ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ვაკო გვილია: ქინქლაძე დღეს მესისა და რონალდოს დონეზე ითამაშებდა

ვაკო გვილია: ქინქლაძე დღეს მესისა და რონალდოს დონეზე ითამაშებდა

საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა გამოჩენილ ქართველებზე ისაუბრა
საქართველოს ნაკრებისა და ბორისოვის ბატე-ს ნახევარმცველმა ვაკო (ვალერიან) გვილიამ ბელორუსულ საიტ pressball.by-ს გამოჩენილ ქართველებზე - ფეხბურთელებზე, პოლიტიკოსებსა და საზოგადო მოღვაწეებზე თავისი აზრი გაუზიარა. ვაკო საიტის კითხვებს მამასთან, იაროსლავთან ერთად პასუხობდა.

ჩვენ ვრცელი მასალიდან ვაკო გვილიას მეტ-ნაკლებად საინტერესო შეხედულებები ამოვარჩიეთ.

ფეხბურთზე

- ფეხბურთის სიყვარული მამისგან მაქვს. მას ფეხბურთელობა სურდა, მაგრამ პაპამ არ დართო ვარჯიშის ნება, რადგან სურდა, შვილი ექიმის პროფესიას დაუფლებოდა. მოგეხსენებათ, მაშინ სხვა დრო იყო... და ვინაიდან ფეხბურთელი ვერ გახდა, მამაჩემმა ოცნების ასრულება ჩემით მოინდომა. მან ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ფეხბურთელი გავმხდარიყავი. და მეც თავს არ ვზოგავ, რომ იმედები გავუმართლო.

ჩივაძესა და ყიფიანზე

- მაშინდელი მატჩების ჩანაწერები მრავლად მაქვს ნანახი. სხვათა შორის, ცოტა ხნის წინ საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში ჩივაძე მუშაობდა და ხმები დადიოდა, რომ ჩემი მიწვევაც სურდა, მაგრამ იმხანად მე უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებში გამოვდიოდი. საბოლოოდ ის ნაკრები გია გეგუჩაძემ ჩაიბარა, მე კი უკრაინის ჩემპიონატიდან წამოვედი, დავიბრუნე საქართველოს მოქალაქეობა და რაზეც ყოველთვის ვოცნებობდი, ჩავიცვი საქართველოს ნაკრების ფორმა. ჩივაძესთან არ მიმუშავია და შეიძლება ითქვას, პირადად არ ვიცნობ, თუმცა ერთხელ მოლდოვასთან მატჩის (1:1) შემდეგ იყო შემოსული გასახდელში და გვითხრა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და შედეგის გამო არ დავღონებულიყავით.

ბავშვობაში აღფრთოვანებული ვიყავი დავით ყიფიანის თამაშით. ის ჩემი საყვარელი ფეხბურთელია. 1981 წელს თბილისის "დინამომ" ისტორია დაწერა, ასახელა საქართველო. ყიფიანი ლიდერი იყო, თამაშობდა სსრკ-ის ნაკრებში, მოიგო თასების მფლობელთა თასი... ის იყო ძალიან ჭკვიანი და ელეგანტური მოთამაშე, რომელიც ბრწყინვალედ ხედავდა მოედანს. მის პასს მეტოქის მთელი დაცვის მორღვევა შეეძლო. მისი თამაშის მანერიდან გარკვეული ელემენტების გადაღებას ვცდილობ.

გვყავდა სხვა დიდი ფეხბურთელებიც: ოთარ გაბელია, მიხეილ მესხი, სლავა მეტრეველი, ალექსანდრე ჩივაძე... ის ვარსკლავური შემადგენლობა იყო. 6-7 კაცი სსრკ-ის ნაკრებში გამოდიოდა, კაპიტანი კი ჩივაძე იყო. ისტორიის განმავლობაში ორი ქართველი იყო სსრკ-ის ნაკრების კაპიტანი - ჩივაძე და მურთაზ ხურცილავა.

კალაძეზე, ქინქლაძესა და კანკავაზე

კალაძემ ადამიანებს ფეხბურთით გააცნო საქართველო. როდესაც პატარა ვიყავი და სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდი, მეკითხებოდნენ: "საიდან ხარ?" ვპასუხობდი: "საქართველოდან". და როდესაც ისინი გაკვირვებულები მიყურებდნენ და ვერ იხსენებდნენ ასეთ ქვეყანას, ვამატებდი ერთ სიტყვას: "კალაძე". და მაშინ უმალ ხვდებოდნენ, სადაურიც ვიყავი.

კალაძე დამოუკიდებელი საქართველოს ნომერ პირველი ფეხბურთელია. მან ორჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, მოიგო იტალიის ჩემპიონატი და თასი... მან ყველაფერს შრომით მიაღწია. მას ძალიან დიდ პატივს სცემენ.

ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი იყო გიორგი ქინქლაძე. დღეს ის ნამდვილად ითამაშებდა მესისა და რონალდოს დონეზე. ქინქლაძე აქამდე რჩება "მანჩესტერ სიტის" ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად. უდიდესი ტალანტის მიუხედავად, სამწუხაროდ, მისი კარიერა ისე ვერ აეწყო, როგორც მოელოდნენ.

კარგი თავდამსხმელი იყო გიორგი დემეტრაძე, რომელსაც კიევის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრებში უთამაშია. ის ეროვნული გუნდის ხუთ საუკეთესო ბომბარდირს შორისაა. სწრაფი და ტექნიკური იყო. ვიცი, რომ ის ციხეში იჯდა, თუმცა დეტალებში ჩახედული არ ვარ და გამიჭირდება ამაზე საუბარი.

დღეს საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად ჯაბა კანკავას მივიჩნევ. ჯაბა ჩემი საყვარელი მოთამაშეა - დიდებული, მაგრამ ძალიან თავმდაბალი ადამიანი. ყველაფერს დიდი შრომით მიაღწია და შეიძლება ითქვას, რომ ოქროს ფეხბურთელია.

რუსთაველზე, დუმბაძესა და გომელაურზე

საქართველოში ბევრი კარგი ავტორია. შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" შეუდარებელია. მისი სახელობის გამზირი არამხოლოდ თბილისში, ხარკოვში, ტაშკენტსა და სხვა ქალაქებშიცაა. რუსთაველის მხოლოდ ეს ერთი პოემაა ცნობილი.

ასევე ძალიან მომწონს გალაკტიონ ტაბიძის, ნიკო გომელაურის ლექსები. ისინი თავ-თავიანთი დროის გენიოსები იყვნენ. კიდევ მომწონს უდიდესი მწერალი ნოდარ დუმბაძე.

ზოგადად, ძალიან მიყვარს კითხვა. ვცდილობ, წიგნით განვვითარდე. ჩემი საყვარელი მწერალი კი ჯეკ ლონდონია, რჩეული ნაწარმოები კი "მარტინ იდენი". ეს საუკეთესია წიგნია, რომელიც ოდესმე წამიკითხავს. ვფიქრობ, ის ყველა ადამიანმა უნდა წაიკითხოს.

კიკაბიძეზე, დანელიასა და "ჯარისკაცის მამაზე"

- მიყვარს ქართული კინო. განსაკუთრებით, ძველი ფილმები მომწონს - მხიარული და აზრიანია. აი, თუნდაც "მიმინო" - ვინ არ იცის ის? კიკაბიძე და მკრტიჩიანი ერთად დიდებულად თამაშობენ. ეს ბრწყინვალე დუეტია მსახიობების, ალბათ, საუკეთესოც საბჭოთა კინოში. გიორგი დანელია გამოჩენილი რეჟისორი იყო. მის ბევრ ფილმში თამაშობს კიკაბიძე.

ბევრი კარგი ქართული ფილმია. იგივე რეზო ჩხეიძის "ჯარისკაცის მამა", გადასარევი ფილმია, რომელიც ყველამ უნდა ნახოს.

და კიდევ, ყველას ვურჩევ ნახონ ყარამან მგელაძის "ფესვები". ძალიან კარგი ფილმია.

პოლიტიკასა და სტალინზე

- პოლიტიკით განსაკუთრებით არ ვინტერესდები. ვფიქრობ, პოლიტიკა იყო, არის და იქნება და მასში არის რაღაცები, რაში გარკვევაც გვერდიდან არცთუ იოლია. უბრალოდ მსურს, უდანაშაულო ადამიანები არ იღუპებოდნენ.

სტალინი? მასზე შეხედულება რომ ჩამოგიყალიბდეს, ისტორიას უნდა ჩაუღრმავდე. ამას არც ერთი დღე ეყოფა და არც ერთი თვე, საკმაოდ შრომატევადი საქმეა. როდესაც არაფერი იცი და გაიძახი რაღაცას სტალინზე ან ვინმე სხვაზე...

მოგეხსენებათ, ყველა ადამიანს აქვს პლუსები და მინუსები. კაცი ყველასთვის მოსაწონი ვერ იქნება. უფალიც კი არ მოსწონს ყველას. ყველა სხვადასხვაგვარად ფიქრობს - ვიღაცისთვის სტალინი კარგია, ვიღაცისთვის ცუდი. ფაქტებით უნდა იხელმძღვანელო...

ფაქტია ის, რომ ჰიტლერს მიზნად სსრკ-ის მოსახლეობის 90 პროცენტის გაწყვეტა სურდა - ქართველებისაც, ბელორუსებისაც და სხვა ხალხებისაც. დარჩენილი 10 პროცენტს კი მონებად უპირებდა გადაქცევას. სტალინის მადლიერნი თუნდაც იმის გამო უნდა ვიყოთ, ასეთი რამ არ მოხდა. დღეს ალბათ არც ვიქნებოდით...

• თემო

სტალინის თემა არც ამ, ან რომელიმე სხვა ფეხბურთელის, არც კომენტარებში გასარჩევია. არც ის იცის ვინმემ, არათუ მისი მმართველობის პერიოდში რა შედეგი გამოიღო, არამედ მერეც. ანუ, მართვაც და შედეგიც შესაძლოა რადიკალურად განსხვავებულად აღიქვა. რა თქმა უნდა, 90 და 10 პროცენტი არასწორია, მაგრამ ფეხბურთელის კვალობაზე მართლაც საკმაოდ ერუდირებულია. რაც შეეხება ქინქლაძეს, ყველამ ვიცით, იყო ნიჭიერი და ქონდა რამდენიმე გამონათება. ეს არის და ეს. იგი 1990-იანების ქართველ და "სიტი"-ს გულშემატკივრის მეტს არავის ახსოვს. რეალურად, მაღალ დონის ჩემპიონატში-ინგლიუსის პრემიერლიგაში სულ ერთი სეზონი გაატარა. მას რაც შეეძლო, ის შეძლო, არც მეტი, არც ნაკლები. რონალდუს და მესის დონეზე რომ მიხვიდე, უდიდესი ნიჭი, საქმის ერთგულება, პროფესიონალიზმი და თავდაუზოგავი შრომა უნდა შეგეძლოს. ქინქლაძეს ამაღგან მხოლოდ ნიჭი ქონდა. შესაბამისად, ვერც ვერაფერს მიაღწია.

• დემე

რას ერჩით სტალინზე სწორად ამბობს.

• 912

ჰიტლერზე და სტალინზე ცოტა მეტი მოგივიდა, რომელ ოკუპირებულ ქვეყანაში გაწყვიტა ჰიტლერმა მოსახლეობის 90%

• კირკიტა

რას არ გაიგებ კაცი!

• gio

ამ კაცს აქვს იმის შნო რომ მომავალში ნაკრების კაპიტანი იყოს, ჯანსაღად მოაზროვნეა და მემგონი ქარიზმაც არ აკლია ბიჭების შესაგულიანებლად

• ბაჩო გ

ნეტა ბევრ ფეხბურტელს უყვარდეს წიგნი ეროვნული ნკრებიდან

• Burton

კარგი ბიჭი ხარ ვაკო, მაგრამ ცდები! ქინქლაძე თავის დროშიც არ ყოფილა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების 100-ეულშიც კი და მესის დონეზე როგორ ითამაშებდა?!

• კახელი პაპა

მადლობა მის მშობლებს. ყველა სურვილი აგსრულებოდეთ!

• ჯეკო

ყოჩაღ ვაკო, შენ ნამდვილად დიდ ფეხბურთს ითამაშებ.

• status quo

კარგი ბიჭი ჩანს,განათლებული და თავმდაბალი...

• beso

კარგი ფეხბურტელია ხო არი და განატლებული პიროვნებაც ყოფილა და მოაზროვენ.... ესეთი ფეხბურთელი უნდა იყვნენ ნაკრების კაპიტანი, ჩემი აზრით იდეალური იქნებოდა ეს ნაკრების კაპიტნად ნაღდი სული და გული რო თამაშობს მთელი გუნდის

• gizog

ძალიან მიხარია, რომ ვაკო კარგ ფეხბურთელობასთან ერთად, კარგი განათლების მქონეც ყოფილა და რაც მთავარია ნამდვილი პატრიოტი.

სიგუას ახალ გუნდში დებიუტი ევროტურნირზე შედგება

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

ვაკო გვილიამ პოლონური გუნდი დატოვა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

"თამაშის სტილით ყიფიანს შევადარებდი" - მიხეილ აშვეთია ხვიჩა კვარაცხელიაზე

"მჯერა, რომ ნეაპოლის შემდეგ, პარიზსაც განსაკუთრებული სიხარული ელის!" - გიორგი ქინქლაძე ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში ტრანსფერს გამოეხმაურა

შუა თითი და უხამსი ჟესტები მატჩის შემდეგ - ვინ არის გონსალო ფეიო, რომელიც ქართველ ფეხბურთელსაც ავარჯიშებდა

ვაკო გვილიამ პოლონურ კლუბთან კონტრაქტი გააფორმა

ქართველმა ფეხბურთელმა სიმსივნე დაამარცხა და მოედანს დაუბრუნდება! - 22 ოქტომბრის დაიჯესტი

საქართველოს ნაკრების ლეგენდები ბათუმში "ინტერის" ლეგენდებს დაუპირისპირდებიან

'სელტიკი" თუ "ყარაბაღი" - ვინ შეიძლება შეხვდეს ლიგის საკვალიფიკაციოზე "ტორპედოს"?

"ბატემ" ვაკო გვილია ტრანსფერზე დააყენა

ვაკო გვილია თბილისის "დინამოს" ფეხბურთელია

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

ალექსანდრე ჩივაძე 65 წლის გახდა!

გიორგი ქინქლაძემ მისი აზრით, ევროპის საუკეთესო გუნდი და ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი დაასახელა

ატყდა დავიდარაბა. "სლოვანმა" რუსულ გუნდთან საიდუმლო მატჩი ჩაატარა - კანკავამ გაიტანა, გვილიამ ითამაშა [VIDEO]

ქართველი ზიდანი თუ ფრანგი ყიფიანი - რომელია უფრო სწორი ეპითეტი?

"გახსოვდეთ უთვალავი ახალგაზრდა ბიჭი და გოგო, რომლებიც გიყურებენ და ოცნებობენ, რომ ერთ დღეს თქვენს კვალზე გაიარონ" - გიორგი ქინქლაძემ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

"ჟორჟი, ჩვენი ახალი ქართველი" - რა ვიდეოთი წარადგინა "აიაქსმა" მიქაუტაძე [VIDEO]

ვაკო გვილიას ტრავმა საშიში არ არის, ბუბა დაუშვილმა მხარი დაიზიანა

15 ფეხბურთელი, რომლითაც კავკასია ამაყობს

"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს

"როდესაც გადაწყვიტეს, რომ გამხდარიყვნენ მწვრთნელები, თავიანთ განვითარებაზე უნდა ეზრუნათ...მათ დიდი წვლილი, პასუხისმგებლობა მიუძღვით, აი, იმ თაობის სათანადოდ ვერგამოყენებაში..." - რა განაცხადა გიორგი გველესიანმა ალექსანდრე ჩივაძესა და დავით ყიფიანზე?

13-წლიანი ეპოქა დასრულდა - "ბატე" ბელარუსის ჩემპიონი ვერ გახდა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას" - ქინქლაძე "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე ასპარეზობას გამოეხმაურა

გვილია "ლეგიაში" ვარჯიშობს და დიდი ალბათობით, ახალ კონტრაქტსაც გააფორმებს

"დინამო არენას" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალქესანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

"დინამო არენის" სამხრეთ ტრიბუნის პირველ იარუსს ალექსანდრე ჩივაძის სახელი ეწოდა

გვილია მოედანს უბრუნდება - ერევანში აუცილებლად უნდა მოვიგოთ!

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

საბჭოთა კავშირის საუკეთესო ნაკრები 5 ქართველით - და როგორ გაწირა ბესკოვმა ყიფიანი...

უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა

ალექსანდერ გლები: როცა ფაბრეგასს ვნახავ, სახეში ჩავარტყამ