საქართველოს მორაგბეთა ნაკრების თავკაცმა მილტონ ჰეიგმა ნოემბრის პირველი ტესტ-მატჩისთვის გუნდის 23-კაციანი სია გამოაცხადა
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იაპონიასთან ნოემბრის პირველ ტესტ-მატჩამდე 48 საათით ადრე "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი სამატჩო სია გამოაცხადა.

შეგახსენებთ, რომ "ბორჯღალოსნები" იაპონიის ნაკრებს 12 ნოემბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. შეხვედრა 15:00 სთ-ზე დაიწყება.

- "ბორჯღალოსნების" მზადება "შევარდენზე" ნოემბრის ტესტებისთვის [PHOTO]

- ამბიციური "საკურები" - რა უნდა ვიცოდეთ მეტოქე იაპონიის ნაკრებზე

- დღის კარიკატურა: ხევსური მებრძოლი უფრო მაგარია თუ სამურაი?

ამ თამაშს ჩვენი გუნდი თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით ხვდება. მცირე ტრავმების გამო რაზმს გარემარბი ალექსანდრე თოდუა და მეორეხაზელი გიორგი ჩხაიძე გამოაკლდნენ. მწვრთნელმა არ გარისკა და მათ დასვენების საშუალება მისცა.

შერკინება

შერკინების პირველ ხაზში ივნისის ტესტების გამოტოვების შემდეგ ბურჯები - მიხეილ ნარიაშვილი და ლევან ჩილაჩავა ბრუნდებიან, ხოლო კვაჭი, ტრადიციულად, ჯაბა ბრეგვაძეა.

ივნისში არ უთამაშია და ახლა შერკინების მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს შეუწყვილდება კონსტანტინე მიქაუტაძე. მატებაა მესამე ხაზში, სადაც ვიტო კოლელიშვილი და მამუკა გორგოძე ბრუნდებიან, ხოლო შერკინების შემკვრელად ბექა ბიწაძე დადგება.

ხაზი

ხაზში სიურპრიზები არაა. წყნარი ოკეანის ტურნეს შემდეგ აქ გუნდს 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე უბრუნდება, რომელიც ივნისში "უმცროს ბორჯღალოსნებთან" ერთად ინგლისში, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშობდა. მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, შუაში მერაბ შარიქაძისა და დავით კაჭარავას წყვილს ვიხილავთ, ფლანგებზე გიორგი აფციაური და თამაზ მჭედლიძე დადგებიან, ხოლო ფულბეკი კი მერაბ კვირიკაშვილია.

ორი დებიუტანტი მარქაფაში

მარქაფაში სიახლეებია. "ბორჯღალოსნების" კვართს პირველად მოირგებს "ტულონის" კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი, რომელიც შარშან 20-წლამდელთა კაპიტანი იყო, თუმცა ამ დონეზე არასდროს უთამაშია.

სამწლიანი შესვენების შემდეგ მოედანზე ნაკრების კვართით გავა ბურჯი ვასილ კაკოვინი, რომელმაც ახლახან საფრანგეთის ჩემპიონ "რასინგთან" 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხოლო მარჯვენა ბურჯი დუდუ ქუბრიაშვილი იქნება.

შეცვლაზე მეორე ხაზის მოთამაშეთაგან არავინაა და თუ რომელიმე მათგანის შეცვლა გახდება საჭირო, სავარაუდოდ, იქ გორგოძე გადაინაცვლებს. მესამე ხაზში შეცვლაზე ლაშა ლომიძეს და გიორგი თხილაიშვილს ვიხილავთ, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან - გიორგი ბეგაძეს, ლაშა მალაღურაძეს და ანზორ სიჭინავას. "აკადემიის" გარემარბისთვის ეს სანაკრებო დებიუტი იქნება.

სტატისტიკა

12 ნოემბერს 100-იანთა კლუბს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდებიან 743 ქულით "ბორჯღალოსანთა" საუკეთესო მექულე კვირიკაშვილი და შუამარბი კაჭარავა, რომელთა ანგარიშზე დღესდღეობით 95-95 კეპია. ნაკრებს მამუკა გორგოძე უკაპიტნებს, რომელსაც აქამდე ეს პატივი 8-ჯერ ერგო.

აღსანიშნავია, რომ გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" მსოფლიო რეიტინგში ფიჯის ნაკრებს ჩააჩოჩებენ და პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, მოწინავე ათეულში შევლენ, რაც უდიდესი მიღწევა იქნება. ჩვენს გუნდს 9-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და სიმბოლური იქნება, თუ მეათე წარმატებით მსოფლიოს მოწინავე ათეულში შევა.

საქართველოს ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა

უკანა ხაზი

15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 თამაზ მჭედლიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 გიორგი აფციაური, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება

1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 ლევან ჩილაჩავა, 4 კოტე მიქაუტაძე, 5 გიორგი ნემსაძე, 6 მამუკა გორგოძე (კაპ), 7 ვიტო კოლელიშვილი, 8 ბექა ბიწაძე.

მარქაფა

23 ანზორ სიჭინავა, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ბადრი ალხაზაშვილი, 17 ვასილ კაკოვინი, 18 დუდუ ქუბრიაშვილი, 19

ლაშა ლომიძე, 20 გიორგი თხილაიშვილი.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

ქარ
ვიღაცას უწერია რა დროს რაგბიაო და ყველა ბილეთი რო გაყიდულია უკვე? ფეხბურთზე რამდენია გაყიდული და ვნახოთ რამდენი დაესწრება:)
რატომ არ დებთ ჩემს კონმენტარებს?
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სუბიექტურია ეს საიტი ფეხბურთის სასარგებლოდ, რამდენი კომენტარი უნდა დაბლოკოთ, მით უფრო ოდნავ არაკორექტულიც არაფერი მითქვამს.
Vasili
რა კომენტარებია, ხალხს რა დგეში აქვს ნერვები, ორი მაგარი თამაშია ერთ დღეს, მეტი რა უნდა ინატრო გულშემატკივარმა, წადი რა მეგობრებთან ერთად დაჯექი უყურე, გაერთე, ისიამოვნე, ცოტა ლუდი მოწრუპეე..../ ორივე სპორტი მიყვარს და ორივეს ვგულშემატკივრობ და ნეტა კალათბურთის ნაკრებიც თამაშობდეს ხვალ...
rugby
რა დროს ფეხბურთია, როცა რაგბია?
გულშემატკივარი
კვირიკაშვილის მდგომარეობა მადარდებს,შეძლებს ამ სიტუაციაში ძველებურად თამაშშს?! მხარი დავუჭიროთ ხალხო ჩვენს ბიჭებს.ყველანი სტადიონზე.ოღონდ დროულად მოდით,მეორე ტაიმში რომ ივსება ხოლმე სტადიონი..
hh
ფეხბურთს გაუჩერეთ დაფინანსება. არაფერი არ გამოვა. გვატყუებენ ფედერაციის მესვეურები როცა გვაიმედებენ. ტყუილად ჭამენ ფულს და თვითონაც კარგად იციან რო არაფერი არ გამოვა
ხატია
ფეხბურთი თორე ეგენიც არ მყავდნენ მომგებებ ნეტა იმ ხალხის თავში ჩამახედა და დამანახა რას ფიქრობენ ფეხბურთში რომ ფულს დებენ საქართველოში. რაგბი კიდე გვახარებს მაინც
გულშემატკივარი
რატომ?რახან ფეხბურთია გავჩერდეთ და არაფერი ვაკეთოთ? რა კომენტარია ეს? ფეხბურთი ფეხბურთია,რაგბი რაგბი.იმედია ორივეს მოვიგებთ.სხვათაშორის დროშიც არ ემთხვევა ერთმანეთს ერთი სამ საათზეა მეორე ცხრაზე
lado
რადროს რაგბია?როცა ფეხბურთია
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
[VIDEO] მიქაუტაძემ გოლი პატრიარქის ხსოვნას მიუძღვნა - მან "სოსიედადთან" გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა გააკეთა
[VIDEO] "ნაპოლიმ" ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო
მარტის ამხანაგური მატჩებისთვის საქართველოს ნაკრებს ივა გელაშვილი დაემატა
მიჩელმა "მანჩესტერ სიტიში" გვარდიოლას შეცვლის სურვილი გამოთქვა
U21 | შემადგენლობა ლატვიასთან და მალტასთან გასამართი მატჩებისთვის
[PHOTO] ასე არ უყვარს მესის პსჟ-ში გატარებული პერიოდი? - ინტერნეტში გავრცელებულმა ფოტომ გაკვირვება გამოიწვია
"ნეიმარი მესიზე და რონალდოზე უკეთესია" - კაფუ
"წამოწოლა ყველას ჩვენს მოედანზე რატომ უნდება?" - სლოტი გულცივიც ყოფილა
ტონალი თუ გიმარაეში? - "მანჩესტერ იუნაიტედმა" არჩევანი გააკეთა
"სიცოცხლე ან სიკვდილი" - აი, რა გააკეთა მიკელ არტეტამ "მანჩესტერ სიტისთან" ფინალის წინ
[VIDEO] ბითაძე სასტარტო ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "შარლოტთან" დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 60 ქულა და ლებრონის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" ზედიზედ მერვე მატჩი მოიგო
ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
კონფერენს ლიგაზე მეოთხედფინალური წყვილები გაირკვა - აზაროვი ისევ არ ათამაშეს, მორჩილაძე 88-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე
საუკეთესოდ რაფინია დაასახელეს - საფონოვი სიმბოლურში შეიყვანეს
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
პლეი-ოფის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები ისრაელთან დამარცხდა
დავუჯეროთ Opta-ს? - სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი დაასახელა
[VIDEO] ომში იყვნენ თუ "ენფილდზე" - ოსიმენს თაბაშირი დაადეს, ლანგმა თითის ნაწილი დაკარგა
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
რაგბი. ლეგიონი: მამუკა გორგოძე და კარლენ ასეიშვილი გაასინბინეს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
დიდი 10. XV ტურის წინ: ვინ გაიმყარებს პოზიციას?
ბურჯელალის ბოლო გაბრძოლება - რა ელის გორგოძის, ჩილაჩავას და ალხაზაშვილის "ტულონს"?
U20. საქართველო-ურუგვაი 46:12 - რვა ლელო, ჩხუბი და ერთი წითელი [VIDEO+PHOTO]
მილტონ ჰეიგმა ოკეანეთის ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" რაზმი დაასახელა
U20. საქართველო-ფიჯი 30:13 - წინ ვერც ფიჯი დაგვიდგა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
საქართველო-იაპონია 22:28 [ტექსტური LIVE]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
გორგოძემ ჩემპიონს გაუტანა, კაჭარავამ - რუსეთის თასის ფინალში
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
სავსე ტრიბუნების დროა!
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი. ლეგიონი: ახალი ალხაზაშვილია, სხვების დებიუტი გადაიდო
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში