"ბორჯღალოსანთა" თავკაცი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ შოტლანდია-საქართველოს მატჩი კილმარნოკში იმართება და არა ედინბურგის "მერიფილდზე"
საქართველოს ნაკრები ნოემბრის ტესტების ბოლო მატჩს 26 ნოემბერს შოტლანდიის ნაკრებთან სტუმრად კილმარნოკში, "რაგბი პარკზე" გამართავს. ამ მატჩთან დაკავშირებით შოტლანდიური გაზეთის ვებგვერდმა heraldscotland.com-მა პუბლიკაცია გამოაქვეყნა, სადაც "ბორჯღალოსანთა" ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ თამაში კილმარნოკში იმართება და არა შოტლანდიური რაგბის მექაზე, ედინბურგის "მერიფილდზე", სადაც "ნარშავები" ტრადიციულად მასპინძლობენ მოწინააღმდეგეებს.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"საქართველოს ნაკრების ახალზელანდიელმა მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა განაცხადა, რომ შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილება, უმასპინძლოს საქართველოს ნაკრებს კილმარნოკის "რაგბი პარკზე" და არა "მერიფილდზე", დამატებითი სტიმული იქნება მისი მორაგბეებისთვის, რათა დაამტკიცონ, რომ ღირსნი არიან, შოტლანდიური რაგბის მთავარ არენაზე ითამაშონ - წერს heraldscotland.com.

"ეს, რაღაც დოზით, შეურაცხმყოფელიც კია" - თქვა ჰეიგმა, რომელიც შოტლანდიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ასევე ახალზელანდიელი ვერნ კოტერის ახლო მეგობარია.

სავარაუდოდ, შოტლანდიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილებას ორი მიზეზი ჰქონდა. პირველი - ეს ორგანიზაცია შიშობდა, რომ საქართველოსთან მატჩზე "მერიფილდის" 67-ათასიანი სტადიონი ვერ შეივსებოდა და მეორე, შოტლანდიური რაგბის ხელმძღვანელებს მიზნად აქვთ, სანაკრებო თამაშები დედაქალაქს გარეთ, რეგიონშიც ჩაატარონ, მისი კიდევ უფრო მეტად პოპულარიზაციისთვის.

ამის თაობაზე გადაწყვეტილება ივლისში იყო მიღებული და ოფიციალურ განცხადებაშიც სწორედ მეორე ვერსიაზე იყო აქცენტი გამახვილებული. მიუხედავად ამისა, ჰეიგი მაინც ნაწყენია.

"ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, ამ გადაწყვეტილების შესახებ რომ გავიგე. ძალიან მიყვარს "მერიფილდზე" რაგბის ყურება.

წარმოშობით შოტლანდიელი ვარ და რაღაც პერიოდის განმავლობაში აქ ვცხოვრობდი კიდეც. ახლაც თვალწინ მიდგას "მერიფილდზე" გამართული შოტლანდიისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების ბატალიები", - თქვა საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა, რომელიც გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში შოტლანდიაში მასწავლებლად მუშაობდა.

მას შეეძლო უფრო მეტხანს ემუშავა შოტლანდიაში, მაგრამ იმჟამინდელმა ხელისუფლებამ შრომის უფლება არ გაუხანგრძლივა.

"მართალია, წარმოშობით შოტლანდიელი ვარ, მაგრამ იმ დროს რაგბის კავშირის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა ჯიმი ტელფერმა მითხრა, რომ ამ პოზიციაზე სამსახური მხოლოდ შოტლანდიის მოქალაქეს შეუძლია მიიღოს. გული ძალიან დამწყდა, როცა შოტლანდიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მუშაობის უფლებაზე უარი მითხრა.

ჯიმიმ მოგვიანებით შესანიშნავი წერილი მომწერა. იმედი მაქვს, ის დაესწრება კილმარნოკში საქართველოსა და შოტლანდიის ნაკრებების თამაშს", - იხსენებს ჰეიგი.

საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-11 ადგილზეა, ევროპის რანგით მეორე ტურნირზე თამაშობს და კონტინენტზე ექვს ერს მიღმა საუკეთესო გუნდია. მან ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ერთა თასის ყველა გათამაშება მოიგო და 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური შარშან გამართულ მსოფლიოს თასზე ავტომატურად მიიღო. ქართველებს ამბიცია აქვთ, რომ როდესმე ექვს ერს დაემატებიან. თუმცა, ევროპაში ამ საკითხის გადაჭრას არ ჩქარობენ.

ნახეს რა ევროპაში მათ მიმართ ასეთი ზერელე დამოკიდებულება, "ბორჯღალოსნებმა" ძალების მოსინჯვა სხვაგან გადაწყვიტეს. ისინი ტურნეში გაემგზავრნენ ოკეანეთში და ფენომენალური შედეგი აჩვენეს. მოუგეს ფიჯის და ტონგას, ხოლო სამოასთან ფრეს დასჯერდნენ.

"შარშან მსოფლიოს თასზე და წლეულს ივნისში ოკეანეთში მიღწეული გამარჯვებები ჩვენთვის დიადი იყო. წლის დასაწყისში მიზნად დავისახეთ, რომ რეიტინგში ათეულში შევიდეთ. ამიტომ ყველაფერს ვიღონებთ, ეს რეალობად რომ ვაქციოთ", - თქვა ახალზელანდიელმა, რომელიც საქართველოს დედაქალაქში მუდმივად ცხოვრობს ოჯახთან ერთად. მისი მეუღლე სასწავლო ნაწილის გამგეა თბილისის ერთ-ერთ საერთაშორისო სკოლაში. მილტონს ორი გოგონა ჰყავს, რომლებიც თავისუფლად ლაპარაკობენ ქართულად.

"ინგლისში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების შემდეგ, რომელშიც ორი თამაში მოვიგეთ, პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, საკუთარ თავს ვკითხეთ, რა იქნება მომავალში? უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სულ განვითარებისკენ, წინსვლისთვის ვიღვწოდეთ. ასე რომ ვიქცევით, ამის დასტურია რეკორდული სხვაობით გამარჯვება რუმინეთის ნაკრებთან და წარმატებული ტურნე ოკეანეთში.

ბობოლა გუნდებთან თამაშისას მიღწეული შედეგები იმედს გვაძლევს, რომ შეიცვლება რაგბის აღქმა იმ ადამიანებისა, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ. შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის შანსია დავამტკიცოთ, რომ მეტი შეგვიძლია და ამ დონეზე ხშირად უნდა ვითამაშოთ", - აღნიშნა ჰეიგმა.

როგორც უკვე აღვნიშნეთ შოტლანდიის ნაკრების მწვრთნელი ვერნ კოტერი ჰეიგის მეგობარია. მას უხარია, რომ მომავალ ზაფხულს კოტერი ფრანგული კლუბის, "მონპელიეს" თავკაცი გახდება, სადაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე მორაგბე თამაშობს.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ ვერნი შოტლანდიიდან თავისი სურვილით მიდის. ყოველ შემთხვევაში, საფრანგეთის სამხრეთი სულაც არ არის ცუდი ადგილი სამუშაოდ, მით უფრო, რომ მას გუნდში ჩვენი ნაკრების რამდენიმე წამყვანი მორაგბე დახვდება, რომლებსაც უმაღლეს საკლუბო დონეზე თამაშის დიდი გამოცდილება გააჩნიათ", - თქვა მილტონმა.

ჰეიგსა და კოტერს შორის ურთიერთობა ხასიათდება, როგორც ძმური. ამ ორიდან უფროსი ძმა კოტერია. ერთმანეთის წინააღმდეგ, როგორც მწვრთნელები, ისინი ერთხელ იდგნენ, ისიც შორეულ წარსულში, როცა ორივე ახალ ზელანდიაში მუშაობდა.

"შოტლანდიას საერთაშორისო ასპარეზზე თამაშის უდიდესი გამოცდილება და მდიდარი ისტორია აქვს. ჩვენი ნაკრებისთვის "სკოტებთან" თამაში ისტორიული მოვლენაა. ისინი ერთ ნაბიჯში იყვნენ ნახევარფინალთან მსოფლიოს თასზე, შესანიშნავად ითამაშეს წლეულს ექვსი ერის გათამაშებაში. ის ბრწყინვალე გუნდია. ჩვენ უნდა მივიღოთ ეს ბრძოლა" - დაასკვნა "ბორჯღალოსნების" თავკაცმა მილტონ ჰეიგმა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

chemipita
იაპონიამ ჩვენი დამარცხებით გვითხრა არ ხართ ჯერ მზათოოო
აბესალომი
გამარჯვებას გისურვებ ბატონო მილტონ საქართველოს საკეთილდღეოდ.
ჯიჯი
ჩვენი ხარ მელიტონ და გვასახელე ისევ, შენებურად!!!
buba
მელიტონ, მაგარი კაცი ხარ, აი ისეთი ძველად ქართველები რომ იყვნენ
zaza
შოტლანდია ვერნ კოტერის მოსვლის შემდეგ ბევრად ძლიერი გუნდია და ექვსი ერის ნებისმიერი გუნდის დამარცხება შეუძლია! კარგი იქნება რომ მოვუგოთ მაგრამ... სახლში ეს ორი თამაში რომ მოვიგოთ და სკოტებს კარგი რაგბი შევთავაზოთ უკვე ძალიან კარგი შედეგი იქნება! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!!!!!
ქარ
მიდით რა ეს თამაში მოიგეთ და მაგის მერე რას იტყვიან ეს ვითომ ბობოლები. ახალი ზელანდია როგორც უნდა ისე რო უგებს. არაფრის მაქნისები და გაყეყეჩებულები არიან და ამ მოგებით დავადუმებთ ყველას.
ქართველი
მიდი მელიტონ რა,ერთი შენებური ჩაუტარე მაგათ, შე ქართველო შენა ჰააა..
ზუგდიდელი
რა სიგიჟე იქნება ისე შოტლანდიას რომ მოვუგოთ ან სულაც სამივეს :დ
geronti
ოპტიმალურ შემადგენლობას უყრის თავს მელიტონა და აგვისრულებს ნატვრას მთელ საქართველოს.
zurab
ასე მოუვიდა ძველ ჩინეთს. ქვეყანას უზარმაზარი კედელი შემოარტყა, მოახდინა თვითიზოლიაცია და ბოლოს რომ გამოიჭვრიტა გარეთ, ნახა, რომ დანარჩენ სამყაროს გაესწრო მისთვის. ასე მოუვიდა ინგლისს. არ კადრულობდა მსოფლიო ჩემპიონატებზე გამოსვლას და დანარჩენი ცნობილია!
rezo110
მე უკვე დამეწყო ნერვიულობა და კანკალი, სტატიებს და არა მარტო ქართულს, არ მინდა ხოლმე გავეცნო ისე ვიტვირთები .... მაგრამ მაინც ვერ ვარიდებს თვალს .... უხ თქვენ გენაცვალეთ რა
meliton
მელიტონა შოტი ანუ ქელთი ყოფილა, მეც არ გამიკვირდა....ქელთები ხომ გარკვეულწილად ქართველებს ჰგვანან :)
გულშემატკივარი
ერთი ეგენი ამოატრიალეთ კილმარნოკი იქნება თუ ანტარქტიდა სულ ერთია, აუ გეხვეწებით მოუგეთ რა
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია
"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
"რუსეთის საფეხბურთო ნაკრებს სათადარიგოთა სკამზეც კი სუპერვარსკვლავები ჰყავს" - "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
[VIDEO] შერჩათ თურქებს იამალი? - ესპანელი კურიოზულ სიტუაციაში აღმოჩნდა
"წავაგეთ ნაკრებთან, რომელმაც კალათბურთის თამაში 12 თვის წინ დაიწყო" - რას წერენ ფრანგი გულშემატკივრები საქართველოსთან მარცხის შემდეგ?
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
სავსე ტრიბუნების დროა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"