საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს მოლდოვასთან 2016 წლის ბოლო მატჩი გამართა
საქართველოს ნაკრებმა 12 ნოემბერს მოლდოვასთან 2016 წლის ბოლო მატჩი გამართა.

შეგახსენებთ, რომ მუნდიალი 2018-ის შესარჩევი ეტაპის მატჩი ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. "ჯვაროსნებმა" საჭირო გამარჯვებას ვერ მიაღწიეს და შეხვედრის 78-ე წუთზე მოლდოველებს გათანაბრების საშუალება მისცეს.

2016 წლის 14 მარტიდან დღემდე საქართველოს ნაკრებს სლოვაკი სპეციალისტი ვლადიმირ ვაისი წვრთნის. გამომდინარე იქიდან, რომ წელს ჩვენს ნაკრებს თამაში აღარ უწევს, გვინდა მკითხველებს მივცეთ საშუალება, ვლადიმირ ვაისის მიერ გაწეული სამუშაო შეაფასონ.

საერთო ჯამში, ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით, საქართველოს ნაკრებმა 8 მატჩი ჩაატარა. ამ 8-დან "ჯვაროსნებმა" მხოლოდ ერთი მოიგეს, 3 ფრე ითამაშეს და 4 წააგეს.

მივყვეთ ქრონოლოგიურად. პირველი ამხანაგური მატჩი ვაისის თავკაცობით საქართველოს ნაკრებმა 29 მარტს ყაზახეთთან გამართა. შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველო-ყაზახეთი 1:1 - ბევრი კითხვა ვლადიმირ ვაისთან [VIDEO+PHOTO]

ამას მოჰყვა სამი ამხანაგური მატჩი სტუმრად. ავსტრიაში ჩვენი ნაკრები სლოვაკეთს შეხვდა და ანგარიშით 1:3 დამარცხდა, ბუქარესტში რუმინეთს შევხვდით და ვაისის საქართველოში მუშაობის განმავლობაში ყველაზე დიდი ანგარიშით მარცხი ვიწვნიეთ - 1:5.

- სლოვაკეთი-საქართველო 3:1 - ჩვენ ვეძებთ ფეხბურთს [VIDEO]

- რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

წარუმატებელ გამოსვლას მოჰყვა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და სენსაციად შერაცხული მატჩი. ქართველებმა ხეტაფეში ესპანეთის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხეს.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO+PHOTO]

ნაკრებისთვის მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ნაკრების თამაში მომდევნო შეხვედრებში აშკარად გაუმჯობესდა, თუმცა ეს არ აისახა შედეგში.

პირველ ოფიციალურ მატჩში მუნდიალი 2018-ის შესარჩევის ეტაპზე, ვაისის ხელმძღვანელობით, ნაკრებმა ავსტრიას უმასპინძლა და ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

მორიგი ოფიციალური შეხვედრა ნაკრებმა სტუმრად ირლანდიასთან გამართა და მეტოქის ერთადერთი გოლის წყალობით დამარცხდა.

- ირლანდია-საქართველო 1:0 - ტრადიციულად, ქართულად... [VIDEO+PHOTO]

ამას მოჰყვა კიდევ ერთი მატჩი მუნდიალის შესარჩევში. ამჟამად "ჯვაროსნები" უელსს ესტუმრნენ და შეიძლება ითქვას, მოგებას იმსახურებდნენ. საბოლოდ თამაში 1:1 დასრულდა და საქართველომ მუნდიალის შესარჩევის ჯგუფში პირველი ქულა აიღო.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

უელსთან ჩატარებული მატჩის შემდეგ, შეიძლება ითქვას, გულშემატკივრიდან დაწყებული და ფეხბურთელით დამთავრებული, ყველა შესარჩევის მომდევნო მატჩში მოლდოვასთან მოგებას ელოდა, თუმცა ასე არ მოხდა და როგორც უკვე გითხარით, შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა.

- საქართველო-მოლდოვა 1:1 - ფეხბურთი მხოლოდ ნახევარი საათით [VIDEO+PHOTO]

ნაკრების გოლების სტატისტიკა ვაისის ხელმძვანელობის დროს ასე გამოიყურება - 8 ჩატარებულ შეხვედრაში ნაკრებმა 7 გოლი გაიტანა და 14 მიიღო.

გადავწყვიტეთ, შეფასებისთვის გამოვიყენოთ 5-ბალიანი სისტემა, რომელიც გამოკითხვის სახით ჩვენთან საიტზე იქნება წარმოდგენილი.

გამოკითხვაში მონაწილების მიღება შეგიძლიათ აქ - შეაფასეთ ვლადიმირ ვაისის პირველი წელი საქართველოს ნაკრებში 5-ბალიანი სისტემით

შოთა გუგეშაშვილი
kobiaSvilma tkva pasuxismgeblobas me vigebo cxadaze rom gauSva xoda aigo pasuxismgebloba gaxades parlamentis cevri
ჯვარშე
ნუ გადამრევთ რას განიხილავთ საერთოთ და რაა შეფასება უნდა ამ ადამიანს.ფაქტი სახეზეა.გუნდს კარში შორიდან დარტყმას რომ არ დაავალებ რაზე უნდა ისაუბროს.იყო ნორმალური მწვრთნელი ცხადაძე რომელიც თამაშიდან თაიაშამდე გუნდს ამატებინებდა და გაუშვეს.შევარცხვენი თქვენი ფედერაცია.თქვენი ფეხბურთი და თქვენი ფედერაციის პრეზიდენტი.ნამუსი საერთოოდ არ გაქვთ ფედერაციის მაღალო ჩინოსნება.რისთვის ხართ მანდ ვითომ ფეხბურთის წინსვლისთვიის?ისე თქვენ რა გითხარით.იწყებდა ნაკრები ცხადაძესან ერთად წინსვლას და ვითომ რაღაცა ქენით გაუშვით.არ გიყვართ ფეხბურთი და ქვეყანა თქვენ.ფეხბურთი და ერთსულოვნება იყო ადრე.ვაი კობიაშვილი სირცხვილი შენ და შენს გუნდს ფედერაციაწი
tengiz gagua
მწვრთნელი გვყავდა ცხადაძე მაგრამ მუშაობა არ დააცალეთ.გუნდმა თამაშს რომ მოუმატა ცხადაძის დამსახურებაა,მაგრამ ვაისი ჭკვანი დარჩა ცხადაძის დაწყებული საქმე განაახლა.ვიღაც გარედან ხელს უშლის თორემდავიჯერო რომ ვერ ატყობს ნაკრებში ვინ მოიწვიოს და ვინ არა?მე მგონი ის ხალხი შეცვლაზე სპეციალურად გამოიყვანა რომ დააინახოს იმ ხალხმა,რომ ამ ფეხბურთელებს არ შეულიათ მაღალ დონეზე თამაში.
CHumad
რა ისტორიაში საუკეთესო მწვრთნელი ? გადახედეთ 90 წლების შEდეგებს ქართველი მწვრთნელების დვალიშვილი რატომ უნდა გამოიძახო როცა ჩემპიონატში გოლს ვერ იტანს არ მესმის, მაგის მაგივრად ის ფეხბურთელი გამოიძახოს არ ჯობია რომელიც იტანს და ბომბარდირია ჩემპიონატის , ელემენტარული გოლის გემო იცის და ფორმაშIა ხო, მართალია დიდი დონის ჩემპიონატი არ გვაქვს მაგრამ ასე თუ ისე იცის გოლოს გატანა და იქნებ ნაკრებშIც გააქვს , სულ არ ვიცი ვინ არის ჩემპიონატიში ბომბარდირი.. ან კიდევ ხომ შეიძლება ერთხელ ათამაშოს ორი ცენტრ ფორვარდი იქნება მაშინ მაინც გაიტანოს რომელიმემ. იაშვილი, არველაძე დემეტრაძე სამივე ხო იყო თავმდამსხმელი ასე თუ ისე შემტევ ფეხბურთს ხო ვთამაშობდით და გოლებიც გაგვქონდა ერთი თამაში არ იყო შემტევი , მალტას რო ვერ მოუგებ რომელ მსოფლიოზე გინდა გასვლა ან მოლდოვას კიდე, თავმდამსხმელი გაყავს და აპორნი შემოყავს ჩამშლელი და თამაშს აგრძელებს თავმდასხმელის მაგივრად, მოლდოვასთან რატო უნდა ჩაჯდე დაცვაში რომელ მოგებაზე ლაპარაკობთ და რომელ ცარმატებაზე აცადეთ აცადEტ და მოლდოვა გაგვისწრებს და ბოლოზე რომ გავალთ, მერე თქვით ისტორიაშI კაი მწვრთნელიაო დრო ჩIრდებაო. რომელიმეს გინახავთ რომ ეს ადამიანი ეროვნული ჩემპიონატზე ყოფილიყოს რეგიონში
გოგი ქუთაისელი
ამიტომ მწვრთნელი უნდა იცნობდეს ქართველ ფეხბურთელებს,ამ გაცნობაში გუნდმა უყვე 10 ქულა დაკარგა!
უკვდავი
ერთი გამაგებინეთ რამდენი წელი უნდა იცოცხლოთ ან რამდენი წელი გაქვთ ღვთისგან მოცემული,რომ 2020 წელს ან 2030 წელს ელოდებით და ვაისს ვაცალოთო. ოთხი წლის შემდეგ ბევრი ცოცხალიც არ იყოს შეიძლება... ვაისმა ვერ გაამრთლა ვერ მოიგო ვერცერთი შესარჩევი თამაში, საერთოდ მის ანგარიშზეა 8 თამაშია და ერთი მოგება ამხანაგურში. სანამ გვიან არ არის ახალი მწვრთნელი - მიხაელ ლაუდრუპი გამოგვადგება უმუშევარია ეხლა.
sabauri
ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო მწვრთნელია ჩვენი ქვეყნის ისტორიაში...... დავაცადოთ... ნუ ვართ უმადურები....
sabauri
გამაგიჟებთ ძზმებო..... ვაისი მამაზეციერი არაა..... მაქსიმუმს აკეთებს საუკეთესოდ... ამაზე უკეთესი შედეგი წარმოუდგენელი იყო.... რეალობას შევხედოთ თვალებში
lasha
თუ დრო არ მივეცით ისევ თავიდანდაწყება მოგვიწევს სულსწრაფობა დაგგვუპავს მადლობა გმერთს ფეხბურთის თამაში დავიწყეთ.შედეგი ფსქოლოგიის ბრალია და ფიზიკურიმომზადების.თორე ირლანდის იგბალი და ფიზ მომზადება რო გქვონდეს გასვლა კიარა ვერცხლის მედლებზე პრეტენზია გაგვიჩდებოდა.
Cemi azrit dro unda mieces
შემეშალა 2010 წლის მსოფლიოზე გაიყვანა და არა 2008 წლის.
eeh
ძალიან კარგი მწვრთნელია ვაისი, ეგეთი მწვრთნელი ჯერ საქ. ნაკრებს არ ჰყოლია, უბრალოდ ნაკრებსუი ფეხბურთელებნს ჯერ ძლაინ კარგად არ იცნობს და კიდევ იღბალიც არ წყალობს, ტან საქართველოს ნაკრები რომ ხასიათის გუნდია არც ეგ იცის ალბათ...
Cemi azrit dro unda mieces
ვლადიმერ ვაისმა სლოვაკეთის ნაკრები ჯერ2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გაიყვანა და შემდეგ 2008 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდანაც გაიყვანა 1/8 ფინალში. ასე რომ პირადად მე დარწმუნებული ვარ ვაისი ჩვენთან წარმატებას მიაღწევს უბრალოდ ცემი აზრით დრო უნდა მიეცეს.
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
პსჟ "ბარსელონას" მცველის ხელში უფასოდ ჩაგდებას შეეცდება
კანავარო უზბეკეთის ნაკრებში კაპაძეს შეცვლის და სოლიდურ თანხასაც გამოიმუშავებს
უარი სუპერლიგას - ''ბარსელონა" გაზრდილი შემოსავლებით კმაყოფილია
სენსაციებით დატვირთული დღე შანხაიში - ტურნირს რამდენიმე ვარსკვლავი ერთიანად გამოეთიშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგმა" დიუსელდორფში გაიმარჯვა
ახალი ეტაპი "იბერიაში" - გუნდს გუგა ნერგაძე უხელმძღვანელებს
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ჩაკვეტაძე რთულ სიტუაციაშია, მას 7 თვეა არ უთამაშია... ბოლო დროს ხაჭაპურსა და ხინკალს ნაკლებად მივირთმევ" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
"ყველა დროის საუკეთესო ვარ და ამას კიდევ ერთხელ დავამტკიცებ" - მერაბ დვალიშვილი
ფოტო უკვე სხვა ფასი ღირს - ცნობილია, რა დაგიჯდებათ იამალის დედასთან ერთად ვახშმობა
ევროპალიგაზე "მიდტიულანდთან" სენსაციური მარცხი შემდეგ "ნოტინგემის" ფანები პოსტეკოღლუს გათავისუფლებას ითხოვენ
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
[VIDEO] თურქი მეკარის ეს სიგიჟე ნახეთ? - ოზერმა "რომასთან" 2 წუთში 3 პენალტი მოიგერია
"პსჟ კი არა, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი ეს გუნდია" - ლუის ენრიკეს მოულოდნელი არჩევანი
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
კონფერენს ლიგა: სიგუას ლამაზი სოლო-რეიდი და საგოლე პასი
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
The Athletic: ალისონის ტრავმა ნავარაუდევზე სერიოზული აღმოჩნდა - მამარდაშვილს შანსი და გამოცდა ელის
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
იამალი საქართველოსთან ვერ ითამაშებს - დე ლა ფუენტესთვის მნიშვნელოვანი "ჯვაროსნების" დამარცხებაა
AS: პსჟ კვარაცხელიას საქართველოს ნაკრებში გამოძახებით აღშფოთებულია და მისი გაშვება არ უნდა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
რატომ მოვიგეთ და როდის გავიმარჯვებთ "არმოსაგებში" - ბავშვებო, ისწავლეთ ხვიჩასგან!..
"ბარსელონას" იამალის საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ გაშვება არ უნდა