ებრაელი ინვესტორების მოსვლის შემდეგ, ტრადიციული ქართული კლუბი ძველ პრობლემებში აღარ არის ჩაფლული
გორის "დილა" ახალ რეალობაში ცხოვრობს. ებრაელი ინვესტორების მოსვლის შემდეგ, ტრადიციული ქართული კლუბი ძველ პრობლემებში აღარ არის ჩაფლული. თუმცა გუნდის სატურნირო მდგომარეობა, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.

საინტერესოა, რას აპირებს "დილა" ოქტომბრის ბოლოს, როცა სამი დღით გაიხსნება სატრანსფერო ფანჯარა. ამ და სხვა კითხვებით გუნდის მთავარ მწვრთნელს უჩა სოსიაშვილს მივმართეთ...

- მას შემდეგ, რაც კლუბში ახალი ინვესტორი მოვიდა, "დილასთვის" ახალი ცხოვრება დაიწყო, - გვითხრა სოსიაშვილმა საუბრის დასაწყისში, - აღარ არის ის დრო, როცა მოსაძიებელი იყო ფეხბურთელების ხელფასები და სხვა თანხები ელემენტარული არსებობისთვის. უკვე არის გრაფიკი და ეტაპობრივად ხდება დავალიანებების გასტუმრება.

მჯერა, "დილა" აუცილებლად შეინარჩუნებს ადგილს საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში. ჩემპიონატის მსვლელობისას ვაწყდებოდით ყველასთვის ცნობილ პრობლემებს და ამ ეტაპზე სწორედ ლიგაში ადგილის შენარჩუნება იქნება "დილას" მთავარი მიზანი.

- როგორ მიდის გუნდში ლეგიონერების ადაპტაციის პროცესი?

- ისინი თანდათან ეგუებიან გუნდს. უნდა გითხრათ, რომ მათი თამაშითა და საქმისადმი მიდგომით კმაყოფილი ვარ. არ უნდა დავივიწყოთ, რომ ეს ფეხბურთელები დავიმატეთ მაშინ, როცა ყველა ქვეყანაში დაწყებული იყო ჩემპიონატი, ყველა გუნდი დაკომპლექტებული იყო.

- მალე სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნება. ახალი ფეხბურთელების დამატებას ხომ არ აპირებთ?

- მიდის მუშაობა ბრაზილიელი ცენტრალური ნახევარმცველის დამატებაზე. თუ მოხერხდა ამ ტრანსფერის განხორციელება, ძალიან კარგი იქნება.

- ბრაზილიელის ვინაობას და კლუბს ვერ დაასახელებთ?

- ახლა მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ეს ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს. როცა უფრო რეალური იქნება ყველაფერი, მერე დაწვრილებით ვისაუბროთ ამ თემაზე.

- ცხადია, "დილა" მომავალ სეზონში უფრო მაღალ მიზნებს დაისახავს...

- რა თქმა უნდა, ასე იქნება. მომავალ სეზონში "დილას" მიზანი ევროტურნირების საგზურის მოპოვება და იქ წარმატებით თამაში იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Zaza
ეგ დანია
dato
დიეგო ალვეში ჩამოყავთ იუვენტუსიდან.:)
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"რუსთავში" რევაზ ძოძუაშვილი იმუშავებს
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
"შუქურა" უჩა სოსიაშვილმა დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
"სიონი" გიორგი ჭელიძემ ჩაიბარა
"სამგურალის" მწვრთნელად უჩა სოსიაშვილი დანიშნეს
სეზონის დაწყებიდან ეროვნული ლიგის გუნდი მეორე მწვრთნელმა დატოვა