გამოავლინე 2016 წლის მთავარი მოვლენა
გთავაზობთ 2016 წლის ქართული სპორტის 10 გამორჩეულ მოვლენას Sportall.ge-ს ვერსიით, რომელთაგანაც საუკეთესოს არჩევა თქვენთვის მოგვინდვია.

მოვლენები ჩვენს ჩამონათვალში ქრონოლოგიურად არის დალაგებული.

ესპანეთი-საქართველო 0:1 (ფეხბურთი)

7 ივნისი

საქართველოს ნაკრებმა მადრიდში ევროპის მოქმედი ჩემპიონი, ესპანეთის ნაკრები დაამარცხა - 1:0. ვისენტე დელ ბოსკეს გუნდის კარში ერადერთი გოლი პირველი ტაიმის მიწურულს თორნიკე ოქრიაშვილმა გაიტანა. მართალია, ეს ევროპის ჩემპიონატის წინ გასახურებელი თამაში იყო "ფურია როხასთვის", მაგრამ ჩვენთვის ესპანეთის ნაკრების დამარცხება დიდი წარმატებაა და ამ მოვლენამ უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია ქართველ გულშემატკივრებში.

- ესპანეთი-საქართველო 0:1 - სიზმარი თუ ცხადი? [VIDEO]

წყნარი ოკეანის ტურნე და მე-11 ადგილი რეიტინგში (რაგბი)

11, 18, 24 ივნისი

"ბორჯღალოსნებმა" სამი ტესტ-მატჩი გამართეს ოკეანეთში, ორში იმარჯვეს და ერთი ფრედ დაასრულეს. ჩვენმა გუნდმა ჯერ 19:19 ითამაშა სამოასთან, შემდეგ კი ტონგას 23:20, ხოლო ფიჯის 14:3 მოუგო. მილტონ ჰეიგის გუნდი დაუმარცხებლად დაბრუნდა შინ, რისი წყალობითაც, ისტორიაში პირველად, მსოფლიოს რეიტინგ-ლისტში მე-11 ადგილზე აღზევდა.

- სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]

- ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

- ფიჯი-საქართველო 3:14 - ჩვენს სამშობლოს გაუმარჯოს! [VIDEO+PHOTO]

ზაზა ფაჩულიას ტრანსფერი "გოლდენ სტეიტში" (კალათბურთი)

5 ივლისი

ზაზა ფაჩულია "დალასიდან" "გოლდენ სტეიტში" გადავიდა. დღეს ქართველი ცენტრი ასოციაციის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში თამაშობს და აქვს დიდებული შანსი, კარიერაში პირველი საჩემპიონო ბეჭედი მოიპოვოს. ამისთვის ზაზა მისი დონისთვის გაცილებით დაბალ ხელფასზე თამაშს დათანხმდა "გოლდენ სტეიტში".

ლაშა ტალახაძე - ოლიმპიური ოქრო (ძალოსნობა)

16 აგვისტო

რიოში ოქროს მედლით პირველმა ძალოსანმა (+105 კგ) ლაშა ტალახაძემ გაგვახარა. მან მოიგო ფანტასტიკური შედეგით - 473 კგ ორჭიდში, რაც ახალი მსოფლიო და ოლიმპიური რეკორდია. სასიხარულო იყო ისიც, რომ ოლიმპიურ კვარცხლბეკზე მესამე საფეხურზე კიდევ ერთი ქართველი იდგა - ირაკლი თურმანიძე.

- ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია, ირაკლი თურმანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა! [VIDEO]

ვლადიმერ ხინჩეგაშვილი - ოლიმპიური ოქრო (თავისუფალი ჭიდაობა)

19 აგვისტო

სამი დღის მერე რიოში კიდევ ერთხელ აღიმართა ქართული დროშა და შესრულდა საქართველოს ჰიმნი. ამჯერად, მოჭიდავე ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (57 კგ) გვასახელა, რომელმაც ფინალში იაპონელ ჰიგუჩი რეის მოუგო. ფინალში ჩვენებური 0:2-ს აგებდა, მაგრამ საბოლოოდ 4:3 იმარჯვა.

- რიო 2016: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ოლიმპიური ჩემპიონია! [VIDEO]

მონტენეგრო-საქართველო 84:90 (კალათბურთი)

17 სექტემბერი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა ევრობასკეტის საგზური შესანიშნავ სტილში მოიპოვა, ილიას ზუროსის გუნდმა სტუმრად დაამარცხა მონტენეგრო - 90:84. მონტენეგროს ძლევით საქართველოს ნაკრებმა შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. გადამწყვეტ მატჩში მაიკლ დიქსონმა 31 ქულა ჩააგდო, ხოლო ზაზა ფაჩულიამ ორმაგი დუბლი (21 ქულა, 13 მოხსნა) შეასრულა.

- მონტენეგრო-საქართველო 84:90 - ჩვენი მეოთხე ევროპა! [VIDEO]

უელსი-საქართველო 1:1 (ფეხბურთი)

9 ოქტომბერი

მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ტოლ-სწორად ეთამაშა ჯგუფის ერთ-ერთ ფავორიტ უელსს და ქულაც მოიპოვა - 1:1. გარეთ ბეილის გოლს მეორე ტაიმში გოლითვე უპასუხა თორნიკე ოქრიაშვილმა. ისიც სათქმელია, რომ ჩვენმა გუნდმა შემტევი ფეხბურთი ითამაშა და მოგებაც შეეძლო.

- უელსი-საქართველო 1:1 - ჩვენი იმედის თამაში და კითხვა: ვინ დაგვწყევლა? [VIDEO+PHOTO]

ნიკოლოზ ბასილაშვილი - გამარჯვება მეათე ჩოგანთან (ჩოგბურთი)

24 ოქტომბერი

"ვიენა ოუფენზე", რომლის საპრიზო ფონდი 1,8 მილიონი ევროა, ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა უდიდესი სენსაცია მოახდინა - მსოფლიოს მე-10 ჩოგანი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა - 6:4, 6:7 (5), 7:5.

- ნიკოლოზ ბასილაშვილმა მსოფლიოს მე-10 ჩოგანი ტომაშ ბერდიხი დაამარცხა! [VIDEO]

ზოგადად, საქართველოს ვაჟ ჩოგბურთელთა ლიდერს წარმატებული წელი ჰქონდა და ასეულშიც დამკვიდრდა. შეგახსენებთ, რომ მანამდე ბასილაშვილმა ავსტრიული კიტცბუელის ტურნირის ფინალში ითამაშა, სადაც პაულო ლორენცისთან დამარცხდა.

თორნიკე ოქრიაშვილის სუპერგოლი (ფეხბურთი)

27 ნოემბერი

"კრასნოდარის" ქართველმა შემტევმა თორნიკე ოქრიაშვილმა "ზენიტს" მატჩის ბოლო წამებზე შესანიშნავი გამარჯვების გოლი გაუტანა, რომელმაც რუსეთში დიდი აღიარება მოიპოვა. ქართველმა დიდებულად შეასრულა "მაკრატელა" დარტყმა, თანაც საკმაოდ შორი დისტანციიდან. "ოქრის" სუპერგოლი შეუმჩნეველი არც წამყვან ევროპულ გამოცემებს დარჩენიათ.

- ლეგიონის უქმეები: სუპერგოლი, რომელმაც მთელი რუსეთი აალაპარაკა [VIDEO]

ჩემპიონი "სამტრედია" (ფეხბურთი)

12 დეკემბერი

საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს - "სამტრედია", რომელმაც ისტორიაში პირველად მოიგო ეს ტიტული. საჩემპიონო ფინალში გია ცეცაძის გუნდმა შინ 2:0 მოუგო "ჩიხურას", სტუმრად კი (მატჩი თბილისში გაიმართა) 2:2 ეთამაშა და ორი მატჩის ჯამში დამსახურებულად გაიმარჯვა.

- ჩიხურა-სამტრედია 2:2 - საქართველოს ახალი ჩემპიონი ჰყავს! [VIDEO+PHOTO]

- სამტრედია-ჩიხურა 2:0 - ნოკდაუნი პირველ რაუნდში [VIDEO]

გამოკითხვაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ აქ - გამოავლინე 2016 წლის მთავარი მოვლენა ქართულ სპორტში

tamazi
ყველა მსოფლიოშიამბობს ტალახაძეს. ე.ი ტალახაძე
bacho
90-ს დღევანდელი და მაშინდელი უელსი განსხვავდება და ასევე დღევანდელი და მაშინდელი საქართველოს ნაკრებიც ასერომ წლის მიღევადაც ჩაიწერება და ჩემი აზრით წლის მიღწევაცაა
Me
ფეხბურთში 2016 წლის შედეგი 0!!!! ესეც ოპტიმისტურად განწყობის შემთხვევაში. ზაზას ტრანსფერის ფასი საჩემპიონო ბეჭედია რაგბში მეტი არაფერი. მეათე ჩოგანთან მოგების მერე ბასილაშვილმა 150 ჩოგანთან წააგო. რაგბში ოკიანეთის წარმატების შემდეგ ჩავარდნილი ნოემბერი. ჩავარდნილი ოლიმპიადა არცერთი ოქრო ძიუდოში კი კაია ტალახაძის ოქრო მაგრამ დამეთანხმეთ სპორტის სახეობის სილამაზე 0
90
ეხლა ვფიქრობდი, ეს ჩამონათვალი 90-იან წლებში რომ წამეკითხვა, ძალიან გამიკვირდებოდა, რომ უელსთან 1-1 წლის მიღწევებში ჩაიწერა. ეეჰ ))
effe
3 გამოვარჩევ ამათ შორის არჩევანი მიჭირის.. 1 ლაშა ტალახაძის ოქრო 2 ესპანეთთან მოგება 3 უელსთან ტოლსწორად კიარა განადგურება შეგვეძლო ცოტა რო გაგვამრთლებოდა... ფაჩულიას ტრასფერი ძაან მაგარია ხოლო საპატიო მე-10 ადგილს მივანიჭებდი რაგბის ტურნეს...
რეზო
ნადირაძეს მეხუთე ადგილი ოლიმპიადაზე! ტალახაძეს ოქრო, ოკეანეთის ტურნე.
giorgi
ერთ წელს ვით ჯორჯია გახდა ჩემპიონი და ვისლასთან სახლში 2-8 წააგო.. ასეთ ჩემპიონობას სულ არ გამხდარიყო ის ჯობდა
giorgi
ყველაფერი მნიშვნელოვანი იყო რაც აქ იწერია ერთის გარდა.. საქართველოს ჩემპიონატს სამტრედია მოიგებს გორი თუ ხაშური დიდი მნიშვნელობა არა აქვს.. მთავარია ევროპის საკლუბო ტურნირებში სამარცხვინოდ არ გამოვიდნენ.
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
მძიმე ტრავმის შემდეგ ჯამალ მუსიალამ ვარჯიში დაიწყო
საქართველო 5:0 ესტონეთი
[VIDEO] პირველი გოლი ლიგა 1-ის ახალ სეზონში - "კვარამ" "ლიონს" გაუტანა
"ლიონთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გიორგი მამარდაშვილმა ერლინ ჰოლანის დარტყმული პენალტი მოიგერია
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
ერთი მწვრთნელის ხელმძღვანელობით ყველაზე მეტი გოლი - გრიზმანმა მესის გადაასწრო
დოვბიკმა შესაძლოა, იტალია დატოვოს - უკრაინელის დამატება თურქულ გუნდს სურს
დერბი ვერ მოიგო, თუმცა 1000-იანთა კლუბში შევიდა - სპალეტის მორიგი მიღწევა სამწვრთნელო კარიერაში
ალვარესი "ატლეტიკოში" მხოლოდ ორ შემთხვევაში დარჩება - ფეხბურთელმა პსჟ-ში ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა
“მილანს” ლევანდოვსკი სურს - აგენტმა საუდის არაბეთის ვარიანტი გამორიცხა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგმა" რთულ მატჩში გაიმარჯვა
მიქაუტაძის გარეშე - "ვილიარეალმა" მოიგო და მეორე ადგილზე აღზევდა
ვიქტორ სანიკიძე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] ორი გოლი პროტესტის ფონზე! "იბერია 1999" პირველ ადგილს ინარჩუნებს...
[VIDEO] ზივზივაძის 33 წუთი და "ჰაიდენჰაიმის" 0:6 "ბაიერთან"
[VIDEO] "ბაიერნის" 16-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყდა - "რეკორდმაისტერმა" "უნიონ ბერლინი" ვერ დაამარცხა
[VIDEO] გოლი 97-ე წუთზე - გოჩოლეიშვილის "ჰამბურგი" "დორტმუნდს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] უცვლელი ამოცანები! "თელავს" ძალა და კლასი არ ეყო...
დღეს - პარიზელები ლიდერობის დასაბრუნებლად და "მამარდას" დიდი მატჩი
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..
ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში შევიდა და ასეულში დაბრუნდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ოფიციალურად: თორნიკე ოქრიაშვილი ეროვნულ ლიგაში დაბრუნდა
ბასილაშვილი ჩენდუს ტურნირის მერვედფინალში გავიდა
"ვეცდები, სანიოლი დავარწმუნო, რომ ეროვნულ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - თორნიკე ოქრიაშვილი
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
"სანიოლი საპრესკონფერენციო ოთახში ვნახე და ასეთი რამ მითხრა" - რა განაცხადა თორნიკე ოქრიაშვილმა?
ბასილაშვილი ფორმაში შედის - ATP-ის ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა და ასეულში დაბრუნების შანსი აქვს
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
სავსე ტრიბუნების დროა!
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
"ყოვლად მიუღებელია ის რეალობა, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება!" - თორნიკე ოქრიაშვილი [PHOTO]
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
"მე რომ "გენკში" მივედი, ტროსარი გუნდიდან გაუშვეს, ახლა კი..." - რა განაცხადა ოქრიაშვილმა "არსენალის" შემტევზე?