კლუბს სტადიონის აგება დიღმის მასივში, "დინამოს" ბაზის გვერდით სურს, ანუ იქ, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ Sportall.ge-სთან კლუბის მიერ ახალი სტადიონის აგების შესაძლებლობის შესახებ კომენტარი გააკეთა.

მანამდე ჩვენთან საუბარში "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ განაცხადა, რომ მისი სურვილია, კლუბს 3-5 ათასიანი ტევადობის სტადიონი ჰქონდეს, სადაც "დინამოს" პირველი გუნდიც ითამაშებს. გროზნის თქმით, ამის შესახებ ის კლუბის პრეზიდენტსაც ესაუბრა...

- გროზნის ცარიელი "დინამო არენა" არ მოსწონს - ფიფია ახალი სტადიონის აგებას იწყებს?

როგორც სალუქვაძემ გვითხრა, ახალი სტადიონის აგება კლუბის სამომავლო გეგმებში ნამდვილად შედის და ამ იდეის განხორციელება რომან ფიფიას დიღმის მასივში, "დინამოს" ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის ბაზის გვერდით სურს, ანუ იქ, სადაც ახლა 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა იგეგმება.

- საფრთხე, რომელმაც საფეხბურთო სამყარო და ქალაქის მოსახლეობა უნდა გააერთიანოს

"საუბარი იმ ტერიტორიაზეა, სადაც 16-სართულიანი კორპუსის მშენებლობა მიმდინარეობს. ამ ტერიტორიასთან დაკავშირებით აქციებიც გაიმართა... ეს კორპუსი უნდა დაჰყურებდეს ბაზას და ამახინჯებდეს აქაურობას.

სწორედ ამიტომ, რომან ფიფიამ განაცხადა, რომ თუკი თბილისის მერია მშენებელ კომპანიას ალტერნატიულ ადგილს გამოუძებნის, კლუბი აღნიშნულ ტერიტორიას თავად შეისყიდის, ააშენებს მცირე ზომის სტადიონს, თავისი სკვერით.

ამ სტადიონზე "დინამოს" ახალგაზრდული გუნდები ითამაშებენ და ზოგჯერ, შესაძლოა, ამხანაგური მატჩები მთავარმა გუნდმაც ჩაატაროს. იმხელა "დინამო არენა" გვაქვს, ჩემპიონატის მატჩები გუნდმა სხვაგან რატომ უნდა ითამაშოს?

მერიასთან უკვე მიმდინარეობს საუბარი. როგორც ვიცი, მოლაპარაკებებისთვის მზადყოფნა აღნიშნული ტერიტორიის მფლობელმაც გამოთქვა", - განაცხადა სალუქვაძემ.

ლევან
დიღმელებს გვინდა სტადიონი და არა მემილიონე კორპუსი , მიეცით უფლება ამ ხალხს ააშენონ სტადიონი !
მერაბ
იმედია გონივრული გადაწყვეტილება იქნება მიღებული და კორპუსების ნაცვლად, სტადიონი აშენდება, წარმატებები დინამოს და მის პრეზიდენტს ყველა კარგ საქმეში.
ლიახვისპირელი
ვინც მოვსწრებივართ, კარგად გვახსოვს დინამოს თამაშებზე, სტადიონი გადავსებული რომ იყო ხოლმე და ხშირად უბილეთოდაც დავრჩენილვართ. აამაღლეთ სათამაშო კლასი და სტადიონიც შეივსება. თუ ასე გაგრძელდა, 5000 კი არა ათასი კაციც არ მოვა
გიო
რამდენი მილიონიც ახალი სტადიონის აშენებაზე დაიხარჯება, ეს თანხა გადაუხადეთ ფეხბურთელებს და ისე ითამაშებენ, რომ დინამო არენა გადაივსება გულშემატკივრებით და რადგან გროზნის დიდი სტადიონები არ მოსწონს, თბილისში თამაშების წინ უნდა აშენდეს სტადიონები გაყიდული ბილეთების მიხედვით 5 დან 10 ათასამდე, 10 ათასიდან 20 ათასამდე და ა.შ. გროზნი-პატარა სტადიონებზე დიდი ფეხბურთი არ ითამაშება!!!!!!!!!!
tbiliseli
აასჰენეტ სტადიონები ბატუმსჰი,ზუგდიდსჰი,სამტრედიასჰი,კუტაისჰი,ახალციხე,,ტელავი,გურჯაანი,გორი...რა გადააკვდიტ ტბილისს,
ვეტერანი
ჩართეთ ლოგიკა: დიდზე იმიტომ არ დადის ხალხი,რომ დიდი არ მოსწონთ? თუ სანახაობაა დაბალი დონის და უფასოდაც არავის აინტერესებს? რას მიჰქარარავთ, ხომ არ გაუბერეთ საერთოდ. ზომიერების შენარჩუნება ძალიან ძნელია ზოგჯერ. რა გინდათ ფუტბოლში თუკი საერთოდ არ გესმით რას ემსახურებით? N1 სპორტი დოტაციურად აქციეთ ამ გაღლეტილ ქვეყანაში. გაქვთ მშვენიერი სტადიონი, რომელსაც ბევრი ევროპული გრანდიც კი ინატრებდა. თუ არ იცით ეს სტადიონი როგორ გაავსოთ გეტყვით: ეს ბიზნესი თქვენი არაა და ის განავითარე სადაც ფული იშოვნე. აქ კი უნდა მოვიდეს ისეთი ხალხი ვისაც ამ საქმისნობით შეუძლია ფულის შოვნა და სტადიონის გავსება.
kkk
დასავლეთში ფოთთან ახლოს ააშენეთ, მინიმუმ 25-35 ათასიანიი.
gio
ბაზა დატოვეთ ნუთუ თბილისში სტადიონისთვის ადგილი არ მოიძებნება ამით კი ქალაქს შეემატება ძალიან საჭირო სუფთა საფეხბურთო სტადიონი რაც დღეს არ გაგვაჩნია მხოლოდ 5 ათასიანი სტადიონი რა უბედურებაა ააშენეთ 15-20 ათასიანი მაინც რომ საერთაშორისო მატჩების ჩატარებაც შევძლოთ სტადიონი უნდა იყოს მყუდრო კომფორტული და მისასვლელად მოხერხებული დინამოს სტადიონისგან განსხვავედით
ქართლოსი
ეს ნამდვილად კარგი საქმეს ჩაეყარა საფუძველი, ოღონდ ერთი საყურადღებო შენიშვნას თუ მიიღებთ, ძალიან კარგი იქნება. არაფრით არ ააშენოთ „7ან„8 ათასინი დასაჯდომი სკამის გარეშე, და ისიც უნდა იყოს სუფთა საფეხბურთო და მსოფლიო დონის სტადიონი,დაე ღმერთი იყოს ბატონო ფიფიავ თქვენს გვერდით და თქვენთვის მოებაძოს ბათუმელ მილიონერებს, ფოთელ მილიონერებს,ზუგდიდელ მილიონერებს,სამტრედიელ მილიონერებს, და ყველაზე მთავარი კი იქნება თუ ბატონი ფხაკაძეები როგორც ფირმა „ვისოლის „ პრეზიდენტები აღადგენენ ქუთაისში მათ მიერ დანგრეულ „„25„„ათასიან ლამაზ სტადიონს., ეს ულამაზო და უხარისხო მინდვრიანი სტადიონი ეხლა იტევს „8„ ათასს, და შეამცირეს „17„ ათასით,პასუხი კი არავის არ უგია,მაგრამ ხალხი გააჩერეს იმით რომ ტორპედოს სტადიონის წინ გააყიდვინეს სილა, ცემენტი, ბლოკი და ქარში ფეხბურთი კი არ ხალხი გარბის რომ არ დაიხრჩოს მტვერში.
გია
ეს არის ფულის უაზრო ხარჯვის ნათელი მაგალითი. ამ სტადიონის აგება რომ დაჯდება მაგ ფულით თავისუფლად შეიძლება ისეთი ფეხბურთელის (ან ფეხბურთელების) შეძენა, რომელიც სტადიონზე მიიყვანს ხალხს (ვგულისხმობ რომელიმე ცნობილ უცხოელ ფეხბურთელს). დინამოს ინფრასტრუქტურა არ საჭიროებს განახლებას ამ შემთხვევაში საჭიროა კარგი ფეხბურთელების ყიდვა ბატონო რომან და არა დვალიშვილისნაირების
pablito
სტადიონის აშენება თუ გინდათ აქ კი არა ბათუმში ააშენეთ ან სადმე ზღვის პირას,შეკრებებს მოაწყობთ. აჭარაში თითქმის არაა წესიერი სტადიონები და მიაქირავებთ მაინც დინამო ბათუმს :D თქვენც ფულს გააკეთებთ და საწყალ ბათუმსაც ეღირსება სტადიონი.
Malkhaz
უკვე იმდენი კლასიანი ფეხბურთელი გაზარდა ამ გროზნიმ რო ეხლა ახალი სტადიონია ასაშენებელი ხოო?
Emre
ამისნაირი პროფესორებით რო გაივსო დინამო მაგიტომაა მაგათი საქმე კარგად.
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
27-ე ტური. ლიდერსა და მდევარს შორის სხვაობა შემცირდა
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
ჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
გორის "დილა" "დინამო არენაზე" მასპინძელი გახდება...
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის ნაცვლად საქართველო! - შევთავაზოთ უეფას ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
იჩქარე! - საქართველო-შვეიცარიის 41 537 ბილეთი გაყიდულია
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"აცადეთ რა ამ ბიჭს თამაში! რომ იწყებთ, "ნაპოლი" ამდენს იხდის, "არსენალი" ამდენს, გეტყვით, რომ..." - სალუქვაძე კვარაცხელიაზე
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
საქართველო-ლატვიის მატჩის ბილეთების გაყიდვა დაიწყო
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
23 მარტს "დინამო არენის" სალაროები 22:00 საათამდე იმუშავებს