ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ჩიხურა-ტორპედო 2:1 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება! [VIDEO]

ჩიხურა-ტორპედო 2:1 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ეყოლება! [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XI ტური. "თეთრი ჯგუფი"
საქართველოს XXVIII გარდამავალი ჩემპიონატი უკვე შევიდა იმ ფაზაში, როცა ყოველმა ტურმა რაღაც მნიშვნელოვანი ამბავი უნდა გვამცნოს. აგერ, X ტურში "ჩიხურამ" გორში დაამარცხა "ტორპედო" და საჩემპიონო ფინალში მონაწილეობის უფლება გაინაღდა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თბილისის "დინამომ" ავტომატურად დათმო ჩემპიონის ტიტული და ნოემბერში ქვეყანას ახალი ტრიუმფატორი მოევლინება!

იმერულმა გუნდებმა შუაგულ ქართლში "თეთრი ჯგუფის" მატჩი გამართეს. გორელები, მოგეხსენებათ, "წითელ ჯგუფში" არიან და მიმდინარე სეზონში ამ ქალაქში არც ქუთაისელებს უთამაშიათ და არც - საჩხერელებს. იქვე იყო "მზვერავიც" - ტრიბუნებიდან თამაშს თვალს ადევნებდა თბილისის "დინამოს" ახალი თავკაცი ვიაჩესლავ გროზნი თავისივე სამწვრთნელო შტაბის წევრებთან ერთად.

პირველ ნახევარში ერთობ უღიმღამო ბურთაობა ვიხილეთ. ტაიმმა მეკარეთათვის მეტწილად უხიფათოდ ჩაიარა. ტემპიც არ ყოფილა მაღალი, ორივე გუნდის ფეხბურთელები საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე გაცილებით მეტს ზრუნავდნენ, ვიდრე მოწინააღმდეგის კარის აღებაზე.

თუმცა მაინც ვნახეთ რამდენიმე ისეთი ეპიზოდი, შემტევთა უფრო ზუსტად მოქმედების შემთხვევაში, სახეირო რომ შეიძლებოდა ყოფილიყო. მაგალითად, მე-12 წუთზე ქუთაისელთა საჯარიმო მოედანში მყოფმა ირაკლი ლექვთაძემ მცველთაგან უყურადღებოდ მიტოვებული თორნიკე გორგიაშვილი მონახა, მაგრამ ამ უკანასკნელმა მიზანი ვერ გაასწორა.

ცოტა ხანში უკვე თავად გორგიაშვილმა დაუგორა ლექვთაძეს დასარტყმელად, თუმცა ამ შემთხვევაში მეკარე როინ კვასხვაძემ იყოჩაღა. საპირისპირო კართან კი, "სტანდარტულის" შესრულებისას, ქუთაისელთა თავდამსხმელ ოთარ კვერნაძეს ბოლოსღა დაასწრეს მცველებმა, თორემ ანგარიშიც გაიხსნებოდა.

მეორე ტაიმის დასაწყისიდანვე, "ტორპედო" უკეთ ათამაშდა და საერთოდაც, ბევრად უკეთესი ფეხბურთი გაჩაღდა მოედანზე. ქუთათურები ნომინალური მასპინძლის საჯარიმო მოედანს მიეძალნენ. გააქტიურდა ბექა ტუღუში, რომლის პასით კვერნაძეს მართებდა ახლო მანძილიდან ბურთის კარში გადაგზავნა, მაგრამ მიზანს ააცილა.

ტუღუშმა მერე შორიდანაც სცადა გატანა, მაგრამ ეს მცდელობაც ამაო გამოდგა. შედეგი კი ცოტა ხანში ოლეგ მამასახლისის ქმედებას მოჰყვა - საჯარიმოში შეჭრილი, საჩხერელებმა წესების დარღვევით შეაჩერეს. პენალტი თავად დაზარალებულმა შეასრულა და ტაბლოზე 0:1 აინთო.

"ჩიხურას" გონზე მოსასვლელად დიდი დრო არ დასჭირვებია. მეტიც - პრაქტიკულად, მომდევნო იერიში გოლით დაასრულა. ნიშანდობლივია, რომ სოსო ფრუიძის დამოძღვრილებმა ორივე გოლი ერთმანეთის მსგავსი და აშკარად კარგად დამუშავებული კომბინაციის შედეგად გაიტანეს - ქუთაისელთა საჯარიმო მოედნის გასწვრივ საჩხერელები მოკლე პასებით სწრაფად გადასცემდნენ ბურთს თანაგუნდელებს, რომლის დროსაც, მესამე ან მეოთხე ფეხბურთელი დასარტყმელად უკეთეს პოზიციაში რჩებოდა, ეს დარტყმა კი ორივე შემთხვევაში ზუსტი გამოდგა.

პირველად, დიმიტრი ტატანაშვილის ბოლო პასით, გორგიაშვილი დარჩა დასარტყმელ პოზიციაზე და შესანიშნავადაც გაგზავნა ბურთი მეკარისგან მარჯვენა "ცხრიანში". შეხვედრის მიწურულს კი უკვე ლაშა ჩიკვაიძემ ახეირა თავისი გუნდი ანალოგიურ სიტუაციაში - 2:1.

აქვე დავძენთ, რომ ტატანაშვილმა, მართალია, თავად ვერ გაიტანა, მაგრამ ორივე გოლში შეიტანა მნიშვნელოვანი წვლილი და ერთხელაც მის მიერ დასარტყმელად გასწორებულ ბურთს მძლავრად დასცხო მიხეილ სარდალიშვილმა, ოღონდ ამ შემთხვევაში კვასხვაძემ განმუხტა მომენტი.

ვერ ვიტყვით, რომ "ჩიხურა" მოგებას არ იმსახურებდა, მაგრამ ამ ორ გოლს შორის გუგა ფალავანდიშვილის შორეული დარტყმული დინო ჰამზიჩს "ცხრიანიდან" რომ არ "ჩამოეხსნა", ვერავინ იტყვის, საბოლოოდ რა მოხდებოდა.

ერთი სიტყვით, ამ გამარჯვებით "ჩიხურა", რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე 3 ტურით ადრე, "თეთრ ჯგუფში" მდევართათვის მიუწვდომელი შეიქნა და საჩემპიონო მატჩში მონაწილეობა გაინაღდა. ამით "ჩიხურამ" რეგალიები ჩამოხსნა თბილისის "დინამოს", რომელსაც ტიტულის დაცვის შანსი საბოლოოდ მოესპო.

ამას გარდა, ფრუიძის გუნდი თასის ნახევარფინალშიცაა გასული და ამ ჯილდოსთვისაც იბრძვის. ამ ორ ტურნირში ერთად, "ჩიხურას" ზედიზედ 7 მატჩია, არ წაუგია. ამის საპირისპიროა "ტორპედოს" მდგომარეობა, რომელიც გორული მარცხით კიდევ უფრო დამძიმდა.

უმაღლესი ლიგა. XI ტური. თეთრი ჯგუფი

29.10. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"

ჩიხურა-ტორპედო 2:1

გოლები: 0:1 მამასახლისი (64-პენ), 1:1 გოგიაშვილი (66. ტატანაშვილის პასით), ჩიკვაიძე (84. ლობჟანიძის პასით)

ჩიხურა: ჰამზიჩი, ჩიკვაიძე, რეხვიაშვილი, კაშია, გრიგალაშვილი, დობროვოლსკი (46. გვალია), განუგრავა, გორგიაშვილი, ლექვთაძე (70. სარდალიშვილი), ლობჟანიძე (89. კაკუბავა), ტატანაშვილი.

სათადარიგოები: სეფიაშვილი, მუმლაძე, კორიფაძე, დეკანოიძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

ტორპედო: კვასხვაძე, ტაბატაძე, გურული, ჭიჭინაძე, ქიმაძე, ფალავანდიშვილი, მამასახლისი (86. კაპანაძე), ბაბუნაშვილი (80. ნერგაძე), დოლიძე, ტუღუში, კვერნაძე (61. კუჭუხიძე).

სათადარიგოები: ქვილითაია, ენდელაძე, ბენაშვილი, საღრიშვილი

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილება: ფალავანდიშვილი (48), ჩიკვაიძე (55)

არბიტრი: ლ. სილაგავა.

მომდევნო ტური

5 ნოემბერი

თეთრი ჯგუფი

ლოკომოტივი-ცხინვალი

შუქურა-დინამო (თბ)

ტორპედო-გურია

წითელი ჯგუფი

დილა-საბურთალო

კოლხეთი-სამტრედია

ზუგდიდი-სიონი

ბომბარდირები

ს. ლობჟანიძე (ჩიხურა) 8

ჯ. დვალი (ცხინვალი) 7

ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 7

გ. ხარაიშვილი (საბურთალო) 6

გ. ფანცულაია (საბურთალო) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• tbiliseli23

kide uyureben am sports am qveyanashi?

• lasha

ვულოცავ ჩიხურას და ასევე სამტრედიასაც, მაგრამ ძალიან არ მომწონს ეს სისტემა 1 გუნდი რომ მთელი ჩემპიონატის მანძილზე 12 მატჩს ატარებდეს და მე-13 პინალი იყოს სისულელეა და მეტი არაფერი. სათასო სისტემა რო იყოს კიდე ჰო მაგრამ ჩემპიონატი, რავიცი უინტერესოა

• დილა გორი

ტორპედოს ამ თამაშის წაგება არეკუთნოდა თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება.

• shios

ამდენი რაიციან ამათმა.კი იციან ყველაფერი და ყოველდღე თუ რა კვირაში ერთხელ მაინც ოცნებობენ ჩიხურის ნაირ გუნდს.უბრალოთ შური ალაპარაკებთ.ნუ მივაგცევთ ამათ ნაბოდიალებს.ჩვენ წყნარათ და ტვინით მივდივართ წინ...ჩ ი ხ უ რ ა--- ჩ ე მ პ ი ო ნ

• bebeto

ჩიხურას აუცილებლად ჭირდება თავისი სტადიონი და ბაზა,სირცხვილია გუნდი ჩემპიონი ხდებოდეს და ნორმალური სტადიონი და ბაზა არ ქონდეს.

• Shio

წადი ბიძია თქვენ ხართ შირის. და ბოღმის ბუკეტები..ჩიხურა ჩემპიონი გახდება და ასემც გიქნიათ გამსკდარხართ ნაკერებზე...ეს კლუბია ერთადერთი რომელმაც ლოკომოტივი შეავსო ბოლო 10 წლის მანძილზე წააგო თამაში და ხალხი ფეხზე დამდგარი უკრავდა ტაშ..აი ესაა ჩიხურა და სოფლის კლუბების ბალეშიკებმა თავი შეიკავეთ ამბიციებისგან ჰაჰჰაჰაჰა

• gia_saba22

ტატანამ ბურტს ფეხი გადაატარა ეს ნამდვილად ვიცი

• imereli

ვაი თქვენს პატრონს უბედურს, ამ სისტემის მომგონი დასახვრეტიაააააა, დომხალი, იქნებ ამ ჩIხურას დილა ჯობია,სადა სპორტული სიმართლე ჩემპიონი ხდება გუნდი რომელსაც ნახევარ გუნდებთანაც არ უთამაშნია,

• ვაბა

gia_saba22 ... პირველი გოლისას, საგოლე პასი სწორედ ტატანაშვილისა იყო, ხოლო მეორე გოლის დროს საგოლე პასი ნამდვილად საბა ლობჟანიძეს ეკუთვნოდა და ეს სტატისტიკაში წერია კიდეც – აბა ნახეთ ჩიკვაიძე (84. ლობჟანიძის პასით). ტექსტში კი ტატანაშვილი მეორე გოლზე საგოლე პასის ავტორად არ წერია, იქ კრებითად აღნიშნულია, რომ ორივე გოლში შეიტანა წვლილიო.შეიტანა კიდეც, რადგან პირველ გოლში საგოლე პასი მისი იყო, მეორე გოლისას ბოლოსწინა პასი. ასე, რომ არც საბას დაკარგვია რამე და არც ტატანაშვილს აქვს ზედმეტად რამე მიწერილი.

• guaduas saxelsac amartleb

ვინ ვინ მოიგებს ხბოს მაგასაც ვნახავთ კი დავიფრინეთ ბევრი და კიდევაც დავიფრენთ.ნუ იქნებით ამპარტაავნები და რეალობას თვაალი გაუსწორეთ სუყველამ.რეალობა ისაა ჩიხურა სხვაზე მეტათ სტაბილური კლუბია და ხალხის ფულებით არ არსებობს.ერთი პლიუსი მაინც გვაქვს ბიუჭედის ვირთხები არ ვართ.მერანს პატივს ვცემთ როგორც მოწინაამღდეგეს.ფრთხილთ იყავით 1ლიგიდანაც არ გავარდეთ

• gia_saba22

ორივე პასი საბასი იყო და არა ტატანასი

• ha ha

ვითარდება...აბა !! საქართველოს ჩემპიონი დამოკიდებულია პოლიტიკურ ამინდზე!! სამტრედია და ჩიხურა :) უფ ევროპაში უკვე თავის ტკივილი დაეწყოთ :)))))

• Guadua

ტორპედოს მიმოხილვას ყურება უახალისოა როცა არა აქვთ მოგებული, ის გაცვეთილი საყიჟინო სიმღერა , ქუთათურ მზეს ვფიცავთ გავიტანთ გოლსო :) ამ თამაშში რომ შეასრულეს დაპირება და თანაც გაიტანეს გოლი, თანაც პირვლი და თანაც ერთადერთი? სერიოზულად კი მატჩმა წარმოაჩინა რომ ჩიხურა კარგი კლუბია, კარგად თამაშობს მაგრამ მაინც ერევა თამაში, ეს მისი უსუსტესი მხარეა, ჩიხურა გადარჩა მინიმუმ ფრეს,ისე კი ქუთაისლებს მეტი რომ ემუშავათ მოგებასაც გამოჰკრავდნენ ხელს და პოზიციაც კარგი ექნებოდათ,ახლა კი უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად უწევთ ბრძოლა ჩიხურა ისე მოიგო შენმა ხბომ ძროხა, როგორც ჩიხურა გახდეს ჩემპიონი, აგერაა 2 ნოემბერი და აგერაა ის მწარე დღე როცა მერანი თასიდან გაგთიშავენ :)

• ჩიხურა

gg ჩიხურა ნაბიჯ ნაბიჯ ვითარდება თუ კარგათ შეისწავლი ჩიხურის ბოლო 10 წელს თანაც სტაბილურათ.ზოგ ზოგიერთი კლუბივით 10-10 მწვთვნელი არ გამოუცვლია სტადიონიც გვექნება.აუზიც გვაქვს თავის წყლით... ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის ნაჩქრევი არც ბავშვი ვარგა ექსთვიანი

• gg

მაგანაც არ დანგრიოს ევევროთასებზე

• გოგი ქუთაისელი

კვერნადზე არ მუშაობს თავის თავზე! მისი იმედი არასოდეს არ მაქვს.

• levana

სტადიონი ხო გაკვტ?ეხლა ლიგაზე გადიტ....ვაიმე მიხედეტ ინფრასტრუკტურას....პარლამენტარო ფეხბურტელებო

• ჩიხურა

ხომ კარგათ გაიგეთ.ახალი ჩემპიონი გვეყოლებო და ზემო იმერეთია ეს უფრო ზუსტათ საჩხერე+თასიც

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან

"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია

გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა

ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია

ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ

ბაჩანა არაბულმა თავის ბერძნულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა

ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...

ევროპა ლიგა. ანონსი: "ატრომიტოსიდან" "ესპანიოლამდე" - რა შანსები აქვს ქართულ ლეგიონს?

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]

ცვლილებები ტორპედოში - ერთ-ერთი ლიდერი წავიდა...

ამის უთამაშებლობა იქნება? - ნინუამ კოხტა გოლი გაიტანა [VIDEO]

ევროპა ლიგა: ვაკომ და "ლეგიამ" გოლის გატანა დაივიწყეს, "გენტმა" კი - ქართველები

ეროვნული ლიგის VI ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს

ვლადიმირ ვაისმა ეროვნულ ნაკრებში "ტორპედოს" 4 ფეხბურთელი გამოიძახა

თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა

ბათუმის "დინამომ" გამოცდილი ნახევარმცველი დაიმატა

ალტახი-ჩიხურა 1:1 - ძველი კალაპოტით [VIDEO]

ასეთები საქართველოში თითებზე ჩამოსათვლელნი არიან - ლაშა "ჩიკვაიძის" 10 წელი "ჩიხურაში"

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა

ეროვნული ლიგის X ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა

ეროვნული ლიგის IV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით (+გამოკითხვა)

თორნიკე გორგიაშვილი კარიერას "დილაში" გააგრძელებს

"ჩიხურა" მზადებას შეუდგა - შეძლებს ფრუიძე წასული ლიდერების გარეშე ბრძოლისუნარიანი გუნდის შექმნას?

ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს

"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება

"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს

იაშვილი ადასტურებს: "ჩერნომორეცმა" დავით ხოჭოლავა ნაკრებში გამოუშვა

უმაღლესი ლიგის XII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები

ეროვნული ლიგა. XXI ტური: "ჩიხურა" "შუქურასთან" მარცხს გადაურჩა

ქუთაისის "ტორპედომ" ორ ფეხბურთელთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

ჩიხურა-შუქურა 1:1 - შანსი დარჩა შანსად

ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]

ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]

"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი

"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]

საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!

10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში

თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს

ჩვენი საჩხერე და ჩვენი ფრუიძე - ევროთასები ახლოვდება, მზადაა "ჩიხურა"?

ოფიციალურად: საბერძნეთის სუპერლიგაში მეორე ქართველი ითამაშებს

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს