ბერიკა შუკაკიძე: "ბურსასფორთან" თამაშის შემდეგ ეს სტადიონი მეც ძალიან შემიყვარდა და ჩვენი გუნდის ბევრ წევრსაც"
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილებამ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი, პირველი და ასაკობრივი (19, 17 და 15-წლამდელების) ლიგების საპლეიოფო თარიღები სანაკრებო პაუზის შემდეგ გამოაცხადა, რითიც ცნობილი გახდა ისიც, რომ გარდამავალი ჩემპიონატის "წითელი" და "თეთრი" ჯგუფების პირველადგილოსნების, "სამტრედიისა" და "ჩიხურას" ორმატჩიანი ფინალი 3 და 11 დეკემბერს ჩატარდება...

...მაგრამ საქმე ისაა, რომ "ჩიხურა" მეტოქეს საკუთარ არენაზე ვერ უმასპინძლებს. მოგეხსენებათ, საჩხერელთა საშინაო სტადიონი ივანწმინდაშია, მაგრამ მოედნის საფარის უვარგისობის გამო ფეხბურთის ფედერაციამ "ჩიხურას" იქ თამაში ოქტომბრის ბოლოს აუკრძალა. ეს თასის მეოთხედფინალში "ჩიხურა"-"სამტრედიის" მატჩის შემდეგ მოხდა, როცა სფფ-ის კომისიის წევრებმა საკუთარი თვალით იხილეს, რომ მოედანი კატასტროფულ მდგომარეობაში იყო და იქ ფეხბურთის თამაში არ შეიძლებოდა.

ცხადია, ეს "ჩიხურასთვის" სასურველი გადაწყვეტილება არ იყო, მაგრამ კლუბში სფფ-ის პრეტენზია სამართლიანად მიიჩნიეს, რადგან ჩემპიონატის მატჩები კარგ მოედანზე უნდა ჩატარდეს და ეს მოთამაშეებისთვისაც სიამოვნება უნდა იყოს და მაყურებლისთვისაც.

ცუდი ამინდების გამო ამ პრობლემის მოგვარება ამ ერთ თვეში ვერ მოხერხდა და "ჩიხურას" ხელმძღვანელობამ, თავდაპირველად, მეტოქეთა სამასპინძლოდ გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი შეარჩია, სადაც უკვე ეთამაშა ქუთაისის "ტორპედოს".

11 ნოემბერს საჩხერელები ზესტაფონის დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ბათუმის "დინამოს" ამხანაგურად ეპაექრნენ და გაჩნდა აზრი, რომ შესაძლოა, სოსო ფრუიძის შეგირდებს ჩემპიონატის ფინალური მატჩისთვის სამასპინძლოდ სწორედ ზესტაფონი აერჩიათ.

თუმცა გაირკვა, რომ ხვალ, 26 ნოემბერს, "ჩიხურა" "ცხინვალთან" ბოლო ტურის შეხვედრას თბილისში, "დინამო არენაზე" გამართავს...

დავადგინეთ, რომ "ჩიხურა" საჩემპიონო ფინალში არც გორის "თენგიზ ბურჯანაძეზე" ითამაშებს, არც ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" და არც თბილისის "დინამო არენაზე". ამაზე საჩხერელთა დირექტორი ბერიკა შუკაკიძე გველაპარაკა:

- გადაწყვეტილია, რომ საჩემპიონო ფინალის საშინაო შეხვედრას თბილისში, "მიხეილ მესხზე" ჩავატარებთ. ოღონდ თამაში ხელოვნურ განათებაზე არ ჩატარდება.

- ეს ხომ ფეხბურთის ფედერაციის მოთხოვნაა?

- ჩვენც გვსურდა საღამოს, განათებაზე თამაში, მაგრამ თურმე, შუქის შესაძლო ჩაქრობის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა ჩვენ უნდა ავიღოთ, როგორც ორგანიზატორებმა. სწორედ ამას ავარიდეთ თავი, რადგან მართლა რამე რომ მოხდეს, არ გვსურს, ამისთვის კლუბი დაისაჯოს.

- საჩხერესთან უფრო ახლოსაა ზესტაფონი და გორი. ამ ქალაქებში თამაში რატომ არ ისურვეთ?

- მაყურებლების ინტერესებიდან გამომდინარე.

- სწორედ ამიტომ გკითხეთ: ზესტაფონი და გორი საჩხერესთან უფრო ახლოსაა და თქვენი გულშემატკივრები უფრო ადვილად არ ჩავიდოდნენ იქ?

- რა თქმა უნდა, მაგრამ საქმეც ისაა, რომ სტადიონის შერჩევისას სხვა რამეზე ვფიქრობდით - ცხადია, ზესტაფონის ვარიანტიც განვიხილეთ, გორში კი ბევრი ხალხი არ ჩამოვიდოდა, ხოლო თბილისს რაც შეეხება, დედაქალაქში ყველაზე მეტი საჩხერელი ცხოვრობს.

გარდა ამისა, ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილიც თბილისელია და ცხადია, ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რიგითი მაყურებლის გარდა, მათი ახლობლები და მეგობრებიც მოვლენ - გათვლა სწორედ ამაზე გვაქვს.

"მიხეილ მესხზე" ჩვენი 2-3 ათასი მხარდამჭერიც რომ მოვიდეს, ბუნებრივია, სამტრედიელებიც ჩამოვლენ და ეს საფეხბურთო გარემოს შექმნის. ხალხის მოსაზიდად, თამაშამდე პიარაქციის გამართვაც გვსურს.

- მაგრამ აქ მეორე მხარეცაა: ზესტაფონში ჩატარებულ თასის ფინალზე ფეხბურთის ფედერაციის სტრატეგია გამოჩნდა - პატარა სტადიონზე ხალხი მეტად ჩანს და ასე თამაში კარგად შეიფუთება. პატარა არენაზე თამაში თავად არ გერჩივნათ?

- გვერჩივნა, მაგრამ ევროპის ლიგაზე "ბურსასფორს" "მიხეილ მესხზე" რომ შევხვდით, მას შემდეგ ეს სტადიონი მეც ძალიან შემიყვარდა და ჩვენი გუნდის ბევრ წევრსაც. დასამალი არ არის, ჩვენს გადაწყვეტილებაზე გავლენა ამ განწყობამაც იქონია. ამავე დროს, "მიხეილ მესხზე" მშვენიერი საფარი, კარგი აურაა და ამიტომაც მგონია, რომ ეს არჩევანი გამართლებულია.

P.S. მომხდარი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ქართულ ფეხბურთს ინფრასტრუქტურა სასწრაფოდ სჭირდება. ფაქტია, საჩემპიონო ფინალში ორი ისეთი გუნდი ("სამტრედია" და "ჩიხურა") ითამაშებს, რომლებიც ევრომეტოქეებს საკუთარ სტადიონებზე ვერ უმასპინძლებენ. ეს კი არა, საჩხერელებს ეროვნულ ჩემპიონატშიც არ აქვთ საკუთარი არენით სარგებლობის უფლება. წლებია, ასე გრძელდება და სულ ვიმედოვნებთ, რომ პრობლემა ბოლოს და ბოლოს მოგვარდება. ადრე თუ გვიან ამ ელემენტარულ საკითხს მაინც ხომ უნდა მოევლოს?

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

guaduas
ჩვენც გილოცავთ ვიცე ჩემპიონობას და რესტორანშიც დგპატიჟებთ საჩხერეში რესტორნები მაინც გვაქვს ოხრათ
Guadua
შოთა გუგეშაშვილი 25 ნოემბერი 2016 14:54 რა გახდა ერტი სტადიონი სეაცუხეტ მილიარდელი-------- შენი ფულით რომ ააშენო ვერა? თუ ჯიბე გაქვს ამოკერილი? :) კახა ქირია 25 ნოემბერი 2016 15:55 ამდენი სიკეთე გაუკეთეთ საჩხერელებს და ბარემ ერთი სტადიონი ბატ.ბიძინა----შენაც მაქეთა ხარ?სხვისი ფულის ხარჯვის მოყვარულების წრეში? :) ჩიხურა --1000% ხარ უხილავი 25 ნოემბერი 2016 18:15 წელს მოიგებს ჩიხურა ჩემპიონატს და ეგრევე შევალ ბიძინასთანაო ბერიკამ.სტადიონის შენებლობაზეო.იმედია მართალია----------- ისე მოიგო შენმა ხბომ ძროხა :) წინასწარ და მთელი გულით ვულოცავ ჩიხურას ახალ მიღწევას თავისი არსებობის ისტორიაში პირველად საქართევლოს ვიცე -ჩემპიონობას
სმტ
მაგარია! აქაური სამტრედიელებიც მივალთ სტადიონზე. აქაც ძალიან ბევრნი ვართ ჩვენ! ყველგან, ყველა გუნდის ქომაგზე მეტი ვიქნებით.
simartle
ჩიხურას. ჯიგარი ხარ დზმა გაიხარე, უეჩველი გვეცოდინება ერტმანეტი, მე მერჩივნა ფეხბურტს დახმარებოდა მაგრამ რას ვიზავტ, სადაც ნახა კაცმა სანდო ხალხი იკ ჩადო ფული
უხილავი
წელს მოიგებს ჩიხურა ჩემპიონატს და ეგრევე შევალ ბიძინასთანაო ბერიკამ.სტადიონის შენებლობაზეო.იმედია მართალია
ჩიხურა
ბიძინა კი გააკეთებს მაგრამ მერე იტყვიან თუ ჩიხურას გაუკეთე ბარემ მთელ საქართველოში გააკეთეო.არადა 2006 100 მილიონს ჩამოდიოდა ქართულ ფეხბურთის ასაღორძინებლათ და მხოლოთ იმას ითხოვდა ჩემი კაცი დანიშნეთ რამეზე ფული როგორ დაიხარჯებაო და უარი უთხრეს.ადგა და რაგბშე გადაერთო და 24 სარაგბო ბაზა და სტადიონი გააკეთა.ახლა კიდევ დიღომში რაგბის ეროვნულ სტადიონს იწყებს
lado
Arc samtredias ar egirsa stadionii.. xalxi zaborebidan da shenobebidan uyjrebs tamashs.. sircxviliaa ra gaxda erti stadioniiiiiiiiiiiiiiiiiii agvishenett..
კახა ქირია
ამდენი სიკეთე გაუკეთეთ საჩხერელებს და ბარემ ერთი სტადიონი ბატ.ბიძინა
iveria1
გააკეთონ ხაშურში სტადიონი და ყველაზე ნეტრალური სტადიონი ეგ იქნება საქართველოში ნებისმერი გუნდისთვის
შოთა გუგეშაშვილი
რა გახდა ერტი სტადიონი სეაცუხეტ მილიარდელი
kikala
ხომ არ იცით რომელ რიცხვში თამაშობს ჩიხურა თბილისში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
"ჩიხურას" დირექტორი: "საბურთალოს" გამარჯვება გადამდები მუხტის მატარებელია
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
საჩხერეში სტადიონის რეაბილიტაცია დაიწყო, "ჩიხურა" ივანწმინდას დაუბრუნდა [PHOTO]
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
საქართველოში ფეხბურთის განვითარების კომისია უნდა შეიქმნას - ინტერვიუ ევროპის კლუბების ასოციაციის კომიტეტის წევრთან
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
"ბარსელონა", "ჩელსი", "ჩიხურა" - ბერიკა შუკაკიძე ევროპული ფეხბურთის წამყვანი ორგანიზაციის კომიტეტის წევრი გახდა
ბერიკა შუკაკიძე უეფას ახალ ტურნირზე: უნდა გავაანალიზოთ და დავინახოთ, სად ვართ
ბერიკა შუკაკიძე: შოტლანდიელებმა მხოლოდ ერთ საკითხში მოგვიბოდიშეს
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო