ინტერვიუ ბათუმის "დინამოს" 22 წლის უნივერსალთან
ლევან გეგეჭკორი გულშემატკივარმა ჯერ კიდევ პატარა ასაკიდან გაიცნო. მარტვილის "მერანში" გაზრდილმა უნივერსალმა, რომელსაც მცველადაც შეუძლია თამაში და ნახევარმცველადაც, საქართველოს ყველა ასაკობრივი ნაკრების მაისურა მოირგო, 2013 წელს კი, გია ცეცაძის ხელმძღვანელობით, 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზეც ითამაშა. ახლახან დასრულებულ ციკლშიც, ალექსანდრე ჩივაძე და გია გეგუჩაძე სისტემატურად იწვევდნენ ახალგაზრდული ნაკრებში.

"მერანის" შემდეგ გეგეჭკორი ქობულეთის "შუქურაში" თამაშობდა, წლეულს კი ბათუმის "დინამოს" მაისურა მოირგო. მან ჩინებულად ითამაშა ბოლო უქმეებზე - "ზუგდიდთან" (5:0) დუბლი შეასრულა და გუნდის წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი შეიტანა.

"ლელომ" 22 წლის ლევან გეგეჭკორთან ინტერვიუ ჩაწერა...

- ბათუმის "დინამოს" იოლად შეეწყვეთ და ძირითად შემადგენლობაშიც დაიმკვიდრეთ ადგილი...

- ადაპტაცია არ გამჭირვებია და გუნდს მალე შევეგუე, რადგან ბევრთან ნათამაშებიც მქონდა, პაპუნა ფონიავასთან ერთად კი მარტვილის "მერანში" ვიზრდებოდი და ბავშვობიდან ვმეგობრობ.

- ბოლო ტურის შეხვედრა "ზუგდიდთან" გუნდმაც ძალიან კარგად ჩაატარა და პირადად თქვენც...

- თავმდაბლობა არ მალაპარაკებს - "ზუგდიდთან" მხოლოდ საკუთარ თავს ვერ გამოვყოფ და დუბლი რომ შევასრულე, ეს მთლიანად გუნდის დამსახურება იყო. მარტო თავს ვერავინ გამოიჩენს, გუნდი ხელს თუ არ შეუწყობს. ბათუმის "დინამომ" გამართულად ითამაშა და გამარჯვება დამსახურებულად მოიპოვა.

- საერთოდ, ბოლო წლებში სულ ყურადღების ცენტრში ხართ და საინტერესოა, ბათუმის "დინამოს" გარდა, სხვა გუნდები არ გიწვევდნენ?

- სხვა ვარიანტებიც მქონდა. მაგრამ მიზეზთა გამო, დეკემბრამდე ბათუმის "დინამოში" თამაში ვამჯობინე და ვეცდები, გუნდს წარმატების მიღწევაში დავეხმარო. ძალიან კარგი გუნდია და აქ გადმოსვლას სულაც არ ვნანობ.

- ბათუმის "დინამო" წლეულს არასტაბილურად თამაშობს. კარგ მატჩებს ჩავარდნები მოსდევს ხოლმე. ეს რას უნდა მივაწეროთ?

- სამწუხაროდ, ჩავარდნები გვქონდა და პრობლემებიც იყო. ასეთი რამ ყველა გუნდს შეიძლება მოუვიდეს, მაგრამ რა იყო ამის მიზეზი, არ ვიცი, ამაზე ლაპარაკი მიჭირს. ყველაფრის მიუხედავად, გუნდში მეგობრული ვითარებაა და დარჩენილ თამაშებში ქულათა მაქსიმუმის აღებას შევეცდებით.

- იანვარში სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში" გასინჯვაზე იყავით, მაგრამ უკან გამობრუნდით. უცხოელთაგან ინტერესი ამით ამოიწურა?

- წინადადებები იყო და ახლაც არის, მაგრამ წინასწარ ამაზე ლაპარაკი არ მინდა. სეზონი მორჩება და აუცილებლად გაიგებთ, ბათუმის "დინამოში" დავრჩები თუ სხვაგან ვითამაშებ...

- ყველა ასაკობრივ ნაკრებში გითამაშიათ და, ალბათ, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის ამბიციაც გაქვთ...

- ამბიციის რა გითხრათ და, სურვილი ნამდვილად მაქვს.

- თქვენი აზრით, ბათუმის "დინამოში" თამაშით, ეროვნული ჩემპიონატის დონისა და ჩვენი პირობების გათვალისწინებით, რეალურად მიგაჩნიათ ნაკრების მოთხოვნები რომ დააკმაყოფილოთ?

- ეს ის კითხვაა, რომელსაც ყველაზე მეტად ველოდი. ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია და განმიცდია ის სიამოვნება და პასუხისმგებლობა, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ.

ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ყველა ფეხბურთელის ოცნებაა და იმედია, ადრე თუ გვიან ამის შანსი მომეცემა. ესაა ჩემთვის ყველაზე მთავარი მიზანი, თუმცა ძნელი სათქმელია, რეალურია თუ არა. დრო გვიჩვენებს, რა გამოვა ჩემი შრომიდან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ogafa
არადა ლევანი გამოსაძახებელია ეროვნულ ნაკრებში ყველა თამაშზე ბოლომდე იხარჯება
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბათუმის "დინამოს" გასხვისების პროცესი დასრულდა - კლუბს ახალი მესაკუთრე ჰყავს
"დინამო ბათუმის" წარმომადგენლები TransferRoom-ის ღონისძიებას დაესწრნენ
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
ბათუმის "დინამომ" 2026 წლის სეზონისთვის მზადება დაიწყო
ვლადიმერ გუცაევი: ფეხბურთის ფედერაცია ძალიან ცუდად მუშაობს
ბათუმის "დინამოს" განცხადება სატრანსფერო სანქციის შესახებ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი გუნდს თურქეთში ესტუმრა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ