თელავში ფეხბურთის აღორძინება ირაკლი ვაშაკიძეს, სოსო გრიშიკაშვილსა და ალეკო ამისულაშვილს უკავშირდება
თელავში ფეხბურთი დაბრუნდა. ადგილობრივი "თელავი" წარმატებით თამაშობს საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის რეგიონულ ლიგაში და ახლოსაა პირველ ლიგაში გადასვლასთან.

ჩვენი აზრით, სირცხვილიც კი იყო, ტრადიციებით მდიდარი ქალაქი ამდენ ხანს უფეხბურთოდ რომ იყო დარჩენილი. სხვაზე რომ არ ვთქვათ, თელავმა შვა ლეგენდარული გივი ჩოხელი, თავის დროზე თბილისის "დინამოსა" და საბჭოთა ნაკრების მცველი, ევროპის ჩემპიონი...

თელავში ფეხბურთის აღორძინება ირაკლი ვაშაკიძეს, სოსო გრიშიკაშვილსა და ალეკო ამისულაშვილს უკავშირდება. გრიშიკაშვილი და ამისულაშვილი თელაველები არიან. მათ არაერთი მატჩი ჩაუტარებიათ საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში. ქართველი ქომაგი კარგად იცნობს ვაშაკიძესაც - თბილისის "დინამოს" ყოფილ მცველს. "თელავზე" სწორედ კლუბის გენერალურმა დირექტორმა ვაშაკიძემ გვიამბო...

სოსო, ალეკო და მე...

- სოსო გრიშიკაშვილი თელაველი კაცია. ადრეც სურდა ამ ქალაქში ფეხბურთის აღორძინება და გადავწყვიტეთ, საქმე ადგილიდან დაგვეძრა. მით უმეტეს, სამი წელი ფეხბურთი საერთოდ არ იყო თელავში. ჩავედით ადგილზე, შევხვდით ქალაქის მერს, ბატონ პლატონ კალმახელიძეს.

მისგან მხოლოდ მხარდაჭერა ვიგრძენით. გავაცანით ჩვენი გეგმები და მისგანაც დიდი ენთუზიაზმი დავინახეთ. საკრებულოშიც გავაკეთეთ ჩვენი გეგმების პრეზენტაცია...

თავდაპირველად იყო საუბარი იმის თაობაზე, რომ გუნდი ადგილობრივ მუნიციპალიტეტს დაეფინანსებინა, მაგრამ მოხდა უწყებრივი შეფერხება და გადავწყვიტეთ, კერძო კლუბი დაგვეარსებინა.

დამფუძნებლები ვართ ჩვენ - სოსო გრიშიკაშვილი, ალეკო ამისულაშვილი და მე. ამისულაშვილს წარდგენა არ სჭირდება, ამჟამანდ ის თბილისის "დინამოს" ღირსებას იცავს, თელაველი კაცია, ძალიან სტკიოდა გული იმის გამო, რომ მის მშობლიურ ქალაქში ფეხბურთი არ იყო...

რა მოვასწარით...

- გივი ჩოხელის სახელობის თელავის ცენტრალური სტადიონი 25 აგვისტოს გადმოგვეცა.

გავარემონტეთ სტადიონზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართული და გუნდი ახლა იქ ჩვეულებრივად ცხოვრობს. სტადიონის ტრიბუნებზე დავამონტაჟეთ 500 ინდივიდუალური სკამი. ეს პროცესი კიდევ გრძელდება. რაც შეეხება მინდორს, იმის გათვალისწინებით, რომ იქ დიდი ხანი არავის ეთამაშა ფეხბურთი, ფედერაციას ვთხოვეთ ტექნიკა, რომ მინდორი, ასე ვთქვათ, დავარცხნილიყო. მოგეხსენებათ, ჩვენს სტადიონზე ხელოვნური საფარია.

ჟვანია, გოცირიძე, გოგობერიშვილი და გაბიდაური...

- გუნდის დასაკომპლექტებლად შედარებით მცირე დრო გვქონდა, მაგრამ ამის მიუხედავად, მაქსიმალურად მოვინდომეთ და ეს საქმეც მოგვარდა. კლუბში სპორტულ მიმართულებას მალხაზ ჟვანია კურირებს. მას სპორტული დირექტორის თანამდებობა უჭირავს. მთავარი მწვრთნელია რევაზ გოცირიძე. გეხსომებათ, ის ბოლოს "საბურთალოში" მუშაობდა. მას ვეფხია ტარუღაშვილი ეხმარება. ისიც თელაველი კაცია და მისი თამაშებიც უნდა გახსოვდეთ...

გუნდის უფროსია გია ამისულაშვილი, ალეკოს მამა, მე ვიტყოდი - თელავური ფეხბურთის ლეგენდა. სწორედ მას მიუძღვის უდიდესი წვლილი ალეკოს ფეხბურთელად ჩამოყალიბების საქმეში.

ბატონ გიას სხვა თელაველი ფეხბურთელებიც დაუყენებია გზაზე... ის ადრე "კახეთის" ფეხბურთელი იყო, მწვრთნელადაც მუშაობდა, გუნდის უფროსადაც... მწვრთნელ-სელექციონერის თანამდებობაზე იოსებ ასაბაშვილი, ხოლო ექიმ-მასაჟისტად თედო ბიჩელაშვილი მუშაობს.

გუნდის ადმინისტრატორის თანამდებობა კი "კახეთის" კიდევ ერთ ყოფილ ფეხბურთელს, გოჩა ჯაშიაშვილს უკავია. "თელავის" მედია-ოფიცერია გიორგი ვაშაკიძე, ხოლო სელექციონერი - სოსო სირაძე.

გუნდში რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი თამაშობს - გიორგი გაბიდაური, ალეკო გოგობერიშვილი... "სიონიდან" ვინათხოვრეთ მეკარე სოსლან ნანიევი. მას არაერთი მატჩი ჩაუტარებია უმაღლეს ლიგაში.

ჩვენთვის დიდი პატივია ის, რომ "კახეთიდან" საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში მიიწვიეს ფეხბურთელი. ეს გახლავთ ნიკოლოზ ბაშალეიშვილი, ვინც ახლა დაშავებულია, თუმცა დიდი იმედი მაქვს, მალე დაგვიბრუნდება. მათ გარდა, გვყავს ნიჭიერი ახალგაზრდებიც. კახეთის ყველა რაიონში გავაკეთეთ შერჩევა და ისე დავაკომპლექტეთ გუნდი.

საფეხბურთო კლუბ "თელავის" უსაფრთხოების უფროსი გახლავთ ვაკო თუშიშვილი. გუნდთან ერთადაა თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის სახელმწიფო თეატრი. გუნდს უკვე ჰყავს ახალშექმნილი გულშემატკივართა კლუბი "კახი", რომლის წევრთა რაოდენობა ამ ეტაპისთვის ოცდაათამდეა. თუმცა გაწევრიანების მსურველი უკვე საკმაოდაა.

ხუთწლიანი პროგრამა

- შემუშავებული გვაქვს კლუბის განვითარების 5-წლიანი პროგრამა, რომლის მთავარი მიზანია, გუნდი გადავიდეს უმაღლეს ლიგაში. ეს უნდა მოხდეს არა სპონტანურად, არამედ ეტაპობრივად. ჩვენს უახლოეს გეგმას წარმოადგენს თელავში საფეხბურთო სკოლისა და აკადემიის ამოქმედება, რათა "თელავის" არსებობას მყარი საფუძველი ჰქონდეს. ეს პროცესი უახლოეს ორ წელიწადში უნდა დასრულდეს.

კიდევ ერთი: უახლოეს მომავალში კლუბში აუცილებლად უნდა დასრულდეს ანალიტიკური სამსახურის ფორმირება. ვცდილობთ, თანამედროვე გზით ვიაროთ და ამგვარი სამსახურის არსებობაც ამიტომაა აუცილებელი.

ფოტოები ფკ თელავის

ფეისბუქის გვერდიდან

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giga
aleko amisulashvils rodis taikvant telavshi satamashod??
odala
ვაა, ყოჩაღ. კარგი ამბებია. გამიხარდა.
paata
კახეთის თელავს ვუსურვებ წარმატებებს.მივესალმები საქართველოს რეგიონებში განვიტარებას,თუნდაც მაგალითისთვის ახალციხეში.
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა მარტის მატჩებისთვის
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
კვარაცხელია თავიდანვე შეუტევს - პსჟ ლიდერობის დაბრუნებას ძალიან გადახალისებული შემადგენლობით შეეცდება
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "სოსიედადთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
ირაკლი ვაშაკიძე: პრობლემა მოგვარდა, "გურია" უმაღლეს ლიგაში რჩება!..
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIII ტური] უხვგოლიანი და დრამატული კახური დერბი ჩხუბით დასრულდა!
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "სპაერი" ცალი ფეხით უმაღლესშია, "თელავი" ფავორიტია...
ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..
სოსო გრიშიკაშვილი: ვაისმა გუნდს ხელი დაატყო და რატომ უნდა წავიდეს?!
ლანჩხუთის "გურია": კლუბში ირაკლი ვაშაკიძე იმუშავებს, გუნდს კი ჯერ გიგლა იმნაძე გაწვრთნის
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა. ბოლო ტური] იონსენი ზედიზედ მეორედ ხდება საუკეთესო ბომბარდირი, პლეი-აუტის ორივე წყვილი ცნობილია...
[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?
[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."
ᓠᓝᓛᓐᓜ ᓤᓘᓤᓘᓐ: ᓞᓐᓡᓣᓮიᓡᓛᓒეᓑᓚᓝბᓐს ᓡᓐᓙᓣᓗᓐᓠ ᓗᓐᓕᓖᓔ ვᓘღᓔბ! [ᓡᓠუᓚᓘ ᓕერᓡᓘᓐ]
"...პაპუნაშვილს მანამდე არც დუბლებში ათამაშებდნენ და არც - "დინამო 2"-ში"
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
გზა ევრობასკეტ 2021-სკენ: სტეფანია, ტურაშვილი, ვაშაკიძე, ბარამიძე
ᓙᓐᓮᓔᓗᓨᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓘᓡ ᓒᓐᓪᓝᓪᓮᓚᓔᓑᓐ ᓡᓣᓠᓗ
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXV ტური] "თელავმა" თბილისში მოიგო! ბოლო ტური ორივე კახური გუნდისთვის მნიშვნელოვანია...
ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში
ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა. XXXIV ტური] ბათუმის "დინამოს" ქულაც ჰყოფნის, "თელავი" განწირულია...
ბოლო წლების საუკეთესო ქართველი მეკარე - გიორგი ლორიას 150-ე!
ახალი ასოციაცია ფედერაციას: დავიცვათ ფეხბურთელთა უფლებები!
ვინ თქვა, კახეთში ფეხბურთი არ უყვართო?! თელავში გუნდი ფეხბურთელებმა აღადგინეს
სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება