მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. II ტური
საქართველოს ნაკრები მერვედ შეხვდა ირლანდიას და მერვედ წააგო. ერთხელაც დავმარცხდით სუფთა ქართულად - წამით დავკარგეთ კონცენტრაცია, გუნდური შეცდომები ერთად აიკინძა და მეტოქის ერთადერთი ინდივიდუალური გაბრწყინება წაგებად დაგვიჯდა.

- ვლადიმირ ვაისი: მჯერა, ეს გუნდი შედეგს აუცილებლად მიაღწევს

- მარტინ ონილი: საქართველოსთან სულ ვიგებთ, მაგრამ ყოველთვის გვიჭირს

- გურამ კაშია: არ შევიდა გოლი და...

- ვაკო გვილია: ირლანდიასთან მინიმუმ, არ უნდა წაგვეგო

ტაქტიკა

როგორც ჩანს, ვლადიმირ ვაისისთვის საქართველოს ნაკრებში ფავორიტი სქემაა 4-2-3-1. ყოველ შემთხვევაში, სლოვაკმა მწვრთნელმა სწორედ ასეთი სათამაშო წყობა აირჩია ავსტრიასთან თბილისურ მატჩში და მას დუბლინშიც უერთგულა.

ცხადი იყო, რომ განსაკუთრებული როლი ამ სქემაში ენიჭებოდათ ჩვენს ფლანგელ მცველებსა და ნახევარმცველებს. სწორედ მათ უნდა აელაგმათ ირლანდიელთა მოსალოდნელი იერიშები. ნაკრების ძირითადში ეგრევე "ჩაჯდა" დებიუტანტი ბელორუსის ბატე-დან - ვაკო გვილია.

ავსტრიასთან მატჩის ძირითადს თუ გადავხედავთ, დაგვაკლდნენ ალეკო ამისულაშვილი და უჩა ლობჟანიძე. სასტარტოში ვერ მოხვდნენ ჯაბა ჯიღაური და ლადო დვალიშვილი. მოვისაკლისეთ ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია და ოთარ მარცვალაძე, მაგრამ ვფიქრობთ, ტაქტიკური სქემა არც იმ შემთხვევაში შეიცვლებოდა, ეს ფეხბურთელები მწყობრში რომ ყოფილიყვნენ.

ტრავმებისგან გატანჯულმა ირლანდიამ მაინც შემტევი სასტარტო განლაგება (4-3-3) დაგვიპირისპირა და იმთავითვე მიგვანიშნა, რომ შეთხელებული ძირითადი შემადგენლობისა და სათადარიგოთა სკამზე დარჩენილი ზოგიერთი ოდინდელი ლიდერის მიუხედავად, მაინც მოგება სურდა კავკასიელ აუტსაიდერთან, რომელთანაც აქამდე შვიდიდან შვიდი მატჩი მოეგო...

რატომ წავაგეთ...

უნდა გამოვტყდე: ქვეთავი "ტაქტიკა" დაიწერა მატჩამდე, მაშინ, როცა ცნობილი გახდა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებთა სასტარტო შემადგენლობები. დაიწერა და ზუსტად გამართლდა უსიამოვნო მოლოდინი - ირლანდიელებმა ფლანგიდან მოგვიგეს თამაში.

რა თქმა უნდა, არ ვაპირებთ მარცხის მთელი სიმძიმე გიორგი ნავალოვსკის ავკიდოთ. ჯერ ერთი, ამდენი საგოლე მომენტიდან ერთი მაინც უნდა გაიტანო. მეორეც - ნავალოვსკის შემდეგ ორ ქართველ მცველს შეეძლო სიტუაციის განმუხტვა.

მესამე და მთავარი: ირლანდიამ მეორე ტაიმში ისე მოუმატა, რომ იქმნებოდა შთაბეჭდილება, ადრე თუ გვიან "სამყურები" მაინც გაგვიტანდნენ.

პირველი ტაიმისთვის ქებათა ქება საქართველოს ნაკრებს და ვაისს, მაგრამ ფეხბურთში ჯერაც არავის შეუცვლია დაუწერელი კანონი, რომლის მიხედვითაც მეორე ტაიმს იგებს მწვრთნელი.

და თუ ეს ასეა, მაშინ მარტინ ონილმა აჯობა ვაისს. ირლანდია ზუსტად მაშინ ამუშავდა, როცა საჭირო იყო. მასპინძელმა შეირგო იღბლის წყალობა და იცადა იმ რწმენით, რომ საქართველო თუნდაც ერთხელ, მაგრამ მაინც შეცდება, თუნდაც ერთხელ, მაგრამ მაინც დაკარგავს კონცენტრაციას და ამით უნდა ისარგებლო.

და ერთიც: საქართველოს ნაკრებს ძალიან უხდებოდა წინა მწვრთნელის ტაქტიკური სქემა. იმ სქემაში ჩვენს ფლანგელებს უკეთესი დამზღვევი ჰყავდათ. გავრისკავ და ვიტყვი - იმ, ძველი სქემისას ის გოლი არ გავიდოდა.

კიდევ ერთი მთავარი მიზეზი - მეორე ტაიმი საქართველოს ნაკრებმა აშკარად ჩააგდო. ვაისმა უკეთ იცის, რა უთხრა თავის შეგირდებს, მაგრამ ვეჭვობთ, სლოვაკს მეორე ნახევრის დასაწყისიდანვე საყაიმო ანგარიშის შენარჩუნებაზე დაეწყო ფიქრი.

აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ ერთ პრობლემაზე: გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ნაკრები დღეს არ არის ისეთი გუნდი, რომელსაც ორი ტაიმის თანაბრად ჩატარება შეუძლია. ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი: ნაკრებში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელსაც აკლია სათამაშო პრაქტიკა. აქ ვგულისხმობთ მუდმივ, უწყვეტ სათამაშო პროცესს. ფეხბურთელთა მოზრდილი ნაწილი მზად არ არის 90 წუთის სათამაშოდ. ჩვენი გულისთვის საფეხბურთო მატჩის ქრონომეტრაჟს ვერავინ შეკვეცს. ასე რომ, 90 წუთის განმავლობაში უნდა ვისწავლოთ თამაში.

კიდევ ერთი: ფლანგის მცველები ვალდებულნი არიან, უფრო ხშირად და უფრო ზუსტად ჩააწოდონ მოწინააღმდეგის საჯარიმოში.

იხილეთ ვიდეო

გვილია

რა თქმა უნდა, ირლანდიასთან მარცხმა ძალიან დაგვწყვიტა გული. მით უმეტეს, ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებმა ერთ-ერთი საუკეთესო პირველი ტაიმი ჩაატარა, მაგრამ თუნდაც პირველი ტაიმის გარდა, იყო ამ თამაშში მომენტი, რომელმაც იმედით აგვავსო. ეს გახლავთ ეროვნული გუნდის დებიუტანტის, ვაკო გვილიას შესანიშნავი თამაში. გვილია ის ფეხბურთელია, რომელსაც მოკლე ხანში შეუძლია, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად იქცეს.

კარგი იყო ის, რომ მთელ რიგ ეპიზოდებში საქართველოს ნაკრებმა ფაზა-ფაზა, მაგრად აკინძა შეტევა და ბურთი დაუმალა ირლანდიას, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ირლანდიელთა კოზირი ბურთის ფლობა სულაც არ არის.

შეტევა, ჩაშლა, პასი, სათამაშო დისციპლინა - სხვისი არ ვიცი და, მე კი მგონია, რომ დღევანდელ ქართველ მოთამაშეთაგან ევროპულთან ყველაზე მიახლოებულ ფეხბურთს სწორედ გვილია თამაშობს. ეგაა, ოდნავ მეტი აზროვნების სისწრაფე არ აწყენდა...

რწმენა, როგორც ასეთი

საქართველოს ნაკრებმა გუშინდელი მატჩის პირველ ტაიმში ისეთი გოლები ვერ შეაგდო, შეგვიძლია ვთქვათ - იღბალმა ზურგი გვაქცია. ეგ ერთი და მეორე ის, რომ თითქოს რწმენა გვაკლია და ეს ზეციურმა ძალებმაც იციან. ეს ნახევრად ხუმრობით.

არ ვიცით, როგორ უნდა შეიცვალოს ეს, მაგრამ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს, მგონი, თავადაც არ სჯერათ, რომ მთელი თამაშის მაღალ დონეზე ჩატარება შეუძლიათ. რწმენა ნებისმიერ გუნდს სჭირდება, რადგან სხვანაირად ვერ მოიგებს.

გოლის ეპიზოდი ავიღოთ: დღეს ფეხბურთს ყველა ვუყურებთ და პირადად მე ასეთი გოლი არ მინახავს. ერთ კონკრეტულ თამაშში რაღაც რომ არ მოვიგონოთ, არ შეგვიძლია. ასეთი გოლები დღეს აღარ გადის.

თითქოს არ გვჯერა, რომ მოგება შეგვიძლია, თითქოს, ჩვენი მაქსიმუმი ღირსეული წაგებაა. არადა, ასეთი რამ ფეხბურთში არ არსებობს. ესეც ტრადიციული ქართული ტერმინია, ქართველებისვე დასამშვიდებლად მოგონილი.

დავივიწყოთ! დიახ, ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავივიწყოთ ეს "ღირსეული წაგება". არ ვთქვათ, რომ კარგად ვითამაშეთ ირლანდიასთან და წავაგეთ. ორი მატჩის შემდეგ ქულა არ გვაქვს და, თითქოს, ორივე შემთხვევაში კარგად ვითამაშეთ.

პირიქით, ვეძებოთ შეცდომები, ვეცადოთ მათ გამოსწორებას, ვისწავლოთ მათზე და ნუ ვიტყვით, რომ ჩვენი მაქსიმუმი ღირსეული წაგებაა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. საკვალიფიკაციო ეტაპი. ევროპა. D ჯგუფი. II ტური

06.10.16. დუბლინი. "ავივა სთედიუმი". 48 000 მაყურებელი

ირლანდია-საქართველო 1:0

გოლი: 1:0 კოულმენი (56)

ირლანდია (4-3-3): რენდოლფი - კოულმენი, კლარკი, დაფი, უორდი - ჰენდრიკი, მაკარტი, ბრეიდი (78. ველანი) - მაკლინი, ლონგი (90. ოში), უოლტერსი.

სათადარიგოები: ლოულორი, როჯერსი, კრისტი, ჰეისი, ჰულაჰანი, კეფი,მაკშეინი, მეილერი, ოკინი, პირსი.

მწვრთნელი: მარტინ ონილი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კაშია, კვირკველია, ნავალოვსკი (89. კობახიძე) - დაუშვილი (90. კაჭარავა), გვილია - ანანიძე (74. სხირტლაძე), ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი - მჭედლიძე.

სათადარიგოები: კვასხვაძე, მაკარიძე, დვალიშვილი, ჯიღაური, ქვილითაია, დვალიშვილი, ცისკარიძე.

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: ჰენდრიკი (83), მჭედლიძე (90)

არბიტრი: ტონი შაპრონი (საფრანგეთი)

სტატისტიკა

9 კარში დარტყმა 11

3 ზუსტი დარტყმა 3

2 კუთხური 5

4 თამაშგარე 0

11 ჯარიმა 10

322 პასები 469

276 ზუსტი პასები 416

45% ბურთის ფლობა 55%

მატჩის სტენოგრამა

4' - ჩვენმა მცველებმა ბურთი ვერ ამოიტანეს. ირლანდიელთა კონტრშეტევას შედეგი არ მოჰყოლია.

14' - კოულმენის ჩაწოდების შემდეგ ჰენდრიკმა თავით საჯარიმოში ჩააბრუნა ბურთი. ლორიამ საიმედოდ ითამაშა.

17' - კაკაბაძის ჩაწოდების შემდეგ ყაზაიშვილმა ნახევარბრუნში დაარტყა. ირლანდიელები გადარჩნენ.

38' - ერთ შეტევაში საქართველოს ნაკრების ორი საგოლე შანსი - ჯერ მჭედლიძემ გაარტყა თავურით ხარიხას, მერე კი კაშიამ - ძელს.

39' - უოლტერსმა ჩვენს კარს ზემოდან გადააცილა.

43' - ჯანო ანანიძემ კარგი პასი მისცა ყაზაიშვილს. კოულმენთან ჭიდილში ქართველმა ბურთს ფეხი წაჰკრა, მაგრამ რენდოლფი საიმედო იყო.

43' - ოდნავ მახვილი კუთხიდან მჭედლიძის უძლიერესი დარტყმა რენდოლფმა კუთხურზე გადააგდო.

56' - 1:0. კოულმენმა ფლანგური რეიდი განახორციელა, ჩაუდრიბლინგა ნავალოვსკის, გზა "მოჭრა" ქართველთა კარისკენ, არეულობაში გაათამაშა პარტნიორთან (კაშიამ და კვირკველიამ სიტუაციის განმუხტვა ვერ შეძლეს) და ფლანგიდან მეკარის საჯარიმოში შესულმა ბურთი, ფაქტობრივად, კარში შეიტანა.

59' - უოლტერსის ჩაწოდების შემდეგ მაკლინს თავით გააქვს, მაგრამ მსაჯი თამაშგარეს აფიქსირებს.

65' - მაკლინის შორეული დარტყმა ლორიამ მეორე მცდელობის შემდეგ მოიხელთა, თორემ ცოტაც და ბურთი კარის ხაზს გადაკვეთდა.

90' - ჰენდრიკის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა.

იხილეთ ჩვენი ჯგუფის სხვა მატჩები:

- მუნდიალი 2018. II ტური. D ჯგუფი: ომი და მშვიდობა ვენაში

მომდევნო ტური

9 ოქტომბერი

უელსი-საქართველო 20:00

მოლდოვა-ირლანდია 22:45

სერბეთი-ავსტრია 22:45.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

bebeto
პირველი ტაიმი კარგად ითამაშეს,მეორე ტაიმი კი ისე დაიწყეს რომ გეგონებოდა ეზოში თამაშობდნენ და არა ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ თანაც გასვლაზე.ზოგიერთი ფეხბურთელი კი ამთამაშისთვის მზად არ აღმოჩნდა მაგალითად ოქრიაშვილი და კვირკველია, რადგან ორივეს სათამაშო პრაქტიკა აკლია,თორემ მაგათ შესაძლებლობებში ეჭვი არავის ეპარება,ნავალოვსკისაც ძალიან უჭირდა ფლანგზე გოლიც სწორედ მის ფლანგიდან წამოსულ შეტევას მოყვა, მინიმუ უნდა წაექცია კოულმენი და საჯარიმოში არ უნდა შეეშვა.კობახიძეს რას ერჩის ეს კაცი მუდმივი სათამაშო პრაქტიკა აქვს და ნაკრებსაც ძალიან გამოადგებოდა ამ თამაშში,ანანიძესაც მეტი მოეთხოვება უფრო თამამად უნდა აიღოს თავის თავზე თამაში მას ეს შეუძლია.
Lasha
პირველი ტაიმი გამოვტოვე, მაგრამ მომენტებს და სტატისტიკას რომ ვუყურებ, საკმაოდ შთამბეჭდავად გამოვიყურებოდით. გოლი ნამდვილად ბავშვური იყო. ცოტა გაუბედავად თამაშობდნენ მცველები, არადა ასეთ მომენტებში უნდა შეჭამონ ბურთიანად მეტოქის თავდასხმა, თუნდაც ეს პენალტად დაუჯდეთ. დაცვაში აშკარად მოვიკოჭლებთ, როცა მთელი გუნდივით არ ვდგავართ. რაღა დაგიმალოთ და... მიუხედავად იმისა, რომ დღეს გაცილებით ლამაზ ფეხბურთს ვთამაშობთ, მგონია, რომ ქეცბაია ცამდე მართალი იყო, როცა ჩვენი ნაკრების შესაძლებლობებზე ლაპარაკობდა. არ მგონია, რომ მის გაწვრთნილ ნაკრებზე შედეგიანი აღმოჩნდეს ეს ნაკრები. ეს ჩემი აზრია. თუ დრო გვაჩვენებს, რომ ვცდები, ძალიან გამიხარდება.
lasha
კორუფცია ჭამს ქართულ ფეხბურთს. ბიძაშვილ მამიდაშვილობით თამაშობენ ნაკრებში იმიტომ არის ასეთ ანტიფეხბურთს რო ვთამაშობთ. ნავალოსვკი ლობჟანიძე ..
შოკირებული გულშემატკივარი
პირველი ტაიმის თამაში გვისწავლია:))) აწი მეორეს თამაშიც ვისწავლოთ და ჯგუფურზე ჰერი ჰერი:)))
meros
ქალთა ფეხბურთში გადის ასეთი გოლები.
სოსო
გუშინ 1 ლი ტაიმის მერე დავწერე დარატომღაც არ გამოქვეყნდა,ჩვენები დაცვაში სცდებიან და ფეხბურთელები სათამაშო მომენტებში ეპიზოდიდან ეთიშებიან,თუ გოლს არ გავიტანთ,ისინი ამას გამოიყენებენ და აუცილებლად გაგვიტანენ მეთქი.დიდი მცოდნე არა ვარ, მაგრამ ას აშკარად ჩანდა და გოლიც ამიტომ გაგვიტანეს.გაიხსენეთ,როცა კოულმენმა რეიდი დაიწყო,ნავალოვსკი ტავის პოზიციაზე არ იყოიგი ნახევარ მცველმა არ დააზღვია,არა და შეეძლო გზის მოჭრა,შემდეგ კაშია თითქოს გადავიდა კოულმენის შესახვედრად,მაგრამ ვეღარ გაბედაზონის დატოვება,გაჩერდა შუა გზაზე და ასე გაჩერებული წელში გამართული,საბრძოლო დგომის გარეშე შეხვდა მეტოქეს,ასევე გაჩერებული იდგაკვირკველია და ლორიაც კი,ყველა გაურკვევლობაში იყო,არ იცოდნენ რა ექნათ. მე ენა ვერ მომიბრუნდება ვუსაყვედურო ბიჭებს,არ ითამაშეს მეთქი,პირიქით მადლობელიც ვარ,მართლა თავი არ დაზოგეს,მაგრამ ასე ,ერთი ტაიმით,თამაშს ვერ გავაკეთებთ.ფლანგის მცველებსაც მეტი შეეძლოთ,კაკაბაძე დაჯერებულად ვერ გრძნობს ჯერ თავს,ნავალოვსკი კი გაცილებით აქტიური და მებრძოლი გვახსოვს და კიდევ ერთი დიდი ნაკლი ბურთის მიღების ტექნიკაა,სწორედ აქ ხარჯავენ ჩვენები დიდ დროს და ფერხდება შეტევა,იხარჯება დიდი ენერგია,იფლანგება მომენტი. ამ მატჩის შემდეგ უელსთან კიდევ უფრო გაგვიჭირდება,ჩვენები ალბათ გაწურული ლიმონებივით იქნებიან,მაგრა ბიჭებმა გვაჩვენეს ,რომ შეუძლიათ ფეხბურთის თამაში და ახლა მთავარია შეინარჩუნონ საბრძოლო სული,უფრო შეიკრან,ითამაშონ უფრო თამამად(მიჰბაძონ გვილიას) და გამარჯვებებიც აუცილებლად მოვა.გისურვებთ წარმატებებს.
mavne8620
სამწუხაროდ 60 წუთიანი გუნდი გვყავს რომელსაც მეტი არ შეუძლია....ცალკე თემაა ვის რა შეუძლია მაგრამ თითოეულ თამაშში რომ გოლი არ მოვიგონოთ როგორ შეიძლება? დღევანდელ ევროპულ თუ მსოფლიო ფეხბურთისგან სამწუხაროდ ძალინ შორს ვართ, დიდი ხანია ფეხბურთში ვარ ჩახედული მაგრამ რაც გუშინ ვნახე გოლის ეპიზოდი მე ესეთი არსად მინახავს,რას აკეთებდა დაცვა ან მეკარე საერთოდ, ესე ფეხბურთს უკვე არავინ თამაშობს,კიდევ გუნდს აქვს ფსიქოლოგიის პრობლემა საერთოდ ამ კუთხით ვინმე მუშაობს გუნდში თუ არა ესეც საკითხავია....ასევე მინდა ავღნიშნო რომ ნაკრებში უთამაშებელი ფეხბურთელი არ უნდა იყოს გამოძახებული, მიეცეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს შანსი რომ გამოცდილება დააგროვონ,თუ არ ვათამაშეთ როგორ გაიზრდება? მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო სამწუხაროდ რეალობაა დღეს რომ ჩვენ ევროპულ დონეს ძალიან ჩამოვრჩებით...
გიორგი
კონცენტრაცია აკლდა ჩვენს ნაკრებს ირლანდიასთნ მთელ რიგ ეპიზოდებში. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ირლანდიელებს როცა უნდოდათ მოუმატებდნენ და გაგვიტანდნენ.
FEOLA
ჩანტურია და არაბიძე ნაკრებში... ფლანგებზე...
ილია
ანანიძე არ უნდა შეეცვალა,მან რამდენიმე ჭჯვიანური პასი გააკეთა, ვერ გავიგე რატომ შეცვალა.
giorgi
ჰოდა, ამას ვლაპარაკობდი ბატონებო, ირლანდიამ ვერაფერი დაგვაკლო პირველ ტაიმში, სამაგიეროდ მეორესჰი, ისეტი გოლი გამოუცხვეთ თითონაც უკვირდათ ეს როგორ დატოვესო ნავალოვსკიი მარტო, არავინ რომ არ აზღვევდა ისე, ესაა ბატონო ჩემო, გუნდური თამაში რომ არ იციან ქართველებმა, კიდევ ერთხელ დავამტკიცეტ! ასე ქნება მანამ სანამ ზარმაცობას არ მიატოვებთ! ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა რომ უჭირთ ბიჭებს , ოქრიაშვილმა იფიქრა სხვამ ირბინოს , რა მაინც და მაინც მე ვზდიოო, კაროჩე უნიათოები ხართ, ფედერაციანად, მწვრთნელიანად და მტელი ქართული ფეხბურთი!
haha
მეც ეგრე ვფიქრობ: მეტოქის მცველთან პირველად ნახევარმცველი უნდა მისულიყო, ვისაც ეგ ფლანგი ებარა, ალბათ გვილია და არა ოქრიაშვილი. ან ანანიძე.
MERO
ვინმეს თუ გინახიათ ასეთი გოლი ვინმეს რო გაეტანოს ვინმესთვის?
mamuka kikabize
არ იქნებოდა ურიგო, რომ სტატიის ავტორი უფრო მეტად ერკვეოდეს ფეხბურთში. მისი შეფასებით გოლი იმიტომ გავუშვით,რომ ნავალოვსკის აჯობა კოულმენმა,ან ორმა მცველმა ვერ მოახერხა ბურთის გამოტანა. სინამდვილეში ორი ტაქტიკური შეცდომა დავუშვით, პირველი - ირლანდიელების კომბინაციის საწყის ეტაპზე ოქრიაშვილმა (საერთოდ უყურადღებოდ დატოვა კოულმენი) არ დააზღვია ნავალოვსკი, რომელმაც წამით ცენტრისკენ შეიწია და უკვე წაგებული პოზიციიდან მოუწია, თითქმის სიჩქარე აკრეფილ ირლანდიელთან პაექრობა და მეორე - კაშიამ დააგვიანა ფლანგზე გადასვლა,როცა ნათელი გახდა, რომ კოულმენმა სიჩქარეში დაგვჯაბნა ფაქტიურად კოულმენი თავად მივიდა კაშიასთან და ის რიკოშეტიც იმიტომ გახდა სახიფათო, რომ კარების სიახლოვეს მოხდა. ახლა მითხარით შემთხვევითია ეს გოლი, მხოლოდ უიღბლობის ბრალია?
glaxuna
ს ა ჭ ი რ ო ა - მეტი და შეუჩერებელი აგრესია (ვ ე რ უნდა იგუო მეტოქის ფეხებში ბურთი!), ნუ ითიშებით და უკან პასებს ნ უ დაიწყებთ,თორე ყველა შემთხვევაში გაგიტანენ და წააგებ (!) ი ბ რ ძ ო ლ ე თ და წ ი ნ (!) და უბურთოდ მ ო ზ რ ა ო ბ ა გაძლიებით მეტად ,გახსებზე და ბურთის მიღებაზე - უნდა ი ბ რ ძ ო ლ ო თ ,მთელი ცხოვრება ბრძოლაა-მაგრამ წესების დაცვით,ანუ ღ ი რ ს ე უ ლ ა დ და აქ -მთელი 90 წუთი და მხოლოდ მაშინ მიაღწევს წარმატებას!
Mamuka
შეხედეთ როგორ გამოქონდათ თავით ბურთი საჯარომოდან ეს არარის რთული უბრალოდ მთავარია ბურთისკენ სვლა და არა ერთ ადგილას სტატიკურ მდგომარეობაში დგომა
Mamuka
პრობლემა არის შიშში ფეხბურთელს ფეხები შეიძლება თამაშამდე გიკანკალებდეს მაგრამ თამაშის დროს უნდა გაგიქვავდეს ის 90 წუთი უნდა აიყვანო შენი თავი ხელში სამწუხაროდ ეს პრობლემა ყველაზე მეტად ფლანგელ მცველებს ეხებათ ამის ბრალია კაკაბაძის 4 რბილათ რომ ვთქვათ არაზუსტი ჩაწოდება და ნავალოვსკის შეცდომა ვერ გადაწყვიტა რა გაეკეთებინა ფეხებში ჩავარდნოდა თუ მხარი ჩაედგა ბოლოს გაშეშდა სამწუხაროდ შედიგი ის არის რაც მივიღეთ და ეს შტანგების ღუნვით ვერ გამართლდება ხო კიდევ ყაზაიშვილს თუ უნდა მაღალი კლასის ფეხბურთელი გახდეს ორივე ფეხს უნდა ერთნაირად იხმაროს
gizog
გუგა მართალია, ლორიას შეეძლო გადავერჩინეთ, გუშინ აშკარად არა დამაჯერებელი იყო. შემდგომში წარმატებებს ვუსურვებ, თუ არა და მაკარიძის სუნთქვა უკვე ზურგს უკან ისმის. კონკურენცია ამაღლებს კლასსაც და შედეგსაც.
gizog
როდესაც კანკავა, კვეკვესკირი, აბურჯანია არ არიან სათამაშო კონდიციებში და იწვევენ სხვა ფეხბურთელს, არ არის ლამაზი პიროვნულად ფეხბურთელის ასე მოხსენიება, მით უმეტეს, თუ მან თავდაუზოგავად იბრძოლა. კარგი იქნებოდა უფრო მეტი კორექტულობა საქართველოს ნაკრების წევრების მიმართ
gizog
ბატონი არჩილი სწორად ხედავს, ჩვენი ნაკრების მომავალს, ჩვენზე ჯერჯერობით გაცილებით ძლიერ მეტოქესთან მინიმალური ანგარიშით წაგება, ზოგი დიდი ანგარიშით წაგებასაც წინასწარმეტყველებდა დიდ უბედურებად არ ჩაითვლება, მაგრამ თუ სტატისტიკას ნახავთ ჩვენ უკეთესი სტატისტიკა გვქონდა. წავაგეთ უფრო ძლიერ მეტოქესთან სტუმრად, გასაკვირი ბევრი არაფერია. ჩანს ცოტა, მაგრამ მაინც პროგრესი, წარმატებებამდე ჯერ კიდევ გასავლელია ბევრი, თუ არა ცოტა მაინც. გუნდში უკვე კონკურენციაც გაჩნდა წარმატების მთავარი პირობა, მოსავალს მოცდა უნდა, წარმოიდგინეთ, როცა კანკავა, აბურჯანია, კვეკვესკირი და ყენია ნახევარდაცვაში და ხოჭოლავა დაცვაში, არაბიძე თავდასხმაში (კიდევ არის ახალგაზდულშიც კარგი მომავლის რამდენიმე ბიჭი) შემოემატებიან ნაკრებს უკვე სხვა სიტუაცია იქნება. ბიჭებო ასე გააგრძელეთ და გუნდებში ძირითადში თამაშისთვის იბრძოლეთ. გუშინდელი ბრძოლითვის მადლობა. საყვედური იმაზე, რომ ასეთი ბავშვური გოლი აღარ უნდა გავუშვათ და როცა მწვრთნელმა გარისკა და სამ თავდამსხმელზე გადაგიყვანათ, აქედან ორი სიმაღლით გამორჩეულზე, ყველა შესაძლო ვარიანტში მაღალი ბურთი უნდა ჩაგეწოდებინათ საჯარიმოში. წარმატებებს გისურვებთ მომავალ თამაშებში. გაიხარეთ.
გუსანი
ამათ მართლა გონიათ, რომ კარგად ითამაშეს?! წინა თამაშებს თუ შევადარებთ-კი. პროგრესი მხოლოდ ეპიზოდურად იგრძნობა, ბევრ პრობლემებთან-( ფიზიკური, სათამაშო დისციპლინა, მოედნის ხედვა და ა.შ.) - ერთად იგრძნობა, რომ ფეხბურთელები ერთდროულად ერთ რიტმზე არ თამაშობენ, ერთი გაიქცევა მეორე ვერ მიყვება-,,დასვენების დრო აქვს' საფეხბურთო განათლება მოიკოჭლებს. გაშვებული ბურთი კაშიას, კვირკველიას და ლორიას შეცდომაა-ვერც ერთმა ვერ გამოავლინა პროფესიული ,,ტონუსი". ჩვენი ყველა სპორტსმენის პრობლემა -ასპარეზომის დროის განმავლობაში კონსცეტრაციის სერიოზული ჩავარდნებია. ალბათ ყველას ფსიქოლოგიური გაწვრთვნა არ აწყენდათ-კარგი გაგებით.
i
მოგვაშორეთ ქართული ფეხბურთი!!!!
irakli
ესეთ გოლებს 5 წლის ბავშვები იტანენ ქუჩაში თამაშის დროს!
მერაბი
ასეთი უაზრო გოლი არ უნდა გაუშვან! შემტევი ფლანგები არ გვყავს, არც ცენტრალური თავდასხმა. ბურთი თუ ვერ გაგაქვს, მოგებაზე პრეტენზიაც ვერ გექნება.ასე მგონია, მოგების შიშის სინდრომი სჭირს გუნდს!
bavaria-s
რა გინდა დაუშვილისგან გუშინ ერთ-ერთი საუკეთესო მატჩი ჩაატარა ნაკრებში! ჩვენი შემტევები ვერ იყვნენ სათანადოდ მზად ამდენი მომენტიდან ერთი მაინც უნდა შეაგდო!დაცვაზე რა უნდა თქვა ესეთი გოლი როგორ უნდა გაგიტანონ?! ლორიაც ზოგჯერ ისეთ უაზრობებს აკეთებს გაგაგიჟებს,გოლის დროს სად იდგა ან შორიდან დარტყმული კინაღამ რომ კარში აღმოჩნდა მისი მოგერიების მერე...
გულშემატკივარი
ბავარია, გეთანხმები დაუშვილის შეფასებაში, მაგრამ სუფთა დამცველია ეგ, არ შეუძლია თამაშის გამწვავება. გვილია მაგარია, სულ არ გავდა დებიუტანტს, სხვებსაც შემოუძახებდა ხოლმე, უბრალოდ მომეჩვენა, რომ მეტი შეუძლია და არ იღებდა საკუთარ თავზე, სხვა გამოცდილ მოთამაშეების ერიდებოდა. შედეგი შედეგია, კურიოზული გოლი კურიოზული, მაგრამ ფეხბურთი ითამაშეს, ამას ვერავინ უარყოფს.
დავითი
მოიწვიონ ეს კაცი (გუჯა კახაძე) და ავარჯიშებს ნაკრების წევრებს მოკლე პროგრამით მაინც და ეგება გვეშველოს რამე...
bavaria
მშვენიერი გუნდის შექმნა შეიძლება, ოღონდ ეს ფიზიკური მომზადება რა გახდა ვერ გავიგე, ან რა უბედურებაა, შეგიძლიათ, ჯაბნით ყველანაირად მეტოქეს და მაინც მანდრაჟი იგრძნობა. დაუშვილი რომ მოაცილოთ ნაკრებს არ შეიძლება? გადაახვიეთ და შეხედეთ რამდენჯერ გააკეთა უკან პასი, ან სადღაც გვერდზე, მაშინ როცა უნდა გაემწვავებინა თამაში, ძალიან ამოვარდნილია თამაშიდან და რაღაცნაირი უაზრო ფეხბურთელია. კანკავა ან კვეკვესკირი მაგას ცალი ფეხით სჯობია. და ბოლოს- თუ რას ნიშნავს უთამაშებლობა და სასტავში ჯდომა გუშინ კარგად გამოჩნდა კვირკველიას და გვილიას მაგალითზე
Mtieli
ვინც ფეხბურტთს ათამაშებდა გუნდს ცხადაძე იყო. ის კი ნაკრებიდან გააგდეს და პირადად მე ნაკრებისგან მეტს არც მოველოდი. ჯგუფში ბოლო ადგილს დავიკავებთ
ნიკა
გვალია მომეწონა და საერთოდ დროა სხვების გამოძახების აშკარად გვაკლდა დამრტყმელი და ასეთი ყველაზე მაგარი არაბიძე ახსენდება ყოველტვის მარცხნიდან ურტყამს და თან მაგრადაც მგონი დროა გარისკოს გვალიამ ხო გაუმართლა ეგეც გაამართლებს. ახალი ცოცხი უფრო კარგად გვის ყოველთვის ასეა ეს ვისაც გარანტირებული აქ ადგილი ნაჯრებში კი ეტყობა თამაშზე რო არ იკლავს თავს მაინც კი იძახებენ და რა პრობლემაა. . .კონკურენცია გადაგვარჩენს
ბაჯო
ქვილიტაიას არ ანახოტ ნაკრები როგორ იკრიჰებოდა მატჰის მერე ცაგება ფეხებზე ეკიდა ეტყობოდა.
haha
ვაისს ვეთანხმები: ამას უიღბლობა არ ქვია, ამას უბედურება ქვია.
ლევან კობიაშვილი
ცხადაძეეეეეე
abrama
რაის წინა მწვრთნელი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებინებს ფეხბურთელებს,არ მახსოვს ირლანდიასთან როდისმე პირველ ნომრად გვეთამაშოს,ნუ მისტირით ამ ცხადაძეს უკეთესი ტრენერია უბრალოდ ფეხბურთელებს არ აქვთ იმდენი კლასი 5მომენტიდან ერთი მაინც გაიტანონ
გუგა
ნავალოვსკი და დანარჩენი მცველები გასაგებია, მაგრამ ლორია რას აკეთებდა გოლის ეპიზოდში, გაუგებარი მოძრაობები მისი მხრიდან, ბურთი მეკარის საჯარიმოში მიგორავდა, ის კი მცველივით მოძრაობდა, როცა უბრალოდ შეეძლო გადმომხტარიყო და ხელებით ეთამაშა. ძალიან დასანანი და გაუგებარი გოლი იყო.
ხვიჩა
წავიკითხე ალეკო კაკაურიძეს სტატია და ვეთანხმები ყველაფერში, დავამატებდი ერთს მარტო, უნდა დავიწყოთ ბავშვთა ფეხბურთით ამას ვლაპარაკობ ბევრი წლებია და არ ეშველა ამ ამბავს.
# აქცია ფეხბურთს არ ვუყურებ
ყველაზე მეტად არ მეზარება ფეხბურთის თამაში ცხოვრებაში,ყველანაირ გართობას მირჩევნია... როცა მაქ შესაძლებლობა ყოველთვის ვთამაშობ.. ვერაფერი შემაძულებს ფეხბურთს მაგრამ ესენი იმენა მართლა იზამენ ამას რა............ არანაირი თავის მართლებები და იმედები არ გვჭირდება .... და ნუ დაწერთ ნუ მოიტყუებთ თავს, კარგად რომ გეთამაშა არ წააგებდი !!!! იმენა მოკვდა რა ჩვენი ფეხბურთი... ეხლა პროსტა ყველანაირად ცდილობენ მეტი მაყუთი ამოწველონ და ეგააა
არჩილ ხოფერია
ავტორთან ბოდიში, მაგრამ სტატია არ ვარგა! გასვლაზე თამაშისას 1 გოლის გაშვება არ უნდა იყოს ტრაგედია. მასპინძლებიც ფეხბურთელებია, იმათაც ყავთ მწვრთნელი და გულშემატკივარი, იმათაც ძალიან უნდათ გამარჯვება. თუ მივცემთ საშუალებას ვაისს ანუ ვაცლით. მჯერავს ჩვენი გუნდი მიაღწევს წარმატებებს. თამაშიდან ჩანდა რომ მართლაც გვაქვს პოტენციალი. რატომ ვერ დაინახა სტატიის ავტორმა ახალბედა კაკაბაძე ვერ გავიგე. შესანიშნავი ფეხბურთელი გვყოლია. ცოტას მოუმატებს და მეორე ძოძუაშვილი გვეყოლება. გვილიაც კარგი ფეხბურთელი ყოფილა, მაგრამ სანამ გიორგი სიჭინავას დონემდე მივა დიდი შრომა და მონომება უნდა გასწიოს. მინდა შევაქო ჩვენი თავდადებული და დაუღალავი არაორდინალური და გუშინდელ შემადგენლობაში აშკარად გამორჩეული თორნიკე ოქრიაშვილი. სხვას, რომ თავი დავანებოთ იმდენი სანახაობაა მის თამაშში, ისეთი არაორდინალური გადაწყვეტილებები აქვს კრიტიკულ მომენტებში, რომ გაგახსენებს მაყურებელს ნამდვილი ფეხბურთი რა არის! უნაკლო არაა, მაგრამ მისი თამაში სანახაობრივად შესანიშნავია! სხვებმაც თავდადებით ითამაშეს. ვიმსახურებდით მოგებას, მაგრამ ფორტუნაგვცდის და წავაგეთ! გულს ნუ გაიტეხთ ბიჭებო, მაგრები ხართ. აუცილებლად გაიმარჯვებთ!
როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს
სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის
15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება
"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ
ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში
"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა
[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა
"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა
"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა
"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა
საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს
"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს
"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა
"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი
"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?
"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა
"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა
ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია
"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია
ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა
მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ნაკრებში იძულებითი ცვლილებაა
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა
ნავალოვსკიმ ნაკრების წარუმატებლობის გამო გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია
The Sun: ირლანდიის ნაკრები სანიოლის პასუხს ელოდება
რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
გიორგი ნავალოვსკი: ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები ყველაფერში ჩვენ თავს ვადანაშაულებთ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Irish Mirror: საქართველომ ირლანდიელებს სანიოლის დანიშვნის გეგმა დაუნგრია - რა გადაწყდება ზაფხულში?
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
გიორგი ნავალოვსკი: სიამაყით ვატარებდი ნაკრების მაისურს
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
რონალდოს დუბლი და რეკორდი - პორტუგალიამ ირლანდია გაანადგურა [VIDEO]
[მკითხველთა ფორუმი] ორი მთავარი კანდიდატურა - ვინ დადგება დაცვის მარცხენა ფლანგზე?
გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]