გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ სად უმასპინძლებს "ზუგდიდი" ბოლნისურ კლუბს, დღეს გახდება ცნობილი
5 ნოემბერს, "ზუგდიდი" ბოლნისის "სიონს" ზედა ეწერში ვერ უმასპინძლებს. ეს გადაწყვეტილება გუშინ "ზუგდიდის" პრეზიდენტ ლევან გულორდავას ფეხბურთის ფედერაციიდან აცნობეს.

"სფფ-ის საშეჯიბრო განყოფილების გადაწყვეტილებით, "ზუგდიდს" საშინაო არენის, ზედა ეწერის სტადიონის მოედნის საფარის მდგომარეობა უმაღლესი ლიგის მოთხოვნებს არ შეეფერება. გთხოვთ, 2016 წლის 4 ნოემბრამდე მოგვაწოდოთ ალტერნატიული სტადიონის ლოკაცია, სადაც თქვენი გუნდი ჩემპიონატის საშინაო შეხვედრებს გამართავს", - ვკითხულობთ სფფ-ის მიერ ზუგდიდში გაგზავნილ წერილში.

აღსანიშნავია, რომ ზედა ეწერის სტადიონის მოწესრიგებასთან დაკავშირებით, კლუბის ადმინისტრაციამ სფფ-ისგან შენიშვნები ადრე მიიღო და როგორც "ზუგდიდის" განცხადებაშია მითითებული, სწრაფი რეაგირებაც მოახდინა, მაგრამ, ეტყობა, საფარის მდგომარეობა მაინც არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა.

შეგახსენებთ, რომ მანამდე ანალოგიური გადაწყვეტილება სფფ-მ ორ გუნდთან დაკავშირებით მიიღო: პირველად - "კოლხეთს" ფოთის "პარკი არენაზე" თამაში მოედნის უხარისხობის გამო აუკრძალეს. ბოლო ტურში, საჩხერის "ჩიხურასაც" იგივე პრობლემა შეექმნა და ქუთაისის "ტორპედოს", ივანწმინდას ნაცვლად, გორში უმასპინძლა.

ცხადია, ამ გადაწყვეტილებას "ზუგდიდის" ხელმძღვანელობა არ გაუხარებია. გარდამავალი ჩემპიონატის ფინიშზე გუნდის სატურნირო მდგომარეობა უმძიმესია. ამას გარდა, კლუბში ინვესტორის ირგვლივ დატრიალებული მოვლენებიც არახალია. მაგრამ "ზუგდიდის" ინტერესებიდან გამომდინარე, ფეხბურთელები "სიონთან" სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მატჩის ჩასატარებლად ემზადებიან.

ამ დროს, მათთვის ზედა ეწერის სტადიონზე თამაშის აკრძალვა უსიამოვნო სიახლეა.

"ბუნებრივია, არავის აქვს ილუზია, რომ ზედა ეწერის სტადიონი სრულყოფილია და სტანდარტებს ბოლომდე აკმაყოფილებს, მაგრამ დღემდე ჩატარებული თითოეული მატჩის შემდეგ მათი სრულყოფილად და ორგანიზებულად ჩატარებისთვის სფფ-ის წარმომადგენლებისგან არაერთი მადლობა მიგვიღია.

ცხადია, "ზუგდიდი"-"სიონის" შეხვედრა ორივე გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ასეთ დროს, საკუთარ სტადიონზე, საკუთარი ქომაგების წინაშე მატჩის გამართვაზე უარი დაძაბულობას კიდევ უფრო ქმნის", - წერია კლუბის განცხადებაში.

გადაწყვეტილება იმის თაობაზე, თუ სად უმასპინძლებს "ზუგდიდი" ბოლნისურ კლუბს, დღეს გახდება ცნობილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გიო
უპატრონო და თან როგორი... არ უნდათ თორემ მოიძებნება ისეთი ვინმე ვისაც შეუძლია გუნდის ფეხზე დაყენება...ასეთებს ზუგდიდიდან აგდებენ!
თენგო
ზუგდიდი არის უ პ ა ტ რ ო ნ ო!
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ქამბექი", რომელიც "მანჩესტერ იუნატედსაც" შეშურდებოდა
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
"სამტედიამ" მელქისედეკ ცვალე დაიმატა
ეროვნული ლიგა 2. V ტური. "მერანმა" ლიდერობა შეინარჩუნა, "შუქურამ" "ზუგდიდს" სძლია
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
ეროვნული ლიგა 2. III ტური: ორი მატჩი და ორი ფრე
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა 2. IX ტური: "თელავმა" "ზუგდიდს" მოუგო და ლიდერ "მერანს" 2 ქულით ჩამორჩება
ფოთის ცენტრალურ სტადიონზე შვიდი წლის შემდეგ პირველი მატჩი ჩატარდა