გიორგი გოგოლაშვილი: "პოლონეთში სწორედ ამ პერსპექტივით ჩავედი"
გიორგი გოგოლაშვილი 19 წლისაა. მან წლეულს ბედის საძიებლად პოლონეთს მიაშურა და მალე, შესაძლოა, პირველი ლიგის კლუბში ვიხილოთ.

"თავიდან "ნორჩ დინამოში" ვვარჯიშობდი, სადაც 5 წელი ავთო შენგელია იყო ჩემი მწვრთნელი. მერე "ვიტ ჯორჯიაში" გადავედი, სადაც 2 წელი ზაზა დიდებაშვილის ხელმძღვანელობით ვითამაშე.

ამის შემდეგ უკრაინაში, კერძოდ, კიევის "არსენალში" ვიყავი და სინჯების შემდეგ გუნდში მითხრეს, რომ კონტრაქტი დეკემბერში უნდა გაგვეფორმებინა. მაგრამ გუნდს მწვრთნელი შეუცვალეს და აღარ წავედი.

ზუსტად იმ დროს, მენეჯერმა პოლონეთში წამიყვანა და ტესტირების შემდეგ, დაბალი ლიგის ელენა-გორას "კარკონოზცეს" მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას მოვეწონე, ამიყვანეს და უკვე ოფიციალურ თამაშებსაც ვატარებ", - ამბობს გოგოლაშვილი.

ის პოლონეთში შეძენილ პლუსებზე გველაპარაკა:

"პოლონური ფეხბურთი ტექნიკური არ არის. მაგრამ ფიზიკურად ძლიერები არიან და ძალიან სწრაფად თამაშობენ. საქართველოს შემდეგ აქ ბევრის სწავლა შეიძლება და, რაც მთავარია, წინსვლაც რეალურია.

მართალია, პოლონეთის რეგიონული ლიგის გუნდში ვთამაშობ, მაგრამ ყურადღება ამ დონეზეც იგრძნობა.

გამიხარდა, როცა თანაგუნდელებმა გაზეთში ჩემზე დაწერილი სტატიები მაჩვენეს. არადა, ჩემზე ჯერ საქართველოშიც არავინ არაფერი იცის. მაგრამ იმედი მაქვს, გამიცნობენ.

საქმე ისაა, რომ ექვს შეხვედრაში 6 გოლი გავიტანე და, როგორც ვიცი, პირველი ლიგის კლუბი დაინტერესდა - პოლონეთში სწორედ ამ პერსპექტივით ჩავედი. ადრე კლუბი უმაღლეს ლიგაში თამაშობდა, საიდანაც ფინანსური პრობლემების გამო მოკვეთეს, თორემ ევროპული სტანდარტების პირობები და სტადიონი აქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
კვარაცხელიამ რეკორდი დაამყარა და მამარდაშვილის თამაშზე კომენტარი გააკეთა
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
ანჩელოტიმ ბრაზილიის ნაკრებთან ახალი კონტრაქტი შეათანხმა
ლიბერთიმ ფინალური სერია გრიფინს მოუგო და სუპერლიგის საგზური მოიპოვა
ქალთა ნაკრებმა ფარერის კუნძულებთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] 40 წლის ნოიერის შესანიშნავი მატჩი - "ბაიერნმა" "რეალს" მადრიდში მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-1 გაგრა. კინაღამ 3 ქულა წაიღეს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-0 დინამო (თბ). თამაშს ქომაგი მოუხდა, უგოლობა - არა...
მირჩა ლუჩესკუ გარდაიცვალა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 სამგურალი. თანალიდერი და თითქმის ლიდერი
ბარკოლა ოპერაციას გადაურჩა
ხვიჩა დისკვალიფიკაციის საფრთხის წინაშე
"ბარსელონა" - "ატლეტიკოს" მატჩის დელეგატი სფფ-ის წარმომადგენელი იქნება
18 წ. | 31:35. საქართველოს ნაკრებს ინგლისის დასამარცხებლად ცოტა დააკლდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-3 დინამო (ბთ). "რუსთავის" მეორე ტაიმი, ბათუმის "დინამოს" პირველი მარცხი
"გადავა თუ არა "რეალში"? - სანიოლმა კვარაცხელიას მომავალზე ისაუბრა
ლიბერთიმ გრიფინი ბოლო წუთებზე გატეხა და ფინალურ სერიაში 2:1 დაწინაურდა
დარჩება "ბენფიკაში"? - მოურინიომ თავის მომავალზე ისაუბრა
ბასტონი თანახმაა - იტალიელის გადაბარგება ესპანურ გრანდში დროის საკითხია?
დიდი მატჩი და ქართული დაპირისპირება პარიზში!..