ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სპეციალისტის თვალით: ჭკუის სასწავლი გაკვეთილი "ბორჯღალოსნებისთვის"

სპეციალისტის თვალით: ჭკუის სასწავლი გაკვეთილი "ბორჯღალოსნებისთვის"

რას ფიქრობენ სპეციალისტები საქართველო-იაპონიის განვლილ მატჩზე
საქართველოსა და იაპონიის ნაკრებების დაპირისპირება, რომელიც გასულ უქმეებზე ვაკის სტადიონზე გაიმართა, უკვე ისტორიის საკუთრებაა. თუმცა, სავარაუდოდ, ეს შეხვედრა დიდხანს დარჩება განსჯის საგნად ქართული რაგბის თემში.

- საქართველო-იაპონია 22:28 - მარცხი, ტაში და ნაჩუქარი ლელოები [VIDEO+PHOTO]

ეს იყო, როგორც ბორჯღალოსანთა" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა თქვა, "შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით".

- მილტონ ჰეიგი: ეს იყო შესაძლებლობა, რომელიც ხელიდან გავუშვით

მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მამუკა გორგოძემ თქვა: "ასეთი დიდი ფიზიკური უპირატესობა გქონდეს და მაინც წააგო, ამას მოხერხება უნდა".

- მამუკა გორგოძე: ასე დაჩაგრო მეტოქე და თამაში წააგო, მე არ ვიცი...

ქართული რაგბის ქომაგებისთვის, ალბათ, საინტერესო იქნება, რას ფიქრობენ განვლილ მატჩზე სპეციალისტები.

თემურ ბენდიაშვილი, თბილისის "ლოკომოტივის" მთავარი მწვრთნელი:

"მიმაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების შერკინების ყველა მოთამაშე ქების ღირსია. მათ პირწმინდად დაჩაგრეს მეტოქე შეტევაში და არც დაცვისას დაუთმიათ რამე. ჩვენი მორაგბეები იმდენად აღემატებოდნენ მეტოქეს ფიზიკურად, რაც გამოჩნდა კიდეც შერკინებაში, დერეფანში და ერთი-ერთზე ორთაბრძოლებში, რომ ამ თამაშის დიდი ანგარიშით მოსაგებად მხოლოდ საზრიანობა და ტექნიკა იყო საჭირო.

თამაში რომ მოიგო, უნდა იცოდე, რა სათამაშო კომპონენტში ხარ ძლიერი და დახვეწო ის ბოლომდე. საერთოდ, გუნდის ყველა მორაგბეს ერთი და იგივე სათამაშო ფილოსოფია არ უნდა ჰქონდეს. პირველხაზელი იმისთვის ემზადება, რომ მეტოქეს დაეჯახოს, უკან გადააგდოს, უკან დაახევინოს. ეს, ცხადია, სხვებმაც უნდა აკეთონ, მაგრამ გუნდში უნდა იყვნენ ისეთი მორაგბეებიც, რომლებიც შეტევას ორგანიზებას გაუკეთებენ.

მოთამაშეები განწყობილი მარტო იმისთვის კი არ უნდა იყვნენ, რომ ხაზი გაჭრან, რაც, ცხადია, აუცილებელია, არამედ იმაზეც უნდა ფიქრობდნენ, რომ კარგად დაწყებულ შეტევას სწორი მიმართულება, გაგრძელება მოუძებნონ და შედეგს მიაღწიონ. ეს იმ დღეს, ჩვენი გუნდის თამაშში არ ჩანდა.

ჩვენი ნაკრების ცხრა ნომერი ვასილ ლობჟანიძე კარგი მორაგბეა. რაც საფრანგეთში წავიდა, ბევრი მიმართულებით პროგრესი აქვს, მაგრამ მის თამაშს სწორედ ზემოთ თქმული აკლდა.

გუნდში უნდა გვყავდეს ვარსკვლავები და ასეთი, მამუკა გორგოძის გარდა, ჩვენს ნაკრებში კიდევ რამდენიმეა, ხალხი, რომლებიც შეძლებენ მოპოვებული უპირატესობის საზრიანად, გონივრულად განვრცობას. ყველაზე ძნელი ეგ არის, რომ მეტოქე მწყობრიდან გამოიყვანო, დაშალო. ჩვენ ამას ვახერხებდით, მაგრამ ამას კარგი, ეფექტური გაგრძელება აღარ მოჰყვებოდა. ამ თამაშმა გვიჩვენა, რომ ეს ნაკლი გვაქვს.

უკანა ხაზზე ვერ ვიტყვი, რომ ცუდად თამაშობდა. იაპონელების მიერ გატანილი ყველა ლელო ჩვენი მოთამაშეების არასწორი განლაგების ბრალი იყო. უკანახაზელებს მეტოქესთან ერთი-ერთზე ბრძოლა არ წაუგიათ. კიდევ რომ ვეთამაშოთ, წესით, სულ მცირე, 20 ქულის სხვაობით უნდა მოვუგოთ".

გიორგი ღლონტი, თბილისის "აკადემიის" პრეზიდენტი:

"იაპონიასთან მარცხის მიზეზებზე დღემდე ვფიქრობ. ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ის არის, რომ ჩვენი გუნდი ზედმეტად თავდაჯერებული გავიდა სათამაშოდ. შესაძლოა, ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ჩვენი შერკინება აშკარად ჯობნიდა მეტოქისას. ფაქტობრივად, არავინ გვაკლდა. ის კი არა და, მწვრთნელებს ფართო არჩევანის საშუალება ჰქონდათ.

შესაძლოა, სავსე ტრიბუნებმაც დაძაბა გუნდი, მაგრამ ეს ხომ პირველად არ ხდება. ასეთი მარტივი შეცდომები არასდროს დაგვიშვია. არადა, ბურთის ფლობაში უდიდესი უპირატესობა გვქონდა. 80 წუთიდან თითქმის 60 წუთის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვაკონტროლებდით, მაგრამ ის, რაც ჩვენი გასაკეთებელი იყო, მეტოქემ გააკეთა.

არის რაღაც დეტალები, რომლის გამოსასწორებლადაც ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო.

ერთი მაგალითი მინდა მოვიყვანო: მეორე ტაიმში საკუთარ ნახევარზე მეტოქეს ბურთი ავართვით და კონტრშეტევაზე მერაბ შარიქაძემ ხაზი გაჭრა, მეტოქის 22-მეტრიან ზონამდე ირბინა. ანალოგიურ შემთხვევაში იაპონელები შეძლებდნენ, შემტევს მინიმუმ ორი მორაგბე მაინც მიჰყოლოდა. ჩვენები შარიქაძეს ვერ მიჰყვნენ. ეს ძალიან თვალსაჩინოდ ჩანდა.

ამოდენა უპირატესობას რომ ფლობ შერკინებაში, დერეფანში აუცილებლად უნდა გამოიყენო. ბურთს ვფლობდით, ვუტევდით, მაგრამ... ალბათ, იღბალიც იყო.

ფაქტია, რომ რაც მოხდა, ყველას ძალიან დაგვწყვიტა გული. იაპონელებს ეს თამაში არ მოუგიათ, ჩვენ წავაგეთ. ჭკუის სასწავლებელი გაკვეთილი იყო.

როგორც პროფესიონალი გუნდის თამაშით, ზოგადად, კმაყოფილი ვარ და იმედიც ჩამესახა. ვიცი, რომ უკეთ თამაში შეგვიძლია. ამ მარცხით არაფერი დასრულებულა. გუნდს ეტყობა, რომ მუშაობს და იმედია, მომავალ მატჩში სამოასთან, რომელიც იაპონიაზე არაფრითაა ნაკლები, ყველა ხარვეზი გამოსწორდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• halagaji

ესეთი ცუდი თამაში არ მინახავს რამდენი ხანია. ((ჩვენი ნაკრების მხრიდან)).

• irak

წარმატებები ჩვენებს და სისწრაფე შეტევაში რაც თანდაყოლილი გვაქ მას უფრო განვითარება ჭირდება სხვა მხრივ იაპონიამ დაგვანახა რომ ექვსი ერი მინიმუმ 5 წელი ადრეა ჩვენთვის იქ ასე დაბალ სისწრაფეებზე გავნადგურდებით და ბიჭები წაგებულის ფსიქოლოგიას შეეჩვევა ამიტომ მოთმინება და ბევრი შრომა.

• ყური მიგდე

სამოწყალეოდ ვინც თამაშობდა, სამწუხაროდ, რა თქმა უნდა, ფორმაში არ იყო..ძნელი ამოცანა იყო..ეთემაშებინათ თუ არა? აქ რომ არ ეთამაშა, თავის გუნდშიც გაუჭირდებოდა, ალბათ.... შემოსავალი კი საჭიროა..

• გია

რაგბისტებს წაგებისთვის არავინ გაგკიცხავთ რადგან მოედანზე ბოლომდე იხარჯებით საკუთარი ქვეყნისათვის, ცოტა სისწრაფეებს უნდა მოვუმატოთ ბიჭებო და ყველაფერი კარგად იქნება. წარმატებები სამოასთან!

• geo

გუნდი იზრდება და მწვრთნელი იგივეა.... მაღალი დონის მწვრთნელია საჭირო, ტექნიკის დახვეწა.

• misha

ეს იმის ბრალია რომ ფიზიკურ მომზადებაზე არავი ზრუნავს აბა როცა მსოფლიოზე იყვნენ როგორ თამაშობდნენ ევროპა ძირითადად ძალის მიერ რაგბს თამაშობს ვიდრე ზე რაგბიში იაპონელები კი ბევრი თამაშობს ზე რაგბიში და კარგადაც იშლებიან

• გიგა

თავიდანვე რომ გაგვეტანა ის ჯარიმები რომელიც ჯობდა რომ დაგვერტყა მოგებული იქნებოდა თამაში.

• თამაზი

ამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ბევრი ტესტ-მატჩი ვნახე და მინდა ვთქვა, რომ დიდი რაგბი კიდევ უფრო სწრაფი ხდება, გარემარბები შესაშური სიწრაფით დარბიან და ხელდახელ თამაშის რამდენიმე პარალელური შეტევის განითარების შესაძლებლობით დიდ შტაბეჭდილებას სტოვებენ. ასეთ სტილში გაანადგურა არგენტინამ იაპონია, ირლანდიამ ახალი ზელანდია, საფრანგეთმა სამოა. საქართველის ნაკრებში რასაც ვისურვებდი სწორედ ეს არის - უკანა ხაზელების მაღალი ინდივიდუალური სისწრაფე და შეტევაში ხელდახელ სწრაფი თამაშის უნარი. ალბათ, რაგბის მესვეურებმა უნდა იზრუნონ ამ თვისების მქონე ახალგაზრდების აღზრდაზე, თორემ სხვა მხრივ, ჯანი და ღონე ერის თანდაყოლილი თვისებაა.

• niko

კიდევ გავიმეორებ უკანა ხაზი არასწორად დგას და დაბნეულად თამაშობე. თემურ ბენდიაშვილის ვერ დავეთანხმები რომუკანა ხაზზე ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს. Dაცვაშიცა დროზე არ ეწყობოდა უკანა ხაზი და თავდასხმაშიც ბრტყლად იდგნენ, კი გაჭრეს იაპონის დაცვა რამდენჯერმე მაგრამ დროზე არავინ აჰყვა ხაზის გამჭრელს დალაგებულად, ამის გამო მინიმუმ სამი ლელოს შანსი დავკარგეთ. ასევე მეკომ კარგად ვერ ითამაშა ეტყობოდა ნერვიულობდა გადამხდარიდან, აფციაური არ არის სანაკრებო დონის, მონდომებული და თავდადებულია მაგრამ ფაფხურობს რაღაცას. ფლანგებზეც დაიჩაგრნენ. მოკლედ უკანა ხაზს ბევრი სამუშაო აქვს. იაპონიასთან ბევრი აუტიც უნდა მოეგოთ, მორკინალებს. თამაში არა ორგანიზებული იყო მთლიანად ამაზე იაპონელების ლელოებიც მეტყველებენ.

• tengabi

კვალიფიციური მძლეოსანი მწვრთნელი გვჭირდება. იაპონიამ სირბილში დაგვჯაბნა. გუნდი თუ უფრო სწრაფი და მობილური არ გახდა იაპონიასთანაც გაგვიჭირდება და არგენტინასთანაც, არაფერს ვამბობთ გრანდებზე.

• ალეკო

მოდი ასე ვთქვათ იაპონელებს უბრალოდ გაუმართლათ,ჩვენი ბიჭები უფრო ძლიერები იყვნენ.

• სოსო

ამ თამაშმაც კი დამარწმუნა,რომ წინ მივდივართ.კი იაპონიამ სისწრაფეში ძალიან გვაჯობა,მაგრამ სხვა კომპონენტებში იმხელა უპირატესობა გვქონდა...ეს თამაში ჩვენ წავაგეთ და ჩვენი ბიჭების ამბავი რომ ვიცი გაკვეთილი უკვე ნასწავლი ექნებათ.სამოა ძლიერი გუნდია და გამოცდაც ეგ იქნება. ბორჯღალი ბიჭებო!

• ვეტერანი

ყველაფერი კარგად მიდის,სუსტ მხარეებსაც გამოვასწორებთ და ღირსეულ ადგილსაც დავიკავებთ დროთა განმავლობაში,მაგრამ როდის მერე გახდა რაგბი "ჩვენი". ჩვენი ლელოა და არა რაგბი. რუსული "ბორჯომი" არსებობს? ბულგარული "ხვანჭკარა" არსებობს? ასევე არ არსებობს არც "ჩვენი" რაგბი და არც სხვათა შორის ქართული ფეხბურთი, ქართული ფუტბოლია სწორი.

• რაგბი

დარწმუნებული ვარ იაპონიაში რომ გვეთამაშა უკეთესად ითამაშებდნენ ჩვენები. განცდა რომ დაძაბულები თამაშობდნენ ალბათ მარტო მე არ დამრჩენია, შესაბამისად ბევრი შეცდომა დაუშვეს. კუნძულებზე გამართული თამაშებიდან, სამივე ამაზე უკეთ ჩავატარეთ, არადა ბევრი ლიდერი არ გვყავდა მაშინ და ეხლა სრული შემადგენლობით ვიყავით. ვეღარ გადავწყვიტე უნდა დავესწრო თამაშებს და ვუქომაგო, თუ ტელევიზორში ვუყურო უკეთესი ხედვის არეალით, იმის მოლოდინით რო ბიჭები არ დაიძაბებიან. მოეშვით და ითამაშეთ თქვენი თამაში, ხომ ხედავთ წაგებაზეც არავინ წერს აუგს თქვენზე და ნუღა გძაბავთ.

• რეზო

კარგი შეფასებაა

• qar

დიდმა თავდაჯერებულობამ და ჯარიმების აუტში გადატანამ წაგვაგებინა. შტაბის დარიგება უნდა ყოფილიყო ყველა შესაძლებელი ქულის აღება, მამუკას ბრალი კი ის არის, რომ ამდენჯერ გადაატანინა აუტში და არ დაარყმევინა კარში. მარტო ჯანი არაფერში არაა საკმარისი.

• kkk

სამოას 5 ლელოს დავუდებთ. და მოვიგებთ.შეცდომები ფაქტიურად თითქმის აღარ გვექნება. აი ასე. გამარჯვებები ლომებს, გაიხარეთ.

გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება

მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა

მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით

მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო

"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი

საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!

მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება

როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით

გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში

"აკადემიას" პრეზიდენტი: კლუბი ნელ-ნელა ძლიერდება, სპონსორებიც გამოჩნდებიან

მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში

სავსე ტრიბუნების დროა!

რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს

"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება

"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"

მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში

დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“

ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი

"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს