სარაგბო ვებგვერდმა worldrugbyvids-მა მსოფლიოს ნაკრები შეარჩია, რომელსაც მისი აზრით, ახალი ზელანდიის ძლევა შეუძლია
ახლახან დასრულდა ოთხი ერის გათამაშება, რომელშიც ახალი ზელანდიის ნაკრებმა, როგორც არასდროს, ისეთი უპირატესობით მოიგო. თითქოს ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ფაქტია, რომ "ოლ ბლექსმა" სტუმრად სამხრეთ აფრიკის ნაკრებს ცხრა ლელო გაუტანა და მეტოქეს ერთიც არ გაატანინა.

გასაგებია, რომ "ბოკეს" თაობათა ცვლილება აქვს. ასევე იცვლება თაობა ახალი ზელანდიის ნაკრებშიც, მაგრამ ეს გუნდი კიდევ უფრო ძლიერი და უძლეველია, ვიდრე აქამდე იყო. ცხადია, ყველას, ქომაგებს, სპეციალისტებს აინტერესებთ, როდემდე გასტანს ასე, ვინ შეარყევს "ოლ ბლექსის" ჰეგემონიას.

სარაგბო ვებგვერდმა worldrugbyvids-მა მსოფლიოს ნაკრები შეარჩია, რომელსაც მისი აზრით, ახალი ზელანდიის ძლევა შეუძლია. პლანეტის საუკეთესო მორაგბეთა შორის საქართველოს ნაკრებისა და "ტულონის" ლიდერი მამუკა გორგოძე მოხვდა. ის მესამე ხაზში, მღლეტელად (#6) გაამწესეს.

თითოეულ მორაგბეს თან ახლავს worldrugbyvids-ის დახასიათება. აი, რას წერენ გორგოძეზე:

"მოთამაშე, რომელმაც სიტყვა "შიშის" მნიშვნელობა არ იცის. მის უძლიერეს კონტაქტებს უდიდესი დანიშნულება ექნება".

მსოფლიოს ნაკრები

1. ტენდაი მთავარირა (სამხრეთი აფრიკა): ამ გუნდს აუცილებლად სჭირდება "მხეცი".

2. მალკოლმ მარქსი (სამხრეთი აფრიკა): ახალგაზრდა სამხრეთაფრიკელი ფიზიკურად ძლიერია, ზუსტად აგდებს ბურთს დერეფანში და შესანიშნავად მუშაობს უდიდესი წნეხის ქვეშ;

3. რამირო ერერა (არგენტინა): არგენტინელი ბურჯი თამაშიდან თამაშამდე იზრდება და შერკინების ნამდვილ ოსტატად ყალიბდება.

4. მარო იტოჯე (ინგლისი): შეუძლებელია, 2015 წლის ევროპის საუკეთესო მორაგბე უძლიერესთა შორის არ შეიყვანო. მისი თამაში დინამიკაში ფანტასტიკურია.

5. ებენ ეცებეთი (სამხრეთი აფრიკა): სიმძლავრე, სიმძლავრე და კიდევ ერთხელ სიმძლავრე. ის მსოფლიოს ნაკრების ყველანაირ ფორმაციაში უნდა იყოს არჩეული.

6. მამუკა გორგოძე (საქართველო): მოთამაშე, რომელმაც სიტყვა "შიშის" მნიშვნელობა არ იცის. მის უძლიერეს კონტაქტებს უდიდესი დანიშნულება ექნება.

7. დევიდ პოქოქი (ავსტრალია): "ოლ ბლექსი" თამაშს ბურთის ფლობაზე აგებს, პოქოქი კი ასეთ დროს იდეალურია;

8. სერჯო პარისე (იტალია): მიგვაჩნია, რომ უნივერსალი იტალიელი საუკეთესოა 8 ნომრის პოზიციაზე;

9. ბენ იანგსი (ინგლისი): აარონ სმიტისა და თი ჯეი პერენარას წინააღმდეგ, ამ როლში დიდი არჩევანი არ რჩება.

10. დენ ბიგარი (უელსი): "ოლ ბლექსთან" თამაშისას მნიშვნელოვანია, რომ ყველა საჯარიმო ქულებად იქცეს და ბიგარის ოსტატობა საამისოდ ზედგამოჭრილია.

ჯორჯ ნორსი (უელსი): მას, უბრალოდ, სახლში ვერ დატოვებ.

მანუ ტუილაგი (ინგლისი): ჯონათან დევისთან წყვილში ის მართლაც შესანიშნავ, მძლავრ შუა ხაზს შექმნის, რომელიც "ოლ ბლექსს" აუცილებლად გაუჩენს თავსატეხს.

ჯონათან დევისი (უელსი): ზემოთ ნახეთ.

სანტიაგო კორდერო (არგენტინა): ის უსწრაფესი მოთამაშეა. "ოლ ბლექსის" მსგავსი ორგანიზებული დაცვის წინააღმდეგ აუცილებლად გჭირდებათ მორაგბე, რომელსაც საოცრებების კეთება შეუძლია.

იზრაელ ფოლაუ (ავსტრალია): ნამდვილი ფულბეკი. თავდაჯერებულია დაკიდებულ ბურთზე თამაშისას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

d.n.
დიდი სიამოვნებით ვნახავდი ამ შეხვედრას.კარგი შემადგენლობაა
გიო
Pele არა შენ ვერ გაიგე, მე კი არ ვამბობ გორგოძე არაა კაი რაგბისტითქო, მართლა მაგარია და მე ეს ძალიან მიხარია და უფრო მაგარიც იუოს უფრო გამიხარდება, მე უბრალოდ ვამბობ რომ ფეხბურთშიც გვყავს ტალანტები გვყავდა ყოველთვის და სამწუხაროა რომ საქართვე მსოფლიო და ევროპის ჩემკიონატზე არასდროს უთამაშია, ისლანდიას უთამაშია ჩვენ არა, სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს...
giorgi
შრომისმოყვარე და თავმდაბლები, ნუ ანანიძეზე ამას ვერ ვიტყვი... მამუკა საუკეთესოა მსოფლიოში ამჟამად თავის პოზიციაზე მაგრამ საოცრად თავმდაბალი ადამიანია, ვფიქრობ ეგაა მისი წარმატების მიზეზი
pele
გიო, პარალელს თუ ვავლებთ. გორგოძე უფრო შვაინსტაიგერის ან სნაიდერის დონეა. მსოფლიო ვარსკვლავია და თავის პოზიციაზე საუკეთესო.
გიო
ანანიძე, ოქრიაშვილი, ჩანტურია, ყაზაიშვილი- არანაკლები იქნებოდნენ ფეხბურთში შრომისმოყვარე რომ იყვნენი, მასეთი ტალანტები ბევრ ისეთ ნაკრაბში არ არიან რობლებიც საქართველოზე მაღლა არიან რეიტინგში და საერთოდ შედეგების მიხედვით, მაგრამ მარტო ტალანტი არაა საკმარისი, ისე ეს ჩემთვის მაგრა გაუგებარია რაღაცაა ისეთი ტეხნიკური ფეხბურთელებით როგორიც საქართველოს ყავს და 90-იან წლამდე არაა საუბარის, მის აქეთაც მასეთი ფეხბურთელებით ერთხელაც არგახვიდე მსოფლიო ან ევროპის ჩემპიონატზე...
bs
თნამადროვე ქართული რაგბის მეფე - ,,უშიში ვითარცა უხორცო"!
kika
ასეთი მსოფლიო დონის მოთამაშე გვჭირდება ფეხბურთშიც და მერე ვიფიქროთ იქ წარმატებებზე. კარგი ქართველი ხარ მამუკა!ბრავო.

მართლა მაგარია!
დიმა
ეს მაგარი კაცი გვყავს ქართველებს:)) გენაცვალე ძმაო
რე
აქ მამუკაზე კომენტარი ზედმეტია!!!!
რაგბი ევროპა | ნახევარფინალი რუმინეთთან - "ავჭალაზე"
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს მძიმე მატჩი მოუგო
რაგბი ევროპა | ხუთი ცვლილებით ჯგუფში პირველობისთვის
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დიდი რაგბის ზეიმი - ოთხი ერი ისევ "ოლ ბლექსმა" მოიგო
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
გულისამაჩუყებელი ამბავი - პატარა მორაგბეს წონის გამო დასცინეს, ის კი ვარსკვლავებმა დაიცვეს
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
"ოლ ბლექსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
მსოფლიოს თასი: ფავორიტების ჯახი "ოლ ბლექსის" გამარჯვებით დასრულდა [VIDEO]
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
ოთხი ერი. VI ტურის წინ: "ნიუ ლენდზე" ცხრა წლის შემდეგ