თბილისის "ლოკომოტივთან" საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:1) დიდი წვლილი ირაკლი ლექვთაძემ შეიტანა
თბილისის "ლოკომოტივთან" საჩხერის "ჩიხურას" დამაჯერებელ გამარჯვებაში (4:1) დიდი წვლილი ირაკლი ლექვთაძემ შეიტანა.

25 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე გუნდი გამოიცვალა და იმედგაცრუებაც გადაუტანია: თბილისის "დინამოდან" ხან გორის "დილაში" გაანათხოვრეს, ხან "ცხინვალში", ბოლნისის "სიონში", ქუთაისის "ტორპედოშიც" იყო, მაგრამ არსად ისე არ უთამაშია, როგორც ახლა "ჩიხურაში" ირჯება.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ლექვთაძე საუკეთესო სეზონს ატარებს:

"გარდამავალ ჩემპიონატში "ჩიხურა" ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ყველა პოზიციაზე - დაბალანსებული. უმაღლეს ლიგაში ყველაზე შეთამაშებულ, სწრაფ, ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს ვთამაშობთ. მიხარია, ასეთი გუნდის წევრი რომ გავხდი და მინდა, მის წინსვლაში ჩემი წვლილი შევიტანო", - ამბობს ლექვთაძე.

მისი აზრით, "ლოკომოტივთან" მოგებამ გუნდის საჩემპიონო ამბიციები რეალური გახადა:

"ეს გადამწყვეტი მატჩი იყო და მეტოქიდან გამომდინარე, იმდენად წარმატებული გამოდგა, ვერც ვიჯერებდი. მაგრამ იღბალიც აშკარად გვწყალობდა, ყველაფერი გამოგვდიოდა. ახლა სამი მატჩიდან ორი სახლში გვაქვს გასამართი - ქუთაისის "ტორპედოსთან" და "ცხინვალთან". თუ ორივეს მოვიგებთ, საჩემპიონო პლეი ოფში ვითამაშებთ".

ლექვთაძე მეორე ჯგუფის ლიდერზეც გველაპარაკა:

"ახლახან "სამტრედიას" თასის მეოთხედფინალში შევხვდით. მეტოქემ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ახალგაზრდული გუნდია, კარგი მწვრთნელი ჰყავთ, ბურთსაც კარგად აგორებენ და კონტრშეტევებს სწრაფად, ერთი-ორი შეხებით ახორციელებენ. "ჩიხურა"-"სამტრედია" ისეთი მაგარი საჩემპიონო ფინალი იქნება, ბევრ მაყურებელს დააინტერესებს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..
უმაღლესი ლიგის VIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ირაკლი ლექვთაძე: აქ იმისთვის ვარ, რათა კლუბს ძველი სიმაღლეების დაბრუნებაში დავეხმარო
ირაკლი ლექვთაძე: ღირსება - ეს ის სიტყვაა, რასაც "აბერდინთან" მატჩის წინ ერთმანეთს ვეტყვით
ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)
დინამო (თბ)-ჩიხურა 1:2 - დიდი ნაბიჯი [VIDEO]
ეროვნული ლიგა. VIII ტური: საჩხერის "ჩიხურამ" ფოთის "კოლხეთი" დაამარცხა