ბათუმის "დინამოს" 36 წლის მცველის თქმით, ქობულეთის მოედანზე ვარჯიში და თამაში წამებაა
დავით კვირკველიას კარიერა, რომელიც 17 წლის წინ ფოთის "კოლხეთში" დაიწყო, დღესაც გრძელდება. ამის მერე მან ითამაშა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", ზაპოროჟიეს "მეტალურგში", ყაზანის "რუბინში", მახაჩყალის "ანჟიში", "პანიონიოსში", ფამაგუსტას "ანორთოსისში", გორის "დილაში", "სამტრედიაში", მერე ისევ თბილისის "დინამოს" დაუბრუნდა, ახლა კი ბათუმის "დინამოშია". 2003 წლიდან იწვევდნენ საქართველოს ნაკრებში, სადაც 60 მატჩი ჩაატარა.

საინტერესოა, რომ კვირკველიამ სამი ქვეყნის თასის ფინალში ითამაშა: მოიპოვა საქართველოს თასი (2003, 2004), ხოლო რუსეთსა (2009) და უკრაინაში (2006) მისი გუნდები ფინალში დამარცხდნენ.

თითქოს, 36 წელი ფეხბურთელისთვის კრიტიკული ასაკი უნდა იყოს. მაგრამ ის დღესაც მშვენიერ ფორმაშია და მისი დამსახურებაცაა, ბათუმის "დინამო" "წითელ ჯგუფში" მეორე ადგილზე რომ არის. გამოცდილ მცველს ბათუმში ამპლუა შეუცვალეს - დაცვის მარცხენა ფლანგიდან ცენტრში გადასწიეს და მისთვის უჩვეულო ამპლუაშიც დამაჯერებლად გამოიყურება.

გამოცდილება, სანაკრებო დონეზე მიღებული სოლიდური პრაქტიკა და ჭკუა ბევრს ნიშნავს. რაც მთავარია, კვირკველია დღესაც ჯანზეა და, როგორც ამბობს, კარიერის დასრულებაზე ჯერ არც ფიქრობს.

- ბათუმის "დინამოში" გადასვლისას რა იყო გადამწყვეტი ფაქტორი? ის, რომ მშობლიურ ლანჩხუთთან და ოჯახთან ახლოს იქნებოდი, თუ გადამწყვეტი მხოლოდ ბათუმელთა წინადადება აღმოჩნდა?

- ბათუმის "დინამო" საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული სახელისა და ისტორიის მქონე კლუბია, უმაღლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ კი ან ლიდერებშია, ან ანგარიშგასაწევი ძალაა და როცა მიმიწვიეს, სიამოვნებით დავთანხმდი. მართალია, შარშან სამეულში ვერ მოხვდა, მაგრამ კარგად დაკომპლექტებულიც იყო და ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილებაც დატოვა. წლეულს კიდევ უფრო კარგი, შეკრული გუნდია და პოტენციალიც აქვს. ცხადია, იმანაც იმოქმედა, რომ სახლთან ახლოს ვიქნებოდი. ამიტომ, ყველა სხვა წინადადებაზე უარი ვთქვი.

- სხვაგან სად გიწვევდნენ?

- რამდენიმე ქართული და ერთი კვიპროსული გუნდიდანაც დამიკავშირდნენ. ცხადია, უცხოეთში წასვლა ცუდი ვარიანტი არ იქნებოდა. მაგრამ ჩემს ასაკში და თანაც - ოჯახური მდგომარეობით, ამისთვის მზად არ ვიყავი.

- ხელს რა გიშლიდათ?

- დიდი ხნის განმავლობაში უცხოეთში ვთამაშობდი და ვიცი, იქ გადასვლა რა სირთულეებთანაა დაკავშირებული. ახლა ოჯახთან ერთად ისევ აყრა, ისევ უცხო გარემოსთან შეგუება და ბავშვებისთვის ახალი სკოლის ძებნა ძალიან ძნელი იქნებოდა. მოკლედ, საქართველოში დარჩენა მერჩივნა. მიხარია, რომ არ შევცდი - ბათუმის "დინამოში" ძალიან კარგი სამწვრთნელო შტაბი და ბიჭები დამხვდნენ, საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეულად მეგობრული გუნდია.

- ბათუმის "დინამომ" სეზონი კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლო ორ ტურში ცოტა დაამუხრუჭეთ - შინ "სიონთან" და გასვლაზე "საბურთალოს" მხოლოდ თითო ქულა მოიპოვეთ, თან ერთი გოლიც ვერ გაიტანეთ. ეს რას უნდა მივაწეროთ?

- ყველა თამაშს ვერ მოვიგებთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ დაღმასვლა გვაქვს. სეზონი კარგად დავიწყეთ და მიმაჩნია, რომ ასეც გავაგრძელებთ.

- რამდენჯერმე გორის "დილაში" ცენტრალურ მცველად გამოუვალი მდგომარეობის გამო გათამაშეს. მაგრამ ბათუმში სწორედ თქვენთვის უჩვეულო პოზიციაზე მიგიწვიეს. ეს რამ განაპირობა?

- სხვათა შორის, თავის დროზე ცენტრში ყაზანის "რუბინშიც" დამაყენეს. მაგრამ ეს ამხანაგურ შეხვედრებში მოხდა. ბათუმში კი მიწვევისას მითხრეს, რომ ჩემს თავს ამ ამპლუაში ხედავდნენ. როცა გენდობიან, იმედები უნდა გაამართლო და მეც ვცდილობ, რაც შემიძლია, ბოლომდე დავიხარჯო და გუნდს მიზნის მიღწევაში დავეხმარო.

- სხვათა შორის, კარგად მახსოვს, რომ თბილისის "დინამოში" ერთ-ერთი საუკეთესო შეხვედრა 2003 წელს "ვიტ ჯორჯიას" წინააღმდეგ კიდევ უფრო უჩვეულო პოზიციაზე, საყრდენ ნახევარმცველად ჩაატარეთ. დღემდე მიმაჩნია, რომ საქართველოს ჩემპიონატში მსგავსი თამაში ბევრს საყრდენს არ უჩვენებია...

- ეს მატჩი მეც ძალიან კარგად მახსოვს, რადგან ამ შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძემ ეროვნულ ნაკრებში პირველად გამომიძახა. მაშინ "დინამოს" ივო შუშაკი ავარჯიშებდა და ისე მოხდა, რომ საყრდენები დაშავდნენ. შუშაკმა მითხრა, მოედნის ცენტრში უნდა ითამაშოო. როცა გუნდში კონკურენციაა, რაც უნდა უჩვეულო პოზიციაზე დაგაყენონ, უნდა დაამტკიცო, რომ ნებისმიერ დავალებას შეასრულებ და ძირითად შემადგენლობაში მოხვედრას იმსახურებ. ასეთია ფეხბურთი და მე ვერ შევცვლიდი. მაგრამ მიღებული ნორმები უნდა გამეთვალისწინებინა და მწვრთნელის ნებისმიერი დავალება შემესრულებინა.

- ეტყობა, ცენტრალურ მცველად გამოცდილება გათამაშებს. რაც უნდა იყოს, 36 წლის ხართ და ასაკი თავისას შვრება...

- რა თქმა უნდა, თორემ მთელი ცხოვრება მარცხენა ფლანგზე დავრბოდი. გამოცდილება ბევრს ნიშნავს, უფრო ლაღად ხარ, თავს უფრო აკონტროლებ და ბავშვურ შეცდომებს აღარ უშვებ. მაგრამ ამ პოზიციაზე სათამაშოდ ჭკუაც გჭირდება. მე კი, ეტყობა, დავღვინდი და გუნდისთვის ამ პოზიციაზე უფრო სასარგებლო ვარ.

- ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებზე რას იტყოდით?

- გუნდში დიდი და ჯანსაღი კონკურენციაა. ეს ყველას ეხმარება, რომ მონდომებით ივარჯიშოს და ნებისმიერ დროს მოედანზე გასასვლელად მზად იყოს. ამით გუნდი ძლიერდება,მაგრამ კონკურენციის მიუხედავად, მეგობრობა რჩება.

- სტატისტიკას რომ გადავხედე, 5 ქვეყნის 11 გუნდში გითამაშიათ. რომელიმე მათგანს ისეთ უხარისხო მოედანზე უთამაშია, როგორზეც ბათუმის "დინამოს" უწევს თამაში?

- ქობულეთის სტადიონის მსგავსი საფარი არსად მინახავს. წარმოუდგენელიც არის, რომ რუსეთში, უკრაინაში, კვიპროსში ან საბერძნეთში უმაღლესი ლიგის გუნდს ასეთი მოედანი ჰქონდეს. ვიცით, სტადიონის დირექცია ცდილობს, საფარს ისე მოუაროს, მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში რომ იყოს. მაგრამ ისინი საკუთარი სახსრებით საფარს ვერ შეცვლიან.

მესმის, რომ საქართველოში დიდი ფული არ არის. მაგრამ ფეხბურთის განვითარება თუ გვსურს, უპირველესად, ეს მოედნებიდან უნდა დაიწყონ. ქობულეთის სტადიონზე ვარჯიში და თამაში კი წამებაა. ახლა აგრილდა და ვარჯიში კიდევ შესაძლებელია. მაგრამ როგორც კი დაცხება, იქ შესვლა არ შეიძლება - ნამდვილი ჯოჯოხეთია. როცა ვთამაშობთ, ასე მგონია, საკონცენტრაციო ბანაკში ვართ ჩაკეტილები...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zviad
საკონცენტაციო ბანაკიო ბიჯო
guruli
erti sezoni guriashi etamasha,fulis mona kazi!
სურებელი
საამაყო ქართველი და მაგარი სპორცმენი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[სპეციალისტის აზრით] "ჩიხურამ" და "ბათუმმა" კარი როგორმე "მშრალად" უნდა შეინახონ
16 წელი ისტორიული გამარჯვებიდან - 2003 წლის 30 აპრილი. საქართველო-რუსეთი 1:0 [VIDEO+PHOTO]
ვიტალი დარასელიას თასი: ეს მარცხი არ არის კატასტროფა, მაგრამ... [VIDEO]
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
დინამო(ბთ)-იაგელონია 0:1 - მონდომებას კლასმა აჯობა [VIDEO]
რუსეთის დამარცხება ასათიანის გოლით, "ბარსელონასთან" მოგება... - ინტერვიუ ფოთის "კოლხეთის" მწვრთნელთან...
"კოლხეთის" მწვრთნელად კლიმენტი წიტაიშვილი დანიშნეს
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!
[ექსკლუზივი] რომან ფიფია: ისეთი ლეგიონერები ჩამოვლენ, გაგიხარდებათ!..
"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?
ბათუმის "დინამო" უკრაინელმა ლეგიონერებმა დატოვეს
"ისეთები გვითხრა, მზად ვიყავით რუსეთის ნაკრები შეგვეჭამა!" - ლადო ბურდულმა მოჰყვა, როგორ აუმაღლა ივო შუშაკმა მოტივაცია საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს რუსეთთან მატჩამდე
"რუსთავმა" თურქულ შეკრებაზე წასაყვანი 26 ფეხბურთელი დაასახელა
დინამო (ბთ)-სამტრედია 0:1 - მოიგო იმან, ვისაც მეტად გაუმართლა [VIDEO]
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
[ლელოს სტუმარი] "შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავმდაბალი ვარ...."
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა
საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ