"არც მენეჯერებთან ვმუშაობ და არც აგენტებთან - რაში მჭირდებიან? ჩემზე უკეთ ესმით ფეხბურთი თუ ჩემზე უკეთესი თვალები აქვთ?"

თბილისის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ვიაჩესლავ გროზნიმ Sportall.ge-ს რუბრიკა "ინტერნეტკონფერენციის" მეშვეობით მკითხველთა კითხვებს უპასუხა.

გთავაზობ ამონარიდს ინტერნეტკონფერენციიდან.

მკითხველი:

- გულშემატკივართა აზრით, საჭიროა გუნდის დაკომპლექტება გამოცდილი უცხოელი და ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებით, რათა მათ ისწავლონ გამოცდილი ფეხბურთელების გვერდით და კიდევ უფრო განვითარდნენ. თუმცა, მცირე გამონაკლისების გარდა, "დინამოში" მოჰყავდათ სრულიად უცნობი და არაფრისმაქნისი უცხოელები, რომლებიც არათუ აძლიერებდნენ გუნდს, არამედ სათადარიგოებს შორის მოხვედრაც კი უჭირდათ. მესმის, რომ ეს მენეჯმენტის პრობლემაა, რომელსაც თქვენც შეხვდებით. რას აპირებთ ამ კუთხით? საერთოდ უარს იტყვით გამოცდილ უცხოელებზე თუ გუნდის ხელმძღვანელობას მოსთხოვთ, ცოტა ფული დახარჯოს და ისეთი ფეხბურთელები მოიწვიოს, რომლებიც გუნდს რეალურად გააძლიერებენ?

- ლეგიონერების ყიდვას არ ვაპირებთ. რისთვის ვხარჯოთ ფული? არა, ლეგიონერებზე უარს არ ვამბობთ - ისინი გვეყოლებიან, თანაც საკმაოდ კარგი დონის, მაგრამ კლუბში ლეგიონერის მოყვანის რამდენიმე გზა არსებობს. მაგალითად, რომელიმე კლუბიდან შეგვიძლია მოვიყვანოთ ლეგიონერი, აღვზარდოთ ფეხბურთელი, გავყიდოთ და თანხა ნახევრად გავიყოთ იმ კლუბთან, ვისგანაც მოვიყვანეთ.

ამის გარდა, ბევრი სხვა გზაც არსებობს და ამაზე ვიმუშავებთ.

ასევე, კიევის "დინამოსთან" გვაქვს შეთანხმება, რომლის თანახმად, საქართველოს ჩემპიონატისთვის გადაზრდილი ფეხბურთელები იქ წავლენ, ხოლო კიევის "დინამოს" ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებსაც სათამაშო დრო არ ეძლევათ, აქ ჩამოვლენ.

ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელების ზრდას ხელს არ შევუშლით, მაგრამ იქ, სადაც ნიჭიერი ფეხბურთელი არ გვეყოლება, გამოცდილი ლეგიონერის ჩამოყვანას ვეცდებით. ოღონდ კიდევ ერთხელ ვამბობ: მათ არ ვიყიდით!

მენეჯმენტი ახსენეთ... ის მენეჯმენტი აღარაა კლუბში, რომელიც იმ ტრანსფერებს აკეთებდა, ხომ ასეა?! და არც იქნება! ამაში შემიძლია დაგარწმუნოთ... უჩემოდ გუნდში ვერცერთი ფეხბურთელი მოვა. არც მენეჯერებთან ვმუშაობ და არც აგენტებთან - რაში მჭირდებიან? ჩემზე უკეთ ესმით ფეხბურთი თუ ჩემზე უკეთესი თვალები აქვთ? მე თავად ვაკვირდები ფეხბურთელს და თავად გამოვთქვამ მისი შეძენის სურვილს...

ვუშვებ თუ არა შეცდომებს? კი, ვუშვებ, ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი. ხშირად ნიჭიერ ფეხბურთელს, რომელიც გუნდში მომიყვანია, კონკურენციის გამო ვეღარ უთამაშია. არადა, საკმაოდ კარგი ფეხბურთელები იყვნენ... უკონკურენციობის დროს ბევრად კარგად თამაშობენ, ზოგი კი პირიქითაა. საქართველოშიცაა ბევრი ასეთი.

უკრაინის ჩემპიონატი იმიტომ იყო ძლიერი, რომ ფეხბურთელებს საკმაოდ კარგი ფინანსური კონტრაქტები ჰქონდათ. ევროპული გუნდები როცა სთავაზობდნენ კონტრაქტს, იქ არ მიდიოდნენ - უკრაინაში გაცილებით უკეთესი ხელფასი ჰქონდათ. საქართველოდან კი ნებისმიერი ფეხბურთელის წაყვანა მარტივია და ეს ცუდია, მაგრამ "დინამო" ამ გზით არ მიდის და არც მომავალში წავა.

Sportall.ge ვიაჩესლავ გროზნის სრულ ინტერნეტკონფერენციას ორშაბათს, 28 ნოემბერს შემოგთავაზებთ.

fexburteli
არადა რასაც ლაპარაკობს თუ გააკეთა სწორი გზაა აქამდეც და ეხლაც ამას ვამბობდი მარა აბა ფიფიასთან ჩემს ნააზრევს ვრინ მიიტანდა ხუციშვილი ყავდა მენეჯერად საიდან მოყავდა ფეხბურთელები თვითონ არ იცოდა
qomqgi
ქართველი ფეღბირთის ყველაზე დიდი პრობლება შედარებით სუსტი ფიზიკური მომზადებაა. თანამედროვე ფეღბურთში მარტო ნიჭი და ტექნიკურობა საკმარისი არ არის, ყოველთვის დაგჩაგრავს ფიზიკურად ძლიერი თუნდაც შენზე ნაკლებად ტექნიკური გუნდი, რომელსაც შეუძლია 90 წუთი დაუღალავად ირბინოს და ბურთი აკონტროლის...
lx
სადა პოულობთ ამ ხალხს გავგიჟდები ეხლა
bavaria
ისე მაგარი შებერტყილი ვინმეა, თუ შეიყვარა ქართული ფეხბურთი და გულით მიუდგება საქმეს, რატომაც არა.
ზურა
ამ კაცმა ეტყობა ჯერ არ იცის სად ჩამოვიდა
GELA
ვისაც ჯერა, გაატარეთ! მერე სად აითესებით ხოლმე თქვენი სიტყვები რომ არ მართლდება? ზოგს ურჩევნია, რომ თავისი ნათქვამი გამართლდეს ოღონდდა თუნდაც წყალმა წაიღოს ყველა და ყველაფერი.
preben elkiaer larsen
ეს ისეა დაქოქილი,რო მიუშვა ალბათ ლაზიკასაც ააშენებს...
givi
ჯერ ფულით როგორები მოყავდათ და ახლა უფულოთ ხო წარმოგიდგენიათ ))))
777
ეს კაცი ძალიან ბევრს ლაპარაკობს და როგორც ვიცი არსად არაფრისთვის მიუღწევია.არა მგონია ევროტურნირებში რამე შეძლოს,მაქსიმუმ ფიზიკას მოამატებინებს და შიდა ჩემპიონატს მოიგებს.ბოდიალობს რაღაცეებს-რომელი ნორმალური დონის ფეხბურთელი წამოვა აქ სათამაშოდ კიევიდან? თუ ვერ თამაშობს იქ წავა იქაურ გუნდშივე,აქ რატომ წამოვა?ან თუ წამოვა მალევე გაიქცევა.მოკლედ ვნახოთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"
გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა
"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა