ირლანდიის ნაკრები დუბლინში 6 ოქტომბერს, საქართველოს ნაკრებთან გასამართავ შეხვედრას საკადრო პრობლემებით ხვდება
6 ოქტომბერს დუბლინში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიას დაუპირისპირდება. ჩვენი მეტოქის ბანაკში საკადრო პრობლემებია, რომელთა შესახებაც თანამიმდევრობით ვისაუბროთ.

ირლანდიელებს განსაკუთრებით აშფოთებთ რობი ბრეიდის არყოფნა. ის ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. ბრეიდი "მანჩესტერ იუნაიტედის" საფეხბურთო აკადემიაში აღიზარდა, შემდგომ თამაშობდა "ჰალში", ახლა კი "ნორვიჩის" გამორჩეული ფეხბურთელია. ბრეიდიმ თითქოს მოირჩინა ტრავმა და გუნდსაც დაუბრუნდა, მაგრამ ნატკენი გაუმიზეზდა და საეჭვოა, ითამაშებს თუ არა საქართველოს ნაკრებთან დუბლინში.

24 წლის ფეხბურთელს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ირლანდიელთა დამრიგებლის, მარტინ ონილის ტაქტიკურ სქემებში. ბრეიდიზე მწვრთნელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მის გარეშე ირლანდიის ამ ფორმაციის ნაკრების წარმოდგენა ძალიან ძნელია.

ბრეიდი ირლანდიის უპირველესი გუნდის სამსახურში 2012 წლიდან დგას და 27 შეხვედრაში 6 გოლი შეაგდო.

ასევე საეჭვოა დაშავებული დარენ გიბსონის თამაში. "ევერტონის" 28 წლის ნახევარმცველიც, ბრეიდის მსგავსად, "მანჩესტერის" საფეხბურთო აკადემიაში აღიზარდა და არაერთი მატჩიც ჩაუტარებია ამ გუნდში.

სხვადასხვა დროს გიბსონს უთამაშია ბელგიურ "ანტვერპენსა" და "ვულვზში". ისიც მნიშვნელოვანი ფიგურაა ირლანდიელებისთვის - ეროვნულ გუნდში 2007 წლიდან იწვევენ და ნაკრებში 27 მატჩი ჩაატარა (1 გოლი).

საქართველოს ნაკრებთან ირლანდიას შეიძლება კიდევ ერთი ფეხბურთელი დააკლდეს - ევერტონელი ჯეიმს მაკარტი. ის 25 წლისაა და, ბრეიდისა არ იყოს, ირლანდიის ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ითვლება,

მაკარტი ეროვნულ გუნდში 2010 წლიდან თამაშობს. მის ანგარიშზე 39 მატჩია. როცა ჯანმრთელადაა, მუდამ ირლანდიის ნაკრების ძირითადშია, მას მინდვრის ცენტრში დიდი მოცულობის სამუშაოს გაწევა შეუძლია.

ეს სამი მოთამაშე, რომელიც, შესაძლოა, ირლანდიის ნაკრებს დააკლდეს, ამპლუით ნახევარმცველია, ასე რომ, ეს თუ მოხდა, მარტინ ონილს საქმე გვარიანად გაურთულდება შუა ხაზში.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

levani kaxeti
საწყალი ირლანდიელები, შემცვლელები აღარ ჰყავთ ალბათ! მოდით მიწაზე დავეშვათ რაა! იმდენი მაღალი კლასის მოთამაშე ჰყავთ, რომ ბარე ორ ნაკრებს გააკეთებენ. ეს ერთი ჩვეულებრივი ხრიკია და მეტი არაფერი. იციან ჩვენი ხასიათი.
შოკირებული გულშემატკივარი
ახლა ჩვენ გაზრდილ შანსებზე მოგვიყევით:)))
svani
დიდი შეღავათი))))))))) კი ფეხბურთელები თუ არ ეყოლებათ 11 - 8 ზე მოვუგებთ მგონი)))) ან თუარ გამოცხადდებიან საერთოდ უკეთესი 3:0 მოგება ჩაგვეწერებააა))))))))
haha
ირლანდიელები დარწმუნებული ვარ თამაშის წინ საქართველოს ნაკრების პრობლემებზე მხოლოდ გაკვრით იტყვიან. სამაგიეროდ დაგვიწყებენ ქება დიდებას/ აუ რაგვეშველებაო. სამაგიეროდ მატჩის მერე იბლატავვებენ.
zura
ისე ფეხბურთელები თუ არ ეყოლებათ შეძლება მოვიგოთ(((
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
კონკურენტი ვიტინიასთვის - პსჟ რუსი შემტევის შეძენას გეგმავს
კონტე: იტალიის ნაკრების მწვრთნელად კონტეს ავირჩევდი
U16 | კოსოვო 1:2 საქართველო - პირველი ადგილი უეფას განვითარების თასზე
Liverpool Echo: "ლივერპული" კატასტროფის წინაშე - მამარდაშვილისთვის შესაძლებლობაა დაამტკიცოს, რომ ალისონის ხანგრძლივვადიანი მემკვიდრეა
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
მ/ჩ 2018. შესარჩევი. ევროპა. D ჯგუფი. IX ტურის წინ: გაინაღდებს სერბეთი?
მარტინ ონილი: ფიფას რეიტინგის არ მჯერა - საქართველო რთული მეტოქეა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
ჯოვანი ტრაპატონი: საქართველოსთან შანსს ნაკრების "პერიფერიულ" ფეხბურთელებს მივცემ
ირლანდია VS საქართველო - დროა, ეს ისტორია დასრულდეს
ქართველების წინააღმდეგ ირლანდიას შეინ ლონგი უკაპიტნებს
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ჩალეწილი კბილები და ბევრი სისხლი: საშინელი ფაქტი "ჩელსის" მატჩის დროს [VIDEO]
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს
მარტინ ონილი: საქართველოსთან მხოლოდ რთულ თამაშს ველი
ირლანდიური მედია: კაშიამ ბრეიდი ენის გადაყლაპვისგან იხსნა [VIDEO]
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
ევრო 2016. E ჯგუფი. იტალია-ირლანდია: ბრეიდის გმირობა [VIDEO]
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ "ჩელსი" და "ევერტონი" დააჯარიმა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
მეტოქე: ონილმა ირლანდიის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ