ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

მუნდიალი 2018. ევროპა. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ტური. D ჯგუფი
საქართველოს ნაკრებმა კარდიფში ფრედ ითამაშა უელსთან - ბრიტანულ გუნდთან, ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს რომ უწია. ქულა გასვლაზე და თან - გამოკვეთილ ფავორიტთან, კარგია, მაგრამ დუბლინში რომ მოგვეწია "ბედი მდევარი", ფეხმსუბუქმა ფორტუნამ წყალობა არც მეზობელ უელსში გაგვატანა.

დიახ, მეტიც შეიძლებოდა. ცოტა იღბალი, ცოტა მეტი სიზუსტე დამაგვირგვინებელ ფაზაში და საქართველოს ნაკრები 3 ქულას ჩაიწერდა აქტივში. ეს იქნებოდა აბსოლუტურად დამსახურებული გამარჯვება და ამაზე რომ მიდგა საქმე, ბრავო ვლადიმირ ვაისს!

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერა

ირლანდიასთან განცდილი დასანანი მარცხის შემდეგ უელსთან შეხვედრას ქართული საფეხბურთო თემი შიშნარევი მოლოდინით ელოდა. ცხადია: უელსი თუ მეტი არა, ნაკლები არაფრითაა ირლანდიაზე. ევროპის ჩემპიონატზე უელსელთა შესანიშნავმა თამაშმა ამ გუნდს საქართველოში ბევრი ქომაგი გაუჩინა.

ასეთ დროს გუნდის ფსიქოლოგიურად განწყობა ძალიან რთულია. ვლადიმირ ვაისმა ეს შეძლო. მან არ შეცვალა ირლანდიასთან წაგებული შემადგენლობა და ამაშიც მართალი აღმოჩნდა. იმ ფეხბურთელებმა, "სამყურებთან" ჯახში თამაში რომ არ წაუვიდათ, გუშინ დაგვაჯერეს.

მთავარი: თუ არ ჩავთვლით რამდენიმე წუთს, ვერავინ იტყოდა და იგრძნობდა, რომ საქართველოს ნაკრები თუნდაც გატანის შემდეგ ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა. როგორც იქნა, ვირწმუნეთ, რომ ჩვენც შეგვიძლია, ბოლომდე შევინარჩუნოთ საჩვენო შედეგი.

ასე მგონია: უელსთან მატჩის მეორე ტაიმი ვაისის მოკლე სანაკრებო ისტორიაში საუკეთესო იყო და რაც მეტი იქნება ასეთი ტაიმები, მით უკეთესი ყველასთვის.

ქართველთა კარგი თამაში ვერც იმან დააკნინა, რომ უელსს ნახევარდაცვის ორი ლიდერი - ჯო ალენი და აარონ რემზი აკლდა. თუ ასე შევხედავთ საკითხს, დანაკლისი ჩვენც საკმაოდ გვქონდა. თუნდაც - გუნდის კაპიტანი ჯაბა კანკავა, გიორგი აბურჯანია, ნიკა კვეკვესკირი, ლევან ყენია...

უელსმა ყველაფერი გააკეთა გამარჯვებისთვის. კრის კოულმენმა სამჯერ გადააწყო თამაში, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ისე ჩანდა, რომ უელსი გარეთ ბეილის იმედად იყო.

ბეილმა ერთი გოლი შეაგდო, დაასწრო სხვა ეპიზოდებში უშეცდომოდ მოთამაშე საბა კვერკველიას და გაიხარა. გარეთმა გვაჩუქა რამდენიმე დასამახსოვრებელი ეპიზოდი, თუმცა მთლიანობაში, მაინც შევძელით ამ უდიდესი საფრთხის ნაწილობრივ მაინც განეიტრალება.

ჩვენი ოქრო

საქართველოს ნაკრების მიერ კარდიფში ჩატარებულმა მეორე ტაიმმა ერთხელაც გვიჩვენა, რა შეუძლია თორნიკე ოქრიაშვილს. ფაქტია: ამჟამად მისი სანაკრებო კარიერა უკეთესია, ვიდრე - საკლუბო.

რა თქმა უნდა, "კრასნოდარი" ცუდი გუნდი არ არის, მაგრამ ოქრიაშვილმა გაცილებით უკეთეს გუნდში უნდა ითამაშოს. მისი გაქანების ფეხბურთელი აშკარად ცოდვაა თუნდაც ყოჩაღ რუსულ კლუბში სათამაშოდ.

არ მეეჭვება: გუშინდელი მატჩის შემდეგ მის გვარს პრემიერლიგური კლუბების სელექციონერები მოინიშნავდნენ. ინგლისში დღეს ქართველი ფეხბურთელის დამკვიდრება იოლი არ არის, მაგრამ ოქრიაშვილს ეს შეუძლია.

არ დაგვავიწყდეს, რომ საგოლე თავურთან (ვაკო ყაზაიშვილის პასის შემდეგ) ერთად ოქრიაშვილი კიდევ რამდენჯერმე დაემუქრა ბრიტანელთა კარს. აკეთა მაგარი გადაცემები და "დაუხატა" პასი ლევან მჭედლიძეს, რომელიც ვალდებული იყო, იმ პოზიციიდან გაეტანა, მაგრამ...

თამაშის "მეორე გმირი" გახლდათ ვაკო ყაზაიშვილი. მისი საგოლე პასის ნახვა ერთ რამედ ღირდა. ყაზაიშვილი, ოქრიაშვილის დარად, პირველ ტაიმში შეუმჩნეველი იყო, მეორეში კი უელსს იმდენი პრობლემა შეუქმნა, ვეჭვობთ, მისი გვარის წარმოთქმას კონსერვატორი ბრიტანელები მალე ისწავლიან.

ცალკე - გუნდის კაპიტანზე: გურამ კაშიამ უშეცდომოდ (თუ არ ჩავთვლით ერთ ეპიზოდს, როცა ბურთს კარგად ვერ ამოჰკრა ფეხი), კლასისა და ღირსების დიდი გრძნობით ითამაშა. რა თქმა უნდა, ჯაბა კანკავას მინდორზე სწრაფ დაბრუნებას ვუსურვებთ, მანამდე კი გურამს მადლობა! ის გუშინ ნაღდი კაპიტანი იყო.

მოკლედ, ყველამ მაგრად იბრძოლა და ითამაშა. ერთი "სიმიც" რომ გაწყვეტილიყო ჩვენს "ჩონგურზე", ამას უელსი სათავისოდ აუცილებლად გამოიყენებდა...

გამტანი ფორვარდის პრობლემა

გუშინ ლევან მჭედლიძემ ზღვა ოფლი დაღვარა, იბრძოლა თავდადებით და რიგ ეპიზოდებში ისე "დააბა" მოწინააღმდეგის დაცვა, მასზე აუგის თქმა ძნელია.

ერთი კია: მჭედლიძეს რომ გაეტანა, საქართველოს ნაკრები, დიდი ალბათობით, 3 ქულას წამოიღებდა კარდიფიდან. ფეხბურთში ყველაფერი ხდება და ამაზე მარტივად გასატანი ვერგატანილიც გვინახავს, მაგრამ ზოგადად, ფორვარდმა ასეთი ბურთი უნდა გაიტანოს.

ძალიან, ძალიან საჭირო ფეხბურთელია საქართველოს ნაკრებისათვის "ემპოლის" შემტევი. თავდამსხმელი გოლით ფასობს და გოლი მჭედლიძის მთავარი პლუსი არ არის. მჭედლიძესთან ერთად, პირადად მე საქართველოს ნაკრებისთვის აუცილებლად ვისურვებდი "გამტან ფორვარდს".

ვაისის გუნდი ხშირად ისე ტრიალებს მეტოქის საჯარიმოსთან, კაცს გესიამოვნება. ხანდახან "ბოლო პასიც" გადის, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი ფხა გვჭირდება.

რა დავუშავეთ ფორტუნას?

უკვე მეორე მატჩია, საქართველოს ნაკრებს არა და არ სწყალობს ფორტუნა. თითქოს, მოწინააღმდეგის კარში გოლი გარდაუვალია, მაგრამ ხან სანტიმეტრი გვაკლდება მიზნამდე, ხან მეკარე თამაშობს დიდებულად, ხან ხარიხა შველის მოწინააღმდეგეს...

იმედია, მალე დასრულდება ეს პერიოდი საქართველოს ნაკრების ცხოვრებაში. ამან არანაირად არ უნდა გაგვტეხოს. წარმატების შეგრძნება მაშინ უფრო ტკბილია, როცა ნაყოფს დიდხანს უვლი და მერე მოწყვეტ მას, როცა დამწიფდება.

არადა, დღეს საქართველოს ნაკრების სატურნირო აქტივში ერთი ქულა არამც და არამც არ უნდა იყოს. იყო რეალური შანსი, არ უნდა წაგვეგო ირლანდიაში და სულაც მოგვეგო უელსში, რის შემდეგაც 4 ქულა გვექნებოდა.

გადალახული უხერხულობა

ვლადიმირ ვაისის დანიშვნა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ისეთ ვითარებაში მოხდა, გასაკვირი სულაც არ არის, პატარა, უჩინარი კედელი აღმართულიყო ეროვნული გუნდის დამრიგებელსა და ფეხბურთელებს შორის.

ზუსტად ვერ ვიტყვით, რა და როგორ არის საქართველოს ნაკრების შიდა სამზარეულოში, მაგრამ ფაქტია: ვაისს და ფეხბურთელებს უფრო და უფრო კარგად ესმით ერთმანეთის. არ შეიძლება, ეს არ გახარებდეს.

ამბობდნენ, ვაისი შედარებით დაცვითი ყაიდის მწვრთნელიაო. მე ასე ვატყობდი სლოვაკეთის მართლაც კარგ ნაკრებში, ჩვენთან კი იმავეს ვერ ვატყობ. ძალიანაც კარგი - ნაკრებმა უნდა ითამაშოს ისეთი ფეხბურთი, როგორითაც მის ქვეყანას იცნობენ საერთაშორისო ასპარეზზე და გამოიყენოს ის კოზირები, რომლებიც ისტორიულად გვაქვს.

ეს ორი მატჩია საქართველო მოხდენილად უტევს და იმედია, მომავალშიც ასე იქნება. ჩვენი ფეხბურთი ხომ შემტევი ფეხბურთია!

მატჩის შემდეგ

- ვლადიმირ ვაისი: ასეთი თამაშის შემდეგ ქულით გულდაწყვეტილები ვართ

- კრის კოულმენი: საქართველოსთან 2 ქულა კი არ დავკარგეთ, ქულა მოვიპოვეთ

- ოქრიაშვილი: ვაისმა გასახდელში ისეთი სიტყვები გვითხრა... წაგება არ შეიძლებოდა!

- ლევან მჭედლიძე: ბოდიში

- გურამ კაშია: ვირწმუნეთ, რომ შეგვიძლია ასეთ დონეზე თამაში

მუნდიალი 2018. ევროპა. საკვალიფიკაციო ეტაპი. III ტური. D ჯგუფი

09.10. კარდიფი. "კარდიფ სიტი სთედიუმი". 33 280 მაყურებელი

უელსი-საქართველო 1:1

გოლები: 1:0 ბეილი (10), 1:1 ოქრიაშვილი (57)

უელსი (3-5-2): ჰენესი - ჩესტერი, ე. უილიამსი, დევისი - განტერი, ედვარდსი, ლედლი (73. ჰავსი), კინგი (61.რობსონ-კანუ), ტეილორი (70. კოტერილი) - ბეილი, ვოუკსი.

სათადარიგოები: ბრედშოუ, დევისი, კროფტსი, კოლინზი, ლოურენსი, დამეტი, ო. უილიამსი, მაკდონალდსი

მწვრთნელი: კრის კოულმენი

საქართველო (4-2-3-1): ლორია - კაკაბაძე, კვერკველია, კაშია, ნავალოვსკი - დაუშვილი, გვილია - ანანიძე (90. კაჭარავა), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი (90. ჯიღაური) - მჭედლიძე (75. დვალიშვილი).

სათადარიგოები: პაპუნაშვილი, დვალი, ქვილითაია, ცისკარიძე, სხირტლაძე, პარუნაშვილი, კობახიძე, მაკარიძე, კვასხვაძე

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: დაუშვილი (45), გვილია (63), ოქრიაშვილი (76), კაშია (85)

არბიტრი: პ. მაცოლენი (იტალია).

სტატისტიკა

13 კარში დარტყმა 17

5 ზუსტი დარტყმა 4

6 კუთხური 1

1 თამაშგარე 4

8 ჯარიმა 13

371 პასი 399

315 ზუსტი პასი 343

50% ბურთის ფლობა 50%

სტენოგრამა

7' - უელსელთა ფლანგური შეტევა და ჩაწოდება - გარეთ ბეილი კარის წინ ბურთს ვერ შესწვდა.

10' - ჯო ლედლის კუთხური. გარეთ ბეილი ასწრებს საბა კვირკველიას და თავურით ხსნის ანგარიშს.

34' - ჯანო ანანიძე ურტყამს ჯარიმას და ბურთი უელსელთა კარის ხარიხას ხვდება.

36' - ანანიძე-გვილიას კომბინაცია. ჰენესი ადგილზე ხვდება ბურთს.

36' - კინგის დარტყმა. ლორია ბურთს ვერ აფიქსირებს და კუთხურზე უშვებს.

47' - ბეილი-ტეილორი-ედვარდსის კომბინაცია. ბურთი კარს სცდება.

57' - 1:1! ანანიძე აწვდის ყაზაიშვილს, რომელიც შორეული ძელისკენ უზუსტეს პასს უკეთებს ოქრიაშვილს, ხოლო ეს უკანასკნელი მეკარეს მოძრაობაზე იჭერს და თავით გააქვს გოლი დაბალ საპირისპირო კუთხეში.

65' - ბეილის ჯარიმა. ბურთი ზემოდან სცდება ჩვენს კარს.

65' - განტერის ჩაწოდების შემდეგ ბურთი კინაღამ ქართველთა კარში ჩაეშვა.

67' - ანანიძის შესანიშნავი დარტყმა. დაბალი კუთხისკენ მიმავალ ბურთს ჰენესი გაჭირვებით იგერიებს კუთხურზე.

72' - ოქრიაშვილის დიდებული რეიდი მოედნის სიღრმიდან და პასი მჭედლიძეს, რომელიც პირისპირ გადის მეკარესთან და... აცილებს.

87' - ოქრიაშვილი-გვილიას კომბინაციის შემდეგ უელსელები ერთხელაც გადარჩნენ. გვილიას დარტყმული სანტიმეტრებში სცდება კარს.

84' - ყაზაიშვილის გამოზომილი დარტყმა და... ხარიხა!

86' - ბეილის შორეული ჯარიმა. ბურთი ოდნავ სცდება ლორიას კარს, ჩვენი მეკარე კუთხეს აკონტროლებდა.

88' - რობსონ-კანუ ახლოდან ურტყამს. ლორია ადგილზეა.

სხვა მატჩები

სერბეთი-ავსტრია 3:2

გოლები: 1:0 მიტროვიჩი (6), 1:1 ზაბიტცერი (15), 2:1 მიტროვიჩი (23), 2:2 იანკო (62), 3:2 ტადიჩი (74)

მოლდოვა-ირლანდია 1:3

გოლები: 0:1 ლონგი (2), 1:1 ბუგაიოვი (45), 1:2 მაკლინი (69), 1:3 მაკლინი (76)

- მუნდიალი 2018. შესარჩევი. III ტური. D ჯგუფი: შეუჩერებელი დუშანი [VIDEO]

მომდევნო მატჩები

12 ნოემბერი

საქართველო-მოლდოვა, უელსი-სერბეთი, ავსტრია-ირლანდია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• bacho

შაკოს:ვთქვათ და რომ ცაეგო საქართველოს მაშინ ნაკრების ცაგება უფრო გაგიხარდებოდა თუ 100 ლარის?

• სოსო

მე არ მითქვამს,რომ ყაზაიშვილი უშეცდომოა,ან ყოვლისშემძლე და მხედველი,მაგრამ საგოლე პასის დროსაც თავისუფლად შეეძლო კარში დარტყმა,მან კი იდეალური პასი გააკეთა. მაშინ ბიჭი ვიყავი და მაშინდელი ჩემი ნათქვამი რამაზ შენგელიაზე ახლაც ნამუსს მიწუხებს,მეგრელი არ არის ბურთის ღორია მეთქი,ჩემი ჭკუით სიჭინავას და მესხის დამოკიდე ბულებას ვგულისხმობდი(ეს უფროსებისაგან გამეგო),ან მეგრელებს რას ვერჩოდი ,ან სულცხონებულ რამაზ შენგელიას,მერე შენგელიას ინტერვიუ წავიკითხე,კარლო ხურციძის დავალებაზე,შენი საქმეა გოლი გაიტანო,მნიშვნელობა არა აქვს როგორ,ფეხით ,თავით,ქუსლით,ცხირით,ოღონდ გაიტანეო და მასაც გაჰქონდა,მაგრამ თასების ფინალში გუცაევს მან გაატანინა,მით უმეტეს,რომ თავადაც შეეძლო გატანა თუ არა ძალიან სახიფათო დარტყმა მაინც.მანამდე შენგელია ბურთს რომ მიიღებდა,მხოლოდ კარს ხედავდა,იქ კი ვოვაც დაინახა. ისე ყიფიანის წასვლის და დარასელიას დაღუპვის მომდევნო სეზონში შენგელია სასწაულად თამაშობდა,ხშირად საჯარიმოს ცენტრიდან ორი სამი მცველი გაჰყავდა ხოლმე,მაგრამ ახალგაზრდა ბიჭები ამ მომენტებს თითქმის ვერ იყენებდნენ,თავისუფალ ზონაში არ შედიოდნენ და მომენტიც იკარგებოდა,მაგრამ მთავარი ამ ამბავში ის არის,რომ გამოკვეთილი ინდივიდუალისტი რამაზ შენგელია,გადაიქცა გუნდისათვის თავისი პირადი ინსტინქტების უარმყოფელ შენგელიად,ისევ და ისევ ბოდიში მისი სულის წინაშე.არადა როგორ გვჭირდება მისნაირი სულისკვეთების თავდამსხმელი ახლა. ვაკოზეც ამის თქმა მინდა ,გუნდმა ჯერ ბოლომდე ვ ერ აითვისა ვაისის სათამაშო ნახაზი,მაგრამ ყოველი მომდევნო თამაში წინაზე უფრო დალაგებული მეჩვენება და როცა დალაგდებიან,მაშინ ყველას ეცოდინება სად წავიდეს და რა გააკეთოს,აი მაშინ ვაკოც და სხვებიც უფრო მწვავე,უფრო ზუსტი პასების გაკეთებასაც შესძლებენ,ნავალოვსკიც ძველებურად ეფექტიანად ათამაშდება და მთლიანად გუნდიც უფრო გალაღდება,აღარ იქნება ის შებოჭილობა დაშიშის შეგრძნება,რაც ზოგჯერ ამ ბოლო თამაშშიც იგრძნობოდა ჩვენს თამაშში.

• გოგი ქუთაისელი

ლევანი რომ ურტყამდა კარებში, თავი ქონდა დახრილი არ იყურებოდა წინ, გელაშვილის ტიპის მოთამაშეა, უღალატა გუნდს, მეგობრებს.

• სოსო-ს

ყაზაიშვილმა ორი საგოლე პასი გააფუჭა,არ გადააწოდა!

• GIVI

Kacharava atamashet,miecit kacs dro tamashis. erti cuti shemokvana sircxvilia roca mchedlidze taimnaxevars tamashobs.

• სოსო

ზოგიერთი რას სწერს,ყაზაიშვილი ძუნწიაო?ოქრის საგოლე პასი ვინ მიაწოდა?კარგით რე ზოგიერთებო,დაუფასეთ კაცს კარგი თამაში.

• არჩილ ხოფერია

მალე ვიხილავთ ჩემს მიერ არა ერთხელ ქებულ ოქრიაშვილს ევროპის ერთ-ერთ უძლიერეს კლუბში. მე ვისურვებდი იტალიაში, მილანში! ვირული ფეხბურთისათვის არ მემეტება. ჯანმრთელობას და უტრამვო სეზონს ვუსურვებ!

• არჩილ ხოფერია

ჩვენი წარმატების საიდუმლო ქართულ ფეხბურთშია. დიახ არსებობს ქართული ფეხბურთის ფენომენი და განსაკუთრებული ფეხბურთი. ქართული ფეხბურთი განსხვავებით დღევანდელისაგან თამაშია და არა ბრძოლა. ბურთით თამაში! ერთი შეხებით პასი და თავქუდმოგლეჯილიწინ და უკან სირბილი ჩვენი ფეხბურთი არ არის. ქართულ ფეხბურთს თამაშობდნენ მე საიდანაც მახსოვს ისე დავწერ, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, გიორგი სიჭინავა, ვლადიმერ გუცაევი, მანუჩარ მაჩაიძე, დავით ყიფიანი,ვიტალი დარასელია, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები.... ახლა თამაშობს ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, თურმე კაკაბაძე.... დრიბლინგში და მოულოდნელ, მახვილგონივრულ გადაწყვეტილებებშია ქართული ფეხბურთის საიდუმლო! გაიხსენეთ დარასელიას "პოდ სებია" დიუსელდორფში! მოწინააღმდეგის მცველი 100% უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ქართველი ფეხბურთელი მას ნებისმიერ შემთხვევაში მოატყუებს ტექნიკის ხარჯზე! დრიბლინგი, იმპროვიზაცია, სილამაზე...

• jiji

ყველაფრიტ ვაჯობეტ უელს,სისწრაფიტ,ბურტის ფლობიტ გენაცვალეტ ტქვენ,,ნებისმიერ გუნდს დავახევტ ტავზე ბურტს,,წარმატებები სუულ..

აი რას ნიშნავს ნამდვილი მწვრთნელი უკვე რამდენი ხანია ვერც ერთი მწვრთნელი ვერ მიხვდა რომ პრობლემა შემადგენლობაში იყო. დადგა ნორმალული შემადგენლობა ყველამ რომ იცის თავისი საქმე და გუნდიც ათამაშდა

• gigi

akaki gogia gvinda nakrebshi,dagvamshvenebda.

• jiha

ნავალოვსკი არ არის ტიპიური მცველი. გავიხსენოთ როგორ შემოუარა კოულმენმა და გავბანძდით ირლანდიასთან, გუშინაც იყო მსგავსი რეციდივი და რომ არა ჩვენი მეორე მცველი, ისევ გავბანძდებოდით. რადგან არ იშლის თავისას, იქნებ ვინმემ აუხსნას, რომ მცველის ფუნქციაა თავდასხმელის თანხლებაა არ არის. ყველა საშუალებით უნდა შეაჩერო თავდასხმელი. ფეხბურთი ბალეტი არ არის.

• mamuka kikabize

რას გადაეკიდეთ ამ მჭედლიძეს,გოლის ალღოს მქონე ფორვარდი ციდან არ ვარდება, საჯარიმოს ფეხბურთელი შეიძლება დღესაც იყოს სადმე, მაგრამ მისი ეს თვისება არავინ იცის,თქვენ წარმოიდგინეთ არც თვითონ,იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არც ერთმა ჩვენმა გუნდმა შეტევა არ იცის და მეტოქის საჯარიმოში თუ არ ითამაშებ, როგორ გაიგებ რა შეგიძლია. ქეცბაიამ 5 წელი მოანდომა ახალი ყაიდის თავდამსხმელის ჩამოყალიბებას,რომლის ფუნქცია გოლის გატანა არაა. მისი მიღწევა - ახალი სტილის თავდამსხმელი, რომელმაც 32 სანაკრებო თამაში უგოლოდ ჩაამთავრა და ამ მარაზმს 5 წელი უყურა ფეხბურთის ფედერაციამ. თავისი გუნდი არ იკმარა ყველა ასაკობრივ ნაკრებში მოითხოვდა ჩემი ტაქტიკით ითამაშეთო, ან რა ტაქტიკა ქონდა - წესიერად ვერც გაიგო ამ ე.წ. "ავტობუსის" კარში ჩაყენების მოტივი ეს რომ შეძლო მინიმუმ დროგბა მაინც უნდა გყავდეს პირველ ბურთზე, ან იტალიელებივით, დაჭიმული ზამბარის მსგავსი ფეხბურთელები, კონტრშეტევის დასაწყებად. ამიტომ ტყუილად ნუ ვეძებთ გამტანს, ვინაიდან ჯერ ორი ფორვარდით თამაში უნდა გავიხსენოთ და ნახეთ როგორ თავისით გამოიკვეთება საჯარიმოს თავდამსხმელი.

• xorxe

ცხადაძე რო იყო წასული ვაკო გვილიასს სანახავად არ მოეცონა და ტქვა ძალიან სუსტიაო. კიდევ კარგი გეგუჩაძემ დაუძახა ახალგაზრდულში გვილიას ტორემ დავკარგავდით

• Qomagi

Rac mtavaria nakrebma achvena xasiati ukve ise tamashoben rogprc sashvalo donis evropuli nakrebi gvilia qarveli modrichia romel adgilzec arunda davamtavrot es jgufi me vfiqrob vaisi unda darches mag kacma nakrebs aswavla tamashi da yovel tamashshi ufro da ufrp vumatebt

• komagi

gvilia sauketeso iko orive tamashi, magari sakrdeni gvkavs, asatians hgavs tamashis stilit.

• მათე

ოქრიაშვილი კარგია,გვილია მაგარია,ლორია შესანიშნავია, ,,იმენნა,,გუნდი გვყავს,აწე სასწაულები მოხდება,ცოტაც მოიცადეთ,მესის მაგონებს,ჯანოს პასები,კარგ მომავალს ვუსურვებ ჩვენს გუნდს,გაიხარეთ ძმებო,ტრადიციას ხომ არ უღალატეთ კიდევ ერთხელ.

• მამუკა

ვაისს იქნებ ვიღაცამ ხმა მიაწვდინოს და ზივზივაძე გამოიძახოს ნაკრებში ბიჭი უგოლოდ არ ამთავრებს თამაშს,მისთვისაც დიდი სტიმული იქნება ,თუ ენდობიან.

• alexandre

არაა საჭირო ამდენი უარყუოფი! ართხელ მაინც შევირგოთ და წყნარად გავიხაროთ. საკვირველი კიდევ ერთია - არავინ არ აღნიშნა უელსელების თამაშგარე გოლის დროს. ბეილს და ლორიას შორის მათი თავდამსხმელი იყო! აშკარა თამაშგარეში. დარწმუნებული ვარ? ჩვენ არ ჩაგვითვლიდენ ასეთ გოლს

• გაბი

გვილია საუკეტესოააა სხვა დანარჰენებიც მაგრები,მე ამას მჰედლიზეზე ვერ ვიტყვი არ გააქ ბურტი კაი ხანია და იქნებ არაბიზე გვეცადა,

• bebeto

შეიძლებოდა მოგვეგო,მაგრამ არაუშავს უელსში ბევრი ნაკრებისთვის 1 ქულა სანატრელი იქნება.ნაკრებმა ასე უნდა გააგრძელოს,ბურთის დაკავებას ყოველ თამაშში უნდა შეეცადოს და უფრო უნდა დახვეწოს, ასეთ შემთხვევაში მეტოქე ძალიან ნერვიულობს და ეს ჩვენთვის კარგია.ანანიძეს მეტი შეუძლია,ასევე ოქრიაშვილს,ისევ როგორც ყაზაიშვილს,გვილია კი ძალიან კარგი საყრდენია. ამ 2 თამაშში მინიმუმ 4 ქულას ვიმსახურებდით.

• musenbazi

სადმე გვილიაც გეხსენებინათ, გუშინდელ თამაშში ისე ჩემი აზრით საუკეთესო იყო... ძალიან კარგი ბიჭია. დაუშვილი აშკარად ზედმეტია ამ ნაკრებში..

• ვალიელებთან ფრე რა გასახარია!

მჭედლიძე არის თავდამსხმელი,რომელსაც ბურთი არ გაუტანია თითქმის არასდროს?! მისი ადგილი ნაკრებში არ არის,მით უმეტეს ორი თავდამსხმელით არ ვთამაშობთ! ყაზაიშვილი ძუნწია და პასს არ იძლევა გადამწყვეტ დროს-თვითონ ურტყამს კარში და რა თქმა უნდა ვერ გააქვს-დგას ცუდ პოზიციაზე დარტყმის მომენტში.ესე იქცეოდა ცხადაძის დროს ესეა ეხლაც. უნდა დაისაჯოს,როგორც ჭანტურია-არაგუნდური თამაშის გამო! დაუშვილი მშრომელია,მაგრამ აყოვნებს და ნელია-მისი გაკეთებული პასი ყოველთვის სანერვიულოა!

• დავით123

ვინ დაგწყევლა და მჭედლიძემ გოლი ბოლოს როდის გაიტანა ან კლუბში ან ნაკრებში, გამახსენეთ ერთი რა! 10 წელში 5 ბურთი არ აქვს გატანილი თავდამსხმელს, ანომალია აბა რა არის. არადა დვალიშვილს დასცინოდნენ, დვალიშვილი დარბის და ცდილობს მაინც. ეგეთი მომენტი რომ ქონოდა გაიტანდა კიდეც, რადგან უკეთესი შემსრულებელია!!

• mavne8620

გუშინ გამოჩნდა რომ თუტმე შეგვძლებია ფეხბურთის თამაში,რაც გვაკლია ეს არის ორივე ტაიმის სტაბილურად ჩატარება, ასევე კარგი იქნება ჩვენი ნაკრების ფეხბურთელებს სათამაშო პრაკტიკა თუ ექნებათ თავიანთ კლუბებში რადგან ეს პრობლემა საბოლოოდ წარმატების მთავარი მიზეზია, ძალაინ კარგი იყო მეორე ტაიმი,ერთადერთი უიღბლობასთან ერთად რაც გვაწუხებს არის გამტანი ფორვარდი რომელიც ჰაერივით საჭიროებს ნაკრები,იმედია ვინმე გამოჩნდება რომ გამტანი ფორვარდის როლი იკისროს! იმედია მერამდენედ უკვე წარმატებას აუცილებლად მივაღწევთ!

• გულშემატკივარი

გუნდს ეტყობა მწრთნელის ხელი, ფეხბურთელებიც შეძლებისდაგვარად ასრულებენ დავალებებს, ოღონდ ნუ „ავკიდებთ“ ნაკრებს უიღბლოს იარლიყს!

• Guadua

უელსელებმა თამაში გვაცალეს,ჩვენები უფრო უხეშები იყვნენ, არ ვიყავით ბადეში გაბმული თევზივით, ასეთი რამ კი სერბეთთან არ იქნება.იქ პირიქით, თუ მაშინვე არ დააჯექი თავზე, სხვანაირად გაგსრისავენ შინაც და გარეთაც.

• tngh

ჩვენი გუნდი თამაშიდან თამაშამდე უმატებს თამაშს. პატივცემულო "ტოტალიზატორისტებო". გამოძებნეთ დრო და იარეთ სტადიონზე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რა ძნელია ფეხბურთელისათვის ცარიელი ტრიბუნების წინ თამაში და რამხელა სტიმულია ახალგაზრდისათვის დამსახურებული ტაში. საქართველოს პირველობას მაყურებელი სჭირდება. ნაკრების თამაშზე, დარწმუნებული ვარ მაყურებელი იქნება...

• glaxuna

ძლივს ვნახეთ ფ ე ხ ბ უ რ თ ი - შემტევი და მოძრავი ! ასე უ ნ დ ა გააგრძელონ და მერე ვილაპარაკოთ და განვსაჯოთ!

• giorgi

გვილია დაგავიწყდა. ძალიან მაგარი იყო გუშინ.

• giorgi

მჭედლიძეძე მწყდება გული, დიდი იმედი მქონდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ არ აქვს მაღალი კლასი. თუმცა თავზე კარგად იბრძვის და ვფიქრობ ამ ეტაპზე ძირითადში უნდა იყოს.

• giga

მერე რომელ ტოტალიზატორში ჰქონდა 2.96 X2 კუში ყველგან სამზე ზევით იყო მეც მეწერა ეგ

• შოკირებული გულშემატკივარი

ჩვენებს ცოტა მეტი სისწრაფე რო ქონდეთ მაშინ გენახა:)))

• kenti

კარგი იყო, მეტიც შეეძლოთ, მივაქციოთ ყურადღება ფეხბურთელთა წონას და დრიბლინგს.

• ნწ ნწ ნწ

რა "ბედი მდევარი", რა "ფეხმსუბუქი ფორტუნა" თქვენ დაბოლილები ხო არ ხართ, რეებს წერთ?

• შაკო

მე თითქმის 99%-ით ვიყავი დარწმუნებული რომ არ წავაგებდით, იმიტომ რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებდა ნაკრები, ყოველი შეხვედრა წინაზე უკეთესი იყო და ამიტომ 100 ლარში X2 დავუწერე ჩვენებს 2.96 ქონდა კუში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

"აყურებინეთ ბავშვებს ფეხბურთი" - ბეილმა მასწავლებლებს მოუწოდა

BMV - "რეალის" შეტევას ახალი ზედმეტსახელი აქვს

ბრწყინვალე ჟესტი - ჯანო ანანიძემ ეთერ ლიპარტელიანს საჩუქრად ბინა გადასცა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ბეილი: ჩემპიონთა ლიგის ფინალი 5:0 დასრულდება

"შეუძლებელია, სპორტი რუსეთის გარეშე არსებობდეს, ევროპელებს ერთი სული აქვთ, როდის დავბრუნდებით საერთაშორისო არენაზე" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელი

უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ

ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი

ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]

თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

"ბარსელონას" და მსოფლიოს ვაფრთხილებ" - ბეილის განცხადება

"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი

ვაკოს დუბლი და იშვიათი ამბავი ჩემპიონთა ლიგაზე - მსაჯმა ჯერ ტაიმი დაასრულა, შემდეგ გუნდები ისევ დააბრუნა... [VIDEO]

დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ყველაზე ცუდი ფეხბურთელებისგან შემდგარი თერთმეტეული დასახელდა, სადაც ბეილი და კვარაცხელიას თანაგუნდელიც მოხვდნენ

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა

მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]

ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]

გარეთ ბეილმა 33 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

სომხური დრამა ჩემპიონთა ლიგაზე, ქალი პრეზიდენტი და ანანიძის ექსმწვრთნელი...

"უეფა უკრაინას პატიოსნად არ მოექცა" - შოტლანდიელთა მწვრთნელი

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]

ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა

"მისნაირი ადამიანებისთვის ჯოჯოხეთში ცალკე ქვაბია" - ანანიძის ყოფილი თანაგუნდელის ხუმრობა ჯანოს შესახებ

"ვინც კი ოდესმე მინახავს, ყველაზე ჭკვიანი და ტექნიკური ფეხბურთელია" - ანანიძეზე ყოფილმა თანაგუნდელმა ისაუბრა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

"თავისი ტალანტის მხოლოდ 50% გამოიყენა" - მალხაზ ასათიანმა ერთმანეთს კვარაცხელია და ანანიძე შეადარა

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

[VIDEO] "ბარსელონას" ყოფილი მწვრთნელიც აღაფრთოვანა - ყაზაიშვილის პოკერი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატში

[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა

ვაკო ყაზაიშვილის გოლი და საგოლე პასი ჩინეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში [VIDEO]

პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]

ყაზაიშვილის ულამაზესი გოლი და შედეგიანი გადაცემა ჩინეთის ჩემპიონატში - ქართველი ფეხბურთელი კარგ ფორმაშია [VIDEO]

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]

"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

[VIDEO] ყაზაიშვილის ჰეთ-თრიქი ჩინეთის სუპერლიგაში

"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?

"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?