ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საბურთალო-დინამო (თბ) 0:0 - დაძაბული და ნულოვანი [VIDEO]

საბურთალო-დინამო (თბ) 0:0 - დაძაბული და ნულოვანი [VIDEO]

საქართველოს XXVIII ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. პირველი მატჩები
"საბურთალოსა" და თბილისის "დინამოს" შორის "ბრინჯაოს პლეი ოფის" პირველი შეხვედრა წუთიერი დუმილით დაიწყო, რითიც პატივი სცეს ავიაკატასტროფაში დაღუპული ბრაზილიური კლუბის, "შაპეკოენსეს" ხსოვნას. დინამოელებმა კი მატჩი სულაც შავი სამკლავურებით ჩაატარეს. საქმე ისაა, რომ რამდენიმე დაღუპული ფეხბურთელი გიორგი ლომაიასა და რენე ფერეირას ყოფილი თანაგუნდელი და მეგობარი გახლდათ...

თამაში მძიმე და დაძაბული გამოდგა. რეალური საგოლე მომენტი იშვიათად იქმნებოდა. დინამოელებმა უფრო აქტიურად დაიწყეს. ისინი ცდილობდნენ, უპირატესობა მოეპოვებინათ და მეტოქე საკუთარ საჯარიმოში გამოეკეტათ. საპასუხოდ, "საბურთალოს" დამრიგებელმა გიორგი ჭიაბრიშვილმა თავის პასიურ ფეხბურთელებს ემოციურად შეჰყვირა, რომ მაღალი პრესინგითა და აქტიურად ეთამაშათ.

ნომინალურმა მასპინძლებმა ეს მოახერხეს - "დინამოს" სივრცე შეუზღუდეს და იმდენად მჭიდროდ ეთამაშებოდნენ, მეტოქის შეტევებიც შეაჩერეს. ამით "საბურთალომ" ტაქტიკური ბრძოლა მოიგო და ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანს საკუთარი თამაშის დემონსტრირების შანსი არ მისცა.

მალე შეტევების ორგანიზება თავად საბურთალოელებმაც მოახერხეს. ჯერ გიორგი ფანცულაიამ სცადა ბედი, მაგრამ მახვილი კუთხიდან დარტყმა გაუჭირდა. მერე ვაგნერმაც შეუტია, რომელმაც ნოდარ იაშვილთან ერთად მარჯვენა ფლანგზე გაილაღა - ისინი მწვავედ და ეფექტურად მოქმედებდნენ და მეტოქეს არაერთი პრობლემაც შეუქმნეს.

"საბურთალომ" მწვავე და სწრაფი კონტრშეტევა 21-ე წუთზე ისევ მარჯვენა ფლანგიდან წამოიწყო. იაშვილმა საჯარიმოში მშვენიერი გადაცემით მოძებნა ვაგნერი, რომელსაც კარის წინ გახსნილი ფანცულაიასთვის სურდა ბურთის გადაწოდება, დინამოელმა მცველმა ძალიან სახიფათო მომენტი განმუხტა.

გავიდა კიდევ 3 წუთი და სანტიაგო ხარას საჯარიმოში შეჭრილი ფანცულაია მეკარესთან პირისპირ გაჰყავდა, მაგრამ ზაზა ჭელიძემ ბურთი ბოლო მომენტში აართვა და დინამოელებმა კიდევ ერთხელ ამოისუნთქეს.

სტუმართა საპასუხო იერიშის დაგვირგვინებას მოულოდნელი დარტყმით ლადო დვალიშვილი შეეცადა, თუმცა ოთო გოშაძემ პოზიცია სწორად შეარჩია და ბურთი კუთხურზე მოიგერია.

ტაიმის დასასრულს მწვავე კონტრშეტევის წამოწყება ისევ "საბურთალომ" მოახერხა, მაგრამ იაშვილის გარღვევა ამჯერადაც უშედეგოდ დასრულდა - "დინამოს" მცველები ყურადღებით და თითქმის უშეცდომოდ თამაშობდნენ. ანგარიშის გახსნა თითქოს ხარასაც შეეძლო, მაგრამ მეკარე ნუკრი რევიშვილს სერიოზული პრობლემა ვერ შეუქმნა.

"დინამოს" სამწვრთნელო შტაბმა მეორე ნახევარში წინა ხაზზე ბექა მიქელთაძე გადასწია, ხოლო დვალიშვილის ნაცვლად მოედანზე შევიდა გიორგი თევზაძე, რომელსაც ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგის გაძლიერება დაევალა. მოვლენებს გავუსწრებთ და ვიტყვით, რომ 20 წლის დინამოელს არ გაუმართლა და ტრავმის გამო თავადაც შესაცვლელი გახდა.

მეორე ნახევარი უფრო საინტერესოდ წარიმართა. 65-ე წუთზე ჯაბა ჯიღაურმა კინაღამ კურიოზული გოლი გაიტანა - მცველის მიერ მოგერიებული ბურთი მოხვდა და მერე მეკარე გოშაძე ჩაერია საქმეში.

67-ე წუთზე კი, გიორგი ჩაკვეტაძის მშვენიერი გადაცემით, ჯიღაური დასარტყმელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ცოტნე ნადარაიამ ბურთი სუფთად აართვა და უმწვავესი მომენტი გააუვნებელყო.

"საბურთალო" ძლიერ მეტოქეს გაუთამამდა, არაფერში ეპუებოდა და უკეთეს შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. დინამოელ მცველებს არ ასვენებდა ვაგნერი, რომელიც რევიშვილის კარს საჯარიმოს მისადგომებიდან "მოჭრილი" დარტყმით დაემუქრა - ბურთი მიზანს ასცდა.

77-ე წუთზე დინამოელებმა ძალზე სწრაფი და ეფექტური შეტევა წამოიწყეს: თევზაძემ დაახლოებით 40 მეტრიდან იუველირის სიზუსტით გაიყვანა დასარტყმელ პოზიციაზე მიქელთაძე, რომელმაც ბურთი შეტევაში ჩართულ უჩა ლობჟანიძეს დაუგორა - მცველის შორეული დარტყმა ძლიერი, თუმცა არაზუსტი გამოდგა.

"საბურთალოს" მისთვის სასარგებლო ანგარიშის დაფიქსირების რეალური შანსი 86-ე წუთზე გაუჩნდა, როცა ვაგნერმა ხარას საჯარიმოში გააყოლა ბურთი - რევიშვილს რეაგირება არ გასჭირვებია.

საბოლოოდ შეხვედრა 0:0 დასრულდა და ამ გუნდების ურთიერშეხვედრათა ხანმოკლე ისტორიაში პირველად მოხდა, რომ "დინამომ" ვერ მოიგო. მონდომებული და აზრიანი თამაშით "საბურთალომ" ასეთი შედეგი დაიმსახურა.

საპასუხო მატჩს 4 დეკემბერს "დინამო არენა" უმასპინძლებს და ეს მატჩი "ბრინჯაოს ფინალის" მონაწილეს გამოავლენს.

უმაღლესი ლიგა. ბრინჯაოს პლეი ოფი. პირველი მატჩები

30.11. თბილისი. "მიხეილ მესხი"

საბურთალო-დინამო (თბ) 0:0

საბურთალო: გოშაძე, იაშვილი, მარგველაშვილი, გრიგალაშვილი, ნადარაია (67. კოხრეიძე), ვაგნერი, ტერა, მამუჩაშვილი (87. კარასკო), ჩაბრაძე, ფანცულაია (66. პენა), ხარა.

სათადარიგოები: ქურდაძე, სოფრომაძე, ალთუნაშვილი, გვარაძე

მწვრთნელი: გიორგი ჭიაბრიშვილი

დინამო: რევიშვილი, უ. ლობჟანიძე, ზ. ჭელიძე, ხუბუტია, ლოჩოშვილი, ცინცაძე, ზარია (57. ჩაკვეტაძე), ჯიღაური, კიტეიშვილი, მიქელთაძე, დვალიშვილი (46. თევზაძე/84. ნინუა).

სათადარიგოები: ლომაია, კიკალიშვილი, ქავთარაძე, კუცია

მწვრთნელი: ვიაჩესლავ გროზნი

გაფრთხილებები: მამუჩაშვილი (61), უ. ლობჟანიძე (78), ზ. ჭელიძე (90)

არბიტრი: ი. კვირიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

მეგობრებო,გულშემატკივრებო,გულშემატკივრებო დინამოსი და გულშემატკივრებო ტორპედოსი, გადართეთ თქვენი კომპიუტერები 1 დეკემბერს 10 საათი სტარვიზია.აქ ნახავთ 1981 წლის თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალების ფრაგმენტებს დინამოსა და ფეინოორდს შორის,სტუმრად მოწვეულია ვოვა გუცაევი,რომელიც იხსენებს მატჩის პერიპეტიებს.ეს იყო თამაშები,რომლის მსგავს მსაჯობას საქართველოში ვერ ნახავთ,სადაც ჯერ მარტო რამაზ შენგელიას ოთხი ნაღდი გოლი არ ჩაუთვალეს,არ ჩათვლილი და არ დანიშნული გოლ პენალტები სხვებიც იყო ჩვენსკენ დადებული ტუფტა პენალტიც(მანდ მაგაზე ვერაფერს ამბობენ,მაგრამ მახსოვს მაშინდელ პრესაში ჩვენი მცველი იფიცებოდა მოწინააღმდეგეს,რენე ნოტენს,არ შევხებივარო),მაგრამ დინამომ მაინც თავისი გაიტანა და ფინალში გავიდა.რატომ გავიმარჯვეთ იმ ბრძოლაში?შემადგენლობა ნახეთ,ნახევარი დინამო ქუთაისელი ბიჭები იყვნენ,გაბელია,კოსტავა,სვაNაძე,სულაქველიძე,შენგელია.90000 მაყურებლიდან ნახევარი ალბათ დასავლეთ საქართველოდან იყო, წარმოშობით მაინც.სწორედ ამით გავიმარჯვეთ,რომ ერთად ვიყავითდა კიდევ იმით,რომ ღირსება გვქონდა,გუნდსაც და მაყურებელსაც.თუ ერთად არ ვიქნებით და ერთმანეთს ისე ვუყურეთ,როგორც მტერს,ყოველთვის ასე გაუბედურებული იქნება დინამოც,ტორპედოც ქართული ფეხბურთიც და ის ერთმანეთის თავპირის მნგრეველი ვითომ ფანებიც,გუნდის და ქალაქის ღირსების დაცვად რომ მიაჩნიათ ჩხუბი. გუცაევმა ვერ გაიხსენა ამ მატჩების მსაჯები.აქაურ თამაშზე არც მე მახსოვს,მაგრამ როტერდამში მსაკობდა ავსტრიელი ფრაბ ვიორერი,რომელიც შემდეგ ჩამოდიოდა ხოლმე სტადიონების ხარისხის შესამოწმებლად,ევრო თასებზე თამაშების წინ,და როცა ქართველმა თანმხლებმა ჰკითხა,ახსოვდა თუ არა ის მატჩი,მან უარჰყო,არ მახსოვსო,თასების მფლობელთა თასის ნახევარფინალური მატჩის ჩატარება არ მახსოვსო,ნამუსგარეცხილმა და ნამუს გაყიდულმა. ნახეთ მეგობრებო ეს გადაცემა,ჩემს სიტყვებს კი საწყენად ნუ მიიღებთ და დაფიქრდით იმაზე,თუ რის თქმას ვცდილობ თქვენთვის.

• haha

საბურთალო გავა.

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ფეხბურთელი უკრაინულ კლუბში გადავიდა

[VIDEO]  ზივზივაძე "დორტმუნდთან" მატჩში გააძევეს

დიდი 10 | ბათუმი 32:20 გორი

მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ "შავი ლომი" "ბენეტონთან" დამარცხდა

16-წლამდელებმა აზერბაიჯანის ტურნე გამარჯვებით დაასრულეს

[VIDEO] ყაზაიშვილი ბწყინვალე ფორმაშია - ამჯერად სლუცკის გუნდთან ჰეთ-თრიკი შეასრულა

ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა

"ნოტინგემში" იუარეს მაგრამ პრემიერლიგაში ახალი ვარიანტი აქვს - მოურინიომ შესაძლოა, "ლიდს იუნაიტედი" ჩაიბაროს

"კვარას" გაყიდვის შემდეგ, კონტეს "ნაპოლიდან" წასვლა სურდა, მაგრამ ამიტომ გადაიფიქრა" - ადანიმ იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

ნიუკასლში ბურგერზე რიგები დგას - "შვედურმა ვირთხამ" დიდი მოწონება დაიმსახურა [PHOTO]

"შავი ლომი" | ორი ცვლილებით "ბენეტონთან"

ფუტსალი ნაკრებმა პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო

ტრამპის იმედი აქვთ - დააბრუნებენ რუსეთის ნაკრებებსა და კლუბებს საერთაშორისო ტურნირებზე?

[PHOTOS] მეტი ქართველი ლა ლიგაში - მიქაუტაძე პრეზენტაციაზე ვილიას და ბუტრაგენიოს შეადარეს

პსჟ-ს ფეხბურთელი ევროპაში საუკეთესოდ აღიარეს

ლუის ენრიკე პსჟ-ს ჯერ ვერ დაუბრუნდება - კვარაცხელიას დიდი პასუხისმგებლობა დაეკისრება

ფულადი ჯილდო ფეხბურთელებს - რა თანხა მისცეს უკრაინასთან ფრის შემდეგ აზერბაიჯანის ნაკრების წევრებს

"უნდა გავაცნობიეროთ, რომ დიდი ამბიციები არ უნდა გვქონდეს" - კროოსმა გერმანიის ნაკრების გეგმებზე ისაუბრა

სტივ მანდანდამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"უოტფორდმა" ჩიქოვანის ტრანსფერი დეტალების გარეშე დაადასტურა

ეროვნული ლიგა. XXVIII ტური. "ლოკომოტივი" - "საბურთალო" [LIVE]

"ლოკომოტივიდან" ფეხბურთელები მიდიან - 3 ახალწვეული "საბურთალოში"

ცხადაძეს "ორდაბასიში", სავარაუდოდ, თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი შეცვლის

"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ

"სანამ ნაკრების წარუმატებლობას სულ მწვრთნელებს დავაბრალებთ, არაფერი გამოვა" - გიორგი ჭიაბრიშვილის ინტერვიუ

ქართველი მეკარე ესპანურ გუნდში გადავიდა

ევროტურნირების წინ, "საბურთალო" მთავარმა მწვრთნელმა დატოვა

თბილისის "დინამოს" ექსთავკაცი ვიაჩესლავ გროზნი ყაზახეთში დასაქმდა

"საბურთალო" ტრადიციას არ ღალატობს - 17 წლის ფეხბურთელის წარმატებული დებიუტი

ორი 11:0 ქართული კლუბების მონაწილეობით - მოსამზადებელი ეტაპი

"ცხინვალში" კაჭარავა გოჩა ჩიქოვანმა შეცვალა - სელექცია გრძელდება შეიძლება, ლეგიონერებიც მოვიდნენ...

თბილისის "დინამო" კლუბის ნაწილობრივ გაყიდვას არ ადასტურებს

ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი

გროზნი: თბილისის "ლოკომოტივი" თავს ზემოთ გადახტომას მოინდომებს

"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა

"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა

"ძალიან სარისკოა იქ თამაში, ჩემს შემდეგ "ჩელე არენაზე" ოთარ კობახიძემ მიიღო მძიმე ტრავმა"

ოფიციალურად: ბათუმის "დინამოს" ჭიაბრიშვილი გაწვრთნის

გიორგი ჭიაბრიშვილი: ქართულ საკლუბო ფეხბურთში, ბათუმის "დინამო" გამორჩეული პროექტია

ეროვნული ლიგა. XXX ტური. "ტორპედო" - "საბურთალო" [LIVE]

"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება

Geo Team: ჩიქოვანმა "უოტფორდთან" კონტრაქტი გააფორმა, მაგრამ ჯერ ბელგიაში ითამაშებს

ლუკა ლოჩოშვილი: მინდა, კახა კალაძის გზა გავიარო