ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ ვითამაშოთ ირლანდიასა და უელსში?

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ ვითამაშოთ ირლანდიასა და უელსში?

საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოადგა კარს
საქართველოს ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ორი უმნიშვნელოვანესი მატჩი მოადგა კარს. ავსტრიასთან საშინაო მარცხის შემდეგ ირლანდიასა და უელსთან მატჩებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ფაქტია, ამ ორ ურთულეს შეხვედრაში რაღაცას მაინც უნდა გამოვრჩეთ, თორემ ციკლის წარმატებით ჩამთავრების შანსი პრაქტიკულად ნულს გაუტოლდება.

რა თქმა უნდა, ვლადიმირ ვაისმა უკეთ იცის, როგორ ათამაშოს ნაკრები. ეს წერილი მწვრთნელის კომპეტენციაში ჩარევის მცდელობად არავინ უნდა აღიქვას. მხოლოდ ჩემს აზრს გამოვთქვამ...

ველით უკეთეს საქართველოს

ავსტრიასთან მატჩისგან განსხვავებით, ბრიტანულ ტურნეში საქართველოს უკეთეს ნაკრებს ველით. ვფიქრობ, მოლოდინს აქვს ლოგიკური საფუძველი. ფეხბურთში წინასწარ არაფრის ვარაუდი არ ვარგა, მაგრამ დღეის მონაცემებით ირლანდია-უელსთან თამაში უნდა შეძლონ ლევან მჭედლიძემ და ლევან ყენიამ. ნუ გამოვრიცხავთ ჯაბა კანკავასაც და არც ის დაგვავიწყდეს, რომ კლუბი და, შესაბამისად, უკეთესი სათამაშო ფორმა იპოვა თორნიკე ოქრიაშვილმაც.

გავრისკავ და დავწერ: ამ დროისთვის საქართველოს ნაკრების თამაში ყველაზე მეტადაა დამოკიდებული სწორედ ოქრიაშვილზე. მას ჯერაც სჭირდება მეტი სათამაშო პრაქტიკა, მაგრამ ის უკვე ვნახეთ "კრასნოდარში" და ცუდი ნამდვილად არ იყო.

რას ფიქრობს ვაისი?

ზუსტად ვიცით, რომ ვლადიმირ ვაისი ეროვნული გუნდის ერთ-ერთ მთავარ პრობლემად მართებულად მიიჩნევს იმას, რომ ჩვენს ფეხბურთელებს, უფრო ზუსტად კი მათ უმრავლესობას, სათამაშო პრაქტიკა აკლია.

ავსტრიასთან მატჩში მე ველოდი, რომ მეტად დაიტვირთებოდნენ ის ფეხბურთელები, რომელთაც აქვთ პრაქტიკა, მაგრამ ასე არ მოხდა. სანთლით საძებანი არ არიან ისეთი მოთამაშეები, რომელთაც აქვთ სათამაშო წუთები და ავსტრიასთან სკამიდან არ წამომდგარან.

მაგალითად, მე არ მესმის, როგორ შეიძლებოდა, კარგ ფორმაში მყოფი ნიკა კვეკვესკირი საქართველოს ნაკრებს არ გამოსდგომოდა? მართალია, ეს რამდენიმე დღეა, ნიკას ტრავმა აქვს, მაგრამ ავსტრიასთან ის სრულიად ჯანმრთელი იყო და, ვფიქრობ, სათამაშო დროს იმსახურებდა. იმის იმედიც არის, რომ ნაკრების ბრიტანულ ტურნემდე კვეკვესკირი გამოჯანმრთელებას მოასწრებს.

გოგუას ფაქტორი

ორიოდე დღის წინ საქართველოს ნაკრების რეზერვის ჩვენეული ხედვა შემოგთავაზეთ. ამ თემას ერთხელაც აღარ მივუბრუნდებით. როგორც წესი, წაგებული სანაკრებო მატჩის შემდეგ მწვრთნელებს ახალი მებრძოლები გამოჰყავთ ასპარეზზე.

ძალიან კარგად გვესმის, რომ საქართველოს ნაკრების რესურსი დღეს ამოუწურავი არ არის და რთულია ისეთი ფეხბურთელის პოვნა, რომელიც ეროვნულ გუნდს მართლა გააძლიერებს. და მაინც, ჩემი აზრით, ასეთი ფეხბურთელი არის - თუ გოგიტა გოგუა ჯანმრთელადაა, მას შეუძლია, დიდი სარგებლობა მოუტანოს საქართველოს ნაკრებს.

გოგუა ძალიან კარგია ყაზახეთის ჩემპიონატში, ეს ჩემპიონატი კი ხელწამოსაკრავი ნამდვილად არ არის. ეს ის ფეხბურთელია, თითქმის ნებისმიერ პოზიციაზე რომ შეუძლია თამაში, ორთაბრძოლებში ძლიერია და უშიშარი. ეს სულაც არ არის ნაკლებად მნიშვნელოვანი ფაქტორი ბრიტანულ გუნდებთან მომავალ ჯახში, ჩვენი მოწინააღმდეგეების სათამაშო სტილიდან გამომდინარე.

ადვილი სავარაუდოა, რომ ირლანდიაც და უელსიც შეეცდებიან, ძალისმიერ ორთაბრძოლებში დაგვჩაგრონ და სწორედ ამის ხარჯზე მიაღწიონ წარმატებას. აქამდე, ირლანდიამ ყველა მატჩი მოგვიგო და ამაში ლოგიკის რაღაც მარცვალი უნდა ვეძიოთ.

ჩემი აზრით, "მარცვალი" მეტოქის უკეთეს ფიზიკურ მომზადებაშია. ვიხსენებ საქართველოს ნაკრების ყველა წაგებას "სამყურებთან" და მივდივარ ერთადერთ დასკვნამდე: ირლანდიელებთან მატჩების კონკრეტულ მონაკვეთებში საქართველოს ნაკრები, უბრალოდ, დაიღალა.

ჩვენ ერთადერთი გამოსავალი გვრჩება - დუბლინში არამც და არამც არ უნდა დავიღალოთ! წინააღმდეგ შემთხვევაში, ძალიან გაგვიჭირდება. გოგუა თითქმის არასოდეს იღლება მინდორზე და ეს მისი დიდი პლუსია.

ჩემი აზრით, წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა გოგუა ჭირვეული ფეხბურთელი იყო. ის ახლა საფეხბურთო სიმწიფის ასაკშია და თავად იცის, რომ მეტი მოეთხოვება. მე ძალიან მტკივა გული იმის გამო, რომ ის ჯერაც ვერ იქცა შეუცვლელ ფეხბურთელად საქართველოს ნაკრებისთვის - როგორც სუბიექტური, ისე ობიექტური მიზეზების გამო. ამის გამოსწორება ჯერ კიდევ შესაძლებელია.

არ შეგვეშინდეს!

ირლანდიის ამ ფორმაციის ნაკრებს, და დიდწილად უელსსაც, ერთი ზნე სჭირს: საშინაო მატჩებში, განსაკუთრებული მხარდაჭერის ფონზე, იმედი აქვს, რომ ადრე თუ გვიან პირობითი აუტსაიდერი დაფრთხება და საკუთარ თამაშს მოახვევენ თავს. ამიტომ, დუბლინსა და კარდიფში არამც და არამც არ უნდა შეგვეშინდეს! უნდა ვითამაშოთ რწმენით და თავდადებით. უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენ ეს შეგვიძლია.

ტაქტიკა

აღარ უნდა განმეორდეს ის, რაც ავსტრიასთან შეხვედრის პირველ ტაიმში მოხდა. საქართველოს ნაკრებმა, თუნდაც გასვლით თამაშში, უარი უნდა თქვას ზედაცვით ტაქტიკაზე. უნდა გვახსოვდეს - რაც დამოუკიდებელ თუ საბჭოთა ხანის ქართულ ფეხბურთს წარმატებები ჰქონია, სულ შემოქმედებითი ფეხბურთის დამსახურებით ყოფილა.

უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ საუკეთესო თავდაცვა შეტევაა. რა თქმა უნდა, ყველა შემთხვევაში დაცული უნდა იყოს ბალანსი. უბრალოდ, მხოლოდ დაცვაზე ფიქრი კარგს არაფერს მოგვიტანს.

რას უნდა ავერიდოთ...

ავსტრიასთან მატჩის წინ არაერთხელ დავწერეთ, რომ საქართველოს ნაკრები აუცილებლად უნდა არიდებოდა ჯარიმებს საკუთარი საჯარიმოს მისადგომებთან. სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელ-ფეხბურთელებმა ეს ვერ გაითვალისწინეს და ამის გამო უმკაცრესად დავისაჯეთ.

დღეს სტანდარტული სიტუაციების ხეირიანად შესრულება ყველა გუნდმა ისწავლა, მაგრამ არავის შეუცვლია ერთი დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც, ბრიტანული ნაკრებები განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ამგვარ სიტუაციებს და კარგადაც ასრულებენ მათ.

ასე რომ, მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ და შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ ჯარიმებს. ირლანდიისა და უელსის ნაკრებთა ფეხბურთელები დიდებულად თამაშობენ "მეორე სართულზე". მეტიც - ეს ირლანდიის ნაკრების მთავარი კოზირია.

გასაგებია, რომ მათ აღარ ჰყავთ რობი კინი - ლეგენდარული ფორვარდი, ვისაც არაერთხელ დაუდვია ჩვენი ცოდვა და მისი არყოფნა გარკვეული შვებაა ჩვენთვის, მაგრამ ირლანდიას ჰყავს სხვა ყოჩაღი შემტევი ბიჭები და ისინი მეტოქეს შეცდომას არ პატიობენ.

მოკლედ, ასი თვალი და ყური გვჭირდება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bebeto

რომელ რეკლამაზე ლაპარაკობ თავისას კი ამტკიცებს მაგრამ ნაკრებში არავინ უძახის და რა აზრი აქ მაშინ ნაკრებისთვის, ამაზეა აქ ლაპარაკი.ითამაშებს მაშინ თავისთვის და წყნარად დაამთავრებს კარიერას, ამით ნაკრებს რა ხეირი მერე.

• devi

რად უნდა გოგუას რეკლამა ამტკიცებს ტავისას

• devi

ეს სტატია გოგუას რეკლამა უფრო არის ვიდრე სასარგებლო აზრის მიწოდება. კომენტარებიც უაზრო და არაფრის მომტანია.

• სირბილის სწავლების ცენტრი

ავსტრიასთან თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა თუ სად არის ჩვენი ნაკრების ადგილი. ფეხბურთელებმა თვითონ უნდა უშველონ საკუთარ თავს. დროა მიხვდნენ, რომ სირბილის სასწავლად მარტო ფიზმომზადების მწვრთნელი საკმარისი არ არის და კარგი ფსიქოლოგი მოძებნონ, რადგან ფსიქიკა განსაზღვრავს ადამიანის ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესების ხარისხს.

• Dudi

Kvekvesqiris ar tamashi iyo didi shecdoma chveni geniosis da shedegsac miaxwevs.gamoja.teldeba magram azri?mainc tavad rac unda imas izams aravin ar miscems shenishvnas.

• bebeto

გოგუას შეუძლია საყრდენად თამაში,უნდა დაუძახონ რადგან საყრდენ ნახევარმცველებს პრობლემები აქვთ, ისედაც ეს ფეხბურთელი იმსახურებს ნაკრებში თამაშს,ერთი კიდევ კობახიძე აუცილებლათ ძირითადში იმიტომ რომ მაგარ ფორმაშია.

• gio

შონიაღა აკლდა ნაკრებს და ეგ არი შონია ხელოვნურს არის შეჩვეული და ბუნებრივმა ბალახმა არუხამოს სასაცილოა უკვე ეს ყველაფერი ხალხო ვინ შონია ანანიძემ ძლივს გამოიXედა შენზე 5 თავით მაგარ ლიგაში თამაშჰობს და შონიაო საქართველოს ჩემპიდან არავინ არუნდა იყოს ნაკრებში ამას ჩვენი ჩემპი გვანახებს...

• kaxeli papa

ალალად ვიტყვი:არ მგონია ავტრიაზე სუსტი გუნდი ყავდეს ვინმეს, ვერ მოვუგეტ და ახლა ცუდ სიტუაციასი ვარტ. მწვრტნელებს ტყუილად ვუხდიტ ხელფასს, ამიტომ ჯობია ქარტველი მწვრტნელი, ქარტულ ოჯახს მაინც გამოვკვებავტ ქარტული ფულიტ.

• merabi

ლორია,კაშია,კვერკველია, ოქრიაშვილი,ანანიძე,ყაზაიშვილი...მიჭირს გაგრძელება... იმიტომ ვართ 137-ე ადგილზე

• korben dallas

ამ ციკლში ჯერ ერთი თამაში ჩატარდა და ბასკო უკვე მომავალ შესარჩევზე ფიქრობს... ოჰ, დიდო ილია, შენ რა გითხარი. რამ დაგაწერინა "აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენია"-ო DDDDD

• beso

ვაა დაანებეთ საბჭოთა დროინდელ ქართულ ფეხბურთს თავი აღარ არი ის დრო, სხვა დროა არანაირი მნიშვნელობა აღAრ აქვს მაშIნ როგორ ვთამაშობდით. ვერ გამოდიხართ ილუზიებიდან და იმიტო გაქვთ დიდი პრეტენზიები ფეხბურთელებთან

• kika

ჩვენ რაცარუნდა ვიძახოთ ვაისი მაინც გაუგებრად დააყენებს ძირითად შემადგენლობას. ყოველთვის გვტოვებს ხოლმე გაკვირვებულს ხალხს უცნაური ძირითადით.

• Eric cantona

გოგუა, ყენია და ისეთი მოთამაშეები ვისაც კონფლიქტი აქვს მწვრთნელთან და ფებურთელებთან არავის უნდა ნაკრებში და მაგიტომაც არ იძახებენ. რამდენჯერაც გამოიძახეს იმდენჯერ აურიეს, ამიტომ შანსების მიცემის ლიმიტი ამოწურეს. კითხვაზე როგორ უნდა ვითამაშოთ, პასუხი არის ერთი, კარგად და უნდა ქულა მაინც უნდა ავიღოთ. სხვა შედეგი უკვე დამშვიდობებას ნიშნავს 2018 მ.ჩ.-თან. ამ შემართებით და შეგნებით თუ გავა ყველა მოედანზე არის იმის ალბათობა რომ დადებითი შედეგი დადონ.

• Malkhaz

კატეგორიულად მოვითხოვ, ნაკრების შეკრებაზე გამოიძახონ ბათუმის "დინამოს" კაპიტანი, საყრდენი ნახევარმცველი, 26 წლის თეიმურაზ შონია, რომელსაც საქართველოს ჩემპიონატში 161 მატჩში 34 გოლი აქვს გატანილი და აქედან ნახევარზე მეტი შორეული დარტყმებით.

• dato-ს

ეგ შემადგენლობა ბევრს ვერფს მიაღწევს. ბევრს კი არა საერთოდ ვერაფერს

• Beso

Goguaaaaa

• basko

გოგუა? ბარემ მენთეშაშვილსაც დაუძახეთ,ხიზანა დააბრუნეთ, ახალგაზრდულიდან უნდა აირჩეს კადრები რომ ბირთვი შეიკრას და მომდევნო ციკლს მაინც დავხვდეთ ცოტათი ძლიერად, ახალ მკვდრებს ნუ დაამატებთ, მკვდარი მწვრთნელი რო გვყავს ეგეც გვეყოფა სხვებს რო თავი დავანებოთ...

• mmm

რომ არ დაიღალო ამისთვის საჭიროა დიდი შრომა ბავშვობიდან ეხლა უკვე გვიანია და კიდევ რომ ამოიჩემებთ ორ-სამ გვარს ალბათ ახლობლებისას ისინი რა ლეგენდები არიან თუ რა გვინახავს მათი თამაშიც

• ledi

გოგუას ყველა ადგილას სეუზლიაო ტამასი რომ წერტ მასინ რტომ არ იტამასა სდაც ქეცბიამ უტხრა იტმასეო ამდენი პეხბურტელები უტამასებელი ტუ არიან რას დამჯდარან სკამებზე დაბრუნდენ საქარტველოსი და სეიქმნება ზლიერი ცემპიონატი და მასინ ვინც იქნება მაგარი კი ბატონო გაიყიდოს 10 მილიონზე ნაკლები არ უნდა გირდეს ისეტი ზლიერი უნდა იყვეს ეხლა ტუ საქარტველოს ცემპიონატის ბობარდირი გახდა ვინმე არიქა მაგარიო და ორკაპიკატ ყიდიტ ხოლო ორკაპიკიანი პეხბურტელები კი ზიან და ხეხავენ სკამს დ ასეტი პეხბურტელებიტ გინდატ მოუგო უელეს და ირლანდიას ქეცბა მარტალი იყო რომ ტქვა არგვყავს პეხბურტელებიო

• bajo

გოგუა და გვილია უნდა გამოიზახოს აუცილებლად

• [p

გოგუა აუცილებლად საჭიროა გუნდში! დაუძახეთ გოგუას რაგჭირთ , ხალხი ითხოვს გოგუას!

• შოკირებული გულშემატკივარი

არ უნდა დავიღალოთო წერთ და ამათაც არ სიამოვნებთ რო იღლებიან:))) ვინმემ უთხრას რა გააკეთონ რო არ დაიღალონ და აღარ დაიღლებიან:)))

• saba

კობახიძე ჭანტურიაზე და ოქრიაშვილზე უკეთეს ფორმაშია და იმსახურებს ძირითადს

• დათო

ლორია-კვეკვესკირი,კაშია,კვირკველია,ნოვალოვსკი-კანკავა,ანანიძე-ოქრიაშვილი,ყაზაიშვილი,ჭამტურია-მჭედლიძე...ეს შემადგენლობა თუ ჯანმრთელად და ნორმალურ ფორმაში იქნება ნებისმიერ გუნდთან შეიძლება თამაში...

• ჰაჰა

მეცინება. ეს სტატიები როგორ გავს ერთმანეთს/ მჭედლიძე, ყენია, გოგუას იმედზე რომ ვართ, იმიტომაც არის საქმე კარგად. შეეშვით ამ გვარების ფრიალს, თამაშს იგებს გუნდი, შეკრული, კოლექტივი.

• ზურა

ავსტრიასთან მატჩში არ იყო ოპტიმალური შემადგენლობა ეს მწვრტნელის დამსახურებაა რაღატო იწვევს ცისკარიძეს მითუმეტეს დაცვაში პრობლემები გვაქვს ადრე კარგი შთაბეჭდილება დატოვა სულ ცოტა ხნით როცა ითამაშა. სად იყო კვეკვესკირი ამჟამად უკეთეს ფორმაში იყო ვიდრე დაოშვილი რომელიც არ ჩანდა საერთოდ. სანამ გვიან არ არის გეგუჩიძე მოიყვანონ პირველ ნაკრებში, ქართველი უნდა იყოს აუცილებლად ამ ეტაპზე.

• levani

კობახიძეზე რატო არაფერს ამბობთ? თუ ბევრი გვყავს ეგეთი?

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]