ჩვენთვის საინტერესო პუბლიკაცია უცხოურ სარაგბო ვებვერდზე
საქართველოს ნაკრების ექვსი ერის გათამაშებაში დაშვებას არაერთი პუბლიკაცია მიეძღვნა. ძირითადად, ავტორები ჩვენთვის სასარგებლო მოსაზრებებს გამოთქვამდნენ. ცხადია, ეს თემა დღის წესრიგიდან საბოლოოდ მოხსნილი არ არის. ყველაფერი კი, სავარაუდოდ, მაინც 2019 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ გაირკვევა.

ყოველივე ამაში ერთი საგულისხმო დეტალი ისაა, რომ როდესაც საქართველოს ნაკრებზე საუბრობენ და მის ექვს ერში დაშვებას ითხოვენ, იქვე ჩაროზად რუმინეთსაც ახსენებენ ხოლმე, საქართველოს და რუმინეთს დახშული კარი უნდა გავუხსნათო.

ერთი მხრივ, ეს ჩვენთვის ცუდი არ არის. რუმინეთი დიდი ხანია მსოფლიოს სარაგბო ოჯახის წევრია და მათ თავისიანებად მიიჩნევენ. თუმცა, სარაგბო ვებგვერდმა tier2rugby.blogspost.com-მა, რომელიც რეგულარულად აშუქებს მეორე დონის სარაგბო ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებს და შესანიშნავ ანალიზს აკეთებს, გამოთქვა მოსაზრება, რომ ქართული და რუმინული რაგბის ერთ კონტექსტში მოხსენიება დღესდღეობით უადგილოა, რადგან ქართული რაგბი ყველა პარამეტრით წინაა რუმინულზე.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან, სადაც ნათლად ჩანს, რაოდენ დიდი ნაბიჯები გადადგა წინ ქართულმა რაგბიმ განვითარების გზაზე.

"საქართველო და რუმინეთი ერთი შეხედვით ერთი დონის სარაგბო ქვეყნები არიან, მაგრამ ბოლო წლებში ქართველები მეტოქეზე აშკარად დომინირებდნენ.

2011 წლის შემდეგ ქართველებმა რუმინელებს ექვსჯერ მოუგეს და მხოლოდ ერთხელ წააგეს. ერთა თასის ბოლო ექვსი გათამაშება ასევე "ბორჯღალოსნებმა" მოიგეს. აქედან ოთხში სლემი შეასრულეს, ანუ ყველა შეხვედრა მოიგეს. რუმინელებმა ბოლოს ერთა თასზე 2010 წელს იპირველეს.

საინტერესოა, რომ რუმინელებს ქართველებისთვის ექვსი საათი და 33 წუთია, რაც ლელო არ გაუტანიათ. ქართველებმა კი ბოლო მატჩში ექვსი ლელო მიითვალეს.

საკმაოდ დიდი ნაპრალია ამ ორი ქვეყნის რაგბის შორის ახალგაზრდულ დონეზე. 20-წლამდელთა შორის საქართველო მსოფლიოს ათ საუკეთესო გუნდშია. რუმინელებმა კი, მსოფლიოს ახალგაზრდულ ალაფზე ბოლოს 2010 წელს ითამაშეს და მსოფლიოს ჩემპიონატთან ახლოს არასდროს ყოფილან.

18-წლამდელთა შორის საქართველო რეგულარულად ასპარეზობს ევროპის ელიტურ ჩემპიონატზე. აქ მან ორჯერ დაიკავა მე-6, ერთხელ მე-7 და ერთხელაც მეორე ადგილი. რუმინელები ამ დროს მეორე დივიზიონში ასპარეზობენ და ორჯერ მე-12, ერთხელ მე-11 და ერთხელად მე-13 ადგილზე გავიდნენ.

ქართველებმა არაერთხელ შეძლეს ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელთა დამარცხება, მაშინ, როცა რუმინელები აგებენ ბელგიელ, ესპანელ, რუს, პორტუგალიელ და გერმანელ თანატოლებთან.

საქართველო სავსეა ახალგაზრდა ტალანტებით, რუმინეთი - არა. ქართველების უპირატესობა კარგად ჩანს შარშან გამართული მსოფლიოს თასის სტატისტიკიდან. 11 ქართველი მორაგბე იმ 23 მოთამაშისგან, რომლებმაც ტონგას მოუგეს, რუმინელთა ყველაზე ახალგაზრდა (23 წლის) მორაგბეზე უმცროსი იყო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეთა ნახევარი გასული საუკუნის 90-იან წლებშია დაბადებული (ნარიაშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, შარიქაძე, მჭედლიძე და სხვები), რასაც ვერ ვიტყვით რუმინელებზე. აქ ერთადერთი, ვინც ნიკოლაე ჩაუშესკუს დახვრეტას ვერ მოესწრო, ადრიან აპოსტოლია, რომელიც, შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე სუსტი მოთამაშეა ამ გუნდში.

საქართველოს ნაკრები საკუთარ ქვეყანაში გაცილებით პოპულარულია, ვიდრე რუმინეთის მორაგბეთა ნაკრები რუმინეთში. წლეულს "დინამო არენაზე" საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების მატჩს 52 342 მაყურებელი დაესწრო. ამის საპირწონედ ბუქარესტში 4 000 ან 4 500 მაყურებელი ვერაფრით გამოდგება.

ქართულ სპორტულ საიტებზე რაგბი გამოყოფილია, როგორც ერთ-ერთი ძირითადი სპორტის სახეობა ქვეყანაში. მაშინ, როცა რუმინეთში რაგბი შეგიძლიათ მოძებნოთ "სპორტის სხვა სახეობების" განყოფილებაში.

მამუკა გორგოძე ქართული სპორტის სიმბოლოა, რუმინეთში მისი ეკვივალენტი მორაგბე არ არსებობს.

ერთი სიტყვით, ცხადია, რომ რაგბის საქართველოში გაცილებით კარგი მომავალი აქვს, მით უფრო, რომ სპორტის ეს სახეობა როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორიდან საკმაოდ დიდი ინვესტიციებს იღებს. შენდება სტადიონები, უმჯობესდება ინფრასტრუქტურა.

ამიტომ უცნაურია, როცა ექვსი ერის გაფართოებაზე საუბრობენ, საქართველოსთან ერთად რუმინეთს რატომ ახსენებენ?"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

mdaaa...
1 ნორმალური საკლუბო გუნდი როგორ ვერ დააყენეთ ევროტურნირებისთვის, ესაა რაგბის ხელშეწყობა?
გიო
2010 წელს წავაგეთ ბოლოს რუმინეთტან და 2013 ში ვითამაშეთ 12-12 ბუქარესტში. ბოლო 8 თამაშში 7 გამარჯვება და 6 ფრე გვაქვს.
Walkabout
ეს ყველაფერი მართალი და საამაყოა მაგრამ ძალიან ნუ გავყოყოჩდებით და ცოტა საპირწონეც ვთქვათ: ეს არის საკლუბო რაგბი და მასობრიობა, რუმინეთს ბევრად მეტი კლუბი და მორაგბე ჰყავს, მაგრამ მაგასაც რომ შევეშვათ რუმინული კლუბები სისტემატურად გამოდიან ევროთასებზე, რუმინული კი არა უფრო სუსტი ქვეყნებისაც, რუსეთის, პორტუგალიის, ესპანეთის, ბელგიის და ა.შ; ჩვენ კიდევ ერთი კლუბის გაყვანაც სანატრელი გვაქვს... სტადიონს რომ ვავსებთ ეგ ნაკრების თამაშზეა, ეროვნულ ჩემპიონატზე დასწრებაში ვერაფრით ვჯობივართ ვერც რუმინეთს, ვერც რუსეთს და კიდევ სხვებსაც... მსოფლიო რაგბის მესვეურები კიდევ რაგბის განვითარებას და პოპულარიზაციას მხოლოდ ერთი გუნდის გულშემატკივრობით არ საზღვრავენ და იმ არასასურველი სიტუაციების გამო რაც ჩამოვთვალე იმ დადებითთან ერთად ბევრი უარყოფითი ქულაც გვეწერება...
A G A J
J A G A-ს. არ ვიცი რამდენად იცნობ რუმინული რაგბის ისტორიას, მაგრამ ერთს გეტყვი მხოლოდ, როცა რუმინელები რაგბს თამაშობდნენ, ქართველები მაგ დროს "ტყეში დარბოდნენ". ეს ერთი. მეორეც ის, რომ ჩვენი და რუმინეთის რაგბის ფედერაციები ცდილობენ ტანდემში მიაღწიონ წარმატებას, მიმაჩნია, რომ ეს არის სწორი მიდგომა. ცნობისათვის, თუ ქართველები დღეს რაგბს კარგად თამაშობენ, ამაში ლომის წილი რუმინულ რაგბს მიუძღვის. კი, ჩვენ გაუსწარით რაღაც დონით, მაგრამ არა იმ დონით, რომ ცალკე ვიფრინოთ ცაში.
B-52
უზუსტესი ანალიზი. მართლაც ძალიან უადგილოა ხოლმე ჩვენი და რუმინეთის ერთ ქვაბში მოხარშვა
J A G A
თუ სკოლებშიც დვნერგავთ რაგბის სწავლას ? უფრო მეტად განვითარდება ეს სპორტი . . .
zaza
მეტი ბავშვი რაგბში, ახალი მოედნები და სწორი კვება.
nika
თუ რუმინეთში რაგბი ეგეთი მიგდებულია მაშინ ქართველი მორაგბეები რუმინეთის კლუბებში რატომ თAმაშობენ???
konstantine
ძალიან კარგად არის მართლაც ქართული რაგბი და მისადმი სიყვარული საქართველოში გადმოცემული,ბრავო ავტორს
giorgi
მეც მაგას ვამბობ. რუმინეთი ძალიან სუსტია და ჩვენთან მაგათი ხსენება უხერხულია.
svani
ნუ ცდილობენ თვითონ რომ რუმინეთიც ჩატიონ რაგბიეუროპის წევრებმა და პრეზიდენტიც ბევრჯერ იხსენიებს საქართველოსთან ერთად რუმინეთს, რუმინეთი რომ ჩვენ დონეზე არ არის ორი აზრი არ არის რათქმაუდა
geronti
18-წლიანებში შესძლეს ქართველებმა ექვსი ერის წარმომადგენლების დამარცხება.
Giorgis
ახალგაზრდულ ნაკრებზეა ეგ დაწერილი
დ
მართალია ,ბოლოსდაბოლოს მსოფლიონაკრებში მოხვდა გორგოძე,ფეხბურთის დაფინანსება რაგბს უნდა მივცეთ
merabi
არა მგონია რომ ესე ადვილად მოგვხსნან რუმინული ვაგონი.
qutaiseli
სიმართლეს კი წერს და გინდა ქართველი იყოს და გინდა მანჯურიელი სიმართლეს ხო წერს ესაა მთავარი.
123
მამუკა გორგოძე ქართული სპორტის სიმბოლოა, რუმინეთში მისი ეკვივალენტი მორაგბე არ არსებობს. ვახ ჩემი რამდენი ვიცინე :D
giorgi
ქართველებმა არაერთხელ შეძლეს ექვსი ერის ქვეყნების წარმომადგენელთა დამარცხება - პირველწყაროშიც ასე წერია? რამე გამოგვეპარა?
გიგა
მადლობა.
status quo
ამ სტატიის ავტორი ქართველია უეჭველი...
ლაშა
ყოჩაღ ბესო! მშვენიერი სტატიაა...
ggg
100 % !
qomagi
რეალობის ადეკვატურად ასახვაა. პირადად მე ბოლო დროს ძალიან არ მსიამოვნებდა როცა რუმინეთს ჩვენს გვერდით აყენებდნენ.დროა, ცალკე ვეცადოთ 6 ერში შესვლას რადგან ე.წ "რუმინული ფაქტორს" უფრო ზიანი მოაქვს ვიდრე გვეხმარება

კარგი თარგმანია. იმედია ქართველი ჟურნალისტები ოდესმე მაინც მიაღწევენ უცხოელი "ბლოგერების" დონეს და მხოლოდ თარჯიმნების დონეზე არ დარჩებიან
dima
საკმაოდ კარგი სტატიაა.
giga
მეტი უკეთესად ნამდვილად ვერავინ იტყოდა.
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
სავსე ტრიბუნების დროა!
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!