საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოლდოვასთან მატჩის წინ დღეს, 11 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა მოლდოვასთან მატჩის წინ დღეს, 11 ნოემბერს, სასტუმრო "ჰუალინგში" პრესკონფერენცია გამართა.

"მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად იოლი მატჩები არ არსებობს. რთულ მატჩს ველით, მაგრამ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ ისე ვითამაშებთ, როგორც უელსთან და ირლანდიასთან, სასურველ შედეგს აუცილებლად მივაღწევთ. მთავარი გოლების გატანაა, ეს კი ჩვენი უმთავრესი პრობლემაა.

გასულ სამივე შეხვედრაში შემტევი ფეხბურთის თამაშს ვეცადეთ. ამას ვაპირებთ ხვალაც. ხვალ დავინახავთ, თუ რა შეგვიძლია. მოგების შემთხვევაში, ჯგუფიდან გასვლის თეორიული შანსი გვრჩება. თუ ვერ მოვიგეთ, ჯგუფში შემდეგი მატჩები ამხანაგურ სახეს მიიღებს და ეს არ გვსურს.

ჭკუით უნდა ვითამაშოთ. ბურთის, თამაშის ტემპის კონტროლს და შანსების მაქსიმალურად გამოყენებას უნდა ვეცადოთ. შეტევის ხაზში ცვლილებები იქნება - არ გამოვრიცხავ გიორგი ქვილითაიას ან დავით სხირტლაძის ძირითად შემადგენლობაში დაყენებას.

გუნდს ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ კაპიტანი, ჯაბა კანკავა დაუბრუნდა და ეს მახარებს. მან ჩემპიონატში უკვე 3 თამაში ჩაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ძალიან განიცდიდა ჩვენთან არყოფნას. ჯერ არ ვიცი, ის პირველივე წუთებიდან გავა მოედანზე თუ არა. 1-2 პოზიციაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ.

ვაკვირდები თემურ ფარცვანიას. უბრალოდ, ყველა ფეხბურთელს რომ ვიძახებდე ნაკრებში, ვინც სიმბოლურ გუნდში ხვდება, აქ 100 ფეხბურთელი იქნებოდა. მას ნამდვილად ვაკვირდები, 25 წლისაა, მაგრამ იმ პოზიციის ფეხბურთელია, სადაც უჩა ლობჟანიძე და ოთარ კაკაბაძე გვყავს. ვნახოთ, იქნებ შემდეგ სეზონში მივცე შანსი.

მსურდა, გიორგი ჯიქიას ეთამაშა საქართველოს ნაკრებში, მაგრამ მას ამ ეტაპზე რუსეთის ნაკრებში თამაში სურს. გადაწყვეტილებას ის იღებს და მე მის კომპეტენციაში ვერ ჩავერევი.

ჩვენი ნაკრები ძალიან ახალგაზრდაა და მას დიდი პოტენციალი გააჩნია", - განაცხადა ვაისმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი 12 ნოემბერს, "დინამო არენაზე", 21:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხი" განახორციელებს.

Manoni
ჯანო ტუ იქნება 3-0 ვიგებტ და გვილია გაიტანს სადებიუტო გოლს და ოქრი დუბლს გააკეტებს.
ჯარჯი
4:0
Gela
ოთარ კაკაბაძემ,ბრწყინვალედ ითამაშა უელსის ნაკრებთან. ვუსურვებ, ხვალინდელ თამაშშიც- წარმატებას!
გუჯა კახაძე
ჩემი პროგნოზი: საქართველო 2:1 მოლდოვა
gaguuuu
ხოჭოლავას რო შანსი მისცე. ვაის არ გინდაა?? კვირკველია მაინც უთამაშებელია და მიეცით ამ ბიჭს შანსი შესანიშნავ ფორმაშია თითქმის ყოველ ტურში სიმბოლურშია უკრაინის ჩემპიონატში
gizog
ყველაფერი თქვენზეა ბიჭებო, ყველა შეტევაზე უნდა ვიყოთ მობილიზებული თავიდანვე, რომ ბოლო ტყუილი ფაფხური არ დაგვჭირდეს, როგორც ეს ავსტრისთან მოგვივიდა თითქმის წაგება დავაბრალედ ჭანტურიას რატომ დაარტყა და არ ჩააწოდა. ყველაფერი უნდა ჩავდოთ, რომ პირველ 15 წუთში მოვითავოთ სანერვიულო, შემდეგ კი მეთოდურად მივიყვანოთ მატჩი სასურველ შედეგამდე. მაშ ასე არც ერთი ზედმეტი მოძრაობა, რომელიც გოლის გატანის დიდ შანს არ შეიცავს. როცა 4 გოლს გაიტანთ შემდეგ ყველაფერი შეიძლება. გამარჯვებას გისურვებთ ბიჭებო.
qomagi
ვაის, მჭედლიძე და ქვილითაია არ დავინახო სასტარტოში, თავდამსხმელად თავიდან სხირტლაძე დააყენე!
გულორდავა
giorgi-ს. უყურე შენ რამდენი კარგი მრჩეველია საქართველოში? მალადეც!!!!
giorgi
ვაის აუხსენი ბიჭებს ბურთი თავიანთ ნახევარზე კი არა მეტოქის მოედანზე აგორონ, ითამაშონ გააზრებული და ხისტი ფეხბურთი, ანახონ მეტოქეს რომ თავიანტ ქვეყანაში და გულშემატკივრის წინაშე უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ, დაიხარჯნონ ბოლომდე მეტოქეს, შეაჯდნენ ფეხებზე , ფურთის გორაობის საშუალება არ მიცენ მთელი 90 წუთის განმავლობაში! წარმატებებს გისურვებთ ხვალ და შემდეგშიც მრავალჯერ!
ზაზა
...ასი ქართველი ფეხბურთელი ხვდება სხვადასხვა ქვეყნების ჩემპიონატების სიმბოლურებში?სამწუხაროდ ეს ის შემთხვევაა ,როცა არ გააჩნია არგუმენტი ლოგიკურად დაასაბუთოს,დაამტკიცოს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე და ისროლა ფრაზა ,რომელიც სიმართლეს არ შეესაბამება...
ioseb
ერთს ვიტყვი,იქნება რეალური ორი საგოლე მომენტი მაინც და იმედია გამოვიყენებთ... მოლდოვა არაა დაბალი დონის გუნდი ჩვენთან შედარებით ამიტომ სიფრთხილეა საჭირო... წარმატებები ბიჭებს, ხვალ წავიდეთ და გვერდში დაუდგეთ ნაკრებს. ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და ყველაფერი კარგად იქნება...

როგორც იქნა დააწყებინეთ სხირტლაძეს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ