ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

იმერულ დერბის გორი უმასპინძლებს - ჩხეტიანი და ფრუიძე მომავალ მატჩზე

იმერულ დერბის გორი უმასპინძლებს - ჩხეტიანი და ფრუიძე მომავალ მატჩზე

"მასპინძლობა" ამ შემთხვევაში მაინც პირობითია, რადგან "ჩიხურა" მეტოქეს ივანწმინდაში ვერ მიიღებს
29 ოქტომბერს, საქართველოს ჩემპიონატის XI ტურში, საჩხერის "ჩიხურა" ქუთაისის "ტორპედოს" უმასპინძლებს. თუმცა, "მასპინძლობა" ამ შემთხვევაში მაინც პირობითია, რადგან "ჩიხურა" მეტოქეს ივანწმინდაში ვერ მიიღებს. მოედნის საფარის უვარგისობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ საჩხერელებს საკუთარ არენაზე თამაში აუკრძალა მანამ, ვიდრე პრობლემას არ მოაგვარებს.

"ჩიხურას" ხელმძღვანელობამ იმერული კლუბების დაპირისპირების არენად გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი აირჩია.

ეს მატჩი ორივე გუნდისთვის უმნიშვნელოვანესია. მოგების შემთხვევაში, საჩხერელები "თეთრ ჯგუფში" პირველ ადგილს დაიკანონებენ და საჩემპიონო პლეი ოფში ითამაშებენ. ქუთაისის "ტორპედოს" კი შანსი ექნება, მე-5 ადგილს დააღწიოს თავი.

"ამ შეხვედრისთვის განსაკუთრებული მონდომებით ვემზადებით, რადგან ჩემპიონატი გადამწყვეტ ფაზაშია შესული, ჩვენ კი ქულები ჰაერივით გვჭირდება. "ჩიხურა" ძლიერი და კარგად შეთამაშებული გუნდია, დაბალანსებულია და გრძელი სათადარიგოთა სკამიც აქვს. ასეთ დროს ლაშა კუჭუხიძის დამატება მახარებს, რადგან ქუთაისელი გამოცდილი და საკმაოდ კარგი მოთამაშეა.

იმედია, დარჩენილ ტურებში დიდ სამსახურს გაგვიწევს. მის მიმართ მადლობის მეტი რა გვეთქმის, ახლა ბიუჯეტი ყველა კლუბს გაწერილი აქვს და, ფაქტობრივად, მიზერულ ხელფასზე დაგვთანხმდა.

კუჭუხიძის გარდა, კიდევ ორიოდე მოთამაშის დამატებაზე ვფიქრობდით, მაგრამ ეს ვერ მოხერხდა", - ამბობს "ტორპედოს" მწვრთნელი კახა ჩხეტიანი.

მას უმაღლეს ლიგაში ქუთაისელების დარჩენის შანსებზეც ვკითხეთ:

"რა თქმა უნდა, მდგომარეობა უმძიმესია, მაგრამ არა უიმედო. სეზონის ბოლომდე ასეთი დაძაბულობა იქნება, მშვიდი ცხოვრება გარანტირებული არავის აქვს. დარჩენილი ოთხი მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია. ვითარება ყოველ ტურში ისე იცვლება, ვერ გაიგებ, საბოლოოდ ვინ ვის გადაასწრებს.

ჯერ მხოლოდ ის ვიცით, რომ, დიდი ალბათობით, პირველ ადგილს "ჩიხურა" დაიკავებს, მეორეზე კი "დინამო" გავა. ესაა და ეს. დანარჩენი 5 ადგილის საკითხი ჯერაც გაურკვეველია. სწორედ ამ გაურკვევლობიდან გამომდინარეა, რომ უიმედოდ არ ვართ.

ჩემპიონატის საწყის ეტაპზე ქუთაისელ გულშემატკივარს გული ვატკინეთ და ვალდებულები ვართ, ახლა მაინც გავახაროთ, კლუბის სახელს და ავტორიტეტს გავუფრთხილდეთ".

"ლელო" საჩხერელთა მწვრთნელ სოსო ფრუიძესაც დაუკავშირდა:

"გორში ურთულესი თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მეტოქე საკუთარ მოედანზე მიგვეღო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციამ თამაში აგვიკრძალა, ლოგიკურია და არც გაემტყუნებათ.

ფედერაციის ხელმძღვანელობა "სამტრედიასთან" სათასო მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ იქ იყო ბრძოლა და არა - ფეხბურთი. მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარტო იმის გამო, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, პრეტენზიას ვერ წამოვაყენებთ.

ასევე მოხდა ფოთის "კოლხეთის" შემთხვევაში, სადაც "პარკი არენის" საფარი არაფრად ვარგა, გამონაკლისი კი არ უნდა არსებობდეს.

კარგ მოედანზე თამაში სიამოვნებაა და ეს თბილისის "ლოკომოტივთან" გამოჩნდა, სადაც გუნდის შედეგზე ამ ფაქტორმაც მოახდინა გავლენა. ასე რომ, სადაც ვითამაშებთ, 3 ქულა უნდა მოვიპოვოთ და საჩემპიონო პლეი ოფში თამაში გავინაღდოთ".

ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ყოფილი კლუბის სტადიონზე...

ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეა: გუნდის ახალწვეული 24 წლის ლაშა კუჭუხიძეა. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ერთი თვეა, რაც თავდამსხმელი "ტორპედოში" ვარჯიშობს, თუმცა სეზონი გორის "დილაში" დაიწყო და განაცხადში მისი შეყვანა ვერ ხერხდებოდა.

ოფიციალურად, მისი გატორპედოელება გუშინ გახდა შესაძლებელი, როცა ფეხბურთის ფედერაციამ სამდღიანი სატრანსფერო "ფანჯარა" გახსნა. სხვათა შორის, დიდი ალბათობით, კუჭუხიძე პირველ შეხვედრას თავისი ყოფილი კლუბის ("ჩიხურა") წინააღმდეგ ასევე ყოფილი კლუბის ("დილა") სტადიონზე ჩაატარებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• jangos

კარგი რა ჯანგო.მართალია მოედნის საფარი არაგვაქვს რატომ და ჩიხურის ცენტრალური სტადიონი.შენ საერთოდ არც გექნება დანახული.გაკეთდება მალე.რაც შეეხება სამტრედიას თქვენს საფარზე საერთოდ ნებისმიერი ფეხბურთელის თამაში კარიერის დასასრულია.მტერს არ ვუსრულებ მაგ საფარზე დამტვრევას.ხომ მართლა ტუალეტი ხომ ადგილზეა 12 საუკუნის ისტორიული ძეგლია.აი საჩხერის ცენტრალური სტადიონის საფარი საბჭოთა კავშირის დროს მეორე ადგილზე იყო მთელი საბჭოთა კავშირის მაშტაბით.იმედია ჩემპიონები რომ გავხდებით ჩვენთანაც ჩამოხვალთ განახლებულ ცენტრალურ სტადიონზე.და რაც თქვენთან ხალხი დადის ხუთზე მეტს დაგახვედრებთ.....

• QWERTY

წარმოუდგენელია რომ ეს მატჩი მოიგოს ტორპედომ. საუკეთესო შემთხვევაში ფრე თუ დამთავრდა, დიდი წარმატება იქნება ჩხეტიანისათვის.

• win torpedo win torpedo win torpedo

იმედია მოიგებს ტორპედო ამ თამაშს. ჭმერთი ჩვენსკენ

• Jango

"გორში ურთულესი თამაში გველის. რა თქმა უნდა, გვერჩივნა, მეტოქე საკუთარ მოედანზე მიგვეღო, მაგრამ მიზეზი, რის გამოც ივანწმინდაში ფეხბურთის ფედერაციამ თამაში აგვიკრძალა, ლოგიკურია და არც გაემტყუნებათ. ფედერაციის ხელმძღვანელობა "სამტრედიასთან" სათასო მატჩს დაესწრო და საკუთარი თვალით ნახა, რომ იქ იყო ბრძოლა და არა - ფეხბურთი. მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაშია და მარტო იმის გამო, რომ საკუთარ სტადიონზე ვერ ვთამაშობთ, პრეტენზიას ვერ წამოვაყენებთ.-------------- ფრუიძე მგონი ვაჟაკცი კაცი ხარ და უნდა გქონოდა სინდისი ბოლომდის, როცა ხედავდი რა საღორეში უნდა მიგეღო სამტრედია თასის 1/4 ში, უნდა მოგეთხოვა რომ პატიოსანი კაცი არ დაუშვებდა იქ თამაშს. არ ვიცი იქნებ კიდეც მოითხოვე მაგრამ ფედერაციამ რომ არაფერი გააკეთა და ჩათლახურად ლატარია გაათამაშდა პენალტების, ეს იყო არამზადული და მზაკვრული ქმედება მუჯირისა და კობიაშვილის მხრიდან. ესაა რომ კლავს ფეხბურთს საქართველოში, მადლობა ღმერთს რომ სამტრედიას და ჩიხურას ორიევს გარანტირებულკი აქვთ ევროსაზგურები, მაგრამ ეს არ ამართლებს ფედრაციის აბსოლუტურ უნამუსობას და პროფანაციას.

• დილა გორი

გორელბიც დაესწრებიან ამ თამაშს და თითქმის ყველა მისული გორელი ქუთაის დაუჭერს მხარს მიზეზი ალბათ ფალავანდიშვილის ფაქტორიც დიდი იქნება!

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა

კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა

საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში

გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია

ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია

"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა

კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს

პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე

ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს

ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს

15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით

20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან

კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?

"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო

"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ

L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული

ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა

თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა

"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა

[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა

[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა

ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს