ყაზანის "რუბინის" ქართველმა მცველმა "როსტოვისგან" დაინტერესებაზე არაფერი იცის
საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური მცველი საბა კვირკველია ირლანდიასა და უელსთან კარგად ჩატარებული მატჩების შემდეგ ყაზანის "რუბინს" დაუბრუნდა და ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასაბრუნებლად იბრძვის. სანაკრებო მატჩისას ტრავმირებული კვირკველია "რუბინშიც" დამცავი ჩაფხუტით ვარჯიშობდა...

რუსულ პრესაში ერთხელაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით "როსტოვია" დაინტერესებული.

გუშინ "ლელო" კვირკველიას ყაზანში დაუკავშირდა. ვისაუბრეთ საკლუბო და სანაკრებო თემებზე...

- თავდაპირველად, ჯანმრთელობის მდგომარეობაზე გკითხავთ. ისევ დამცავი ჩაფხუტით ვარჯიშობთ?

- ყველაფერი კარგადაა. ჩაფხუტით იმიტომ ვვარჯიშობდი, რომ თავზე ნაკერები მედო. გუშინწინ ამომიღეს ნაკერები და თავს ნორმალურად ვგრძნობ.

- კიდევ ერთხელ დაიწერა: კვირკველიას გადაბირება "როსტოვს" სურს და ტრანსფერი ამ ზამთარს უნდა შედგესო...

- სიმართლე გითხრათ, არაფერი ვიცი. "რუბინში" ჩვეულებრივად ვვარჯიშობ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ძირითადში ადგილი დავიბრუნო.

- სანაკრებო თამაშების შემდეგ "რუბინის" მთავარ მწვრთნელ ხავი გრასიასთან ხომ არ გისაუბრიათ?

- არა, არ გვილაპარაკია.

- შეაფასეთ ეროვნული გუნდის ბოლო ორი მატჩი...

- ძალიან კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ. მეტი ქულა უნდა აგვეღო, მაგრამ ეს ფეხბურთია და ხდება ასეთი რამეები. კარგა ხანია, ნაკრების თამაშით ასეთი სიამოვნება არ მიგვიღია. კარგად გვეჭირა ბურთი, ვიყავით ორგანიზებულები...

ჩვენი შემტევები ძალიან კარგად თამაშობენ, იჭერენ ბურთს და ეს დაცვას ამოსუნთქვის საშუალებას აძლევს. უელსთან მატჩის ბოლო 20 წუთის განმავლობაში გარეთ ბეილიც კი უკან ჩადიოდა და დაცვას ეხმარებოდა. ეს რაღაცაზე ხომ მეტყველებს? ყველანი დავრწმუნდით, რომ საქართველოს ნაკრებს ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან შეუძლია თამაში. დარწმუნებული ვარ, რომ ეროვნული გუნდის პროგრესი გაგრძელდება.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

- ფაქტია, საქართველოს ნაკრების ბოლო ორმა მატჩმა გულშემატკივრებს შორის იმედი გააჩინა...

- ასეთი თამაშით გულშემატკივარი მოლდოვას, სერბეთისა და ირლანდიის დამარცხებას მოითხოვს. მართალიც იქნება. ასე რომ, ჩვენი პასუხისმგებლობა ძალიან დიდია.

- ზოგადად საქართველოს ნაკრების პერსპექტივაზე რას იტყვით?

- ამ გუნდს აქვს პერსპექტივა. ძალიან კარგი ნაკრები გვყავს, რომელსაც ბევრი შეუძლია. პირადად მე ყოველთვის მაქსიმუმს გავაკეთებ ეროვნული გუნდისთვის. ყველა ფეხბურთელში ასეთი განწყობაა. ვლადიმირ ვაისის სახით ძალიან კარგი მწვრთნელი გვყავს. სლოვაკეთის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე გაიყვანა და ამით ბევრი რამაა ნათქვამი. კარგ მწვრთნელობასთან ერთად, ის შესანიშნავი პიროვნებაცაა.

ჩემი მხრივ, მინდა მადლობა ვუთხრა ვაისს. ირლანდიასა და უელსთან შეხვედრებში მენდო იმ პირობებში, როცა კლუბში უთამაშებელი ვიყავი. რაც შემეძლო, იმ მატჩებში ყველაფერი გავაკეთე გუნდის წარმატებისთვის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zaza
კვირკველიას პირადად მე ძალიან ვგულშემატკივრობ მაგრამ რომელიმე კარგ ევროპულ კლუბში რომ მოხვდეს დაცვიდან ბურთის ამოტანა პირველი პასი ამაში მოიკოჭლებს თუ ამ ნაკლს გამოასწორებს უეჭველი დააინტერესებს ევროპულ გრანდებს წარმატებები საბა
acm
პრობლემა ისაა რო ვერ გავედით ევროპაში ვერ ვეღირსეთ იმას რო ევროპაში ჩვენ ფეხბურთელებს იწვევდნენ ყოველთვსი არი პრობლემა ჯერ ის რო არარიან მზად ევროპისთვის მერ ეკიდე ათასი პრობლემები იენს ხოლმე ტავს ნელნელა დაიძრა ყინული და ესპანეთში გამოჩნდნენ ქართველები საბა ეწირება რუსულ სისულელეებს რა მწვრთნელი როცა გუნდში ასეთი მცველი გყავს და მწვრთნელი არ ათამაშებს ამ დროს მფლობელს თვალები სად გაქ არ ხდება ეგრე რა იგივე ჭირდა ჯანოს რომელსაც არ აცლიდნენ ფორმაში შესვლას საბას ეხლა კარგი ევროპული გუნდი საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოაყალიბებდა მონაცემები ბოლომდე უწყობს ხელს ამისთვსი იმედია რო ყველაფერი შეიცვლება იმედებიც გაჩნდა და ბიჭებიც გვყავს გამოჩნდა უკვე რო უელსი რომელიც ფავორიტია ჯგუფში ჩვენზე არცისე წინ დგას ამიტო ბოლომდე უნდა ვიბძოლოდ ამის საშუალება გვაქ დაამბცია კიდე ჩვენ სულ გვქონდა
bavaria
საბა ეცადე ფორმიდან არ ამოვარდე, ირლანდიასთან ვერ იყავი, რბილად რომ ვთქვათ, მთლად დამაჯერებელი და ეს უთამაშებლობის ბრალი რომ იყო, უელსთან კარგად გამოჩნდა, სადაც დიდებული თამაში შემოგვთავაზე, კარგი ცენტრალური მცველები ნახევარი გუნდია, შენი ყველას გვეიმედება და ეცადე პრაქტიკა არ მოიკლო.
gizog
მართალია bebeto საბა უკვე დიდი ფეხბურთელია და თუასე გააგრძელებს დიდ გუნდებშიც მოუწევს თამაში, ისე რომ თავ არ შეირცხვენს. მადლობა საბა ნაკრებში მუდამ გულიანი თამაშისთვის, დიდ წარმატებებეს გისურვებ, გაიხარე და გფარავდეს უფალი.
პოზიტივი
ქონია ნაკრებს კარგი დროება, წაუგებელი სერია, დიდი იმედები, მაგრამ ახლა ბევრად უფრო კარგ განწყობაზე ვარ, თითქოს ბევრად უფრო მჯერა რო ყველაფერი კარგად გაგრძელდება, ბევრად უფრო დიდი იმედით ვარ რო კარგი ფეხბურთის თამაშს გავაგრძელებთ.
bebeto
კვირკველია ევროპის ნებისმიერ წამყვან ჩემპიონატში ითამაშებდა თანაც წარმატებით,შრომა უნდა გააგრძელოს და აუცილებლად მოხვდება სადმე კარგ გუნდში,რაც მთავარია მწვრთნელის და კლუბის პრეზიდენტის ახირებებს არ უნდა აყვეს.
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ცნობილი გახდა ჩაკვეტაძის შეცვლის მიზეზი
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ისინი მხოლოდ ერთ შემთხვევაში წავლენ..." - დიუპინმა ლეგიონერების შესაძლო წასვლაზე ისაუბრა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"საინტერესო წინადადება გვაქვს, ვნახოთ, რა მოხდება" - ჯიქიას მსურველი გამოუჩნდა
სლუცკის ძალიან ღირსეული საქციელი - თუმცა, "რუბინი" მწვრთნელს არ დაეთანხმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
გრასია წავიდა - ჩაკვეტაძეს "უოტფორდში" ახალი მწვრთნელი ეყოლება
"ჩაკვეტაძის თამაშს ამ პოზიციაზე განვიხილავ" - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
საბა კვირკველია ქუთაისის "ტორპედოდან" წავიდა
"ლოკომოტივმა" "როსტოვს" ერთი ტაიმი გაუძლო - კაშიამ ითამაშა [VIDEO]
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
საბა კვირკველია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ხვიჩას გარეშე დარჩენილი "რუბინი" და ჯიქიას "სპარტაკი" დაქვეითებასთან ახლოს არიან
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"ტორპედომ" ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
კიდევ ერთი ქართველი იტალიაში? - ნაკრების ფეხბურთელები გუნდის გარეშე არიან...
"რუბინის" ექს მწვრთნელმა ხვიჩასა და ზურიკოზე ისაუბრა და შეაქო
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"ყალბი გვერდებიდან მწერდნენ და მეუბნებოდნენ, რომ სფფ-იდან იყვნენ" - ილია ვახანია რუსეთის ნაკრებში დებიუტის შემდეგ
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
"როსტოვის" მეკარემ 10 გოლი გაუშვა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"სოჭიმ" "როსტოვს" 10:1 სძლია, მაგრამ მილოცვის ნაცვლად, მთელი რუსეთი მათ ლანძღავს
უარი უკრაინაში შეჭრის სიმბოლოს - კვარაცხელიას "რუბინის" გულშემატკივრების ღირსეული საქციელი [PHOTO]
"ქუთაისის "ტორპედოს" დონისაა, "ვესტ ჰემს" კიდევ ერთი კლოუნი სჭირდება..." - რუსები კვარაცხელიას შესაძლო ტრანსფერს ირონიით შეხვდნენ
რუსეთში კორონავირუსი მძვინვარებს, ჩემპიონატს კი მაინც არ აჩერებენ
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ჩაკვეტაძე "ბრისტოლთან" არ ითამაშებს - მიზეზი ცნობილია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩაკვეტაძის გაუმჯობესებული თამაში და მეტი დრო მოედანზე - "უოტფორდის" მწვრთნელმა ქართველზე ისაუბრა
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ