"ბორჯღალოსნებისა" და "ნარშავების" მომავალ მატჩს telegraph.co.uk-მა საინტერესო წერილი მიუძღვნა
26 ნოემბერს, ქალაქ კილმარნოკში საქართველოს ნაკრები ნოემბრის ბოლო ტესტ-მატჩს გამართავს შოტლანდიის ნაკრებთან. საქართველოს ნაკრები უკვე შოტლანდიაშია და დღეიდან თამაშისთვის მზადებას შეუდგება.

სამწუხაროდ, "ბორჯღალოსნებს" ტრავმირებული ლაშა ხმალაძე და დავით კაჭარავა შოტლანდიასთან მატჩშიც დააკლდებიან.

"სკოტებმა" გასულ უქმეებზე არგენტინის ნაკრები 19:16 დაამარცხეს. შედეგად, მსოფლიოს რეიტინგში მეცხრე ადგილიდან მეშვიდემდე დაწინაურდნენ. სამოასთან გამარჯვების მიუხედავად კი, საქართველოს ნაკრები კლასიფიკაციაში ისევ მე-12 ადგილზეა.

"ბორჯღალოსნებისა" და "ნარშავების" მომავალ მატჩს წერილი მიუძღვნა telegraph.co.uk-მა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"შოტლანდიის ნაკრები ახლა რეიტინგში მე-7 ადგილზეა და თუ ექვსი ერის გათამაშების დასრულებისას საუკეთესო რვა გუნდში შეინარჩუნა ადგილი, 2019 წლის მსოფლიოს თასის წილისყრისას განთესილთა შორის მოხვდება.

ერთადერთი ცუდი ამბავი შოტლანდიელებისთვის ისაა, რომ ფეხი დაიშავა შუამარბმა ჰიუ ჯონსმა და შესაძლოა, კილმარნოკში ქართველების წინააღმდეგ ვერ ითამაშოს. ამასთან ერთად, "ნარშავების" ახალზელანდიელმა თავკაცმა ვერნ კოტერმა ყველას სიფრთხილისკენ მოუწოდა. განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრებმა თბილისში თითქმის 30 ათასი მაყურებლის თანდასწრებით სამოას ეროვნულ გუნდს 20:16 მოუგო.

საქართველოს ნაკრების მორაგბეებისგან 16 ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ამათგან 13 მორკინალია. მათი თამაშის სტილი შერკინების დინამიკური თამაშია, რომლის შეჩერებაც ძალიან ძნელია. მათ ორჯერ შეძლეს სამოას შერკინების ლელოში შეთრევა.

შოტლანდიელებს აქვთ შანსი, რომ ნოემბრის ტესტები მოგებით დაასრულონ, თუმცა მათი თავკაცი ვერნ კოტერი ყველას აფრთხილებს, რომ "ბორჯღალოსნებთანაც" მძიმე მატჩი ელით:

"საქართველომ ახლახან სამოა დაამარცხა. ეჭვი არ შეგეპაროთ, მათთან მატჩი ძალიან რთული იქნება. ძალიან კარგად ვიცნობ ქართველთა მწვრთნელს, მილტონ ჰეიგს. მან ძალიან კარგად იმუშავა. საქართველოს ნაკრებს დიდ პატივს ვცემთ და ვიცით, რომ მნიშვნელოვანი მატჩი გველის.

მათ თავის გამოჩენა სურთ, რადგან ექვს ერში თამაშის პრეტენზია აქვთ. სამოასთან მატჩი უკვე ვნახეთ და ილუზიები არ გვაქვს, რას შეიძლება ველოდოთ კილმარნოკში.

რაგბი საქართველოს ნომერ პირველი სპორტია, ის ეროვნული სპორტია ამ ქვეყანაში. ამიტომ მძიმე მატჩი გარანტირებულია", - თქვა ვერნ კოტერმა.

საქართველოს ნაკრებს დამარცხებული ჰყავს რუმინეთი, კანადა, აშშ, ტონგა, სამოა, ფიჯი და იაპონია. ახლა პირველი დონის ქვეყნების დამარცხების ჯერია. 2007 წლის მსოფლიოს თასზე ქართველები ახლოს იყვნენ ირლანდიის ნაკრებთან მატჩში გამარჯვებასთან. მათი მორაგბეები ღონიერი ბიჭები არიან და ძალისმიერ სათამაშო სტილს ანიჭებენ უპირატესობას. ამით მათ შეუძლიათ შოტლანდიელებს ისეთივე პრობლემები შეუქმნან, როგორიც არგენტინამ გასულ უქმეებზე. მასპინძლები "პუმებთან" მატჩში შერკინებისას სამჯერ დაჯარიმდნენ, თუმცა, გამარჯვება მაინც სკოტებს დარჩათ".

არგენტინასთან მატჩში ტრავმები მიიღეს და, როგორც უკვე ვთქვით, საეჭვოა ჰიუ ჯონსის, ასევე, პიტ ჰორნის, ფრეიზერ ბრაუნისა და გრანტ გილკრისტის თამაში.

შეგახსნებთ, რომ შოტლანდიისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება კილმარნოკში თბილისის დროით 18:30-ზე დაიწყება.

საქართველო

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი, დავით ქუბრიაშვილი (ორივე-მონპელიე), ვასილ კაკოვინი (ტულუზი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ლევან ჩილაჩავა, ბადრი ალხაზიშვილი (ორივე-ტულონი), კარლენ ასეიშვილი (ბრივი)

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო), გიორგი ჩხაიძე (დომონი)

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), შალვა სუთიაშვილი (ანგულემი), ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), ბექა ბიწაძე (შამბერი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი)

#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები)

#10: ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), თამაზ მჭედლიძე (აჟენი), გიორგი კოშაძე (ხარები)

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), გიორგი აფციაური (ლოკომოტივი), ანზორ სიჭინავა (აკადემია)

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეოს
ძალიან აკნინებ ბორჯღალოსნების შესაძლებლობებს და მალე დარწმუნდები. ბევრს გატყუებთ იაპონიასთან წაგება
leo
შოტლანდიას ძაან ძლიაერი გუნდი ყავს ეხლა. ჩვენთან კიდე ყველაფრის დამტკიცებას აპირებენ. ძაან გაგვიჭირდება და 30 ქულით თუ წავაგეთ არ იქნება ნამდვილად სასწაული. შოტლანდიელებს ბოლო 10 წუთი აქვთ როგორც წესი სუსტი და ნერვები არ ყოფნით. ხშირად ჯარიმდებიან მაგრამ ხელით თამაში დაიწყეს ამ მწვრთნელის ხელში. წვიმიან ამინდში ალბათ უპირატესობა გვექნება. შერკინებაში და ფეხით თამაშში უნდა ვაჯობოთ და ძაან არ გავნადგურდებით. ერთხელ იტალიასთანაც გვათამაშონ და ვაჩვენებთ ვინ არის მეექვსე ქვეყანა ევროპაში.
gia
კაჭი ვერ გამოჯანმრთელდა მაინც? :( ძაან დაგვაკლდება
giorgi
აფციაური კიდევ ნაკრებში როგორაა . ერიდება მილტონს ამის გაგდება თU რახდება. სისწრაფე ამას არ აქვს და ტექნიკა ამას არ უვარგა. გარემარბისთვის არ გამოდგება ეს ბიჭი და რატომ იძახებენ ნაკრებში. საინტერესოა გიორგი ფრუიძე რატომ არ არის ნაკრებში
zviadi
ტელევიზია თუ აჩვენებს, რაღაც ეს არ ჩანს
Dato
JIGREBO!!! Atkmevinet shotlandielebs, rom saqartvelo 6 Eris tasze satamasho gundia
პაატა
ამ დუხჭირ ყოფაში ქართველი ხალხის ერთერთი ნათელი მოვლენა ქართული რაგბია,რომლის ღირსეული წარმომადგენლებიც თქვენ ხართ,ისინი ვინც შექმნა ქართული რაგბის ისტორია და ისინი რომლებიც ამ ტრადიციას აგრძელებთ.კავკასიის ქართველო არწივებო გისურვებთ ახალი სირთულეების დაძლევას,საქართველო თქვენს გვერდითაა
Dato
JIGREBO!!! Atkmevinet shotlandielebs, rom saqartvelo 6 Eris tasze satamasho gundia
გიგა
ლომებო წინ გამარჯვებისკენ თქვენთანაა მთელი ემიგრაცია გენაცვალეთ ქართულ სულში.
დევნილი კოლხი
თქვენ იცით, ბიჭებო! მონდომება და ბრძოლის ჟინი - ესაა მთავარი! 26-ში მთელი საქართველო თქვენ გვერდით იქნება და გვჯერა, დაამტკიცებთ, ქართველებში არ ჩამკვდარა მებრძოლი სული! ჭირიმე თქვენი!.
სოსო
მიდით ბიჭებო გაგვახარეთ
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
რიჩარდ ქოქრილი: ჩვენგან იტალიაზე ზეწოლა იქნება - ჯგუფიდან გასვლა რეალისტურია
"ბორჯღალოსნების" მეტოქეები - მსოფლიოს ჩემპიონი სამხრეთ აფრიკა, იტალია და რუმინეთი ავსტრალიის მსოფლიო თასზე
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
"კვარამ" ბარკოლა მარჯვნივ გააჩოჩა - როგორი იქნება "ატლეტიკთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...
ქართველი მსაჯების საერთაშორისო დანიშვნები
ცა ქუდად და დედამიწა ქალამნად...
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
ნეიმარმა "სანტოსი" გადაარჩინა და ახლა ოპერაციას გაიკეთებს
"ბრიუგემ" ჰეიენი გაათავისუფლა და მთავარ მწვრთნელად კლუბის ყოფილი დამრიგებელი დანიშნა
ზურიკო და კიდევ სამი სხვა - "ბეშიქთაშს" ზამთარში დიდი სატრანსფერო მიზნები აქვს
თუ "სიტისთან" წააგებენ - "რეალში" ალონსო შესაძლოა, მადრიდული გუნდის კიდევ ერთმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჩაანაცვლოს
სესკს გრანდები აქტიურად აკვირდებიან - ფაბრეგასმა შესაძლოა, ყოფილი გუნდი ჩაიბაროს
გოგონამ ეს თხოვნა შეუსრულა და მალე დაქორწინდებიან - მიქაუტაძის თანაგუნდელს ცოლად ყოფილი პორნო ვარსკვლავი მოჰყავს
სალაჰი “ლივერპულიდან” თითქმის წასულია - ინგლისური გრანდი მისი შემცვლელის დამატებას პსჟ-იდან შეეცდება
სტუმარ-მასპინძლის როქი პირეოსში ქართველი მსაჯ-კომისრის გარეშე არ ჩაივლის
ჩაკვეტაძე მორიგ ტურში სათამაშოდ მზადაა
[საქართველოს ჩემპიონატი 2025] პლეი ოფების დროა!
"გალათასარაი" აღარ ხუმრობს - ოსიმენი თანამემამულესთან ერთად შეუტევს?
ჩელენჯ თასი | 140 წლის "ქონოთთან" გალვეიში
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
დავით კაჭარავა: საქართველოს უახლოეს ისტორიაში ასეთი მასშტაბური ძვრები ქართულ სპორტში ჯერ არ ყოფილა
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ექვსი ერი. I ტური: "ნარშავები" ფავორიტები?
შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
სავსე ტრიბუნების დროა!
მოდი, ვნახოთ "ბორჯღალოსნების" მეტოქე შოტლანდიელი "ნარშავები"
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
შოტლანდია-საქართველო 43:16 - ასე წაგება არ გვეკადრება [VIDEO]
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
მილტონ ჰეიგი შოტლანდიის ნაკრების თავკაც ვერნ კოტერს ბოთლ ვისკიზე დაენაძლევა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს