუნდი. მარცხენა მცველის პოზიციაზე (და კიდევ რამდენიმე პოზიციაზე) საქართველოს ნაკრებში ვერ არის იმხელა კონკურენცია, როგორიც უნდა იყოს. კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ არავითარ შემთხვევაში არ გვყავს დასაკარგი ფეხბურთელი.

ახლა კიდევ ერთ ქართველზე. ბექა ვაჩიბერაძის თამაში ვნახე ამას წინათ უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. უკრაინა ეთამაშებოდა ვარსკვლავებით გატენილ საფრანგეთს და 1:0 მოუგო.

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ძალაზე რომ წარმოდგენა შევიქმნათ, ფაქტებით ვილაპარაკოთ: ამ გუნდის შემადგენლობაში თამაშობდნენ "ლიონის" ლიდერი ტოლისო, "ატლეტიკოს" მცველი ერნანდესი, "პარი სენ ჟერმენის" ძირითადის ნახევარმცველი რაბიო... გაგრძელება კიდევ შეიძლება, მაგრამ მგონი, საჭირო აღარ არის.

ვინც იმ თამაშს უყურა, დამეთანხმება: ვაჩიბერაძე აშკარად საუკეთესო იყო უკრაინის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში. ბრძოლა, შექმნა - ამ ბიჭს ყველაფერი შეუძლია. მოკლედ, ჩამოყალიბებული, შემდგარი ფეხბურთელია.

ვაჩიბერაძეს კარგად თამაში რომ შეუძლია, ეს ზესტაფონშიც დამტკიცდა, სადაც არცთუ დიდი ხნის წინ საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდული ნაკრებები დაზავდნენ. ბექა ერთ-ერთი საუკეთესო იყო მინდორზე.

- U21. საქართველო-უკრაინა 3:3 - არეული, როგორც ამინდი [VIDEO]

ზუსტად ვიცი: მას შესთავაზეს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, მაგრამ თავი შორს დაიჭირა. რა თქმა უნდა, როგორც რიგითი ქართველი ქომაგი, ძალიან გავბრაზდი მისი ამ ნაბიჯის გამო და, ალბათ, ჩემს მსგავსად, ბევრი გაბრაზდა.

- ბექა ვაჩიბერაძე: სფფ-ს მიწვევაზე ვუთხარი, რომ თამაშს უკრაინის სახელით ვაპირებ

ცოტა უკან დავიხიოთ. ჩვენ ზუსტად არ ვიცით, რა და როგორ იყო მაშინ, როცა ვაჩიბერაძემ დაიწყო კარიერა საქართველოში. იქნებ, მასზე წინ ვინმე სხვა დააყენეს, ვინც ამას ნაკლებად იმსახურებდა? რა თქმა უნდა, ეს არ გაძლევს უფლებას, რომ სამშობლოს გაებუტო. მაგრამ ზოგჯერ ჭირს წყენის დავიწყება. იმედია, ყველაფერი ეს დროებითია.

"თუ არ უნდა, კარგად იყოს" - ვაჩიბერაძის მიმართ ასეთი მიდგომა არ გამოგვადგება. ვნახოთ, რას იზამს ის მაშინ, როცა საქართველოს ნაკრებიდან მიუვა მიწვევა. ნაკრები მაინც სხვანაირი საჯილდაო ქვაა...

უკრაინის ნაკრებში მოხვედრა კი ძალიან რთულია. მით უმეტეს იმ პოზიციაზე, რომელზეც ვაჩიბერაძე თამაშობს. არც ის დავივიწყოთ, რომ ის ესპანური "ბეტისის" ფეხბურთელია. სევილიელები მონდომებით აწინაურებენ ახალგაზრდა კადრებს და არ უნდა გაგვიკვირდეს, ერთ დღესაც ბექას ამ გუნდის ძირითად შემადგენლობაში თუ ვიხილავთ. საამისო რესურსი მას ნამდვილად აქვს.

რთული ხასიათი აქვს გიორგი არაბიძეს, თამაშის მანერა კი - გამოკვეთილად ინდივიდუალური. ამბობენ, ჭაბუკთა ნაკრებში არაბიძე უდისციპლინოდ მოიქცაო. ეს ძალიან ცუდია, მაგრამ გიორგი იმ ასაკშია, რომ ამ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება.

არაბიძის სათამაშო მანერა ზოგისთვის მისაღებია, ზოგისთვის - მიუღებელი, მაგრამ ერთი რამ ფაქტია: ის ტალანტია და ჩვენი ფეხბურთისთვის არ უნდა დაიკარგოს. ჩვენ თუ დავკარგავთ, ამ შანსს უკრაინელები ხელიდან ნამდვილად არ გაუშვებენ.

დღეს ქართულ ფეხბურთში ბევრი ფეხბურთელი ჰგავს ერთმანეთს, არაბიძის თამაშს კი ნახავ და მახსოვრობაში ჩაგებეჭდება. მე ზოგი რამ არ მომწონს მის გარჯაში, მაგრამ ყველა თანხმდება იმაში, რომ საქმე გვაქვს თვითმყოფად ტალანტთან.

ბოლოს და ბოლოს, არ მგონია, დღევანდელ საქართველოში ვინმე ისე ასრულებდეს საჯარიმო დარტყმებს, როგორც არაბიძე. ეს კიდევ ცაკლე ნიჭია და არცთუ უმნიშვნელო ნიჭი. რას ვიზამთ, ნიჭიერებს ძალიან ხშირად თავისებური ხასიათი დაჰყვებათ ხოლმე. მწვრთნელი კი კარგი პედაგოგიც უნდა იყოს, ყველა ხასიათს რომ მოარგოს გასაღები.

ჩვენ რომ ტალანტები თავზე საყრელად გვყავდეს, ეს წერილი საერთოდ არ დაიწერებოდა. სამწუხაროდ, დღეს ჩვენთან სულ სხვა რეალობაა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გგგ
ყველაფერი ადამიანის სურვილზეა დამოკიდებული. ვისაც არ უნდა, ნამდვილად არ უნდა ეხვეწონ. მუდმივად იწერება ნოსტალგიური სტატიები განსაკუთრებით ჯიქიაზე. არ არის საინტერესო ნამდვილად რატომ მიიღომ მან ესა თუ ის გადაწვეტილება. ეგ არ იქნება? იქნება სხვა. წარსულს ვერ დაუბრუნდები ადამიანი - აი ქინქლაძე ნიჭიერი იყო, უმცროსი მიხეილ მესხი და ა.შ ჯობია მოვრჩეთ ამ გოდებას და მომავალზე ვიფიქროთ
amsj
სანამ ფეხბურთი დამოკიდებული იქნება გარე პირებზე,არაფერი გამოვა.საჭიროა კეთილი ნება მაგარი პიროვნების და მორჩა.ყველა ფინანსურად ძლიერმა პიროვნებამ უნდა შეიძინოს თითო გუნდი და აეწყობა ყველაფერი.შემოყიყვანოთ "ფირმები" და მივცეთ საჩუქრად თუნდაც ორი-სამი გუნდი.
Akaki
ისე აფხაზ ახალგაზრდებს რომ გავუგზავნოთ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებში მოწვევა ძალიან კარგი იქნება, ასევე სამაჩაგლოდანაც
სოჭელი
ანზორ სანაია აფხაზია
goga
ეხლაც ბევრი ემზადება წასასვლელად ამატ არ მოსწონთ ვნახოტ იქ რო გაქაჩავენ მერე რასიტყვიან დააბრალებენ დისიპლინა არ ქონდა ცვენ გუნდას ვერ შეეტამაშა არადა ამატი გუნდი სულს ღაფავს
ზვიადი
ფულის გადახდა არ უმდათ და ისე ნაკრებში ვინ ათამაშებს მაგათ
სანდრო
ფეხბირთელების დაკარგვასი საქარტველო მსოფლიოს ცემპიონია მე ამას ვწედე რომ,,საქართველო ბიჭიერი ფეხბურტელების დამსაფლავებელია. არაზტუ სხვა ქვეყანაში მოთამასე ქარტველებს არამედ ჯერ აქ მყოფი ნიჭიერები როგორ ჩამოაცილეს ფეხბურტს ყველა დროის ფედერაციამ,სხვადასხვა ასაკობრივის მწვრტმნელებმა და ცაწყობიტ ნიჭიერტა წინ უნუჭოთა დაწინაურებამ ტორემ თავდამსხმელი უნდა უჭირდეს ან ნაკრებს ან დინამოს?
goga
ამათ გარდა არის ასევე ორემბურგში ფორვარდი ანზორ სანაია და სპარტაკში გიორგი მელქაძე ეს ბიჭებიც უნდა მოვიწვიოთ ნაკრებში
ზაზა
გიორგი ჯიქია ბოლო თამაშებში ცენტ,მცველის პოზიციაზე თამაშობს,შეუძლია ასევე მარც.მცველის და მარც,ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში(ამკარმა რუსეთის ჩემპიონატის ხუთი მატჩიდან ოთხში მშრალად შეინახა კარები,რაც გიორგი ჯიქიას დამსახურებაცაა!მხოლოდ პიტერში ზენიტისგან გაუშვეს გოლები)......პ.ს.ფულადი კომპენსაციაც არის საჭირო ,როცა სხვა ქვეყნის მოქალაქე ქართველს ვიხმობთ ნაკრებში,რადგან უნდა გავითვალისწინოთ შესაძლო პრობლემები ლეგიონერის სტატუსის მიღებისას:უნდა გავითვალისწინოთ ნაკრებში თამაშისას შესაძლო ტრამვა;უნდა გავითვალისწინოთ,რომ ფეხბურთელობა მისი პროფესიაა და არამარტო საკუთარ ოჯახს,დიდი ალბათობით კიდევ რამდენიმე ნათესავს,მეგობარს ინახავენ ...
1
sheeshvit ra visac arunda gaanebet. erti ro aq titqmis veravin ver gaamartla da meore ro tavis karierasac ingreven saqartvelos archevit. chemtvis nakrebia pirveli vigacistvis pasporti
ზაზა
რეალურად შევაფასოთ დღევანდელი სიტუაციაც და თუნდაც გავიხსენოთ ჩვენი ფებურთის ისტორიაც.ქართული ფეხბურთი ღრმა კრიზისშია 1982წლიდან!ბილოს მაღალი დონის საერთაშორისო მატჩი,როცა დიდი სათამაშო(!) უპირატესობა გვქონდა ძლიერ მეტოქესთან ჩავატარეთ 82წლის შემოდგომაზე ნაპოლისთან!ჩვენ საუკეთესო წლებშიც გვყავდა თერთმეტი ძირითადის ფეხბურთელი პლიუს ერთი–ორი სათადარიგო!მაღალი საერთაშორისო დონის მეორე გუნდი საქართველოში არასდროს არ ყოფილა!დღეს ნაკრებისთვის 22–25 მაღალი კლასის ფეხბურთელია საჭირო!ყველა საშუალებით უნდა მოვიხმოთ ნაკრებში მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში დაბადებული ქართველი ფეხბურთელები,რომელთა კლასი შეესაბამება მაღალ სანაკრებო დონეს!
xxx
საქართველოს არ ყავს ნიჭიერი პეხბურთელები ეგ კარგად ვიცით მაგრამ თავს ვიჯერიანებთ რომ გვყვავს თუ გყვავს კიდევ არ ჩანენ არვიცი და ნაკრებში დამასი რატომ არ უნდათ გასაგებია არც მე ვითამაშებდი მათ ადგილზე
22
ნუ თუ თვითონ არუნდათ თამაში დაძალება ზედმეტია ამშემთხვევაში. მასე ნაძალადევად მოწვეული ფეხბურთელი ვერასდროს ვერ ითამაშებს სათანადო სულისკვეთებით. ჯანომ ფოცხვერიამ და კიდე სხვებმა პატრიოტული სულისკვეთებით აირჩიეს საქართველოს ნაკრები და უარი თქვეს რუსეთში ძალიან დიდ ფუფუნებაზე მარა ყველას არაააქ ეს შემართება. გოგიას მაგალითი გაიხსენეთ კაცი გერმანიის ახალგაზრდულის წევრი იყო და არიქა. გაიგიჯა სფფ-მ თავი მარა იუკადრისა. გერმანიის მთავარ ნაკრებში მოხვედრის შანსი მაქო მარა სადაა ეხლა.
შოკირებული გულშემატკივარი
ეს საქართველოა:))) ამდენი ნიჭიერი ბავშვი გყავდეს და ვერ ზრდიდე:))) ვითომ მწვრთნელებზე არაფერი დაგცდეთ და საზღვარგარეთ შემთხვევით თუ გაიზარდა ფეხბურთელი სასწრაფოთ აქეთ წამოსვლა ეხვეწეთ:)))
azurini
მალადეც ჯანო რა გოლი ატაკა ორენბურგს ეხლა, საღოლ ნამდვილი საფეხბურთო სლემ დანქი შაესრულა ნაკრებშიც ხშირად შეგეგდოს ესეთი სილამაზის გოლები ეს რა გოლი იყო.
moskovelo
ჯერ ერთი, არაბიძემ უარი თქვაო არ წერია არსად. მეორეც ფული უნდა მისცე იმას ვინც ჩამოსაყვანი გყავს და ვისაც არ უცხოვრია საქართველოში ეს უკიდურესი შემთხვევაა
ქუთეისელი
Dyablo -ს ძამი იმას კიარ ვამბობ რო არ გამოგვადგებათქო პირიქით გამოადგება მარა ფინანსური მხარე და ფულის გულისთვისთუ ჩამოვა სათამაშოთ მასე არ მინიდა,,,პირველ რიგში გულით უნდა უნდოდეს თამაში და იმშემთხვევში გამოადგება საერთოდ პრემიალური სისტემა ნაკრებში არუნდა იყოს და არც ლაპარაკი არუნდა იყოს ამაზე,,,,რაც შეეხება (ყრიან)ამააზე გაამახვილე შენ ყურადღება არ ვიცი ძმაო შენ მარა მე ვუყურებ ბიჯებს და ძაან მაგარტი ნიჭიერი ბავშვები არიან საქართველოში მარა პრობლემა იმაშია რო ვერ ზდიან იმიტომ რო არიციან მწთნელების კვალიფიკაცია უნდა ამახლდეს პირველ რიგში და მერე პირობები უნდა ქონდეს მშიერი ბავშვი ვერ ითამაშებს ფებღბურთს და პლიუს ამას ყველა ბავშთა სკოლა უნდა იყოს უფასო ასე რო ჩემო ძამია უნდა ძაან კაი ბიჯები იბადებიან მარა ვერ ვძდით და ესე პესიმისტურათ არუნდა უყურებდე Mტავარი რობლემაა ის რო ვერ ვიყენებ ვერ ვზდით ააბა ესპანთში 10 დან 7-ს გამოზრდიდნენ და კაი იგროკებს დააყენებდნენ
sake
ღმერთმა ხელი მოუმართოს ამ ბიჭებს სადაც არ უნდა ითამაშონ იქ.ჩვენ კი რამდენი წელია უკვე,თუ ვინმე გამოჩნდა უცხოეთში ნორმალური ბიჭი მაშინვე იმაზე ვიწყებთ ყაყანს თუ საქართველოს ნაკრებში არ უნდა თამაში მოღალატეა მაგის ასე და ისე...იმის მაგივრად,რომ ადგილზე გაკეთდეს ბავშვთა ფეხბურთში სასიკეთო, რათა აქ გაიზარდონ კარგი ფეხბურთელები,რა ტალანტები გვაკლია?ქართული ფეხბურთის დღევანდელი დონე პირდაპირ პროპორციულია იმ ვაკხანალიისა რასაც დანგრეული მოედნები ქვია,იმ ბავშვების ცრემლიანი თვალების ვისაც "ცუდმა ძიებმა"საფეხბურთო სკოლები დაუნგრიეს.დღევანდელი ფედარაციის პრეზიდენტი (ვისი იმედიც მქონდა)პოლიტიკაში წასასვლელად ემზადება,(დიდი ალბათობით მოხვდება კიდეც)მერე მოვა სხვა,დაიწყება ისევ ახლიდან ყველაფერი,მერე არჩევნებიც მოვა ახალი და ა.შ.და ა.შ.
Dyablo
ქუთეისელს ვერ დაგეთანხმები სწორედაც რომ არ ყრიან დღეს საქართველოში ჯიქიას ნაირი შემტევი ფლანგის მცველები რის საფუძველზე აბრახუნებენ უაზროდ ამ სიტყვებს "ყრიან" რომ ეყარონ ამ სიტუაციაში არ იქნება ნაკრების სამარხვინო ქმედებები დაცვაში ცოტა ჭეშმარიტად იაზროვნეთ.
azurini
ნამდვილად სწორია მეც ვაკვირდებოდი წინა სეზონში ჯიქიას პერმის ამკარში და ვფიქრობ აუცილებლად უნდა მოხერხდეს მასთან საქმიანი გასაუბრება ნაკრების ხელმძღვანელების მრხიდან ის ჩემი აზრით უალტერნატივო იქნება მისი სათამაშო მანერიდან სხარტი აზროვნებიდან და ასაკიდან გამომდინარე ჩვენ ნაკრებში მისით შევსება ერთი ორად გააძლიერებს ნაკრების აქილევსის ქუსლს რასაც დაცვიდან შეტევაში სწრაფი და ქმედითუნარიანი გადასვლა ქვია დათანხმების მთავარი დედა აზრი იმაში უნდა ჩადონ მომლაპარეკებლებმა რომ მისი სიძლიერის მიუხედავათ მას მინიმუმ 3-4 წელი არ მიეცემა შანსი რუსეთის ნაკრების თუნდაც გაფართოებულ შემადგენლობაში მოხვედრა ეს თითონაც კარგად ეცოდინება მიზეზთა გამო და ჩვენ ეხლავე შევთავაზოთ 23 კაციან სიაში მუდმივ მონაწილეობას და თავის წარმოჩინების შემთხვევაში რა თქმა უნდა ძირითადში ადგილს + შეიძლება მატერიალური სარჩოს ამოქმედებაც, ასეთი ქართველი ფეხბურთელი მარც: მცველის პოზიციაზე მე ჯერ არ მეგულება არც ახალგაზრდულებში სამწუხაროდ და მეორეს რაც შეეხება ვაჩიბერაძეს თვითონ აქვს ნათქვამი მე უკრაინამ ყველაფერი მომცა პროფესიულ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაშიო და ვფიქრობ ამაგის გამო თავს იკავებს ესე დემონსტრაციულად ადგეს და პირდაპირ საქართველოს ასაკ: ნაკრებში ითამაშოს აქედან გამომდინარე უნდა იეშმაკოს ნაკრების მწვრთნელმა და პირდაპირ ეროვნულში იხმოს ამ შესარჩევის შუა პერიოდში და თუ ამანაც შედეგი არ გამოიღო მაშინ შეგვიძლია ვაჩიბერაძე საქართველოს ნაკრების შესაძლო შემავსებლების სიიდან საბოლოოდ ამოვიღოთ, რაც შეეხება არაბიძეს საქმე აქ ყველაზე კარგადაა თითქმის დარწმუნებული ვარ ვაისი გიორგი არაბიძეს მომდევნო სანაკრებო მატჩისთვის გაფართოებულ შემადგენლობაში მას მოიწვევს და თვითონაც ერთი სული აქვს ეს დღე როდის დადგება, და კიდევ რუსეთის პირველ ლიგაში მუდმივად არის 2-3 ქართული ფესვების მქონე პერსპექტიული ფეხბურთელები რომლებსაც სათამაშო კონდიციები ხშირად ააქვთ იმ კლუბებში და არც მათი იგნორირება შეიძლება მაგალითად სანაიას და სხვების, უნდა შევთანხმდეთ ერთ რამეში ეს ფეხბურთელები საქართველოს ნაკრებში თამაშის შემთხვევაში იქიდან გომომდინარე რა დონის ჩემპიონატიც გვაქ და აქ მოთამაშე ფეხბურთელები ნაკრებს ვერაფერს დაატყობენ და ასაკობრივებშიც არ ჩანს პირდაპირ ვთქვათ რამოდენიმე ფეხბურთელის გამოკლებით ეხლა ეროვნულში გამქაჩავს უახლოეს მომავალში მაინც, ამიტომ ისინი აუცილებლად საგრძნობლად გააძლიერებს ჩვენ ნაკრებს და ამიტომ ამ ფეხბურთელებთან ყველა ღონე უნდა იხმარონ რომ მათ საქართველოს ნაკრების ფორმა მოირგონ ჩვენ ისინი დღეს გამოგვადგებიან და არა ხვალ წარმატებები.
მოსკოველი
ჟურნალისტი სუსტია. ურევს ერთმანეთში ორ განსხვავებულ შემთხვევას. არაბიძეს უარი არ უთქვია საქართველოზე. სხვებმა თქვეს. ფულის მიცემა სპორტსმენს ნაკრებში სათამაშოდ როგორ შეიძლება? ნაკრებში თამაში პატივია. პატრიოტიზმს ვერ იყიდი. ქართულ თავმოყვარეობაზე აღარ ვამბობ - მიდით ფეხები უკოცნეთ, იქნებ შეიბრალონ საქართველო. ასეთი მარტივი აქსიომები ჟურნალისტმა უნდა იცოდეს. ჩვენი ყველაზე დიდი პრობლემაა - უცოდინარობა,არაპროფესიანალიზმი ყველა სფეროში და გამყიდველობა პატრიოტიზმის ნაცვლად.
ნიკა
რუბინი - გიორგი მახათაძე https://en.wikipedia.org/wiki/Georgi_Makhatadze ამკარი - დავით ხურციძე https://en.wikipedia.org/wiki/David_Khurtsidze
qutaiseli
რო წასმოვა რუსეთიდან რაუნდა აკეტოს.დდ არც არავინ არ წამოვა თუარ გამოუშვეს.ხალხი ფულს შოულობს და ოჯახს და ნათესავებსაც კიარჩენს ზოგი.
ნიკა
რუსეთის პრემიერლიგაში კიდევ ერთი ჩვენებურია და იქნებ მოგეკითხათ?! https://en.wikipedia.org/wiki/Anzor_Sanaya
ქუთაისელი
მოითმინეთ, ბიჭებო! იანვრიდან ვიზალიბერალიზაცია რო გვექნება, ყველა წამოვა ღრუსეთიდან.
გგგ
ზოგადად ძალიან ძნელია, როცა ფეხბურთელს თვითონ არ უნდა ნაკრებში თამაში და დაძალებას აქვს აზრი? ნათელი მაგალითია მხითარიანი, რომელიც როგორც ფეხბურთელი საფრანგეთში ჩამოყალიბდა, მაგრამ სომხეთის ნაკრებში თამაში არჩია.ვაჩიბერაძეს რაც არ უნდა ეფეროს ვინმე, დარწმუნებული ვარ მაინც უკრაინა ურჩევნია გასაგები მიზეზების გამო. არაბიძეს კიდევ არა მგონია ტყუილად არ იწვევდნენ.ამიტომ პირველ რიგში თვითონ ფეხბურთელის სურვილზეა დამოკიდებული
ქუთეისელი
რაა გაატრაკეთ საქმე რადაამტკიცა არაბიძემ ან ამ ვაჩიბერაძემ არუნდა ნუ უნდა ძალით ხო ვერ ათამაშებ ან საიდან მოიტანეთ ფინანსური დაინტერესება თქვენი ბრალია ჯურნალისტებო მერე რო გამოდია ჩვენი (ვარსკლავი ფებბურთელები და ფინანსურ პრემიას ითხოვენ)არადა თქვენ აძლევთ ამის საბაბს ,,,,თუნდაც ჯიქია თამაშებს პერმის ამკარში თამაშIც ნანახი მაქვს მაგისი ბევრჯერ დიდი არაფერი კაია თუ ითამაშებს ნაკრებში მარა თუ არუნდა უმღეროს პუტინს რუსული ჰიმნი,,,მაშინ ანანიძეს მილიონები უნდა ვაძლიოთ კაცმა კარიერა ეჭვის ქვეშ დააყენა როცა რუსები გაუშვა ერთ ადგილს თავის 1000000 დოლარით,,,,ვისაც უნდა ჩამოვა და ითამაშებს ვისაც არა ..,,თქვენ ნუ გააჭყალით კიდე საქმე,,ჯიქიას ნაირები ყრია საქართველოში და გაზრდა უნდა წესიერათ
fctk
orive kai igrokia ra kitxva unda bevrs vkargavt ase, vitom sarhcevi gvyavdes
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"მასზე უცნაური ჭორები ვრცელდება" - "ლოკომოტივის" მწვრთნელმა ჯიქია დაიცვა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
[ოთხშაბათის საკითხავი] რა უნდათ რუსებს? ჯიქია ძალიან ფრთხილად უნდა იყოს
კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
გიორგი ჯიქიას გადაბირება სანკტ-პეტერბურგის "ზენიტსაც" სურს
წიტაიშვილი დაიტოვეს - დიდი წმენდა "ჩერნომორეცში"
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"კრასნოდართან" მატჩის წინ "ამკარის" ფანებს უფასო ფაფით გაუმასპინძლდებიან
"ჯიქიას რომ ქართული პასპორტი ჰქონდეს - რუსს მეორეხარისხოვნად მიიჩნევენ" - საფეხბურთო აგენტი
ბექა ვაჩიბერაძე საქართველოს ჩემპიონატში ითამაშებს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
ბათუმის "დინამომ" რუსეთის პრემიერლიგის "ამკარი" დაამარცხა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
საინტერესო დეტალები გიორგი ჯიქიასა და სფფ-ს შორის გამართული მოლაპარაკებებიდან
ნიჭი, ძამიკო, ნიჭი! - წიტაიშვილმა ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ოფიციალურად - ბექა ვაჩიბერაძე "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
ვაჩიბერაძე "მეტალისტში" გადავიდა
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
"ჩერნომორეცმა" ვაჩიბერაძის მოპოვებული პენალტით ფრეს მიაღწია
გიორგი ჯიქიას უგუნდობა დასრულდა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"სპარტაკიდან" წასული ჯიქიას სამსახურით რუსული კლუბები არ ინტერესდებიან და კარიერას, სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
პერმის "ამკარი" ბანკროტად გამოცხადდა
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ჯიქია დიდ გასამრჯელოს ითხოვს და შესაძლოა, ტაბიძის თანაგუნდელი გახდეს
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია