საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა
დღეს, 19 სექტემბერს, საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილიას ზუროსმა სასტუმრო "ქორთიარდ მერიოტში" პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ ზუროსის თავკაცობით, საქართველოს ნაკრებმა ევრობასკეტ 2017-ის საკვალიფიკაციო ეტაპი წარმატებით დაძლია, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და ევრობასკეტზე იასპარეზებს.

- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]

"მსურს დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ წარმატებაში მცირე წვლილი მაინც შეიტანა. საკმაოდ დიდი სამუშაოს გაწევა მოგვიხდა ამ შედეგისთვის. ორი თვის განმავლობაში წარმატების მისაღწევად ძალღონე არავის დაუშურებია.

ჯგუფში 6 მატჩი ჩავატარეთ და ექვსივე საკმაოდ მაღალ დონეზე. ალბათ ბევრს ჰგონია, ეს მარტივი იყო, მაგრამ მერწმუნეთ, ასე ნამდვილად არაა.

რთულია ამ ეტაპზე ისაუბრო ჩვენს შანსებზე ევრობასკეტზე. ახლა კალათბურთელთა ჯანმრთელობა უნდა ვისურვოთ. მიზანი უკეთესი დაცვის თამაში ქნება, ვიდრე ეს საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ასევე, სისწრაფის გაუმჯობესება და შეტევაში პასების სიზუსტეა საჭირო. მსურს, სწორედ ასეთი თამაში ითამაშოს ჩემმა გუნდმა. ამ ეტაპისთვის კმაყოფილი ვარ, მაგრამ მჯერა, რომ უკეთესად თამაშიც შეგვიძლია.

მადლობა ჟურნალისტებს, ვინც პირველივე დღიდან გვერდში გვედექით. მადლობა, რომ თავს ისე მაგრძნობინებთ, როგორც საკუთარ სახლში. ეს ამაყი ქვეყანაა და მსურს, საქართველოს მთელი გული მივუძღვნა. ქართველები მებრძოლი ხალხი ხართ და ამ კუთხით ბერძნებს და ქართველებს საერთო გვაქვს. აქ ყოფნა ძალიან მახარებს", - განაცხადა ზუროსმა.

პრესკონფერენციას მთავარი მწვრთნელის თანაშემწეები, კოტე ტუღუში და ირკლი ხოშტარიაც ესწრებოდნენ.

"მადლობას გადავუხდი ყველას. რთული ორი თვე გამოვიარეთ და საბედნიეროდ, ყველაფერი კარგად დასრულდა. ახლა წინ ძალიან დიდი იმედებით ვიხედებით.

ევროპას დავუმტკიცეთ, რომ საქართველოში კალათბურთის თამაში საკმაოდ მაღალ დონეზე იციან. ევრობასკეტზე ერთ-ერთ ფავორიტად ვითვლებით - ნებისმიერ მეტოქეს ჩვენთან პრობლემები შეექმნება, თუ თამაშებს დანაკლისის გარეშე ჩავატარებთ.

პირადად მე ახალი მთავარი მწვრთნელის გამო ბევრს ვნერვიულობდი, თანაც იმის ფონზე, რომ იგორ კოკოშკოვი გუნდს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში წვრთნიდა. მქონდა განცდა და შიში იმისა, რომ ამ მოკლე დროში საერთო ენის გამონახვას ვერ მოვახერხებდით, მაგრამ, საბედნიეროდ, ერთმანეთს კარგად გავუგეთ და მხოლოდ დადებითს თუ ვიტყვი ზუროსზე.

ამ კაცმა ძალიან კარგად მოარგო ჩვენს მოთამაშეებს თავისი ტაქტიკა და მათთან ურთიერთობაც მშვენიერი დაამყარა. ამ ყველაფერმა ერთად კი საკმაოდ დადებითი შედეგები მოგვიტანა", - განაცხადა კოტე ტუღუშმა.

"პირველ რიგში, მსურს მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს თანადგომისთვის. სამწვრთნელო შტაბისთვის თქვენი გვერდში დგომა ძალზედ მნიშვნელოვანია. მთავარი მწვრთნელის ხარჯზე ერთიანობა მოვახერხეთ.

რაც გამოვიარეთ, უკვე წარსულია და აწი მომავალ თამაშებზე ვიფიქრებთ", - თქვა ხოშტარიამ.

გელა
შედეგი არის მიღწეული მაქსიმალური, თანაც ტრავმირებული და დაკლებული კალათბურთელების მიუხედავად, რომლებიც ძირითად ხუთეულში თამაშობენ. სწორედ აქ ჩანს მწვრთნელის მაღალი დონე. ყველაფრის მიუხედავად, ყველა საჭირო მომენტში მოახერხა საუკეთესო შედეგის ჩვენება. მადლობა ილიას ზუროსს. აქ ცქიტიშვილზე წერენ კომენტარებს. ცქიტიშვილი ჩამოსული იყო, შეხვდა ზუროსს, რომელმაც თამაში შეთავაზა, თუმცა უარი მიიღო, იმ მოტივით, რომ უკვე 33 წლის ვარ, ზედმეტ დატვირთვას ვერარ ვუძლებ და ტრავმებს ვერიდებიო. ძირითადად, ახალი კონტრაქტის გაფორმებაზე ფიქრობდა. რაც შეეხება გულშემატკივრისადმი დამოკიდებულებას, ყველა ტამაშის შემდეგ აღნიშნავდა და მადლობას უხდიდა. ბოლო პრესკონფერენციაზე კი ყველას დამსახურება გამოყო, გულშემატკივრის, კალათბურთის ფედერაციის, დამხმარე მწვრთნელების, ექიმების, მენეჯერების და ა.შ. არავინ გამორჩენია, ყველა თბილად მოიხსენია და მადლობა გადაუხადა. ეს ინტერვიუც დევს. "გია"-ს. ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებების სია არის ევრობასკეტის ვებ გვერდზე, შეგიძლია საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საიტიდანაც გადახვიდე ბმულზე, ან უბრალოდ, დაგუგლო. კენჭისყრა ნოემბრის ბოლოს იქნება.
Irakli apkhaidze
შევუნდოთ ამ ერთხელ ნატალი, დაიმსახურა თავის საქმით პირველივე სეზონში ;) კაია რო ასე ემოციურად ხარ ჩართული! :ზეაწეულიცერი:
bavaria
ცქიტიშვილს დავუძახე და კონტრაქტი მაქვს გასაფორმებელი და არ ჩამოვიდაო?! გაიგეთ? შეეშვით რა ამ სპეკულაციებს ცქიტიშვილის გარშემო, არ უნდა და შეეშვით რა.
სოსო
როცა ზუროსის მეთაურობით ჩვენი ნაკრები მოსამზადებელ ტურნირებს თამაშობდა,ზუროსი ძალიან ემოციური იყო და დავწერე კიდეც ამის შესახებ,მეშინოდა მშვიდი კოკოშკოვის შემდეგ,ფიცხი ზუროსის მიღება გუნდს არ გასჭირვებოდა,მაგრამ ოფიციალურ მატჩებში ყველაფერი რიგზე იყო და მისი კვალიფიკაცია ეჭვს ისედაც არ იწვევდა,გუნდი მშვენივრად დაალაგა და შეზღუდული კონტნიგენტით შესძლო დასახული მიზნის მიღწევა.ისე რაც ჩვენებმა ალბანეთში35 წუთი ითამაშეს,კოკოშკოვიც გაგიჟდებოდა ალბათ,მაგრამ ზუროსმა მაინც შესძლო გუნდის დაქოქვა და გამარჯვება,ასე რომ მადლობა და ყოჩაღ ზუროსს. ახლა პასუხი ნატალის:ნატალი ეტყობა პრესას თვალი ვერ მიადევნეთ, თორემ ზუროსი ყოველი მატჩის კომენტირებას მაყურებლისათვის დიდი მადლობის გადახდით იწყებდა და აღნიშნავდა მათ დამსახურებას როგორც მთავარ ფაქტორს გუნდის წარმატებაში.
natali
Irakli apkhaidze-ს. ირაკლი საყვარელო, მე მხედველობაში მაქვს მხოლოდ ის ინტერვიუ, რომელიც აქ დევს. ცალკე გამოყოფილად გულშემატკივრებზე ზუროსი აქ არაფერს ამბობს, საერთო კონტექსტში, კი ბატონო. პირად საუბრებში რა გითხრათ მწვრთნელმა გულშემატკივრებზე, მე საიდან უნდა ვოცოდე. ჩემის აზრით, ისე როგორც ჟურნალისტების ღვაწლი აღნიშნა, გულშემატკივრებიც უნდა აღენიშნა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თანაც პირველ რიგში. ესაა და ეს. თუმცა ეს არის არანაირი პრობლემა. თვალში მომხვდა და გამოვთქვი ჩემი აზრი. მინდა აქვე დავაფიქსირო, რომ მისი დონის მწვრთნელი ჩვენ არასოდეს გვყოლია.
gio
გაოცებული ვარ ცქიტაზე რომ არაფერს წერტ.. რატომ არ ცამოვიდა
გია
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ გაკვრით მაინც რომ დაწეროთ შესარჩევის სხვა თამაშები როგორ დასრულდა, ან რომელი გუნდები გავიდნენ ფინალურ ეტაპზე, საერთოდ რა მოხდა შესარჩევ ციკლში, არ შეიძლება???????
svani
არაერთხელ დამიწერია და აქ კიდევ ერთხელ დავწერ ძალიან მაგარი მწვრთნელი ხარ ილიას!! აქ წაგებული თამაშის მერეც კი არ შემიტანია ეჭვი შენში!! ზოგ ზოგიერთების განსხვავებით რომლებიც ჰაერზე ისვრიან არაფრის მთქმელ სიტყვებს!!!!))))))
Irakli apkhaidze
თუ მოგისმენია ან წაგიკითხავს ზუროსის კომენტარები ან პრესკონფერენციაზე ან პირად ინტერვიუში, ყველგან პირველ ნომრად მაყურებელთა არანორმალურ მხარდაჭერას აღნიშნავდა
natali
გილოცავთ, მართლაც შთამბეჭდავი შედეგი აჩვენა ჩვენმა ნაკრებმა. აქვე მინდა მორიდებით ერთი "საყვედური" გითხრათ. კარგი იქნებოდა ამ პრესკომფერეციაზე, ჟურნალისტების თანადგომის აღნიშვნასთან ერთად, ჩვენი, გულშემატკივრების თანადგომაზეც გეთქვათ ორიოდე სიტყვა. მე პირადად, ყველა საშინაო შეხვედრაზე ვიყავი და გვერდში უდექი ჩემს გუნდს. ეს ისე.... გაიხარეთ, წარმატებები...
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
შენგელიას გარეშე - საქართველოს ნაკრებმა პოლონეთში ივარჯიშა
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
ცნობილი გახდა თორნიკე შენგელიას ნაკრებში არყოფნის მიზეზი
კოტე ტუღუში: ისრაელის მათსავე პარკეტზე დამარცხება გაგვიჭირდება
სპეციალისტის თვალით: ამ ყველაფრის ერთობლიობამ შექმნა დღევანდელი გოგა ბითაძე
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
საქართველოს ნაკრები ჩეხეთან 20 ქულით დამარცხდა
საქართველოს თასის ფინალი 3 მაისს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გაიმართება
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური, შესაბამისად, 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
სუპერლიგის რეგულარული სეზონის ბოლო მატჩი ტყიბულში გაიმართა
[VIDEO] უკვე უკეთ, მაგრამ მაინც წავაგეთ. პოლონეთი - საქართველო 94:89
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
კოტე ტუღუში და ირაკლი ძიძიგური 18 და 20-წლამდელთა ნაკრებების მთავარ მწვრთნელებად დაინიშნენ
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას