ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

TimeLine: უკალათო ფარები - აი, რატომ ვაგებთ!

TimeLine: უკალათო ფარები - აი, რატომ ვაგებთ!

...ეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების კი არა, სკოლიდანვე არასწორი მიდგომის ბრალია!

ამერიკაში დიდი ტრამპაცუმპაა - ტრამპმა არჩევნები მოიგო, საქართველოშიც დიდ მოგებებს ველით - ჯერ რაგბიში იაპონიასთან, შემდეგ ფეხბურთში მოლდოვასთან... ამ თემებს "ტაიმლაინში" გვერდს როგორ ავუვლიდით, მაგრამ ჯერ წიგნი უნდა გადავშალოთ: მეორე კლასის "ჩვენი ენა ქართული", რომლის ავტორები არიან ნ. მაღლაკელიძე და ც. ყურაშვილი.

მავანმა შეიძლება გაიკვირვოს: სპორტულ გაზეთში რა ესაქმებათ დონალდ ტრამპს, ნ. მაღლაკელიძეს, ან ც. ყურაშვილს?! ახლავე განგიმარტავთ. გადავშალოთ წიგნი მე-19 გვერდზე.

"დავალება #2. გაარკვიეთ, რას გამოხატავენ ქვემოთ მოცემული ძახილის წინადადებები:

1. ვიშ, გაზაფხული მოდის მორთული!

...4. როგორ გამიჭირდა ამოცანის ამოხსნა!

5. ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა კვლავ წააგო!"

რა შეიცვლებოდა ზედა წინადადებიდან, პატივცემულ ფილოლოგებს "კვლავ" რომ ამოეგდოთ? მათთვის არაფერი, ჩვენთვის ბევრი რამ შეიცვლებოდა - მათი ნაშრომი "ტაიმლაინში" ვეღარ მოხვდებოდა, რადგან მივიღებდით ასეთ წინადადებას: ჩვენმა ფეხბურთის ნაკრებმა წააგო. "კვლავ წააგოო" ბავშვი რომ წაიკითხავს, გაუჩნდება "წამგებიან" სპორტზე მისვლის ან მამასთან ერთად თამაშის საყურებლად წასვლის სურვილი?

იმის ნაცვლად, რომ პატარებს სპორტისადმი ინტერესი გავუღვივოთ, მეორე კლასიდანვე ინტერესს ვუკლავთ. სამწუხაროდ, სპორტისადმი მსგავს მიდგომას განათლების სფეროში ხშირად შევხვედრივართ. მეზობლის ბავშვს აქვს მოყოლილი, როგორ დაამზადეს პლაკატი წარწერით: "გაგვიყვანეთ ფიზკულტურაზე დარბაზში!"

დიახ, სკოლებში სპორტის გაკვეთილების ნაცვლად მათემატიკა, ქართული ან უბრალოდ, საუბრის გაკვეთილები ტარდება. მაშინ, როცა სკოლიდან შინ მისული ბავშვი კომპიუტერს მიახტება და ზედვე დაეძინება, როგორ შეიძლება სკოლაში მაინც არ ჰქონდეს ერთი გაკვეთილი, ხელ-ფეხი რომ გაამოძრაოს?! ფაქტია, ასეთ მასწავლებლებს სულ არ ანაღვლებთ ბავშვის ჯანმრთელობა, შვილს კომპიუტერთან დიდი ხნით ვინც უშვებს, არც იმ მშობელს ანაღვლებს.

ჰოდა, თუ ჯანსაღი მომავალი თაობა სურს, განათლების სამინისტრომ უნდა მიაქციოს ყურადღება ფიზკულტურის თუ სპორტის გაკვეთილებს.

სკოლებში სპორტისადმი მიდგომა, სპორტული პოლიტიკაა შესაცვლელი. როგორ შეიძლება დარბაზში ერთი კალათბურთის ფარი არ ეკიდოს, არ იყოს გოგონებისთვის და ვაჟებისთვის ცალ-ცალკე გამოსაცვლელი...

ბავშვების საუბარს მივაყურადე. ერთი სიხარულით ეუბნებოდა: დარბაზში კალათები ჩამოგვიკიდესო. ეს აპრილში მოხდა, მანამდე მთელი სეზონი უკალათო ფარები ეკიდა.

ესეც ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი: "ფიზკულტურაზე სულ სირბილით ჩავედით, გვეგონა, ფეხბურთს ან კალათბურთს ვითამაშებდით... კალათბურთის ბურთი არ გვაქვს, ჩემს კლასელს წამოღება დავიწყებოდა. მასწავლებელმა ფეხბურთის ბურთი გამოიტანა - დაჩუტული იყო, "ნასოსი" ვერ ვიპოვეთ. ფრენბურთის ბურთი შედარებით სავსე იყო, მაგრამ მასწავლებელმა ფეხბურთი არ გვათამაშა. ბოლოს ქაღალდი დავაგორგოლავეთ და მას დავდევდით..."

ამერიკაში ქაღალდით მეცხრამეტე საუკუნეში თამაშობდნენ, ასე მოიგონა ნეისმიტმა კალათბურთი. დღეს ამერიკაში სულ სხვა ვითარებაა - სპორტი ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რგოლია სასკოლო აღზრდის პროცესში.

მხოლოდ ამერიკაში? აი, რა ამოვიკითხე ფინელების შესახებ: ფინური სკოლისთვის მთავარია არა გენიოსის, არამედ ჯანმრთელი ადამიანის აღზრდა. ძალიან დიდ ყურადღებას უთმობენ სპორტს (თხილამურობას, ციგურაობას, ცურვას). გაკვეთილის შემდეგ ყველა მოსწავლისთვის აუცილებელია შხაპის მიღება.

ხედავთ, რამდენად ჩამოვრჩებით ფინელებს? სკოლიდანვე რომ არ გვაინტერესებს ბავშვთა სწორი ფიზიკური აღზრდა, იმიტომაც ვაგებთ "კიდევ" და "კიდევ"! ეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრების ბრალი კი არა, სკოლიდანვე არასწორი მიდგომის ბრალია! იცით, რატომ ითამაშა ისლანდიამ ევროპის ჩემპიონატზე? - იმიტომ, რომ იმ ქვეყანაში ახალი პროგრამა განხორციელდა, რომლის ამოსავალი წერტილი სასკოლო სპორტი იყო.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის, კახი კახიაშვილის სიტყვებით დავასრულოთ: "...ამიტომაცაა ყოველ ფეხის ნაბიჯზე აფთიაქი!"

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• თენგო

მერედა ამ საქმეს მიხედოს ბტონმა მინისტრმა,რაღაც ზღაპრებზე და სისულელებებზე რომ ფიქრობს.

• ვასო

სანამ სპორტი მასიური და ხელმისაწვდომი არ გახდება დიდ წარმატებებს ვერ მივაღწევთ!!!!

• kote

და რაზე ფიქრობს ამ დროს განათლების მინისტრი? ზღაპრები არ მომწონს ქართული და შესაცვლელიაო! არაპროფესიონალი მინისტრიდან იწყება არაპროფესიული მიდგომები მთელ საგანმანათლებლო პროცეში. ამისთანა მინისტრს აინტერესებს ბურთები და კალათები? სამაგიეროდ დიდ ფულს შეჭამენ ქართული ხალხური ზღაპრების გადაკეთება-განახლებაზე და მივიღებთ ორიენტაცია შეცვლილ კომბლეს!... წითელქუდას, რომელმაც სანამ შეეჭმეინებოდა, მგელთან ჩაუშვა ბებიამისი, ავადაა, წევს და წინააღმდეგობას ვერ გაგიწევსო!... ან კიდევ ბაყბაყდევზე გაგვიღვივებენ სოლიდარობის შეგრძნებას, გაქნილმა და საზიზღარმა ნაცარქექიამ ეშმაკობით დაჩაგრა და ძალადობის მსხვერპლიაო! ასეა, იცვლება დრო, მიდიან და მოდიან მინისტრები, თაობები, ღირებულებები!

• jondoie

მშვეიერია! სიმართლის უდიდესი დეფიციტია ქვეყანაში. ეს გვღუპავს.

• სრული სიმართლე

ამბსოლიტურად მართალია

ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს

"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა

გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს

15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა

იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს

"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე

ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია

[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს

კვარაცხელიას ყოფილმა მწვრთნელმა იური სიომინმა "ოქროს ბურთისთვის" ბრძოლაში თავისი ფავორიტები დაასახელა

ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა

საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში

VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"

"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"

თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში

ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში

"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?

"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი

"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება

"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი

[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა

"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია

საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია

ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა

საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან

TimeLine: ჩუმად, ფაჩულიამ არ გაიგოს!

TimeLine: სენტ კიტსი და ნევისი... ორნი არიან?

აღმასკომის სხდომა: კახი კახიაშვილი ევროპის ფედერაციის პრეზიდენტობას გეგმავს

კახის თასი იწყება - ინტერვიუ სამგზის ოლიმპიურ ჩემპიონებთან

TimeLine: ძაღლი გარეთ რომ არ გაიგდება

TimeLine: ახლა, ანტიგუა და ბარბუდა

კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება

TimeLine: თქვენ ხომ გამოზარდეთ ილიჩები!

კახიაშვილმა ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტი დატოვა

ევროპის ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი: იმედია, საქართველო მსოფლიო ჩემპიონატსაც უმასპინძლებს

ძალოსანი თათია ლორთქიფანიძე მწვრთნელს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

ბათუმმა ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესს უმასპინძლა

TimeLine: NBA-ს თასის მინუსი - ღვინო არ ისხმება