იმედია, წლების შემდეგ მაინც გვეღირსება ის ფეხბურთი, რომელსაც უსტადიონობისა და რაიონებში ფეხბურთის ჩაკვლის გამო ვერ ვთამაშობთ
ფოტოზე: სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონი რაჭაში

უეფას ახალი პრეზიდენტის, ალექსანდრ ჩეფერინის სიტყვები საქართველოში ბევრს გულზე მოხვდა, მაგრამ ეს რეალობაა: სლოვენიაში (რომლის მოსახლეობაც 2,1 მილიონია) 40 ათასი მოთამაშე ყოფილა. ეს თითქმის ოთხჯერ მეტია, ვიდრე 3,5-მილიონიან საქართველოში, სადაც სულ 11 ათასი რეგისტრირებული ფეხბურთელია...

წინსვლის გარანტია

...თუმცა რა გვიკვირს, ევროპის ჩემპიონატის დროს კიდევ უფრო გასაოცარი ციფრები შევიტყვეთ: 340-ათასიან ისლანდიაში 23 ათასი ფეხბურთელია, მათ შორის, 8 ათასი - ქალბატონი. ანუ ამ კუნძულზე ბურთს თითქმის იმდენივე გოგონა დასდევს, რამდენი ვაჟიც - საქართველოში, სადაც ათჯერ მეტი მოსახლეა.

თავის დროზე, ამ საკითხებზე ყურადღებას ჯერ კიდევ "ჩვენი ფეხბურთის" დამფუძნებლები - ლევან ყიფიანი, გოჩა ჯამარაული და მიხეილ ყაველაშვილი ამახვილებდნენ. ფეხბურთის ფედერაციის ამჟამინდელმა ხელმძღვანელობამ კი ფეხბურთის მასობრიობისთვის უკვე მეორე პროექტის განხორციელება დაიწყო: ჯერ იყო თბილისის სამოყვარულო 16-გუნდიანი ლიგა, რომელიც წლეულს გაფართოვდა, უკვე რაიონებშიც ჩატარდება და 250 გუნდი და 5 ათასამდე მოყვარული ითამაშებს.

მასობრიობისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია თბილისის უბნების ჩემპიონატი, რომელიც 30 სექტემბერს დაიწყო. ეს ერთ-ერთია იმ პროექტებს შორის, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით ტარდება და ქვეყანაში ფეხბურთის მასობრიობის ზრდასთან ერთად, მიზნად ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციასაც ისახავს.

ტურნირი ხუთ დღეს გაგრძელდება. მოყვარულ და მოქმედ ფეხბურთელებთან ერთად, მასში საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრებიც ითამაშებენ. ტიტულისთვის 16 გუნდი იბრძოლებს: 15 - თბილისის უბანს წარმოადგენს, ერთიც ფეხბურთის ფედერაციამ ჩამოაყალიბა. თამაშები ღია ცის ქვეშ, "მზიურში" (რამიშვილის ქ. 31) მდებარე სტადიონზე გაიმართება, ფინალი კი 4 სექტემბერს დაიგეგმა. გამარჯვებულ გუნდებს ფულადი პრიზები გადაეცემათ, ხოლო გამორჩეულ ფეხბურთელებს - ჯილდოები.

სტადიონები ყველა რეგიონში

ამ პროცესის ნაწილად აღიქმება ის ამბავი, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა: სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით რეგიონებში ძველი საფეხბურთო მოედნების რეაბილიტაცია იწყება. მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ფეხბურთის ფედერაციის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ ცაგერის, ამბროლაურის, ონის, ქუთაისის, მარტვილისა და ტყიბულის სტადიონები დაათვალიერეს, ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად სტადიონებზე არსებული მდგომარეობა შეაფასეს და მათი რეაბილიტაციისთვის შესაბამისი გეგმებიც მოხაზეს.

წლეულს რეგიონული ლიგის მონაწილეთა რაოდენობა 21 გუნდით გაიზარდა და ცხადია, სტადიონები არასაკმარისია. აქედან გამომდინარე, ძველების რეკონსტრუქცია გახდა აუცილებელი. სამინისტროს პრესრელიზიდან შევიტყვეთ, რომ ფეხბურთის ფედერაციის დახმარებით მოედნები უეფას სტანდარტების მიხედვით მოეწყობა. ამის მიზანი კი ის არის, რომ ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს შესაძლებლობა მიეცეთ, რეაბილიტირებულ სტადიონებზე, საქართველოს უმაღლესი ლიგის მატჩების გარდა, ახალგაზრდებს შორის საერთაშორისო რანგის შეხვედრებსაც უმასპინძლონ.

ამ სტადიონების რეაბილიტაციის გარდა, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში 2017 წლის ივნისისთვის 10 საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა უნდა დასრულდეს.

ეს ყველას საქმეა...

ამ თემას სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ: ცნობილია, რომ ბოლო წლებში, სხვადასხვა მიზნით, არაერთი მოედანი თუ არენა გადასცეს კერძო საკუთრებაში და სტადიონების რაოდენობა უფრო და უფრო შემცირდა.

ბოლო მაგალითი წყნეთში მოხდა, სადაც სტადიონის ტერიტორია გაიყიდა და იქ მშენებლობა დაიგეგმა, დაბა კი უსტადიონოდ დარჩა. არადა, ზაფხულში ბავშვების მოსამზადებლად წყნეთი იდეალური ადგილია. მაგრამ პრივატიზაციისას ამას ვინ დაგიდევდათ?..

რაც მეტ რაიონსა და სოფელს მოიცავს ფეხბურთი, მით უფრო გაიზრდება ძველი სტადიონების გასხვისების იმედი. სამინისტროსა და ფეხბურთის ფედერაციის ეს ნაბიჯი კი მინიშნება იყო, რომ ეს სტადიონები მათი ინტერესის სფეროშია და რომ მათ არავინ გაეკაროს.

ასე უფრო რეალური გახდება ფეხბურთის ფედერაციის ჩანაფიქრი, რომლის მიზანიც არის, ყველა სოფელში ჩამოყალიბდეს გუნდი და მოეწყოს სტადიონი. დიდი ფეხბურთი მხოლოდ ასე გაგვიცოცხლდება. ეს კი ყველას საქმეა - ფედერაციის თავკაცებისაც და მის მიღმა დარჩენილებისაც.

და თუ ეს პროცესი გაგრძელდება, იმედია, წლების შემდეგ მაინც გვეღირსება ის ფეხბურთი, რომელსაც სწორედ უსტადიონობისა და რაიონებში ფეხბურთის ჩაკვლის გამო ვერ ვთამაშობთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Dragonfly
რაგბი და ფეხბურთი არასოდეს შეადარო ჩემო ძმაო. თუმცა მათ ყველაფერი ღირსეულად და დამსახურებულად მოიპოვეს!!! ფეხბურთი სულ სხვა რამ არის.
gia
ტუ ეს განხორციელდა და საარცევნო ტყუილი არ ახმოცნდა ცალიან კარგი იქნება
დათო
მარტო სტადიონების მშენებლობით არ ეშველება ფეხბურთს.რაგბისტებს სულ არჰქონდათ სტადიონი ისე მოიგეს პირველად ერთა თასი.მარტო სტადიონები არ არის პრობლემა
გოგა
კარგი ჩანაფიქრი კი არის, მაგრამ საინტერესო ისაა ვინ უნდა ითამაშოს, მაგალითად ონის რეაბიტილებურ სტადიონზე? ზემო რაჭაში ხომ კატასტროფული სიტუაციაა მიგრაციის მატების მხრივ? ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, მთლიანად ონის რაიონში მოსწავლეთა რაოდენობა 550-ზე ცოტა მეტია. 600-მდეც არ აღწევს. კარგ წამოწყებას შედეგი მაშინ ექნება თუ მას საფუძველიც მყარი აქვს. მივესალმები მაგრამ.......
zaza
ეგებ მე ვცდები,მაგრაგ სად არის ბავშვთა ფეხბურთის დახმარება?სახლს ისევ სახურავიდან ვაშენებთ?
sake
უკვე ყელში ამოვიდა ეს თვალთმაქცური დაპირებები,ყელში ამოვიდა დაპირებები ელდორადოს შექმნისა ქართულ ფეხბურთში,რეალურად კი ვხედავთ ცვდანი ხალხის (საფეხბურთო მამების)ბაქი-ბუქს.
OMARI
ბათუმმა რა დააშავა? 15 წელია სტადიონი არ გვაქს
Dragonfly
მითხოვნა უნდა იყოს ყველა უმაღლესი ლიგის გუნდს ქონდეს აუცილებლად მაღალი ხარისხის სავარჯიშო მინიმუმ ორი მინდორი!!!!
Dragonfly
და რაც ყველაზე მთავარია პროფესიულ ლიგებში თამაშები აუცილებლად უნდა ჩატარდეს კარგ მინდვრებზე. არ შეიძლებს თამაში ფოთში ქიბულეთში ლანხუთში ბოლნისში და არც ერთ ხელივნირზე რომლებიც ყველაზე დაბალი ხარისხისაა
Dragonfly
გაკეთებულს შემდგომ მოვლა და შენარჩუნება უნდა და ეს ერთერთი საზრუნავია. ფოთში, ანაკლიაში და ლანჩხუთში დაგებული უმაღლესი ხარისხის მინდვრები მოუვლელობის გამო განადგურდა და წყალში გადაიყარა ის ფული. ასეთი რამ აღარ უნდა განმერდეს
Dragonfly
კარგი იდეაა და სწორი მიმართულება.დიდი შრომაა გასაწევი ეს ადვილი საქმე არაა.
qutaiseli
ამგენს რო დაენგრიატ ეგეთი რაიყო დასანგრევი სტადიონი ამ მთავრობამდე იმდენი დაინგრა და განადგურდა მეტი რაღა უნდა დანგრიონ ამათმა.დდ
ramazi
kashurshi,suramshi,axalcixeshi ackurshi agarashi qarelshi gaketet sadionebi ese qalaqbis saqrtvelosia
გიორგი
ეგ ყველაფერი ლამაზი სიტყვებია. აბა როგორ გავიგოთ როცა აშენებულს ანგრევს, თუნდაც ჯიქიაზე ღამით რო შეცვივდნენ ბულდოზერები. ერთი ხელით აშენება მეორეთი დანგრევა რაღაც არ ემთხვევა. ძალიან მინდა ვცდებოდე
bebeto
სტადიონებიც უნდა გაკეთდეს და აკადემიები თითო რეგიონში, სადაც ბავშვებს მოამზადებენ დასავლეთ საქართველოში ერთი აკადემია მაინც უნდა იყოს სადაც ბავშვი ნორმალურად მოემზადება და ყველა თბილისში არ გაიქცევა.
haha
სტადიონებს კი არ აშენებენ, მინდვრებს გააკეთებენ და შემოღობავენ. ყველა სოფელში საფეხბურთო სკოლა კი არა საშუალო სკოლა არ გვაქვს. ზოგიერთი რა ჩასაფრებულია. ნუ შეუშვებენ ძროხებს იმ მოედნებზე და არ გაფუჭდება.
Fsiuuu
მარტო სტადიონი სოფლად არაფერს არ დაეხმარება ფეხბურთს, მიზეზი ის არის რომ ამჟამადაც არის თითქმის ყველა სოფელში მინდვირს სტადიონები, მაგრამ არავინ უვლის და არც არავინ თამაშობს (სოფლის ბავშვებს ვგულისხმობ) თუ სკოლები არ გაიხსნა რაიონებში და სოფლებში აზრი არ აქვს მარტო სტადიონების აშენებას.
"სჯობდა საერთოდ არაფერი ეთქვა" - კომპანიმ მოურინიო გააკრიტიკა
უარი კერიკს - "რაშფორდს" "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნება არ სურს
"თუ თქვა, ესე იგი ასე იყო, ვინისიუსს ვენდობი" - არბელოამ ბრაზილიელი დაიცვა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
20 წ. | აფრიკასთან ბრძოლაში დავმარცხდით
შენგელიამ ნაკრებთან თამაშის დღეს ივარჯიშა | ჯიკიჩმა მატჩისთვის 12 მოთამაშე შეარჩია
ლიპარტელიანი და გადელია ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ - ტაშკენტის გრანდ სლემის პირველი საშეჯიბრო დღე
როლანდ გელოვანის ხსოვნის ტრადიციულ ტურნირს ვერის ბაღის დარბაზმა უმასპინძლა
ევროპა ლიგაზე პლეი-ოფიდან 1/8-ფინალში გასული გუნდები გაირკვა
კონფერენს ლიგა: მორჩილაძის "რიეკა" მერვედფინალში გავიდა, სიგუას "ლოზანა" - ვერა
17-წლამდელებმა თებერვლის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის კვირის სიმბოლურში
"არსენალი" კვლავ ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტია - პსჟ მეხუთე პოზიციაზეა
"გალათასარაის" 1/8-ფინალში გასვლა ერდოღანმა მიულოცა
"რომელი გირჩევნიათ მერვედფინალში მეტოქედ, "ჩელსი" თუ "ბარსელონა"? - კვარაცხელიამ კითხვაზე უპასუხა
20 წ. | სამხრეთ აფრიკასთან მეორე მატჩისთვის 23 მორაგბე შეირჩა
"მესიმ ხელი არ ჩამომართვა" - ლაპორტამ არგენტინელთან მომხდარი ინციდენტი გაიხსენა
"ყველამ ვიცით, 1/8 ფინალში ვინც შეგვხვდება" - ტიბო კურტუა
"ამაზე კითხვებიც კი არ ყოფილა" - სპალეტის მომავალი გაირკვა
"შეგვიძლია თუ არა გასული სეზონის პსჟ გავხდეთ?" - ენრიკემ შეკითხვას უპასუხა
"ვიცოდი, რომ "იუვენტუსი" ჩვენს ცხოვრებას კოშმარად გადააქცევდა
[VIDEO] შენგელიას კარგი მატჩი ყოფილ გუნდთან - კაპიტანი ნაკრებში მარცხით მოდის
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
კურიოზი სფფ-ის ყრილობაზე: "ჯამარამ" ხომ საკმარისი ხმები მიიღო?..
დიდი დაბრუნებები ქართულ ფეხბურთში - ლევან ყენიას წინამორბედები
ლუკა გადრანი "ალავესშია" და ფიფასგან თამაშის ნებართვას ელის
სფფ-ის საპრეზიდენტო არჩევნები: რას ფიქრობენ ნაკრების ყოფილი წევრები?
გეგა გეგეშიძე: ვნანობ ჩემს საქციელს, ეს არ არის კარგი
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
თამაზ თევზაძე: ამის ავტორი ფეხბურთის ფედერაციაა?
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"გგონიათ, მაშინ ყველაფერი იდეალურად იყო და უკეთესი პირობები გვქონდა?"
შაბათს ექსფეხბურთელ ყაველაშვილს პრეზიდენტად აირჩევენ - გავიხსენოთ კარიერა
მიხეილ ყაველაშვილი: ეს ყველასთვის მიუღებელია, რა საქციელიც იყო ჩადენილი ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
"პატრიოტი და ღირსეული კაცია!" - გაზაევი ყაველაშვილის პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებამ აღაფრთოვანა
აირევა მონასტერი - უეფა ევროტურნირების სრულ რეფორმას გეგმავს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
უეფას პრეზიდენტმა ირაკლი კობახიძეს მიმართა - მსოფლიოს აჩვენეთ, რომ ანგარიშგასაწევი საფეხბურთო ძალა ხართ
ბელორუსთან თავი ფავორიტებად არ უნდა ჩავთვალოთ - გოჩა ჯამარაული - 31 ოქტომბრის დაიჯესტი
ინფრასტრუქტურა: ძიუდოს ახალი დარბაზები
"ნუ უყურებთ იმას, რომ ფეხბურთელია" - ჯანაშია ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
"ასე რომ მომხდარიყო, პსჟ-ში ვერ ითამაშებდა" - უეფა-ს პრეზიდენტმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
ყრილობა ფეხბურთში - სფფ-ის ახალ აღმასკომში 11 წევრი აირჩიეს
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
უეფას პრეზიდენტი: საქართველოს ნაკრებმა და კვარაცხელიამ ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინეს
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
გოჩა ჯამარაულმა გამგებლის 2 წლის ხელფასი გაჭირვებულებს გადაურიცხა
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
ქუთაისის "ტორპედო" წყალტუბოში "სამგურალთან" დამარცხდა [VIDEO]
"მოულოდნელად გაუჩინარდა, არავის დამშვიდობებია" - ქართველები, რომლებსაც "ციურიხში" უთამაშიათ