24 წლის შემტევი ნახევარმცველის თქმით, საქართველოს ნაკრებმა თავისი თამაში იპოვა
ბოლო ორი წლის განმავლობაში თორნიკე ოქრიაშვილი საქართველოს ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. 24 წლის შემტევ ნახევარმცველს საჭირო გოლი რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრაში გაუტანია. ასე იყო ბელორუსთან, ესპანეთთან და ბოლოს - უელსთან. როცა ის ფორმაშია და თამაშობს, საქართველოს მთავარი საფეხბურთო გუნდი ბევრად უკეთ გამოიყურება...

შეკრებაზე ჩამოსულმა ოქრიაშვილმა "ლელოს" ინტერვიუ მისცა...

- ირლანდია-უელსიდან საქართველომ მხოლოდ ქულა წამოიღო, მაგრამ ნაკრების თამაში გამოსწორდა და იმედი გააღვიძა...

- ირლანდიასთანაც და უელსთანაც ჩვენ ნამდვილი გუნდი ვიყავით. უფრო გუნდური თამაში ვაჩვენეთ, ვიდრე აქამდე ვახერხებდით.

- მოულოდნელად, ნაკრებმა საკმაოდ ტემპიანად და თანამედროვედ ითამაშა. როგორ მოახერხა ეს გუნდმა, რომელსაც დინამიკური ფეხბურთის თამაში და შეტევების სწრაფად განვითარება ყოველთვის უჭირდა?

- ვლადიმირ ვაისს დავალების და სათქმელის კარგად გადმოცემა შეუძლია - ვარჯიშზეც და თეორიაზეც. მოედანზე ყველა თავის საქმეს აკეთებდა. რაც მთავარია, არ იყო ერთმანეთთან დაძაბულობა, ვინმე ბურთს თუ კარგავდა, რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად ეხმარებოდა და სხვის შეცდომას ასწორებდა. ეს იყო ჩვენი ყველაზე დიდი მიღწევა და ამის შედეგად, ერთმანეთს უფრო გავუგეთ.

- მოლდოვა ჯგუფის აუტსაიდერია, მაგრამ მასთან საქართველოს იოლად არასოდეს მოუგია, მძიმე თამაშებიც გვქონია და გავუმწარებივართ კიდეც. არადა, მიმდინარე შესარჩევის წინა ორი თამაშიდან გამომდინარე, ისეთი ეიფორიაა, თითქოს, მოლდოვასთან 3 ქულა გარანტირებული გვაქვს...

- ერთი ფეხბურთელიც არ მეგულება ნაკრებში, რომელიც გარანტირებულ სამ ქულაზე ფიქრობს. კონცენტრაციის გარეშე მოგება წარმოუდგენელია, იოლად კი სამ ქულას არავინ დაგითმობს, თუნდაც ეს ჯგუფის აუტსაიდერი იყოს.

ასე რომ, მოლდოვის ნაკრებთან მატჩისთვის ყველა მაქსიმალური მონდომებით ვემზადებით. მოგება გვინდა! ამავე დროს, ნაკრებმა თავისი თამაში იპოვა და გვინდა, იგივე განწყობა შევინარჩუნოთ.

- ბოლო პერიოდში გულშემატკივრის დამოკიდებულება მართლაც შეიცვალა - ქართული ფეხბურთისა და მოთამაშეების ლანძღვა კეთილგანწყობამ და იმედმა ჩაანაცვლა...

- ამას ჩვენ ყველაზე კარგად ვგრძნობთ და ყველას გვინდა, რომ ხალხი გავახაროთ, რომ მოლდოვასთან თამაშის შემდეგ თითოეული ქომაგი სტადიონიდან შინ კმაყოფილი წავიდეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ჩვენ ყოველთვის ვთვლიდით და ახლაც ვთვლით,რომ საქართველომ ყოველთვის უნდა მოუგოს მოლდავეთს,მაგრამარ დავივიწყოთ,რომ ჩვენი პირველი ოფიციალური სანაკრებო მატჩი სწორედ მოლდავეთთან გავმართეთ(მე მგონი მეხსიერება არ მღალატობს და სწორედ ასე იყო) და მიუხედავად კოლოსალური უპირატესობისა,თბილისში წავაგეთ.მას შემდეგაც ბევრჯერ წავიფორხილეთ და სწორედ ამიტომაა საჭირო სრული კონცენტრაცია ,რომ კიდევ არ წამოგვიკიდონ,მით უმეტეს რომ მათაც ,ქულების აღება პირველ რიგში ჩვენთან, როგორც ბოლოსწინა გუნდთან მართებთ. ასე რომ ფხიზლად,მაგრამ წინ,გამარჯვებისაკენ ბიჭებო.
ილია
ისეთივე თავგანწირვით ბრძოლაა საჭირო როგორც ესპანეთთან ფსიქოლოგიურად ამას შევძლებთ?
ბარსელონა
ოქრიაშვილი 1:0 ყაზაიშვილი2:0 ოქრიაშვილი3:0 მცედლიძე4:0 ანანიძე5:0.
ypourcel@sfr.fr
ამ ხალხს დაავიწყდა, რომ ეს აუტსერების თამაშია და არა აუტსაიდერთან! ამაში უსაშველოდ დიდი სხვაობა "უნდა იყოს". გუნდი ერთი Xადოსნური Xოხის მოქნევით არ იქმნება, როდის დაიწყებს ქართველი ერი აზროვნებას? ბოლოს და ბოლოს 21 საუკუნე მოვიდა და ჩვენ ისევ ნეარდელტალელებივით ვაზროვნებთ...ზაზა
DAVID
თორნიკეს ვეღარ ვცნობ, ყოჩაღ!!! წარმატებები ჩვენს ბიჭებს!!!
giorgi,
მხოლოდ იმის იმედზე დარჩენა, რომ თითქოს თამაში ვიპოვეთო, არ შეიძლება, თოკო როგორც შენ იბრძვი ბოლომდე ბურთისთვის, ისე უნდა იბრძოლოს თითოეულმა ნაკრების ფეხბურთელთაგან, წარმატებებს გისურვებთ!
butxa
მოგება და მოგება,სულ,
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ