ახალი მწვრთნელის კრედო: ბურთის კონტროლი, შეტევა, კომბინაციები...
თბილისის "დინამოს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. გუნდს ამიერიდან 60 წლის ვიაჩესლავ გროზნი დამოძღვრავს.

პრეზენტაცია 25 ოქტომბერს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე შედგა. "დინამოს" ახალი თავკაცი მედიას კლუბის პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა, ლევან სალუქვაძემ წარუდგინა...

რატომ გროზნი?

- თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი იქნება ვიაჩესლავ გროზნი. იმთავითვე უნდა ვთქვათ, რომ ამ პოსტზე განვიხილავდით რამდენიმე კანდიდატურას. იყო ბელგიური, ჰოლანდიური, ავსტრიული, გერმანული და სხვა ვარიანტები. მთავარი მწვრთნელის შერჩევისას ჩვენთვის პრიორიტეტს წარმოადგენდა ის, რომ მათ მიერ გაწვრთნილ გუნდებს ეთამაშათ ისეთი ფეხბურთი, როგორიც დამახასიათებელია ქართული ფეხბურთისთვის. ჩვენ გვსურს, რომ "დინამომ" ითამაშოს შემტევი, ტექნიკური ფეხბურთი...

კონტრაქტი 3-წლიანია. ის გაფორმდა 1+2 სისტემით. ვისურვებდით, რომ ჩვენი თანამშრომლობა იყოს ხანგრძლივი. რომან ფიფიამ მიიღო გადაწყვეტილება და მწვრთნელიც თანახმა იყო, რომ ჩვენი თანამშრომლობა იანვრიდან კი არა, ახლავე დაწყებულიყო. ამიტომ კონტრაქტს ეს რამდენიმე თვეც ემატება.

...ასე უნდა დავაბრუნოთ მაყურებელი სტადიონზე

- ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩემ მიმართ ყურადღება გამოიჩინეთ და ასევე ყურადღება გამოიჩინეთ დიდი ქართული კლუბისადმი. მართალია, ჯერ არ ვიცი ქართული ენა, მაგრამ აუცილებლად ვისწავლი. როცა ვიყავი ბულგარეთში და "ლევსკის" ვწვრთნიდი, მალევე მოვახერხე იქაური ენის შესწავლა. ქართული მართლწერა შედარებით რთულია. მე ასე მიმაჩნია - აუცილებლად უნდა იცოდე იმ ქვეყნის ენა, სადაც მუშაობ...

უნდა გითხრათ, რომ მუშაობის გაგრძელების კიდევ არაერთი ვარიანტი მქონდა, მაგრამ თბილისის "დინამოში" მოსვლის გადაწყვეტილება დაუფიქრებლად მივიღე. "დინამო" დიდი გუნდია და ამას ვამბობ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.

სადაც მიმუშავია, ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი იყო ბურთის კონტროლი. მინდა, საქართველოში საუკეთესო მწვრთნელი გავხდე. მე ვიმუშავე ისეთ ისტორიულ კლუბებში, როგორებიც არიან "სპარტაკი" და "დნიპრო". ჩემს აღზრდილ ფეხბურთელებს მიუღწევიათ ისეთ გუნდებამდე, როგორებიც არის "ჩელსი" და "ბარსელონა".

ახლა თქვენთან სასაუბროდ მხოლოდ 15 წუთი მაქვს. ამის შემდეგ უნდა წავიდე ვარჯიშზე. თუ პირველ რიგში მე არ დავიცავი დისციპლინა, ფეხბურთელი ამას არ გააკეთებს.

პირდაპირ ვიტყვი - ძალიან მიყვარს ჟურნალისტები. თქვენ ძალიან რთულ საქმეს ხართ შეჭიდებულნი და მინდა, წარმატებები გისურვოთ - ჩემი დიდი დაფასება და მოწიწება იმ ხალხს, ვინც სიმართლეს წერს!

დიდი იმედი მაქვს, რომ საერთო ენას გამოვნახავთ. არასოდეს უარს არ ვიტყვი ინტერვიუზე და არც ფეხბურთელებს შევუქმნი დაბრკოლებას...

შემეძლო, გუნდი იანვრიდან ჩამებარებინა, მაგრამ ასე არ მოვიქეცი. არადა, ჩემთვის ეს უფრო იოლი იქნებოდა. თითქოს, რა უნდა გესაქმებოდეს გუნდში, სადაც "შენი" ჯერჯერობით არაფერია, არ შეგირჩევია შემადგენლობა და ასე შემდეგ, მაგრამ...

პირდაპირ უნდა გითხრათ, რომ მე აქ სამუშაოდ მოვედი დიდი გულით და აღტაცებული ვარ დახვედრით. გვერდში დგომას მაშინ აქვს განსაკუთრებული ფასი, როცა ეს ხდება შედარებით რთულ სიტუაციაში...

ჩემი მიზანია, იანვრამდე დარჩენილ დროში ბოლომდე შევისწავლოთ გუნდში არსებული სიტუაცია და არა მხოლოდ მთავარ, არამედ ყველა ასაკობრივ გუნდში...

თანამედროვე ფეხბურთში დიდი გუნდები ერთმანეთთან თანამშრომლობენ. მინდა, საინტერესო რამ გაგიმხილოთ - იწყება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა თბილისისა და კიევის "დინამოებს" შორის.

ამის თაობაზე ორი კლუბის პრეზიდენტმა უკვე ისაუბრა. თანამშრომლობა გულისხმობს ფეხბურთელების გაცვლას, საერთაშორისო ტურნირებში პარტნიორობას და ასე შემდეგ. რატომ არ უნდა ითამაშონ თბილისის "დინამოს" შემადგენლობაში კიევის "დინამოს" იმ ნიჭიერმა ფეხბურთელებმა, რომლებიც დღეს უკრაინული გრანდის შემადგენლობაში ვერ ხვდებიან?

ან რით იქნება ურიგო, თუ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები გადავლენ კიევის "დინამოში" და ჩემპიონთა ლიგაში ითამაშებენ?! კიევის "დინამოსა" და უკრაინულ ფეხბურთში ძალიან ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუნდაც ციგანკოვი ავიღოთ, რომელიც ასე უცბად გამოჩნდა...

კიდევ ერთხელ ვამბობ - მე მომხრე ვარ თქვენთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობის. ჯერ კარგად უნდა გავიცნო ფეხბურთელები, მათი სახელებიც კი არ ვიცი...

აკადემია ისეთია, რომ ნახავ და ტაშს დაუკრავ. დღეს გუნდი ვერ თამაშობს კარგად, თორემ კლუბში ყველაფერი შესანიშნავადაა ორგანიზებული. თუ ფეხბურთელს რამე შეეშლება, გთხოვთ, წინა პლანზე ყოველთვის ჩემი პასუხისმგებლობა წამოსწიოთ...

თანაშემწეები უკვე შევარჩიე. ჩვენ ბევრი სამუშაო გვაქვს. თუნდაც ის, რომ ამ ეტაპზე გუნდმა არ იცის პრესინგი, ფეხბურთელები "შავი სამუშაოს" შესრულებას ერიდებიან. არადა, ამას მესი, რონალდო და ნეიმარიც აკეთებენ...

ჩვენ უნდა ვაჩვენოთ შემტევი, კომბინაციური თამაში და ასე უნდა დავუბრუნოთ ქომაგი სტადიონს.

გულშემატკივარი რომ ვიყო, არც მე მივიდოდი ისეთ თამაშზე, სადაც კარში ერთხელ ურტყამენ...

- ცოტა ხნის წინ რომან ფიფიამ თქვა, რომ კლუბი არ იჩქარებდა მწვრთნელის შერჩევის დროს...

ლევან სალუქვაძე: - ჩვენ ნაჩქარევად არ მიგვიღია ასეთი გადაწყვეტილება. არაერთი ვარიანტი განვიხილეთ. ეს რამდენიმე თვე გაცნობითი ხასიათის იქნება. გროზნიმ არაერთი ფეხბურთელი აღზარდა. მაგალითად, მის ხელში გაიარა ჩიგრინსკიმ, ვინც მერე "ბარსელონაში" ითამაშა.

ამ ტრანსფერის ღირებულებამ 25 მილიონი შეადგინა. ასევე, მან იპოვა ტამბოვში ჟირკოვი, ვინც მერე "ჩელსიში" ითამაშა. მან იცის და უყვარს ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა. ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- გუნდში დისციპლინა ვერ არის საკადრის დონეზე. თუნდაც ლანჩხუთში მომხდარი ფაქტი გავიხსენოთ...

ვიაჩესლავ გროზნი: - ასეთი რამეები ფეხბურთში ხდება. "სპარტაკში" რომ ვმუშაობდი, ჩემპიონთა ლიგაში ვეთამაშებოდით "ბლექბერნს". შეიძლება გახსოვთ - ინგლისელმა ფეხბურთელებმა მატჩის დროს ერთმანეთში იჩხუბეს...

მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები 60 წუთის შემდეგ ჩერდებიან. ისინი დამნაშავეები არ არიან, როცა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ. ასე ასწავლეს მათ ბავშვთა სკოლებში...

ამას წინათ, თბილისის "დინამომ" ჩემპიონთა ლიგაში წააგო ზაგრების "დინამოსთან". 7 წლის ზაგრებელი ბავშვი უკვე ყველაფერს სწორად აკეთებს მინდორზე. მე ვიქნები ხისტი ფეხბურთელების მიმართ, მაგრამ შეურაცხყოფას არავის მივაყენებ.

- იანვარში ბევრ დინამოელს უსრულდება კლუბთან კონტრაქტი...

- ყველამ უნდა ითამაშოს გუნდისთვის და არა - ჩემთვის. ვინც ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს, მე მას უბრალოდ ვეტყვი, რომ არ ითამაშებს და მორჩა! მათ აქვთ შანსი, ითამაშონ მაღალი დონის ფეხბურთი, აქვთ წარმატებული ქართველი ფეხბურთელების მაგალითები.

ასეთი თამაშით კი, რასაც ისინი დღეს აჩვენებენ, უცხოეთში არავინ წაიყვანს. იანვარში მე უნდა ვიცოდე ზუსტად, რა კონტინგენტზე გავთვალო მომავალი. ვინც "დინამოში" დარჩება, ბოლომდე უნდა დაიხარჯოს!..

დოსიე

ვიაჩესლავ გროზნი

დაიბადა 1956 წლის 12 ივლისს, ოლენიევკაში

(ყოფილი უკრაინის სსრ)

1987 ტორპედო ზაპ. (თანაშემწე)

1988 მეტალურგი ზაპ. (თანაშემწე)

1989-92 ნივა ვინ.

1994-96 სპარტაკი მ. (თანაშემწე)

1996-97 დნიპრო

1998 ლევსკი სოფ.

1999-02 სპარტაკი მ. (თანაშემწე)

2002-04 არსენალი კ.

2005-06 მეტალურგი ზაპ.

2008-09 ტერეკი

2010 არსენალი კ.

2011-12 ტობოლი

2013-16 ჰოვერლა

2016- დინამო თბ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

444
ეს კი საუბრობს. მაგრამ ფიფია დაუჯერებს?
L.E.S
კარგი შეხედულება აქვს...მისასალმებელია...მთავარია ბოლომდე მიყვეს თავისი აზრების ასრულებას და ვიღაცეების აზრზე არ გადაერთოს იმის გამო რომ მავანი კარგ მასპინძლობას გაუწევს და დაუძმაკაცდება...
zura
გასაგებადთ აღნიშნა,რომ აპირებენ უკრაინიდან ფეხბურთელების ჩამოყვანას,კიევის დინამოს დუბლებიდან გაანათხოვრებენ თბილისის დინამოში
Jango
მოკლედ ქართული ბავშვთა სკოლების მწვრთნელებს ჩახადა შარვლები და სულ როზგები დაუშინა გაშიშვლებულ უკანალებზე ამ ფრაზით : მაგრამ ეს არ არის მთავარი პრობლემა. პრობლემა არის ის, რომ თბილისის "დინამოს" ფეხბურთელები 60 წუთის შემდეგ ჩერდებიან. ისინი დამნაშავეები არ არიან, როცა ელემენტარულ შეცდომებს უშვებენ. ასე ასწავლეს მათ ბავშვთა სკოლებში...
ალეკსანდრე
მე მგონი იარაბეკზე უკეთესი კი იქნება, ისე ვნახოთ დრო გვიშვენებს
qutaisi
სერიოზულად საუბრობს მარტლაც ისე არის რაც ტქვა სავი სმუსაო ყველამ უნდა იკადროს მოგება ისე არ არის დიდ კლუბებსი ტავდასხმელი ხსირად ეხმარება დაცვას და იმდენს დარბიან სწრაპად ბრუნდებიან ტავის ადგილას
ვეტერანი
გრანდების შეტევების 80% კარში დარტყმის გარეშე მთავრდება, ასე რომ ამ მიმართულებით პროგრესი არ იგეგმება, ფუტბოლის წესების შეცვლას და სანახაობრიობისკენ ნაბიჯის გადადგმას არავინ აპირებს. ბლატერმა ერთხელ გრანდების ფრედ 0:0 დამთავრებული მატჩის შემდეგ თამაშზე თქვა ეს თამაში 0:0-იც კი მშვენიერიაო. სწორედ ამის მერე ეწოდა ფუტბოლს ბლატერის "ონანიზმი". ბლატერი კარგა ხანია მოაშორეს, მარამ მის მემკვიდრეებს რაიმე პროგრესული თავში არ მოუდით. სანამ ფუტბოლის აბდაუბდა წესებს არ შეცვლით ბლატერის "ონანიზმი" თვითონ ითამაშეთ და უყურეთ რამდენიც გენებოთ.
ლუკს
რეზიუმედან ჩანს რომ არცერთ გუნდში 3 წელზე მეტი ხნით არ უმუშავია. არ აჟღერებს თუ რა არის დინამოში მისი მისია, ან რა მიზანი დაუსახა დინამომ. დინამო როგორც ჩანს აპირებს უბრალოდ ვაკანსიის დროებით შევსებას და არა სერიოზულ, გრძელვადიან ცვლილებებს. საინტერესოა ახალი მწვრთნელის აზრი, როგორ ესახება საქართველოსნაირ ჩამორჩენილ და ეკონომიურად ღარიბ ქვეყანაში ევროპული დონის საფეხბურთო გუნდის შექმნა? როგორ აპირებს დინამო სტადიონზე ხალხის დაბრუნებას? გროზნის საშუალებით?
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
ზამთრის სერიებისა და წლის ბოლო 3×3 საკალათბურთო ტურნირის გამარჯვებული არგო გახდა
იმედები ვერ გაამართლა - "ატლეტიკო" სორლოტის გაყიდვას ეცდება
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
დამძიმებული ფეხებით - ჩაკვეტაძემ "ლესტერთან" მატჩამდე ისაუბრა
"ფრთებგაშლილი ნერესი ფენომენალური "კვარას" დამამძიმებელი აჩრდილისგან გათავისუფლებას ლამობს" - იტალიური მედია
"ბარსელონა" ბოლო წამებზე დამარცხდა - თორნიკეს ისევ არ უთამაშია
"რა კრიზისზე საუბრობთ? მათ ხომ კონტე ჰყავთ" - კაპელომ "ნაპოლიზე" ისაუბრა
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
უარი "ჩელსის, "ლივერპულსა" და "მანჩესტერ იუნაიტედს" - სემენიომ არჩევანი სხვა ინგლისურ გრანდზე შეაჩერა
[VIDEO] ახალწვეული კუპერ ფლეგისა და ენტონი დევისის ბრწყინვალე მატჩი - "დალასმა" ნიკოლა იოკიჩის "დენვერი" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის 4 სამქულიანი და კარგი მატჩი - სანდრომ "ტორონტოს" ძირითად შემადგენლობაში ითამაშა
საზონოვს მალე, ალბათ, "ტორინოს" დატოვება მოუწევს
დასაევი: საფონოვი რა, ასეთი დიადია?
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს მიუახლოვდა
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
"დინამო თბილისი" საქართველოს 15 და 17-წლამდე ლიგების გამარჯვებულია
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
თბილისის "დინამო" ახალგაზრდული ლიგის მესამე რაუნდის ორივე მატჩს სახლში გამართავს
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
"დინამო თბილისი" 19-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულია
პსჟ თბილისში ჩამოვიდოდა - რა შანსი გაუშვეს ხელიდან
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა