ვარჯიშს 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო
12 ნოემბერს მიხეილ მესხზე იაპონიასთან გასამართი ტესტ-მატჩის წინ, "ბორჯღალოსნებმა" შევარდენის სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს, რომელსაც ჟურნალისტები და 500-მდე გულშემატკივარი დაესწრო.

ვარჯიშში აქტიურად იყვნენ ჩართული მთავარი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი და სამწვრთნელო შტაბის ახალი წევრები - ბრედ ჰარისი და რიჩარდ გრემი. წვრთნის პროცესმა საათზე ოდნავ მეტხანს გასტანა და ის წინა ღია ვარჯიშებისგან განსხვავებული იყო.

მცირედი გახურების შემდეგ, გაფართოებული შემადგენლობის 35-ივე წევრი ორ გუნდად გაიყო და ინტენსიური, სათამაშო სიტუაციებთან მაქსიმალურად მიახლოვებული წვრთნა გახურდა. ვარჯიშის მიწურულს მორკინალებმა დერეფნებში, ხოლო ხაზის მოთამაშეებმა ფეხით თამაშში და დაკიდებული ბურთების "მოხსნაში" ივარჯიშეს.

დავით კაჭარავა: "უმნიშვნელოვანესი ნოემბერი და სამი თამაში გველოდება. პირველი შეხვედრა იაპონიასთან გვაქვს და გასული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, მაყურებელს განსაკუთრებული მოლოდინი აქვს. ჩვენ ოპტიმალური შემადგენლობით ვართ, მზადების პროცესი ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ ამ თამაშს წარმატებით დავასრულებით. ყოველ შემთხვევაში, მზად ვართ და 100%-ით დავიხარჯებით, რათა გულშემატკივარი გავახაროთ.

გასული მსოფლიო თასის შემდეგ, იაპონიის ნაკრების შემადგენლობაში გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა მონახაზი და თამაშის სტილი პრაქტიკულად იგივეა. მიმაჩნია, რომ იაპონია დღესაც ისეთივე ძლიერი გუნდია, როგორიც მსოფლიო თასზე იყო და სანახაობრივი და საინტერესო შეხვედრა იქნება.

რეიტინგში წინსვლის პერსპექტივა ჩვენთვის დამატებითი მოტივაციაა. პირველად ქართული რაგბის ისტორიაში, გვაქვს შანსი, რომ ტოპ 10-ეულში შევიდეთ და ვეცდებით, ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ".

ვიტო კოლელიშვილი: "ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო, დიდი ხანია ნაკრების მაისურით არ მითამაშია და ბედნიერი ვარ, ამის შესაძლებლობა რომ მომეცა. ძალიან კარგი განწყობა გვაქვს, რაც ნებისმიერი თამაშის წინ, უმნიშვნელოვანესია. ასევე მნიშვნელოვანია პირველი თამაშის კარგად ჩატარება, რადგან ეს განწყობა მომავალ შეხვედრებშიც გაგვყვება. იაპონიასთან ბევრჯერ გვაქვს ნათამაშები. ისინი სწრაფ რაგბის თამაშობენ, დისციპლინირებული გუნდია, ბოლო წუთამდე იბრძვიან და საინტერესო შეხვედრის მოლოდინში ვარ.

ჩემი აზრით, კარგი სანახაობრივი თამაში იქნება, რომლის შედეგზეც დიდ გავლენას იქონიებს გულშემატკივრის ფაქტორი. საქართველოში მუდამ ვგრძნობთ გულშემატკივრის თანადგომას და მოხარულები ვიქნებით, თუ ისინი ახლაც ჩვენს გვერდით იქნებიან".

გიორგი ნემსაძე: "დაძაბული შეხვედრის მოლოდინში ვართ. იაპონიასთან ბოლო სამი დაპირისპირება დაძაბულ ბრძოლაში წარიმართა და ახლაც ასეთი მოლოდინი გვაქვს. ვუყურეთ იაპონიისა და არგენტინის ნაკრებების შეხვედრას. მეტოქე კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული, საუკეთესოდ მომზადებული გუნდია. იაპონიას მონდომების და ფიზიკური ძალის ხარჯზე უნდა ვაჯობოთ. უნდა ვითამაშოთ ისე, აქამდე რომ არ გვითამაშია. რაც შეეხება ჩვენს სამწვრთნელო შტაბში მომხდარ ცვლილებებს, კარგი სპეციალისტები არიან. ერთთან ივნისში, ოკეანეთის ტურნეზეც გვქონდა შეხება. ყველაფერი კარგად აეწყო და იმედია ეს თამაშშიც გამოჩნდება. გამარჯვების შემთხვევაში ისტორიულ ათეულში შევალთ და იმედია, ამის მიღწევას მოვახერხებთ".

rugby.ge

მებრძოლი ლაზი
არ ვყოფილვართ ათეულში, ფიჯისთვის რომ მოგვეგო 18:3 ნაცვლად 14:3 ისა აი მაშინ ვიქნებოდით ათეულში
GELA
ათეულში ხომ ვიყავით ზაფხულის ტესტების შემდეგ? მაშინ მოგვატყუეთ თუ რა იყო? გამარკვიეთ კომპეტენტურებმა რა?
"ბორჯღალოსნები" ერთა თასს ურუგვაისთან მატჩით გახსნის
ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ ერთი წელი უნდა დავისვენო" - ინტერვიუ ვიტო კოლელიშვილთან
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ვიტო კოლელიშვილი: ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქართული რაგბი ვითარდება და წინ მიდის
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
18 წ. | ექვსი ერისთვის დასკვნითი შეკრება დაიწყო
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
რაგბი. ლეგიონი: დავით მესხმა დებიუტი ლელოთი აღნიშნა
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
სავსე ტრიბუნების დროა!
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
ვიტო კოლელიშვილი – "კლერმონის" 18-წლამდელთა გუნდის მწვრთნელი
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
20 წ. | მსოფლიოსთვის მზადებას ვიტო კოლელიშვილის დებიუტით და მოქმედი ჩემპიონით ვიწყებთ
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა