მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დაასახელა
წლის ბოლო სანაკრებო მატჩამდე 48 საათით ადრე, მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დაასახელა, რომლებიც 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

შეხვედრა კილმარნოკში, 18-ათასიან "რაგბი პარკზე" გაიმართება. ის 1899 წელს გაიხსნა და სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია - 1946, 1961 და 1994-95 წლებში. უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის სრული სიგრძე 102, ხოლო სიგანე 68 მეტრია. ამ სტადიონზე საშინაო თამაშებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. 26 ნოემბრის მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება და ქართველ ქომაგს მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" საშუალებით ექნება.

მხოლოდ ერთი ცვლილება

სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც იძულების წესით. 19 ნოემბერს თავის ტრავმა მიიღო გიორგი კოშაძემ და მწვრთნელებმა მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააბრუნეს. აფციაურმა 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაიწყო თამაში და ახლაც გარემარბად მოგვევლინება, ხოლო თამაზ მჭედლიძე მოედნის ცენტრში გადაინაცვლებს და მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. მეორე ფლანგზე სანდრო თოდუა დადგება, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შერკინების ხაზი. იაპონიასთან და სამოასთან სრული დომინირების შემდეგ ჰეიგმა ფორვარდების შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სამოას მსგავსად, უცვლელია ნახევარდაცვის წყვილი.

მარქაფა

წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა მარქაფაში. შერკინების პირველ ხაზს ის სამეული გააძლიერებს, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოასთან ითამაშა. სკამზეა მესამე ხაზის სამი მოთამაშე - გიორგი თხილაიშვილი და შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე ერთი კვირის წინაც შევიდნენ, ახლა მათ ლაშა ლომიძე დაემატა, რომელიც მარქაფაში იაპონიასთან იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, თადარიგში გამოჩნდა ბექა წიკლაური. ის ერთადერთი უკანახაზელია სათადარიგოთა სკამზე, ხოლო 9 ნომრად ტრადიციულად გიორგი ბეგაძე შევა.

- შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ცნობილია

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

tegli
ratom ar mpasuxobt,Basilaia sad aris? Bichma ertad-erti lelo daudo Inglis...meechveba,rom es kidev ganmeordes
tegli
ratom ar mpasuxobt,Basilaia sad aris? Bichma ertad-erti lelo daudo Inglis...meechveba,rom es kidev ganmeordes
tegli
basilaia ratom ar chans?
სოსო
აქ ბევრი აზრი გამოითქვა,ზოგი ისე ,ზოგი ასე,მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ და ალბათ თქვენც,რომ ჩვენი ბიჭები ამ თამაშში ყველაფერს დადებენ.გამარჯვებას გისურვებთ მეგობრებო.
ბექა
ტრამვა აქვს ფრუიძეს და ზოგადად ბევრი ტრამვით შევხვდით შოტლანდიასთან მატჩს.
fraternity
გიორგი ფრუიძე სად არის არსად რომ აღარ ჩანს? ტრავმა აქვს ვითომ? მშვენივრად ჩაჯდა ნაკრებში და რუმინეთი რომ გადავტეხეთ იმის მერე მგონი აღარც გამოუძახიათ, თან მაშინ როდესაც ბექებიდან მარქაფაში მხოლოდ ერთი კაცი გვიზის, ერთიიი!!!
vefxia khalibauri
Niko, როგორც "ძველ მოთამაშეს" (უპრიანი იქნებოდა გეთქვა -"ყოფილ მოთამაშეს"), კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი პირადად გეთქვა ხეიგისთვის. ეტყობა ის ვერ ხვდება, კვალიფიკაციის "ნაკლებობის" გამო. მეორე, თამაშის წინ (თამაშის შემდეგ კრიტიკა წამალია)"ძველ მოთამაშეს" არ უნდა ეკადრებოდეს, რომელიმე მორაგბეზე თქვას "არ ვარგა", ესაო, ისაო და ა. შ. ასე რომ.......რაც შეეხება შენს "სურვილს", ეს არ არის გულის გამოძახილი, ეს "ტუფტა" სურვილია და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს დადებენ შედეგის მისაღწევად და ამ ეტაპზე, მათი მომზადებიდან გამომდინაე, აირჩევენ იმ ტაქტიკას, რაც უფრო შედეგის მომტანი იქნება მათთვის.
qomagi
არასწორი მოლოდინებია შექმნილი ამ მატჩზე რადგან მიზერულია მოგების შანსი იმ შოტლანდიასთან ვინც არგენტინას მოუგო და თითქმის მოუგო ავსტრალიას. მთავარია, ბიჭებმა იომონ როგორც სჩვევიათ. წარმატებები ჩვენს ლომკაცებს!
ლევანი
აფციაური გაიტანს ლელოს...უეჭველი...
Niko
მე მეგონა რომ ჰეიგი უკანა ხაზს გააძლიერებდა და თანამედროვე თამაშს ისწავლიდნენ. სამწუხაროდ არც აფციაური ვარგა და მთლიანობაში კვლავ გავიმეორებ, უკანა ხაზი არასწორად დგას თავდასხმაშიც და დაცვაშიც. ამითომ უმეტესად ლელოებს ვიღებთ ფლანგებიდან. მე ჯერ არ მინახავს ჩვენს მორკინალებს ლელო გაეშვათ. ხაზი დაცვაში კარგავს ძუსტად რასაც ჰქვია ხაზი და ამოტომ ხშირად ჭრიან მას. Fლანგებზე კი ჩარეკვა არასჭორად მიმდინარეობს. როგორც კი მოწინააღმდეგის 10 ნომერი ბურთს გაუშვებს იმწავსვე უნდა ხდებოდეს ავტომატიურად დაცვის 10იანის შემდეგ ნომერზე გადაწყობა ან თუ შერკინების ფლანკერები დგანან დაცვაში ისინიც ასევე შემდეგ კაცზე უნდა გადაეწყონ. ეს არ არის რაიმე ძნელი არამედ სწორი რაგბის ანბანია. ამით დაცვაში უპირატესობას იღებ და ადვილად კეტავ მოწინააღმდეგეს ანდ აუტისკენ გადაგყავს მათი უკანა ხაზის შეტევა. ასევე თანამედროვე რაგბში უკანა ხაზს შეტევისას ბურთი ხელიდან არ უნდა უვარდებოედეს. ჩვენებს განსაკუთრებით დაბოლოების სტადიაში უვარდებათ ბურთი ხელიდან, ან რაც მეკოს სჩვევია შეუხედავად იძლევიან პასს, ბურთი ძირს ვარდება და კვლავ კარგავენ მომენტს. მოკლედ წინსვლა არის მაგრამ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო შოტლანდიის ან ირლანდიის, ან გრანდების დასამარცხებლად. როგორც ძველ მოთამაშეს ძალიან მახარებს ამდენი წინსვლა, მოუთმენლად ველი თამაშებს და ვხედავ რამდენი მონდომება იხარჯება და ენერგია ბიჭების მიერ თითოეულ თამაშში და მინდა რომ კიდევ მეტს მიაღწიონ. წარმატება ლომებს!
ვაჟა
ლომებო, როგორც გჩვევიათ გულით და სულით იომეთ ჩვენი სახელით, დანარჩენი ღვთის ნებაა. რამდენიმე კომენტარი ვნახე აფციაურს რომ აკრიტიკებენ. იცოდე, რომ ეს ჯანსაღი კრიტიკაა, შენ ჩვენიანი ხარ და მუდამ ასე იქნება, ერთი დიდი ოჯახი ვართ, ბოლომდე გვჯერა შენი და გვერდით გვიგულე ყოველთვის გულშემატკივარები, რაც უნდა მოხდეს) მეკო... ყველაფერი კარგად იქნება. გენაცვალეთ ყველას. გამარჯვებით გვევლოს მრავალჟამიერ
giorgis
))))))) ოღონდ აფციაური არა ))))) მეც გასაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ მასში, მაგრამ მწვრთნელი აშკარად სწყალობს. ერთხელ 15-ზეც იდგა. ზოგადად უკანა ხაზში გვაკლია ხალხი
kaxa
მიდით ბიჭებო. გენაცვალეთ.
giorgi
uკანა ხაზში საშIნელი დეფიციტია კონკურენციის. გიორგი აფციაურის დაყენება ,რომ მოგიწევს გარემარბად .
We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
საქართველოს ხელბურთის ეროვნულმა ფედერაციამ 2025 წელი შეაჯამა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე
თუ ალონსოს გაათავისუფლებენ - "რეალის" ჩაბარების მთავარი კანდიდატი არვალო არბელოაა
"შეძლებს ალისონის შეცვლას?" - liverpoolecho-მ მამარდაშვილის ტრანსფერი შეაფასა
საქართველო-ურუგვაი 19:10 - სარეიტინგო ბრძოლა მოგებულია [VIDEO+PHOTO]
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
"იქნებ 7 ერი გავაკეთოთ? ვნახოთ, რას იზამს საქართველო მსოფლიო თასზე!"
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები" ნოემბრის ტესტების საშინაო მატჩებს "დინამო არენასა" და "მესხზე" გამართავენ
კლუბები ვალებს იღებენ, ჩემპიონატს დახმარება სჭირდება - ინტერვიუ გოჩა სვანიძესთან
შოტლანდიის ნაკრებს "ბორჯღალოსნებთან" თამაში თბილისშიც სურს
ჩვენ არავის ვაინტერესებთ, არ ვჭირდებით... მილტონ ჰეიგის მწარე სიმართლე
რა ნიშანი დავუწეროთ "ბორჯღალოსნებს"?
გიორგი ნიჟარაძე: ფაქტი ერთია, ჩვენ ყველაზე ცუდ მდგომარეობაში ვართ
შვიდდღეული: იცინის ის...
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოს თასისთვის მოსამზადებლად პოლონეთს მიაშურეს
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
ივნისის ტესტები: კანადა-საქართველო [LIVE-STREAM]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს